პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შარლ მიშელის დოკუმენტს "ოცნებამ" და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა - შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო"
შარლ მიშელის დოკუმენტს "ოცნებამ" და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა - შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო"

შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე - „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წილს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა. დო­კუ­მენტს ხელი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე­ში მო­ე­წე­რა.

კერ­ძოდ, შე­თან­ხმე­ბის ტექსტს ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი­დან ხელი მო­ა­წე­რეს „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ვა­შა­ძემ, „ლე­ლოს“ ლი­დე­რებ­მა - ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ, „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ, „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა და „გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა. ასე­ვე დო­კუ­მენტზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­მო­წე­რა და­ა­ფიქ­სი­რეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა წევ­რმა და­ვით ბაქ­რა­ძემ და „გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

დო­კუ­მენტს ამ ეტაპ­ზე არ შე­ერ­თე­ბია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, შე­სა­ბა­მი­სად, შე­თან­ხმე­ბის ტექსტს არ აქვს მათი ხელ­მო­წე­რა.

შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე - „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ თან­ხმო­ბა და­ა­ფიქ­სი­რა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბა­მაც“. მმარ­თვე­ლი გუნ­დის სა­ხე­ლით ტექსტს ხელი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ და უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა მო­ა­წე­რეს.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა შარლ მი­შელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს ახა­ლი წი­ნა­და­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა. წი­ნა­და­დე­ბა ხუთ პუნ­ქტს მო­ი­ცავს. მათ შო­რის არის, პო­ლი­ტი­ზე­ბულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბად აღ­ქმუ­ლი სა­კი­თხე­ბი და მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ხელ­მომ­წე­რე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღე­ბენ, შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რი­დან ერთი კვი­რის ვა­და­ში, რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ პო­ლი­ტი­ზე­ბულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბად აღ­ქმულ ორ სა­კი­თხზე, ამ­ნის­ტი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და / ან ისე­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბით, რო­მე­ლიც ანა­ლო­გი­ურ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს. კერ­ძოდ, ამ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რი­დან ერთი კვი­რის ვა­და­ში, პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნილ­მა პარ­ტი­ამ უნდა მო­ახ­დი­ნოს ინი­ცი­რე­ბა კა­ნო­ნი­სა ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 2019 წლის 19 – 21 ივ­ნი­სის პრო­ტეს­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა დარ­ღვე­ვა­სა და და­კა­ვე­ბას შე­ე­ხე­ბა.

ამას­თან, შარლ მი­შე­ლის წი­ნა­და­დე­ბის თა­ნახ­მად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 2021 წლის 16 აპ­რი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნე­ბა 2022 წელს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ 2021 წლის ოქ­ტომ­ბრის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მი­ი­ღებს ნამ­დვი­ლი პრო­პორ­ცი­უ­ლი ხმე­ბის 43% -ზე ნაკ­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi...
7

 თავისუფალი ქვყანა....იხარე ერო....

R
17

რამენაირად უნდა მოვახერხოთ რომ ქართველებს - ქართველები გვიყვარდეს, სსსრ -მა დაღი დაგვასვა, გვაიძულა რომ ბედნიერება ერთმანეთის დამარცხებაში გვენახა. შეუძლებელია ისტორიას არ წავეშალეთ მასობრივად ესეთები რომ ვყოფილიყავით... დროა დავიბრუნოთ ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული, მხოლოდ ესე გადავრჩებით ... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

შარლ მიშელის დოკუმენტს "ოცნებამ" და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა - შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო"

შარლ მიშელის დოკუმენტს "ოცნებამ" და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა - შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო"

შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის სასახლეში მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“. მმართველი გუნდის სახელით ტექსტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა მოაწერეს.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის - რას აცხადებს პარტიის გააწყვეტილების შესახებ გიგა ბოკერია

ტარიელ ნაკაიძე "ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის