პოლიტიკა
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აღარ გვხვდება ფასდაკლებული პროდუქტი სუპერმარკეტების დახლებზე აქციის დროს?
რატომ აღარ გვხვდება ფასდაკლებული პროდუქტი სუპერმარკეტების დახლებზე აქციის დროს?

თით­ქმის ყვე­ლა ჩვენ­განს ჰქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ტის, ნივ­თის შე­სა­ძე­ნად, აქ­ცი­ას ელო­დე­ბი, თუმ­ცა როცა ეს დღე დგე­ბა, სამ­სა­ხუ­რის, ბავ­შვის ან სხვა მი­ზე­ზის გამო მა­ღა­ზი­ა­ში მის­ვლას აგ­ვი­ა­ნებ, სა­ღა­მოს კი ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია აღარ გხვდე­ბა... მარ­თლაც ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია, ხომ?!

ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტებ­ში, როცა ფას­დაკ­ლე­ბე­ბის დროს იშ­ვი­ა­თად აღ­მოვ­ჩნდე­ბით ხოლ­მე იმ იღ­ბლი­ან­თა შო­რის, ვინც სა­აქ­ციო პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნას ახერ­ხებს. მა­ღა­ზი­ა­ში მი­სუ­ლებს გვე­უფ­ლე­ბა გან­ცდა, თით­ქოს ისე­თი რა­ღაც დავ­კარ­გეთ, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მიგ­ვე­ღო, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას კი კონ­სუ­ტან­ტებ­თან გა­მოვ­ხა­ტავთ, რო­მელ­თა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­საც მხო­ლოდ სა­წყო­ბი­დან თა­რო­ზე პრო­დუქ­ცი­ის გან­თავ­სე­ბა წარ­მო­ად­გენს და არა მომ­წო­დებ­ლის­გან ტრან­სპორ­ტი­რე­ბა. ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ პოს­ტე­ბი ხში­რად იწე­რე­ბა „ფე­ის­ბუქ­შიც“, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბია შექ­მნი­ლი იმი­სათ­ვის, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რებ­ლებ­მა თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რონ და შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას უამ­ბონ. რე­ა­ლუ­რად, სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტე­ბი გა­ყიდ­ვებ­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი და ცდი­ლო­ბენ, პრო­დუქ­ცია უწ­ვე­ტი რე­ჟი­მით მი­ე­წო­დე­ბო­დეს ქსელს და რაც შე­იძ­ლე­ბა, მეტი კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავ­დეთ, თუმ­ცა მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბა ბო­ლომ­დე მათ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ამ პრო­ცეს­ში მიმ­წო­დებ­ლე­ბიც დიდ როლს თა­მა­შო­ბენ.

რა­ტომ აღარ გვხვდე­ბა ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის მა­რა­გი შევ­სე­ბუ­ლი და რა­ტომ იწუ­რე­ბა ის სწრა­ფად აქ­ცი­ის დროს?

ამის გა­სარ­კვე­ვად „რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ას“ და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც 12 ქსე­ლურ სა­სურ­სა­თო მარ­კეტს აერ­თი­ა­ნებს. რო­გორც ასო­ცი­ა­ცი­ა­ში დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბი მარ­თლაც ხდე­ბა, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კი რო­გორც წესი, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას სუ­პერ­მარ­კე­ტის მი­მართ გა­მოთ­ქვა­მენ. მა­თი­ვე თქმით, სამ­წუ­ხა­როა, რომ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მხო­ლოდ სუ­პერ­მარ­კეთს სდებს ბრალს, ამ დროს კი პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბის წყვე­ტას ბევ­რი ფა­რუ­ლი პრო­ცე­სი გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

