საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბეტონზე ჩამოვსხედით, მუხლებზე დავიდეთ საქაღალდეები და შევუდექით ტექსტების დამუშავებას და მაკეტირებას" - გაზეთი, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის მემატიანედ იქცა
"ბეტონზე ჩამოვსხედით, მუხლებზე დავიდეთ საქაღალდეები და შევუდექით ტექსტების დამუშავებას და მაკეტირებას" - გაზეთი, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის მემატიანედ იქცა

1995 წლის 18 აპ­რილს - გა­ზა­ფხუ­ლის მზით გამთბარ ორ­შა­ბათ დღეს და­ი­ბა­და გა­რეგ­ნუ­ლად და ში­ნა­არ­სით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ზე­თი - "კვი­რის პა­ლიტ­რა“!

იმ დღი­დან 26 წე­ლი­წა­დი გა­ვი­და და მარ­თა­ლია, ერთი 16-გვერ­დი­ა­ნი გა­ზე­თი ახლა ვე­ე­ბერ­თე­ლა მე­დი­აჰოლ­დინ­გია - 6 მსხვი­ლი და 20-ზე მეტი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ით, ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბით, რა­დი­ო­თი, ტე­ლე­ვი­ზი­ით, ვებ-პორ­ტა­ლე­ბით, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L“-ით, "ელ­ვით“, "ბიბ­ლუ­სით“ და კი­დევ მრა­ვა­ლი სამ­სა­ხუ­რით, ჩემ­თვის იგი არც მხო­ლოდ ციფ­რე­ბია და არც მშრა­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, არა­მედ - სახ­ლია, სა­დაც თავს მუ­დამ "შინ“ ვგრძნობ - ოჯახ­ში, სა­მე­გობ­რო­ში, სა­დაც ხან ეფე­რე­ბი, ხან ბრა­ზობ, ხან ეთან­ხმე­ბი, ხან კა­მა­თობ, ხან წარ­მა­ტე­ბაა, ხან იმედ­გაც­რუ­ე­ბა, მაგ­რამ... აქ სიყ­ვა­რუ­ლია და ეს გა­ხა­რებს; აქ მკი­თხვე­ლია, მა­ყუ­რე­ბე­ლია, მსმე­ნე­ლია, რო­მე­ლიც შენ შე­მოგ­ყუ­რებს, გე­ლის, შენი სჯე­რა და ამით მუ­დამ იკ­რებ ძა­ლას... აქ თა­ო­ბე­ბის თა­ნა­ცხოვ­რე­ბაა - გა­მოწ­ვე­ვე­ბით და იმე­დით სავ­სე!

  • ოღონდ ვიდ­რე "დღეს“ დად­გე­ბო­და, იყო ამ­ბა­ვი, ის­ტო­რია...

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე წლე­ბი იდგა, ომე­ბის შემ­დგო­მი, მშფოთ­ვა­რე, მკვლე­ლო­ბე­ბი­თა და ყა­ჩა­ღო­ბით დამ­ძი­მე­ბუ­ლი. იმ­ხა­ნად უკვე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­რა­დი­ო­მა­უ­წყებ­ლო­ბის პირ­ველ არხზე ვმუ­შა­ობ­დი და მახ­სოვს, შავ-თეთრ, უფრო კი - რუხ გა­რე­მო­ში კად­რად ჩა­მე­ბეჭ­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მა, იმ პე­რი­ო­დის­თვის უჩ­ვე­უ­ლო - გა­ზე­თით ხელ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხურ­ზე ის­ხდნენ და თვალს მჭრი­და ყვი­თელ ფონ­ზე წარ­წე­რა: "კვი­რის პა­ლიტ­რა“, რაც ახა­ლი გა­ზე­თის გა­მოს­ვლას გვა­უ­წყებ­და... შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი სი­ზუს­ტით ვერ აღვწე­რე ის სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი, მაგ­რამ რად­გან და­მა­მახ­სოვ­რდა, ეს ნიშ­ნავს, რომ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა.

აბა, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ გა­ვი­დო­და ზუს­ტად ათი წელი, დავ­ტო­ვებ­დი რა­დი­ოს, ფაქ­ტობ­რი­ვად - ოჯახს, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე, სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მე­ბით სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი და­ვიმ­კვიდ­რე და...

მა­ლე­ვე, 2005 წლის შე­მოდ­გო­მის ერთ დღეს კი აღ­მო­ვა­ჩი­ნე ახა­ლი ოჯა­ხი, "სახ­ლი“, რო­მელ­საც სა­ხე­ლად "კვი­რის პა­ლიტ­რა“ ერ­ქვა - არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა აკუ­რის ქუ­ჩა­ზე, "კვი­რის პა­ლიტ­რის“ იმ­ჟა­მინ­დელ ოფის­ში მის­ვლა, მცი­რე­დი მღელ­ვა­რე­ბა, დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან, ბა­ტონ ირაკ­ლი თევ­დო­რაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა, მისი ღი­მი­ლი­ა­ნი დახ­ვედ­რა, გა­სა­უბ­რე­ბა და... ჟურ­ნალ "გზის“ მთა­ვარ რე­დაქ­ტორ­თან - ბა­ტონ ზუ­რაბ აბა­ში­ძეს­თან (რო­მელ­საც, აღ­მოჩ­ნდა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან უკვე ვიც­ნობ­დი) ჩემი წარ­დგე­ნა, შემ­დეგ "პა­ლიტ­რის“ წი­აღ­ში ახა­ლი გა­ზე­თის და­ბა­დე­ბა, რომ­ლის პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც მე და იმ­ხა­ნად "კვი­რის პა­ლიტ­რის“ მე­დი­ა­სახ­ლის დამ­კა­ბა­დო­ნე­ბე­ლი გიო ასა­თი­ა­ნი აღ­მოვ­ჩნდით; გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რად თა­მაზ ცერ­ცვა­ძის მოს­ვლა და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა; გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L“ უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბით - "ქარ­თუ­ლი პრო­ზის სა­გან­ძუ­რი“ და "ჩემი რჩე­უ­ლი“, რომ­ლის მე­ნე­ჯე­რო­ბაც მო­მან­დეს და ეს იყო ჩემი ცხოვ­რე­ბის და­უ­ვი­წყა­რი პე­რი­ო­დი... გზა­დაგ­ზა კი­დევ უამ­რა­ვი რამ ხდე­ბო­და და მად­ლო­ბე­ლი ვარ უფ­ლის და იმ თი­თო­ე­უ­ლი "პა­ლიტ­რე­ლის“, ვინც კვლავ ის შე­მაგ­რძნო­ბი­ნა, რაც რა­დი­ო­ში მის­ვლით 17 წლის ასა­კი­დან შე­ვიგ­რძე­ნი. მე აქ დიდი ოჯა­ხი და სა­მე­გობ­რო შე­ვი­ძი­ნე - უკვე 16 წლის "პა­ლიტ­რე­ლი“ ვარ, მთე­ლი გუ­ლით ვუ­ლო­ცავ ჩემს "პა­ლიტ­რას“ და­ბა­დე­ბის დღეს და უსას­რუ­ლო სი­ცო­ცხლეს ვუ­სურ­ვებ!

  • "კვი­რის პა­ლიტ­რის“ ამ­ბა­ვიც ოჯა­ხით და მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო

იმ­ხა­ნად, 1990-ია­ნებ­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­და­შა­ვე­ბუ­ლი იყო და ძა­ლი­ან ბევ­რი ჟურ­ნალ-გა­ზე­თი გა­მო­დი­ო­და, ირაკ­ლი თევ­დო­რაშ­ვილს გე­ნი­ა­ლუ­რი იდეა და­ე­ბა­და - გა­მო­ე­ცა და­ი­ჯეს­ტის ტი­პის გა­ზე­თი, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თად თავ­მოყ­რილ და თე­მე­ბად და­ხა­რის­ხე­ბულ უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებ­დნენ. ეს იდეა მან დე­დას - ლალი გუნ­თა­იშ­ვილს გა­უ­ზი­ა­რა და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

გა­ზე­თის პირ­ვე­ლი სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფის წევ­რმა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "კვი­რის პა­ლიტ­რის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, ქალ­ბა­ტონ­მა ნუცა დუმ­ბა­ძემ მი­ამ­ბო:

- ერთ დღეს ჩემ­მა სტუ­დენ­ტო­ბის უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა - ლალი გუნ­თა­იშ­ვილ­მა და­მი­რე­კა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი საქ­მე მაქვს და ჩემ­თან მო­დიო. მი­ვე­დი და თა­ვი­სი ვა­ჟის, ირაკ­ლის იდეა გა­მაც­ნო - გა­ზე­თის გა­მო­ცე­მა უნ­დაო. ის ღამე მე და ლა­ლიმ გა­ვა­თე­ნეთ, ვფიქ­რობ­დით და ვა­რი­ან­ტებს ვწერ­დით, რა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. გა­ზე­თის სა­თა­უ­რის­თვის 50 ვა­რი­ან­ტი მა­ინც ჩა­მოვ­წე­რეთ, მაგ­რამ ირაკ­ლის სა­კუ­თა­რი ვერ­სია ჰქონ­და - "კვი­რის პა­ლიტ­რა“ უნდა და­ვარ­ქვა­თო. თქვა და წერ­ტი­ლიც და­უს­ვა. თა­ვი­დან­ვე გა­ნი­სა­ზღვრა, რომ გა­ზე­თი ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და და ორ­შა­ბა­თო­ბით გა­მო­ვი­დო­და. 1995 წლის 18 აპ­რი­ლი­დან დღემ­დე ორ­შა­ბა­თი არ გა­თე­ნე­ბუ­ლა, "კვი­რის პა­ლიტ­რა“ თა­ვის დრო­ზე რომ არ გა­მო­სუ­ლი­ყო.

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" პირ­ვე­ლი ნო­მე­რი

იმა­ვე ღა­მეს ლა­ლის­თან ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გა­ზე­თის სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი ჩვე­ნი­ვე სა­მე­გობ­რო წრი­დან შეგ­ვერ­ჩია და მე­ო­რე დღეს­ვე და­ვუ­რე­კეთ ნანა ილუ­რი­ძე­სა და სა­ლო­მე ნი­კო­ლე­იშ­ვილს. თი­თო­ე­ულს გარ­კვე­უ­ლი სა­გა­მომ­ცემ­ლო, სა­რე­დაქ­ციო, სას­ტამ­ბო გა­მოც­დი­ლე­ბა გვქონ­და. ძა­ლი­ან მალე შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ ჩვე­ნი­ვე მე­გობ­რე­ბი მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძე და დოდო თო­ფუ­რია. ჯგუ­ფის სა­თა­ვე­ში იყო ლალი - გა­ზე­თის პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი.

პირ­ვე­ლი თა­ო­ბის "პა­ლიტ­რე­ლე­ბი"

16-გვერ­დი­ან გა­ზეთს თავ­და­პირ­ვე­ლად და­ი­ჯეს­ტის სახე ჰქონ­და, მას­ში სა­ავ­ტო­როს ვე­რა­ფერს ნა­ხავ­დით, მაგ­რამ ბევ­რი სა­კი­თხა­ვი იყო და ძა­ლი­ან მალე გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. აქ თავ­მოყ­რი­ლი იყო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც და გა­ზე­თე­ბი­დან ამო­ნა­რი­დე­ბიც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იმ გა­მო­ცე­მე­ბის მი­თი­თე­ბით, რი­თიც ვსარ­გებ­ლობ­დით. მე მგო­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა, მსგავ­სი გა­ზე­თი არც ყო­ფი­ლა.

გა­ზეთ­ზე მუ­შა­ო­ბა რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი საქ­მეა, ყვე­ლამ იცის, ვი­საც მსგავ­სი საქ­მე უკე­თე­ბია, მაგ­რამ ამას ემა­ტე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს 1990-იანი წლე­ბის მძი­მე ცხოვ­რე­ბა და სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი. დენი ან არ იყო, ან უცებ გა­ი­თი­შე­ბო­და და ხში­რად გა­ზე­თის აწყო­ბი­ლი, გამ­ზა­დე­ბუ­ლი გვერ­დე­ბიც გვე­კარ­გე­ბო­და. რა თქმა უნდა, მარ­ტო ჩვენ არ ვი­ყა­ვით ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მაგ­რამ ბევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ არ გვქონ­და თავ­შე­სა­ფა­რი. დი­დუ­ბე­ში მდე­ბა­რე აბ­რე­შუ­მის მუ­ზე­უმ­ში, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში არ მუ­შა­ობ­და, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის პა­ტა­რა დარ­ბა­ზი ერთ რე­დაქ­ცი­ას ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი. ერთხე­ლაც იქ არა­ვინ იყო და ჩვენ შე­ვე­დით - სა­მუ­შაო გვქონ­და და მა­გი­და და სკა­მე­ბი გვჭირ­დე­ბო­და. იქვე, ვი­ღა­ცას ვკი­თხეთ, შე­იძ­ლე­ბა, აქ დავ­სხდეთ-თქო და ისიც დაგ­ვე­თან­ხმა. ამ დროს მო­ვიდ­ნენ იმ რე­დაქ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მა­შინ­ვე გა­მოგ­ვყა­რეს. გა­მო­ვე­დით გა­რეთ და არ ვი­ცო­დით, სად წავ­სუ­ლი­ყა­ვით. იქვე, ორ-სამ­სა­ფე­ხუ­რი­ან ბე­ტონ­ზე ჩა­მოვ­სხე­დით, მუხ­ლებ­ზე და­ვი­დეთ სა­ქა­ღალ­დე­ე­ბი და შე­ვუ­დე­ქით კო­რექ­ტუ­რას, ტექ­სტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას და მა­კე­ტი­რე­ბას.

მას შემ­დეგ ხან იქ ვის­ხე­დით, ხან მუ­ზე­უ­მის უკა­ნა ეზოს კი­ბე­ებ­ზე და ამ ფორ­მით მუ­შა­ო­ბა კარ­გა ხანს გაგ­რძელ­და. ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ზამ­თა­რი არ იყო. იმა­ვე შე­ნო­ბის ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში იყო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ცენ­ტრი "მა­ლუ­ლა“ და იქ ძა­ლი­ან კარ­გი გოგო-ბი­ჭე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. ხან­და­ხან ისი­ნი გვიშ­ვებ­დნენ ხოლ­მე თა­ვის ოთახ­ში. იქ დიდ­ხანს ვერ გავ­ჩერ­დე­ბო­დით და აკუ­რის ქუ­ჩა­ზე, ძვე­ლი შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე ორი ოთა­ხი და­ვი­ქი­რა­ვეთ. საკ­მა­რი­სი არც სკა­მი იყო და არც მა­გი­და. ერთი ძვე­ლი კომ­პი­უ­ტე­რი იდგა და შემ­დეგ მე­ო­რე შე­მო­ა­მა­ტეს. ერთი ძვე­ლი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი დი­ვა­ნიც გვქონ­და და ვინც ას­წრებ­და ოთახ­ში შეს­ვლას, ის ჯდე­ბო­და. მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავი­ღეთ რამ­დე­ნი­მე ოთა­ხი და იქ უფრო თა­ვი­სუფ­ლად ვი­ყა­ვით. რა­ღაც ხნის შემ­დეგ იმ კომ­პი­უ­ტე­რე­ბის ცენ­ტრის ახალ­გაზ­რდე­ბი­დან ერთი ბიჭი ჩვენ­თან მო­ვი­და და დამ­კა­ბა­დო­ნებ­ლად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. გვი­ა­ნო­ბამ­დე ვმუ­შა­ობ­დით ხოლ­მე და ყვე­ლას ერთი მან­ქა­ნა გვემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მახ­სოვს, ერთხელ, გვი­ა­ნო­ბამ­დე რომ შე­მოვ­რჩით, ის დამ­კა­ბა­დო­ნე­ბე­ლი ბიჭი გა­ნერ­ვი­ულ­და, შინ რო­გორ უნდა წა­ვი­დეო. ლა­ლიმ და­ამ­შვი­და, - მე ახ­ლოს ვცხოვ­რობ და ჩემ­თან წა­გიყ­ვან, ოღონდ სახ­ლში და­რე­კე და გა­აფრ­თხი­ლეო. მე­ო­რე დღეს ეს ბიჭი მო­ვი­და და მე­უბ­ნე­ბა, - ლალი დე­ი­და რა კარ­გი ქა­ლია - მი­ვე­დით სახ­ლში და დამ­სვა, საჭ­მე­ლი გა­მო­მი­ღო და გა­მი­მას­პინ­ძლდა. რა­ღაც ხნის შემ­დეგ გოგა მო­ვი­და, იმა­საც აჭა­მა, მერე ირაკ­ლი მო­ვი­და და ისიც და­ა­პუ­რა, მერე ყვე­ლას გაგ­ვი­შა­ლა ლო­გი­ნი და დაგ­ვა­ძი­ნა. რო­გო­რი ქა­ლია - ყვე­ლა შინ მიჰ­ყავს და ყვე­ლას აპუ­რებ­სო. ამ ბიჭ­მა არ იცო­და, რომ გოგა და ირაკ­ლი, ვი­საც რე­დაქ­ცი­ა­ში ხე­დავ­და, ლა­ლის შვი­ლე­ბი იყ­ვნენ. კარ­გა ხანს ვი­ცი­ნო­დით ამ ამ­ბავ­ზე...

  • პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი - ლალი გუნ­თა­იშ­ვი­ლი

- ლალი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი გოგო იყო. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და პო­ე­ზია, ლი­ტე­რა­ტუ­რა, პა­ტარ-პა­ტა­რა ლექ­სებს თვი­თო­ნაც წერ­და. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოდ მღე­რო­და. უყ­ვარ­და მთა და ერ­თად სად არ დავ­ხე­ტი­ა­ლობ­დით. სი­ლა­მა­ზის სა­ო­ცა­რი აღ­ქმა ჰქონ­და. ერთხელ ნა­კა­დუ­ლის პი­რას ვის­ხე­დით. პა­ტა­რა ყვა­ვი­ლი შე­ნიშ­ნა, წყლის წვე­თი დას­ცე­მო­და და მზის სხივ­მა გა­აბრ­წყი­ნა... - შე­ხე­დე, რა სი­ლა­მა­ზე­აო! - შე­ეძ­ლო, ამით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და - ბედ­ნი­ე­რი. ხში­რად დავ­დი­ო­დით ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში, ალ­პი­ნი­ა­დებ­ზე და არას­დროს ვიმ­ჩნევ­დით, რომ, ვთქვათ, მყინ­ვარ­ზე ან სად­მე ას­ვლა გაგ­ვიჭრ­და. სხვა­თა შო­რის, ლა­ლიმ თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე - ვა­სი­კო თევ­დო­რაშ­ვი­ლიც იქ გა­იც­ნო....

ლალი გუნ­თა­იშ­ვი­ლი

ლალი ძა­ლი­ან კარ­გი დედა იყო. მარ­ტო დე­დაც არ იყო - შვი­ლებ­თან მე­გობ­რობ­და, მუ­დამ მხარ­ში ედგა. ძა­ლი­ან კარ­გი ნა­თე­სა­ვი და მე­გო­ბა­რი იყო. ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნე იყო, - რა­საც მარ­თლა მორ­წმუ­ნე­ო­ბა ჰქვია და არა - საჩ­ვე­ნებ­ლად. არც არას­დროს გახ­ვევ­და თავს თა­ვის მორ­წმუ­ნე­ო­ბას.

ყვე­ლა­ფერს ას­წრებ­და - "პა­ლიტ­რა­ზე“, ხომ, თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­და, ამა­ვე დროს, ლალი იყო ჩვე­ნი გა­მომ­კვე­ბა­ვიც - ხან რა საჭ­მე­ლი მოჰ­ქონ­და ში­ნი­დან, ხან - რა. მკაც­რიც იყო. რო­გორც თვი­თონ მუ­შა­ობ­და, ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბო­და, ამას მო­ი­თხოვ­და ყვე­ლას­გან. გა­ჯავ­რე­ბა თუ ზედ­მე­ტად მო­უ­ვი­დო­და, ცოტა ხნის შემ­დეგ მო­ვი­დო­და, ხელს გა­დაგ­ხვევ­და და და­ა­ყო­ლებ­და, შე სუ­ლე­ლო, შე­ნაო... თვი­თონ­ვე გა­ნიც­დი­და. არაფ­რით გა­აღ­რმა­ვებ­და პრობ­ლე­მას, პი­რი­ქით - მა­შინ­ვე მო­აგ­ვა­რებ­და. მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მკი­თხვე­ლი და, იცი, რო­გორ მო­იხ­სე­ნი­ებ­და? - პა­ტივ­ცე­მუ­ლი მკი­თხვე­ლი!

ლალი რომ გარ­და­იც­ვა­ლა, რე­დაქ­ცი­ა­ში ერთი გო­გო­ნას წე­რი­ლი მოგ­ვი­ვი­და. წერ­და, ოჯახ­ში ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა მქონ­და, დედა ავად­მყო­ფი მყავ­და. წამ­ლის ფული ძლივს მო­ვაგ­რო­ვე და აფ­თი­აქ­ში რომ შე­ვე­დი, ფული აღარ აღ­მო­მაჩ­ნდა, ალ­ბათ ამო­მი­ვარ­დაო. ტი­რი­ლით გა­მო­ვე­დი გა­რეთ და უცებ ვი­ღა­ცამ მხარ­ზე და­მა­დო ხელი. ავ­ხე­დე, სი­პა­თი­უ­რი ქალ­ბა­ტო­ნი იყო. ჩემი ტი­რი­ლის მი­ზე­ზი გა­მომ­კი­თხა, და­მამ­შვი­და, არ ინერ­ვი­უ­ლოო, ჩან­თი­დან ფული ამო­ი­ღო, მომ­ცა და გა­მე­ცა­ლა. ახლა გა­დავ­შა­ლე "კვი­რის პა­ლიტ­რა“ და მისი ფოტო ვნა­ხე, ვი­ცა­ნი, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს იუ­წყე­ბო­და და არ შე­მეძ­ლო, თქვენ­თვის ეს ამ­ბა­ვი არ მო­მე­ყო­ლაო.

ლა­ლის­თან დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად მო­სუ­ლი ხალ­ხის რიგი იდგა და ყვე­ლას ხელს უმარ­თავ­და. ძა­ლი­ან ბევ­რი სი­კე­თე გა­ა­კე­თა, თუმ­ცა მის ოჯახს ნამ­დვი­ლად არ გა­დას­დი­ო­და ფული. რო­დე­საც "პა­ლიტ­რა“ გა­ი­ზარ­და და მას­თან ერ­თად - შე­მო­სა­ვა­ლიც, ვერ წარ­მო­იდ­გენ, რა უშურ­ვე­ლად გას­ცემ­და ფულს. ესეც ხომ ადა­მი­ა­ნის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია!

  • სი­მარ­თლის მსა­ხურ­ნი

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ზე­თის რუბ­რი­კებ­მა იბარ­ტყა და და­მო­უ­კი­დე­ბელ ჟურ­ნა­ლე­ბად გა­და­იქ­ცა, თი­თო­ე­ულ­მა სა­კუ­თა­რი მკი­თხვე­ლი შე­ი­ძი­ნა და, რაც მთა­ვა­რია, სა­ხელ­წო­დე­ბა "პა­ლიტ­რამ“, რო­მე­ლიც "მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას“ ნიშ­ნავს, სრუ­ლი­ად გა­ა­მარ­თლა თა­ვი­სი ში­ნა­არ­სიც და მი­ზა­ნიც - ემ­სა­ხუ­რა სი­მარ­თლის­თვის. არ და­მა­ვი­წყდე­ბა, "კვი­რის პა­ლიტ­რის“ მე­დი­ა­სახ­ლის 15 წლის იუ­ბი­ლე­ზე რა სი­ა­მა­ყით ვმღე­რო­დით ერ­თხმად "პა­ლიტ­რის“ ჰიმნს - ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის სა­გან­გე­ბოდ ჩვენ­თვის და­წე­რილ ლექსზე მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის სიმ­ღე­რას - "ჩვე­ნი საქ­მე უც­ვლე­ლია - ვემ­სა­ხუ­როთ სი­მარ­თლეს!“ დღეს პა­ლიტ­რა ძა­ლი­ან დი­დია, მაგ­რამ მის თი­თო­ე­ულ სეგ­მენ­ტში ოჯა­ხი მა­ინც იგ­რძნო­ბა. და რად­გან ოჯა­ხია, მას არც სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პი და­უ­კარ­გავს. ამის საყ­რდე­ნი, ბურ­ჯი კი გა­ზე­თის სა­თა­ვი­დან მო­დის.

ნუცა დუმ­ბა­ძე:

- ლა­ლის უფ­რო­სი ვაჟი - გი­ორ­გი (გოგა) თევ­დო­რაშ­ვი­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად სხვა­გან მუ­შა­ობ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ლა­ლის მო­ად­გი­ლე მე ვი­ყა­ვი. გა­ზეთ­ში გოგა რომ მო­ვი­და, ლა­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ის გახ­და. რა­ღაც ხნის შემ­დეგ გა­ზე­თის ფორ­მა შევ­ცვა­ლეთ და ბევრ სა­კი­თხავ­თან ერ­თად ნა­წი­ლი უკვე სა­ავ­ტო­რო მა­სა­ლებს და­ვუთ­მეთ. ჩემი აზ­რით, სა­წყის პე­რი­ოდ­ში მა­ინც, სწო­რედ ყვე­ლა გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის შერ­ჩე­ულ­მა სა­კი­თხავ­მა - ის­ტო­რი­ულ­მა ან მიმ­დი­ნა­რე გახ­მა­უ­რე­ბულ­მა ამ­ბებ­მა, კრი­მი­ნა­ლურ­მა ქრო­ნი­კამ, გამ­ჟღავ­ნე­ბულ­მა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­მა, რჩე­ვებ­მა, ქალ­თა გვერდმა თუ ბავ­შვე­ბის გვერდმა და ა.შ. გა­ხა­და "კვი­რის პა­ლიტ­რა“ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი. ნელ-ნელა გვე­მა­ტე­ბოდ­ნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და ასე ივ­სე­ბო­და "პა­ლიტ­რა“. აქ ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ჩა­ი­ა­რა - მახ­სოვს, პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ზუ­რაბ მჭედ­ლიშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი იყ­ვნენ. 26-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი მო­ვი­და, გა­ი­ზარ­და, დარ­ჩა, წა­ვი­და, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლას ვერ ჩა­მოვ­თვლი, ამი­ტომ ვინ­მეს რომ არ ვა­წყე­ნი­ნო, მხო­ლოდ პირ­ვე­ლე­ბი და­ვა­სა­ხე­ლე. მთლი­ა­ნად მკი­თხველ­ზე ვი­ყა­ვით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი - გა­ზე­თით სწო­რედ მას უნდა მი­ე­ღო სი­ა­მოვ­ნე­ბა და თუნ­დაც გა­ნათ­ლე­ბა, შე­მეც­ნე­ბა გა­ემ­დიდ­რე­ბი­ნა. ძა­ლი­ან გვა­ხა­რებ­და, მად­ლო­ბებს რომ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ და ჩვენც მუ­დამ მად­ლო­ბით ვპა­სუ­ხობ­დით.

ლა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ზე­თის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი გოგა გახ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე მისი მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი. გა­ზე­თიც, ცხა­დია, შე­იც­ვა­ლა, განა ცუდი გახ­და? არა, უბ­რა­ლოდ - უკვე სხვა. ეს ასეც იქ­ნე­ბო­და, რად­გან სა­თა­ვე­ში უკვე სხვა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და. წლე­ბის შემ­დეგ მე­დი­ა­სახ­ლი­დან პირ­ვე­ლი თა­ო­ბის "პა­ლიტ­რე­ლე­ბი“ წა­მო­ვე­დით. პირ­ველ ხა­ნებ­ში გა­მი­ჭირ­და, თუმ­ცა მის­მა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ირაკ­ლი თევ­დო­რაშ­ვილ­მა სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო მოგ­ვან­დო - ვი­მუ­შა­ვეთ გა­ზე­თის არ­ქი­ვი­დან ამო­ნა­რი­დე­ბით მო­ყო­ლი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 20-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის 5-ტო­მე­ულ­ზე, რო­მელ­საც სა­ხე­ლად - "ჩვე­ნი ეპო­ქა“ ეწო­და. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დღე­საც გრძელ­დე­ბა და ში­გა­და­შიგ მუ­დამ მაქვს "პა­ლიტ­რის­თვის“ სა­მუ­შაო. ამი­ტომ ჩემ­თვის გა­ზე­თი­დან წას­ვლა მტკივ­ნე­უ­ლი არ ყო­ფი­ლა.

ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი გა­ვა­ტა­რე ამ­დენ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ, ნი­ჭი­ერ და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ან­თან ერ­თად. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, ირაკ­ლის და ლა­ლის ოჯა­ხის ასე­თი წარ­მა­ტე­ბა და მთელ "პა­ლიტ­რას“, "პა­ლიტ­რე­ლებს“, მკი­თხველს, მსმე­ნელს, მა­ყუ­რე­ბელს - გი­ლო­ცავთ და­ბა­დე­ბის დღეს!

და­სას­რულ, მინ­და, ჩვენს მკი­თხველს ერთი ამ­ბა­ვი შე­ვახ­სე­ნო - 2000 წელს "პა­ლიტ­რა მე­დი­ამ“ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი წა­მო­ი­წყო - "გზავ­ნი­ლი მო­მა­ვალ­ში“. ამით ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, ახ­ლობ­ლე­ბის­თვის გა­ეგ­ზავ­ნათ წე­რი­ლე­ბი, რო­მელ­საც ისი­ნი 5, 10, 15, 20, 25, 50 და 100 წლის შემ­დეგ მი­ი­ღებ­დნენ. სკივ­რე­ბი ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის სა­ცავ­ში ინა­ხე­ბა. სკივ­რში, რო­მელ­საც 100 წელი აწე­რია, მე მგო­ნი, ერ­თა­დერ­თი წე­რი­ლი არის შე­ნა­ხუ­ლი - "კვი­რის პა­ლიტ­რის“ პირ­ვე­ლი რე­დაქ­ტო­რის - ქალ­ბა­ტო­ნი ლალი გუნ­თა­იშ­ვი­ლის გზავ­ნი­ლი მო­მა­ვალ­ში და მას გახ­სნის ის, ვინც გა­ზე­თის სა­ი­უ­ბი­ლეო - მე-100 წელს იქ­ნე­ბა "კვი­რის პა­ლიტ­რის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hv
29

Obieqturoba ar gacyendat!!!!!

დიმა
29

ერთ დროს ჩემი საყვარელი გაზეთი დღეს არ მაინტერესებს იმდენად ტენდენციური გახდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბეტონზე ჩამოვსხედით, მუხლებზე დავიდეთ საქაღალდეები და შევუდექით ტექსტების დამუშავებას და მაკეტირებას" - გაზეთი, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის მემატიანედ იქცა

"ბეტონზე ჩამოვსხედით, მუხლებზე დავიდეთ საქაღალდეები და შევუდექით ტექსტების დამუშავებას და მაკეტირებას" - გაზეთი, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის მემატიანედ იქცა

1995 წლის 18 აპრილს - გაზაფხულის მზით გამთბარ ორშაბათ დღეს დაიბადა გარეგნულად და შინაარსით მრავალფეროვანი გაზეთი - "კვირის პალიტრა“!

იმ დღიდან 26 წელიწადი გავიდა და მართალია, ერთი 16-გვერდიანი გაზეთი ახლა ვეებერთელა მედიაჰოლდინგია - 6 მსხვილი და 20-ზე მეტი შვილობილი კომპანიით, ჟურნალ-გაზეთებით, რადიოთი, ტელევიზიით, ვებ-პორტალებით, გამომცემლობა "პალიტრა L“-ით, "ელვით“, "ბიბლუსით“ და კიდევ მრავალი სამსახურით, ჩემთვის იგი არც მხოლოდ ციფრებია და არც მშრალი ჩამონათვალი, არამედ - სახლია, სადაც თავს მუდამ "შინ“ ვგრძნობ - ოჯახში, სამეგობროში, სადაც ხან ეფერები, ხან ბრაზობ, ხან ეთანხმები, ხან კამათობ, ხან წარმატებაა, ხან იმედგაცრუება, მაგრამ... აქ სიყვარულია და ეს გახარებს; აქ მკითხველია, მაყურებელია, მსმენელია, რომელიც შენ შემოგყურებს, გელის, შენი სჯერა და ამით მუდამ იკრებ ძალას... აქ თაობების თანაცხოვრებაა - გამოწვევებით და იმედით სავსე!

  • ოღონდ ვიდრე "დღეს“ დადგებოდა, იყო ამბავი, ისტორია...

საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წლები იდგა, ომების შემდგომი, მშფოთვარე, მკვლელობებითა და ყაჩაღობით დამძიმებული. იმხანად უკვე საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის პირველ არხზე ვმუშაობდი და მახსოვს, შავ-თეთრ, უფრო კი - რუხ გარემოში კადრად ჩამებეჭდა სატელევიზიო რეკლამა, იმ პერიოდისთვის უჩვეულო - გაზეთით ხელში ადამიანები სხვადასხვა საფეხურზე ისხდნენ და თვალს მჭრიდა ყვითელ ფონზე წარწერა: "კვირის პალიტრა“, რაც ახალი გაზეთის გამოსვლას გვაუწყებდა... შეიძლება მთელი სიზუსტით ვერ აღვწერე ის სარეკლამო რგოლი, მაგრამ რადგან დამამახსოვრდა, ეს ნიშნავს, რომ შთაბეჭდილება მოახდინა.

აბა, რას წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა ზუსტად ათი წელი, დავტოვებდი რადიოს, ფაქტობრივად - ოჯახს, სადაც გავიზარდე, საავტორო გადაცემებით საკუთარი ადგილი დავიმკვიდრე და...

მალევე, 2005 წლის შემოდგომის ერთ დღეს კი აღმოვაჩინე ახალი ოჯახი, "სახლი“, რომელსაც სახელად "კვირის პალიტრა“ ერქვა - არასდროს დამავიწყდება აკურის ქუჩაზე, "კვირის პალიტრის“ იმჟამინდელ ოფისში მისვლა, მცირედი მღელვარება, დამფუძნებელთან, ბატონ ირაკლი თევდორაშვილთან შეხვედრა, მისი ღიმილიანი დახვედრა, გასაუბრება და... ჟურნალ "გზის“ მთავარ რედაქტორთან - ბატონ ზურაბ აბაშიძესთან (რომელსაც, აღმოჩნდა, რომ ტელევიზიიდან უკვე ვიცნობდი) ჩემი წარდგენა, შემდეგ "პალიტრის“ წიაღში ახალი გაზეთის დაბადება, რომლის პირველი თანამშრომლებიც მე და იმხანად "კვირის პალიტრის“ მედიასახლის დამკაბადონებელი გიო ასათიანი აღმოვჩნდით; გაზეთის რედაქტორად თამაზ ცერცვაძის მოსვლა და ახალი ცხოვრების დაწყება; გამომცემლობა "პალიტრა L“ უნიკალური პროექტებით - "ქართული პროზის საგანძური“ და "ჩემი რჩეული“, რომლის მენეჯერობაც მომანდეს და ეს იყო ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი პერიოდი... გზადაგზა კიდევ უამრავი რამ ხდებოდა და მადლობელი ვარ უფლის და იმ თითოეული "პალიტრელის“, ვინც კვლავ ის შემაგრძნობინა, რაც რადიოში მისვლით 17 წლის ასაკიდან შევიგრძენი. მე აქ დიდი ოჯახი და სამეგობრო შევიძინე - უკვე 16 წლის "პალიტრელი“ ვარ, მთელი გულით ვულოცავ ჩემს "პალიტრას“ დაბადების დღეს და უსასრულო სიცოცხლეს ვუსურვებ!

