პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლიერი ვარ, რომ ამ პროცესების ნაწილი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ძალიან დამღლელი იყო, ჩემთვის ეს ემოციური მომენტიცაა" - კარლ ჰარცელი
"მადლიერი ვარ, რომ ამ პროცესების ნაწილი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ძალიან დამღლელი იყო, ჩემთვის ეს ემოციური მომენტიცაა" - კარლ ჰარცელი

ჩვენ შევ­ძე­ლით შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა - ჩემ­თვის ეს ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტიც არის, მჯე­რა, რომ შე­თან­ხმე­ბა არის ახა­ლი გზა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა კარლ ჰარ­ცელ­მა გა­ნა­ცხა­და.

„ამ სა­ღა­მოს ჩვენ შევ­ძე­ლით შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა მხა­რე­ებს შო­რის. დო­კუ­მეტს ხელი შვიდ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ მო­ა­წე­რა. მას­ში მო­ნა­წი­ლო­ე­ბას 7 პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია იღებ­და. ამით მთავ­რდე­ბა პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მე მისი ნა­წი­ლი დას­წყი­სი­დან­ვე ვი­ყა­ვი. ფა­სი­ლი­ტა­ცი­ის 4 თვეს მოჰ­ყვა ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის 2 თვე. მე მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ამ პრო­ცე­სე­ბის ნა­წი­ლი ვი­ყა­ვი, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლი იყო. ჩემ­თვის ეს ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტიც არის. მჯე­რა, რომ ეს შე­თან­ხმე­ბა არის ახა­ლი გზა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ჩვენ მივ­დი­ვართ უფრო მტკი­ცე დე­მოკ­რა­ტი­ის გან­მტკი­ცე­ბის­თვის და უფრო მტკი­ცე ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რო­ბის­კენ“, - გა­ნა­ცხა­და ჰარ­ცელ­მა.

ცნო­ბის­თვის, შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე - „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წილს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა. დო­კუ­მენტს ხელი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე­ში მო­ე­წე­რა.

კერ­ძოდ, შე­თან­ხმე­ბის ტექსტს ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი­დან ხელი მო­ა­წე­რეს „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ვა­შა­ძემ, „ლე­ლოს“ ლი­დე­რებ­მა - ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ, „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ, „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა და „გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა. ასე­ვე დო­კუ­მენტზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­მო­წე­რა და­ა­ფიქ­სი­რეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა წევ­რმა და­ვით ბაქ­რა­ძემ და „გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

დო­კუ­მენტს ამ ეტაპ­ზე არ შე­ერ­თე­ბია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, შე­სა­ბა­მი­სად, შე­თან­ხმე­ბის ტექსტს არ აქვს მათი ხელ­მო­წე­რა.

შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე - „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ თან­ხმო­ბა და­ა­ფიქ­სი­რა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბა­მაც“.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
pathetic
0

საკალელი, დაიღალა თურმე 

ალექს
0

საკვირველია, რომ ევროპას და ზოგადად მსოფლიო პოლიტიკურ ოლიმპს არ ესმის, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე ხელოვნური პოლიელიტა დგას, რომელსაც პოლიტიკური სვლაგეზი , იდეური სამიზნე და მისი მიღწევის რაიმე ინსტრუმენტი არ გააჩნიათ , ფუქსავატ და ზერელე კომკავშირელთა უკანასკნელი არიერგარდის წარმომადგენელ შპანას პოლიტიკური პროდუქტის შექმნა არ ძალუძს, ისინი მედროვე ფუნქციონერებია, მათ დონეზე და მათ მიერ პოლიტკური გადაწყვეტილებები არასოდეს მიიღებოდა, რადგან ასეთის უნარს მოკლებულებია, ისინი უბრალოდ მიტმასნილი და მექანიკურა მიწებებეული ადგილებმონაცვლე მუდმივად პოზიციების და შეხედეულებების , უფროს წორად სხვადასხვა დროს სხვადასხვა როლების შემსრულებელი მდარე არაპროფესიონალებია, პიონერმერგოლურების დონეს არ გაცდენიან, ბავშვობიდან პროტექციით და გრანტშეწირულობებით მიიღეს ზედაპირული განათლება , "ისწავლეს" და იარეს კარიერულ კიბეზე ბიძების და პროტეჟე ნათლიების მხრებზე ამხედრებულებმა , საკუთრივ შექმნილი არაფერი აქვსთ, გარდა სხვისათვის წანართმევ მითვისებულისა , ცოტა ძნელი დასაჯერებელია , მაგრამ თუ ისტორიულ ექსკურსს გასდევთ, "საიდან ესენი ოლიმპზე ", იოლად აღმოაჩენთ, რომ ეს მარტივი ტიკინები სრულიად პოლიტიკურად ცვედანი გამოგონილი ტიკინებია , საქაჩულებია ,მარიონეტები და პოლიტიკურ ველზე რომ რეალური პოლიტიკოსები არ გამოჩდნენ , თავისუფალი სივრცის შესავსებად წინასწარ დადებული ბალასტია პოლიტიკური ველის 268 პოარტიით გასაჯერებლად ინერტულ მასალად გამოყენებული რეალურად მმართველი ძალის მიერ, ეს კი კომპარტიული ოლიგარქიაა, რომელიც კულისებში მოღვაწეობს, არცერთი იმ 268 პარტიიდან არ არის, იმიტომ რომ კომპარტიაა, და ზოგადად საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პარტოკრატიაა და უმაღლესი სამართალდამცავ სპეცსამსახურების კგბ და ასეთების ნაზავია , სინდიკატია საფინანსო საბანკო სფეროს მაგნატების და მედია სატელევიზიო ღიბუცების გაერთიანებასთან ერთად , ესენი ყოველგვარი იდეოლოგიურ მსოფლმხედველობითი ბაგაჟისა და პოლიტკური მრწამსისაგან თავისუფალი დაპირისპირებული შრეების წარმომადგენლებია , დემოკრატიის ელემენტარული წესების და პრინციპების ფალსიფიცრების და უწყალოდ გაყალბებული არჩევნების პოლიტიკური ფარსის და თანმხვედრი ყვითელი ტაშფანდურ ბომონდური მუდმივი წარმოდგენების მოწყობით , უგემოვნობის და ხეპრედ გაუნათლებლობის გავრცელებით , ასევე იარაღით მოიპოვებენ და ინარჩუნებენ უხილავი ხელისუფალის პოზიციებს, ღვრიდნენ და კვლავაც დაღვრიან სისხლს, ფლობენ რა საერთო სახალხო სახელმწიფო ქონების მართვის ყველა ბერკეტს, მათ ის ძალადობრივად ან რბილად მიიტაცეს დიდი ხნის წინ და ბუნებრივია რომ ეკონომიკური პროცესი კრახს განიცდის, მათ მისი მართვა არ შეუძლიათ, ისინი ხომ ათწლეულობის განმავლობაში ქრთამითა და ატკატით ცხოვრობდნენ და თავად პროდუქტის შექმნა არ შეუძლიათ, სხვები კი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნიჰილიზმში ყავთ ჩამწყვდეული ! შთქმულების თეორიაა ??!! კი , შთქმული ვარ ! თქვენცა ! თან დიდი ხნით ! გამოდით არჩევნებზე და არცერთი ხმა ამათ და მოვლენ უპატრონო პოლიტიკოსები , არადა იწუწუნეთ მთელი ცხოვრება !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"მადლიერი ვარ, რომ ამ პროცესების ნაწილი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ძალიან დამღლელი იყო, ჩემთვის ეს ემოციური მომენტიცაა" - კარლ ჰარცელი

"მადლიერი ვარ, რომ ამ პროცესების ნაწილი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ძალიან დამღლელი იყო, ჩემთვის ეს ემოციური მომენტიცაა" - კარლ ჰარცელი

ჩვენ შევძელით შეთანხმების მიღწევა - ჩემთვის ეს ემოციური მომენტიც არის, მჯერა, რომ შეთანხმება არის ახალი გზა საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„ამ საღამოს ჩვენ შევძელით შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის. დოკუმეტს ხელი შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა. მასში მონაწილოებას 7 პოლიტიკური პარტია იღებდა. ამით მთავრდება პროცესი, რომელიც 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მე მისი ნაწილი დასწყისიდანვე ვიყავი. ფასილიტაციის 4 თვეს მოჰყვა ინტენსიური თანამშრომლობის 2 თვე. მე მადლიერი ვარ, რომ ამ პროცესების ნაწილი ვიყავი, იმის მიუხედავად, რომ ფიზიკურად ძალიან დამღლელი იყო. ჩემთვის ეს ემოციური მომენტიც არის. მჯერა, რომ ეს შეთანხმება არის ახალი გზა საქართველოსთვის. ჩვენ მივდივართ უფრო მტკიცე დემოკრატიის განმტკიცებისთვის და უფრო მტკიცე ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობისკენ“, - განაცხადა ჰარცელმა.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის სასახლეში მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

"თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში შევა, ალბათობა იმისა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში დარჩებიან" - ექსპერტი

არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

"დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდგომ მივიღებთ ცივილიზებულ გადაწყვეტილებას" - რას წერს სალომე სამადაშვილი