  • მო­მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მა - ანუ მომ­წო­დებ­ლის მხრი­დან არ/ვერ მოხ­და დრო­უ­ლი მო­მა­რა­გე­ბა;
  • ძა­ლი­ან დიდი მო­თხოვ­ნა იყო პრო­დუქ­ცი­ა­ზე და მა­რა­გი ამო­ი­წუ­რა. მომ­ხმრებ­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ცი­ა­ზე, რაც უფრო ღრმა ფას­დაკ­ლე­ბაა, უფრო დი­დია მო­თხოვ­ნაც, რო­მე­ლიც სა­აქ­ციო პრო­დუქ­ცი­ის მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მას ქმნის;
  • ასე­ვე, მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი, პი­რო­ბი­თად სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვა და პრო­დუქ­ცი­ის დრო­უ­ლად ვერ მი­ღე­ბა;
  • გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბიც, რო­მე­ლიც სა­აქ­ციო პრო­დუქ­ცი­ის წყვე­ტას გა­ნა­პი­რო­ბებს.

„რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ სა­აქ­ციო პრო­დუქ­ცი­ის წყე­ტა­ზე სხვა­დას­ხვა ფას­ტო­რი ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მხო­ლოდ მა­ღა­ზი­ის პერ­სო­ნალ­ზე გა­და­ტა­ნა არ იქ­ნე­ბა სწო­რი. მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობთ, რათა გაზ­რდილ მო­თხოვ­ნას ვუ­პა­სუ­ხოთ და სა­აქ­ციო პრო­დუქ­ცია დახლზე არ ამო­ი­წუ­როს. ჩვენ­თვის მომ­ხა­რე­ბე­ლი და მისი კმა­ყო­ფი­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს ჩვე­ნი სექ­ტო­რის წარ­მა­ტე­ბას, ამი­ტომ ყვე­ლა ქსე­ლი მაქ­სი­მუმს აკე­თებს მომ­ხმა­რებ­ლის მო­ლო­დი­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად “, - აღ­ნიშ­ნეს „რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში“.

პრო­დუქ­ტე­ბის მი­წო­დე­ბის უწყვე­ტო­ბა პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ სხვა ქვეყ­ნებ­შიც, თუმ­ცა სა­დის­ტრი­ბუ­ციო ჯაჭ­ვის გა­მარ­თვა ბუ­ნებ­რი­ვია, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­აგ­ვა­რებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ქართული (ვითომ) სეილიც ესაა....

----
8

თვითონ ყიდულობენ თანამშრომლები.. მიხვალ და გაიყიდაო..... მართლაც გაიყიდა, ოღონდ მათზევე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

რატომ აღარ გვხვდება ფასდაკლებული პროდუქტი სუპერმარკეტების დახლებზე აქციის დროს?

რატომ აღარ გვხვდება ფასდაკლებული პროდუქტი სუპერმარკეტების დახლებზე აქციის დროს?

თითქმის ყველა ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა, როცა სასურველი პროდუქტის, ნივთის შესაძენად, აქციას ელოდები, თუმცა როცა ეს დღე დგება, სამსახურის, ბავშვის ან სხვა მიზეზის გამო მაღაზიაში მისვლას აგვიანებ, საღამოს კი ფასდაკლებული პროდუქცია აღარ გხვდება... მართლაც ძალიან გამაღიზიანებელია, ხომ?!

ასეთი შემთხვევები გვაქვს სასურსათო მარკეტებში, როცა ფასდაკლებების დროს იშვიათად აღმოვჩნდებით ხოლმე იმ იღბლიანთა შორის, ვინც სააქციო პროდუქტის შეძენას ახერხებს. მაღაზიაში მისულებს გვეუფლება განცდა, თითქოს ისეთი რაღაც დავკარგეთ, რაც აუცილებლად უნდა მიგვეღო, უკმაყოფილებას კი კონსუტანტებთან გამოვხატავთ, რომელთა ვალდებულებასაც მხოლოდ საწყობიდან თაროზე პროდუქციის განთავსება წარმოადგენს და არა მომწოდებლისგან ტრანსპორტირება. ამგვარი შემთხვევების შესახებ პოსტები ხშირად იწერება „ფეისბუქშიც“, სადაც სპეციალური ჯგუფებია შექმნილი იმისათვის, რომ უკმაყოფილო მომხმარებლებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და შემთხვევის შესახებ ფართო საზოგადოებას უამბონ. რეალურად, სასურსათო მარკეტები გაყიდვებზე არიან ორიენტირებულები და ცდილობენ, პროდუქცია უწვეტი რეჟიმით მიეწოდებოდეს ქსელს და რაც შეიძლება, მეტი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავდეთ, თუმცა მარაგების შევსება ბოლომდე მათზე არ არის დამოკიდებული და ამ პროცესში მიმწოდებლებიც დიდ როლს თამაშობენ.

რატომ აღარ გვხვდება ფასდაკლებული პროდუქტის მარაგი შევსებული და რატომ იწურება ის სწრაფად აქციის დროს?

ამის გასარკვევად „რითეილ ასოციაციას“ დავუკავშირდით, რომელიც 12 ქსელურ სასურსათო მარკეტს აერთიანებს. როგორც ასოციაციაში დაგვიდასტურეს, ამგვარი შემთხვევები მართლაც ხდება, მომხმარებლები კი როგორც წესი, უკმაყოფილებას სუპერმარკეტის მიმართ გამოთქვამენ. მათივე თქმით, სამწუხაროა, რომ გაბრაზებული მომხმარებელი მხოლოდ სუპერმარკეთს სდებს ბრალს, ამ დროს კი პროდუქციის მიწოდების წყვეტას ბევრი ფარული პროცესი განაპირობებს, რომლის შესახებ ცნობიერების ამაღლება მომხმარებელში მნიშვნელოვანია.

  • მომარაგების პრობლემა - ანუ მომწოდებლის მხრიდან არ/ვერ მოხდა დროული მომარაგება;
  • ძალიან დიდი მოთხოვნა იყო პროდუქციაზე და მარაგი ამოიწურა. მომხმრებლისთვის საინტერესო პროდუქციაზე, რაც უფრო ღრმა ფასდაკლებაა, უფრო დიდია მოთხოვნაც, რომელიც სააქციო პროდუქციის მარაგების პრობლემას ქმნის;
  • ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს გარემო პირობები, პირობითად საზღვრების ჩაკეტვა და პროდუქციის დროულად ვერ მიღება;
  • გარკვეული რეგულაციებიც, რომელიც სააქციო პროდუქციის წყვეტას განაპირობებს.

„როგორც აღვნიშნეთ სააქციო პროდუქციის წყეტაზე სხვადასხვა ფასტორი ახდენს ზეგავლენას და უკმაყოფილების მხოლოდ მაღაზიის პერსონალზე გადატანა არ იქნება სწორი. მუდმივად ვმუშაობთ, რათა გაზრდილ მოთხოვნას ვუპასუხოთ და სააქციო პროდუქცია დახლზე არ ამოიწუროს. ჩვენთვის მომხარებელი და მისი კმაყოფილება განაპირობებს ჩვენი სექტორის წარმატებას, ამიტომ ყველა ქსელი მაქსიმუმს აკეთებს მომხმარებლის მოლოდინების დასაკმაყოფილებლად “, - აღნიშნეს „რითეილ ასოციაციაში“.

პროდუქტების მიწოდების უწყვეტობა პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, თუმცა სადისტრიბუციო ჯაჭვის გამართვა ბუნებრივია, მომხმარებლისთვის აღნიშნულ პრობლემას მნიშვნელოვნად მოაგვარებს.

როგორ იწარმოება პრემიალური ხაზის ხორცპროდუქტები საქართველოში - კაიზერის ისტორია

მცხეთაში „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა

5 რამ, რაც თქვენს იმუნიტეტზე არ იცით და ბუნებრივი საშუალებები, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