სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებლად მიმაჩნია" - ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დეტალებზე
"გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებლად მიმაჩნია" - ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დეტალებზე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რის ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მე­დი­ა­ტო­რე­ბის მიერ შედ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტის თა­ო­ბა­ზე პარ­ტი­ა­ში აზ­რთას­ხვა­დას­ხვა­ო­ბაა, თუმ­ცა მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­თან­ხმე­ბა­ზე ხე­ლის­მო­წე­რა შე­საძ­ლებ­ლად მი­აჩ­ნია.

რო­გორც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ, ბეჟაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დო­კუ­მენ­ტი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ტო­ვებს.

“პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე იყო საკ­მა­ოდ მკვეთ­რი გა­მოს­ვლე­ბი, რად­გან აზ­რთას­ხვა­დას­ხვა­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. თა­ვის­თა­ვად დო­კუ­მენ­ტი ტო­ვებს დიდ სივ­რცეს იმის­თვის, რომ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი მოხ­დეს და შემ­დგომ­ში კი­დევ უფრო დიდი უთან­ხმო­ე­ბის სა­გა­ნი გახ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის. ამი­ტომ, ეს აზ­რთას­ხვა­დას­ხვა­ო­ბა ბუ­ნებ­რი­ვია. გაგ­რძელ­დე­ბა პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ხვალ მი­ვი­ღებთ, თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­საძ­ლებ­ლად მი­აჩ­ნია ამ დო­კუ­მენტზე ხე­ლის მო­წე­რა და გან­ხილ­ვებ­ში შეს­ვლა, უბ­რა­ლოდ ამ გან­ხილ­ვებს უნდა და­ეს­წროს თა­ვი­სუ­ფა­ლი ნიკა მე­ლია”, - გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა შარლ მი­შელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს ახა­ლი წი­ნა­და­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა. წი­ნა­და­დე­ბა ხუთ პუნ­ქტს მო­ი­ცავს. მათ შო­რის არის, პო­ლი­ტი­ზე­ბულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბად აღ­ქმუ­ლი სა­კი­თხე­ბი და მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ხელ­მომ­წე­რე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღე­ბენ, შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რი­დან ერთი კვი­რის ვა­და­ში, რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ პო­ლი­ტი­ზე­ბულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბად აღ­ქმულ ორ სა­კი­თხზე, ამ­ნის­ტი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და / ან ისე­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბით, რო­მე­ლიც ანა­ლო­გი­ურ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს. კერ­ძოდ, ამ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რი­დან ერთი კვი­რის ვა­და­ში, პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნილ­მა პარ­ტი­ამ უნდა მო­ახ­დი­ნოს ინი­ცი­რე­ბა კა­ნო­ნი­სა ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 2019 წლის 19-21 ივ­ნი­სის პრო­ტეს­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა დარ­ღვე­ვა­სა და და­კა­ვე­ბას შე­ე­ხე­ბა.

ამას­თან, შარლ მი­შე­ლის წი­ნა­და­დე­ბის თა­ნახ­მად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 2021 წლის 16 აპ­რი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნე­ბა 2022 წელს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ 2021 წლის ოქ­ტომ­ბრის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მი­ი­ღებს ნამ­დვი­ლი პრო­პორ­ცი­უ­ლი ხმე­ბის 43% -ზე ნაკ­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
paata
2

 უკვე აუტანლები ხართ ყველანი.ცეცხლს ეთამაშებით.

გიორგი
7

რიგარეშე საპარლამენტო არჩევბენი მანადე უნდა გაიმართოს, სანამ "ნაცსექტა" რა გაქრება ოპოზიციური ფლანგიდან და მის ნაცვლად ჯანსაღი ოპოზიცია მოვა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებლად მიმაჩნია" - ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დეტალებზე

"გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებლად მიმაჩნია" - ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დეტალებზე

"ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მედიატორების მიერ შედგენილი დოკუმენტის თაობაზე პარტიაში აზრთასხვადასხვაობაა, თუმცა მათ უმრავლესობას შეთანხმებაზე ხელისმოწერა შესაძლებლად მიაჩნია.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტი ინტერპრეტაციების საშუალება ტოვებს.

“პოლიტსაბჭოზე იყო საკმაოდ მკვეთრი გამოსვლები, რადგან აზრთასხვადასხვაობა ნამდვილად არსებობს. თავისთავად დოკუმენტი ტოვებს დიდ სივრცეს იმისთვის, რომ ინტერპრეტაციები მოხდეს და შემდგომში კიდევ უფრო დიდი უთანხმოების საგანი გახდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ეს აზრთასხვადასხვაობა ბუნებრივია. გაგრძელდება პოლიტსაბჭოს სხდომა და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას შესაძლებლად მიაჩნია ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და განხილვებში შესვლა, უბრალოდ ამ განხილვებს უნდა დაესწროს თავისუფალი ნიკა მელია”, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები წარადგინა

"რატომ შემოდიან?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! - ხომ არიან ღირსი დერეფანი მოვუწყოთ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ?!" - ელისაშვილი "ნაცმოძრაობაზე"

"ახლა დაინახავენ, რას ნიშნავს ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა" - როგორ აფასებენ "ოცნების" ლიდერები "ნაცმოძრაობის" პარლამენტში შესვლას და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერას