პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს გაუმარჯოს - ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას" - შარლ მიშელი
"საქართველოს გაუმარჯოს - ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას" - შარლ მიშელი

ვუ­ლო­ცავ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რას, რო­მე­ლიც არის არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სი­დან გა­მო­სა­ვა­ლი, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა შარლ მი­შელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში გა­ავ­რცე­ლა.

მისი თქმით, იმ პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რე­ბა­მა ვინც შე­თან­ხმე­ბას ხელს აწე­რენ ხალ­ხის ინ­ტე­რე­სი წინ და­ა­ყე­ნეს და დე­მოკ­რა­ტი­ას გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს.

„შე­თან­ხმე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს!

ვუ­ლო­ცავ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რას, რო­მე­ლიც არის არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სი­დან გა­მო­სა­ვა­ლი. თქვენ და­ა­ყე­ნეთ ხალ­ხის ინ­ტე­რე­სი პირ­ველ ად­გი­ლას და მი­ე­ცით დე­მოკ­რა­ტი­ას გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

მად­ლო­ბას ვუხ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას,“ - გა­ნა­ცხა­და შარლ მი­შელ­მა.

მან ყვე­ლა მხა­რეს, ვინც შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რა, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და არ­სე­ბუ­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბის გვერ­დზე გა­და­დე­ბი­სა და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის წინ და­ყე­ნე­ბის­თვის.

„6 კვი­რის წინ მე შევ­ხვდი ყვე­ლა თქვენ­განს სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში და თქვენ გახ­სოვთ, მე გი­თხა­რით, რომ ჩვენ და­ვი­წყეთ პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გი, რათა გა­მო­ვი­დეთ პო­ლი­ტი­კუ­რი ჩი­ხი­დან. ჩვენ შევ­ხვდით პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში, სა­დაც თქვენ დღეს ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს. პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი არის სიმ­ბო­ლო სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის. მე დავ­დე მა­გი­და­ზე 5 არ­სე­ბი­თი სა­კი­თხი, რო­მელ­თა ირ­გვლივ სა­ჭი­რო იყო შე­თან­ხმე­ბა, იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად, რო­მე­ლიც არის ქვე­ყა­ნა­ში და მე დაგ­პირ­დით, რომ ჩარ­თუ­ლი დავ­რჩე­ბო­დი ამ პრო­ცეს­ში და დავ­ნიშ­ნე ჩემი პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბა­ტო­ნი და­ნი­ელ­სო­ნი, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ორ­ჯერ და ჩა­ა­ტა­რა ბევ­რი შეხ­ვედ­რა ყვე­ლა თქვენ­გან­თან. მე ვთხო­ვე ჩემს დიპ­ლო­მა­ტი­ურ ჯგუფს, რომ პრო­ცე­სის­თვის მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად გა­ე­წი­ათ და 6 კვი­რის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლია! მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა თქვენ­განს თქვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის და გამ­ბე­და­ო­ბის­თვის, რომ გა­და­გე­დოთ თქვე­ნი გან­სხვა­ვე­ბე­ბი გვერ­დით სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის. მე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო დიპ­ლო­მა­ტი­ურ გუნდს, რო­მე­ლიც და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ობ­და თქვენ­თან ერ­თად, ბა­ტონ და­ნი­ელ­სონ­საც, მათ შო­რის, ბა­ტონ კარლ ჰარ­ცელ­სა და კელი დეგ­ნანს, ჩვენ ვა­ფა­სებთ თქვენ მიერ გა­წე­ულ ძა­ლის­ხმე­ვას,“ - გა­ნა­ცხა­და შარლ მი­შელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რას
47

რას ულოცავს ეს კაცი ნაცებმა ხელი არ მოაწერეს კონსტიტუციური უმრავლესობ აარ შედგა და რა აზრი აქვსუსახურუ ოპოზიციის ნაწილის შესვლას. წმინდა მარკოზ ეფესელი მახსენდება,როცა რომის პაპმა გაიგო რომ უნიას მარკოზ ეფესელმა ხელი არ მოაწერა( ხელი მოაწერეს იმპერატორმა, აღმოსავლეთის პატრიარქთა წარმომადგენლებმა მათი და თავიანთი სახელით, იერარქებმა და ეკლესიის სხვა მოხელეებმა) რომის პაპმა თქვა ამრიგად, არაფერი გაგვიკეთებია.ასეა ახლაც ნაცების ხელმოწერის გარეშე ფარატინა ქაღალდია ეს ხელშეკრულება

ვერ გავიგე
0

რას ულოცავს ვის ულოცავს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"საქართველოს გაუმარჯოს - ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას" - შარლ მიშელი

"საქართველოს გაუმარჯოს - ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას" - შარლ მიშელი

ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას, რომელიც არის არსებული კრიზისიდან გამოსავალი, - ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში გაავრცელა.

მისი თქმით, იმ პოლიტიკურმა ლიდერებამა ვინც შეთანხმებას ხელს აწერენ ხალხის ინტერესი წინ დააყენეს და დემოკრატიას განვითარების საშუალება მისცეს.

„შეთანხმება საქართველოში, საქართველოს გაუმარჯოს!

ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას, რომელიც არის არსებული კრიზისიდან გამოსავალი. თქვენ დააყენეთ ხალხის ინტერესი პირველ ადგილას და მიეცით დემოკრატიას განვითარების საშუალება.

მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ყველა პოლიტიკურ პარტიას,“ - განაცხადა შარლ მიშელმა.

მან ყველა მხარეს, ვინც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, მადლობა გადაუხადა არსებული განსხვავებების გვერდზე გადადებისა და ქვეყნის ინტერესების წინ დაყენებისთვის.

„6 კვირის წინ მე შევხვდი ყველა თქვენგანს საქართველოში, თბილისში და თქვენ გახსოვთ, მე გითხარით, რომ ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკური დიალოგი, რათა გამოვიდეთ პოლიტიკური ჩიხიდან. ჩვენ შევხვდით პრეზიდენტის სასახლეში, სადაც თქვენ დღეს ხვდებით ერთმანეთს. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის სიმბოლო საქართველოს ერთიანობის. მე დავდე მაგიდაზე 5 არსებითი საკითხი, რომელთა ირგვლივ საჭირო იყო შეთანხმება, იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც არის ქვეყანაში და მე დაგპირდით, რომ ჩართული დავრჩებოდი ამ პროცესში და დავნიშნე ჩემი პირადი წარმომადგენელი ბატონი დანიელსონი, ვინც საქართველოში იმყოფებოდა ორჯერ და ჩაატარა ბევრი შეხვედრა ყველა თქვენგანთან. მე ვთხოვე ჩემს დიპლომატიურ ჯგუფს, რომ პროცესისთვის მხარდაჭერა ძალიან აქტიურად გაეწიათ და 6 კვირის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია! მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანს თქვენი პასუხისმგებლობისთვის და გამბედაობისთვის, რომ გადაგედოთ თქვენი განსხვავებები გვერდით საქართველოს ინტერესებისთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო დიპლომატიურ გუნდს, რომელიც დაუღალავად მუშაობდა თქვენთან ერთად, ბატონ დანიელსონსაც, მათ შორის, ბატონ კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს, ჩვენ ვაფასებთ თქვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას,“ - განაცხადა შარლ მიშელმა.

გრიგოლ ვაშაძემ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

"საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე" - რას ამბობს კახა კალაძე შეთანხმების დოკუმენტზე

"რას ნიშნავს პროცესის ღალატი, მე ვიცი სამშობლოს ღალატი და მეუღლის ღალატი, არც ერთისთვის მიღალატია" - ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თაკო ჩარკვიანიც იქნება პარლამენტში