მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი შარლ მიშელს - "შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ გზა ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას..."
პრეზიდენტი შარლ მიშელს - "შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ გზა ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას..."

ამ შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გზა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ ხე­ლახ­ლა და ბევ­რად უფრო აქ­ტი­უ­რად უნდა გა­იხ­სნას. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ძა­ლი­ან სწრა­ფად და­ვი­წყებთ ამა­ზე მუ­შა­ო­ბას და მინ­და ეს ხვალ­ვე, თქვე­ნი ვი­ზი­ტით და­ი­წყოს, - ასე მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტს შარლ მი­შელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წილს შო­რის შე­თან­ხმე­ბი­სა და დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ.

რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ევ­რო­კავ­ში­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ბი­ლუ­რო­ბა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„მინ­და ორი სი­ტყვით მივ­მარ­თო ბა­ტონ მი­შელს და ყვე­ლას­თან ერ­თად გა­და­ვუ­ხა­დო დიდი მად­ლო­ბა მისი ძა­ლის­ხმე­ვის­თვის. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ თქვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა ეს არის ევ­რო­კავ­ში­რის ჩარ­თუ­ლო­ბა და ეს ნიშ­ნავს ორ რა­მეს - ერთი, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა პერ­სპექ­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია და მე­ო­რე, რომ სა­ქარ­თვე­ლო დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ევ­რო­კავ­ში­რის­თვის, მისი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და მისი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა. ძა­ლი­ან დიდი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა შიგ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რად დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ და ეს ჩემ­თვის პი­რა­დად და მთე­ლი სა­ზო­გა­დე­ბის­თვის ძა­ლი­ან დიდი რამ არის. მაგ­რამ მე­ო­რე ნა­ბი­ჯი უნდა გა­დავ­დგათ ერ­თად. ამ შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გზა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ ხე­ლახ­ლა და ბევ­რად უფრო აქ­ტი­უ­რად უნდა გა­იხ­სნას. ამა­ზე მე დიდი იმე­დი მაქვს, რომ ძა­ლი­ან სწრა­ფად და­ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას და მინ­და ეს ხვალ­ვე, თქვე­ნი ვი­ზი­ტით და­ი­წყოს“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

შარლ მი­შე­ლი ხვალ სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვე­ვა. ამის შე­სა­ხებ მან ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ონ­ლა­ინ ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­ზი­დენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი­სას ის შეხ­ვდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და გა­ნი­ხი­ლავს სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯებს, რომ­ლებ­მაც უნდა გა­ამ­ყა­როს კავ­ში­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის.

„მე მაქვს პა­ტი­ვი, გან­ვა­ცხა­დო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვალ ხვალ, რათა შევ­ხვდე ყვე­ლა თქვენ­განს, გა­მოვ­ხა­ტო ნდო­ბა და გან­ვი­ხი­ლო თქვენ­თან ერ­თად, რო­გორ უნდა გა­დავ­დგათ მეტი ნა­ბი­ჯი ერ­თად, რომ გა­ვაძ­ლი­ე­როთ კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის”, - გა­ნა­ცხა­და შარლ მი­შელ­მა.

ცნო­ბის­თვის, შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე - „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წილს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა. დო­კუ­მენტს ხელი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე­ში მო­ე­წე­რა.

კერ­ძოდ, შე­თან­ხმე­ბის ტექსტს ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი­დან ხელი მო­ა­წე­რეს „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ვა­შა­ძემ, „ლე­ლოს“ ლი­დე­რებ­მა - ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ, „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ, „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა და „გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა. ასე­ვე დო­კუ­მენტზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­მო­წე­რა და­ა­ფიქ­სი­რეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა წევ­რმა და­ვით ბაქ­რა­ძემ და „გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

დო­კუ­მენტს ამ ეტაპ­ზე არ შე­ერ­თე­ბია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, შე­სა­ბა­მი­სად, შე­თან­ხმე­ბის ტექსტს არ აქვს მათი ხელ­მო­წე­რა.

შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე - „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ თან­ხმო­ბა და­ა­ფიქ­სი­რა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბა­მაც“

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qartveli
0

ეს მარალი ტრიბუნიდან ხშირად უნდა შევახსენოთ

ევროპელებს უკვე დაიღალა ხალხი გაწევრიანების მოლოდინით 

ალექს
0

ესენიც მედროვე ფუნქციონერებია, მათ დონეზე და მათ მიერ პოლიტკური გადაწყვეტილებები არასოდეს მიიღებოდა, რადგან ასეთის უნარს მოკლებულებია, ისინი უბრალოდ მიტმასნილი და მექანიკურად მიწებებეული ადგილებმონაცვლე მუდმივად პოზიციების და შეხედეულებების , უფრო სწორად სხვადასხვა დროს სხვადასხვა როლების შემსრულებელი მდარე არაპროფესიონალებია, პიონერმერგოლურების დონეს არ გაცდენიან, ბავშვობიდან პროტექციით და გრანტშეწირულობებით მიიღეს ზედაპირული განათლება , "ისწავლეს" და იარეს კარიერულ კიბეზე ბიძების და პროტეჟე ნათლიების მხრებზე ამხედრებულებმა, საკუთრივ შექმნილი არაფერი აქვსთ, გარდა სხვისათვის წანართმევ მითვისებულისა , ცოტა ძნელი დასაჯერებელია , მაგრამ თუ ისტორიულ ექსკურსს გასდევთ, "საიდან ესენი ოლიმპზე ", იოლად აღმოაჩენთ, რომ ეს მარტივი ტიკინები სრულიად პოლიტიკურად ცვედანი, გამოგონილი ხელოვნური ტიკინებია , საქაჩულებია ,მარიონეტები და პოლიტიკურ ველზე რომ რეალური პოლიტიკოსები არ გამოჩდნენ , თავისუფალი სივრცის შესავსებად წინასწარ დადებული ბალასტია პოლიტიკური ველის 268 პარტიით გასაჯერებლად ინერტულ მასალად გამოყენებული იმ რეალურად მმართველი ძალის მიერ, რომ არ ჩანს ეკრანზე ეს კი კომპარტიული ოლიგარქიაა, რომელიც კულისებში მოღვაწეობს, არცერთი მსხვილი მოთამაშე იმ 268 პარტიიდან არ არის, იმიტომ რომ კომპარტიაა, და ზოგადად საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პარტოკრატიაა და უმაღლესი სამართალდამცავ სპეცსამსახურების, კგბ და ასეთების ნაზავია , სინდიკატია საფინანსო საბანკო სფეროს მაგნატების და მედია სატელევიზიო ღიბუცების გაერთიანებასთან ერთად , ესენი ყოველგვარი იდეოლოგიურ მსოფლმხედველობითი ბაგაჟისა და პოლიტიკური მრწამსისაგან თავისუფალი დაპირისპირებული შრეების წარმომადგენლებია , დემოკრატიის ელემენტარული წესების და პრინციპების ფალსიფიცრების და უწყალოდ გაყალბებული არჩევნების პოლიტიკური ფარსის და თანმხვედრი ყვითელი ტაშფანდურ ბომონდური მუდმივი წარმოდგენების მოწყობით , უგემოვნობის და ხეპრედ გაუნათლებლობის გავრცელებით , ასევე იარაღით მოიპოვებენ და ინარჩუნებენ უხილავი ხელისუფალის პოზიციებს, ღვრიდნენ და კვლავაც დაღვრიან სისხლს, ფლობენ რა საერთო სახალხო სახელმწიფო ქონების მართვის ყველა ბერკეტს, მათ ის ძალადობრივად ან რბილად მიიტაცეს დიდი ხნის წინ და ბუნებრივია რომ ეკონომიკური პროცესი კრახს განიცდის, მათ მისი მართვა არ შეუძლიათ, ისინი ხომ ათწლეულობის განმავლობაში ქრთამითა და ატკატით ცხოვრობდნენ და თავად პროდუქტის შექმნა არ შეუძლიათ, სხვები კი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნიჰილიზმში ყავთ ჩამწყვდეული !

ავტორი:

პრეზიდენტი შარლ მიშელს - "შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ გზა ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას..."

პრეზიდენტი შარლ მიშელს - "შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ გზა ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას..."

ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დავიწყებთ ამაზე მუშაობას და მინდა ეს ხვალვე, თქვენი ვიზიტით დაიწყოს, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმებისა და დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ევროკავშირისთვის საქართველოს სტაბილურობა და დემოკრატიულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მინდა ორი სიტყვით მივმართო ბატონ მიშელს და ყველასთან ერთად გადავუხადო დიდი მადლობა მისი ძალისხმევისთვის. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თქვენი ჩართულობა ეს არის ევროკავშირის ჩართულობა და ეს ნიშნავს ორ რამეს - ერთი, საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია და მეორე, რომ საქართველო დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, მისი სტაბილურობა და მისი დემოკრატიულობა. ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა შიგნით, საქართველოში პოლიტიკურად დეპოლარიზაციისკენ და ეს ჩემთვის პირადად და მთელი საზოგადებისთვის ძალიან დიდი რამ არის. მაგრამ მეორე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ერთად. ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას. ამაზე მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დავიწყებთ მუშაობას და მინდა ეს ხვალვე, თქვენი ვიზიტით დაიწყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში ონლაინ ჩართვისას განაცხადა.

პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოში ვიზიტისას ის შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და განიხილავს სამომავლო ნაბიჯებს, რომლებმაც უნდა გაამყაროს კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

„მე მაქვს პატივი, განვაცხადო, რომ საქართველოში ჩამოვალ ხვალ, რათა შევხვდე ყველა თქვენგანს, გამოვხატო ნდობა და განვიხილო თქვენთან ერთად, როგორ უნდა გადავდგათ მეტი ნაბიჯი ერთად, რომ გავაძლიეროთ კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის”, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის სასახლეში მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“

"თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში შევა, ალბათობა იმისა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში დარჩებიან" - ექსპერტი

არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

"დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდგომ მივიღებთ ცივილიზებულ გადაწყვეტილებას" - რას წერს სალომე სამადაშვილი