  • "კვირის პალიტრის“ ამბავიც ოჯახით და მეგობრობით დაიწყო

იმხანად, 1990-იანებში, როდესაც საქართველოში ყველაფერი გადაშავებული იყო და ძალიან ბევრი ჟურნალ-გაზეთი გამოდიოდა, ირაკლი თევდორაშვილს გენიალური იდეა დაებადა - გამოეცა დაიჯესტის ტიპის გაზეთი, სადაც ადამიანები ერთად თავმოყრილ და თემებად დახარისხებულ უამრავ ინფორმაციას მიიღებდნენ. ეს იდეა მან დედას - ლალი გუნთაიშვილს გაუზიარა და დახმარება სთხოვა.

გაზეთის პირველი სარედაქციო ჯგუფის წევრმა და წლების განმავლობაში "კვირის პალიტრის“ მთავარი რედაქტორის მოადგილემ, ქალბატონმა ნუცა დუმბაძემ მიამბო:

- ერთ დღეს ჩემმა სტუდენტობის უახლოესმა მეგობარმა - ლალი გუნთაიშვილმა დამირეკა, აუცილებელი საქმე მაქვს და ჩემთან მოდიო. მივედი და თავისი ვაჟის, ირაკლის იდეა გამაცნო - გაზეთის გამოცემა უნდაო. ის ღამე მე და ლალიმ გავათენეთ, ვფიქრობდით და ვარიანტებს ვწერდით, რა და როგორ შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. გაზეთის სათაურისთვის 50 ვარიანტი მაინც ჩამოვწერეთ, მაგრამ ირაკლის საკუთარი ვერსია ჰქონდა - "კვირის პალიტრა“ უნდა დავარქვათო. თქვა და წერტილიც დაუსვა. თავიდანვე განისაზღვრა, რომ გაზეთი ყოველკვირეული იქნებოდა და ორშაბათობით გამოვიდოდა. 1995 წლის 18 აპრილიდან დღემდე ორშაბათი არ გათენებულა, "კვირის პალიტრა“ თავის დროზე რომ არ გამოსულიყო.

გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი

იმავე ღამეს ლალისთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ გაზეთის სარედაქციო ჯგუფი ჩვენივე სამეგობრო წრიდან შეგვერჩია და მეორე დღესვე დავურეკეთ ნანა ილურიძესა და სალომე ნიკოლეიშვილს. თითოეულს გარკვეული საგამომცემლო, სარედაქციო, სასტამბო გამოცდილება გვქონდა. ძალიან მალე შემოგვიერთდნენ ჩვენივე მეგობრები მანანა ჯანელიძე და დოდო თოფურია. ჯგუფის სათავეში იყო ლალი - გაზეთის პირველი მთავარი რედაქტორი.

პირველი თაობის "პალიტრელები"

16-გვერდიან გაზეთს თავდაპირველად დაიჯესტის სახე ჰქონდა, მასში საავტოროს ვერაფერს ნახავდით, მაგრამ ბევრი საკითხავი იყო და ძალიან მალე გახდა პოპულარული. აქ თავმოყრილი იყო სააგენტოებიდან მიღებული ინფორმაციებიც და გაზეთებიდან ამონარიდებიც, რასაკვირველია, იმ გამოცემების მითითებით, რითიც ვსარგებლობდით. მე მგონი, საქართველოში სხვა, მსგავსი გაზეთი არც ყოფილა.

გაზეთზე მუშაობა რომ ძალიან რთული საქმეა, ყველამ იცის, ვისაც მსგავსი საქმე უკეთებია, მაგრამ ამას ემატებოდა საქართველოს 1990-იანი წლების მძიმე ცხოვრება და სამუშაო პირობები. დენი ან არ იყო, ან უცებ გაითიშებოდა და ხშირად გაზეთის აწყობილი, გამზადებული გვერდებიც გვეკარგებოდა. რა თქმა უნდა, მარტო ჩვენ არ ვიყავით ამ მდგომარეობაში, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვქონდა თავშესაფარი. დიდუბეში მდებარე აბრეშუმის მუზეუმში, რომელიც იმ პერიოდში არ მუშაობდა, პირველი სართულის პატარა დარბაზი ერთ რედაქციას ჰქონდა ნაქირავები. ერთხელაც იქ არავინ იყო და ჩვენ შევედით - სამუშაო გვქონდა და მაგიდა და სკამები გვჭირდებოდა. იქვე, ვიღაცას ვკითხეთ, შეიძლება, აქ დავსხდეთ-თქო და ისიც დაგვეთანხმა. ამ დროს მოვიდნენ იმ რედაქციის თანამშრომლები და მაშინვე გამოგვყარეს. გამოვედით გარეთ და არ ვიცოდით, სად წავსულიყავით. იქვე, ორ-სამსაფეხურიან ბეტონზე ჩამოვსხედით, მუხლებზე დავიდეთ საქაღალდეები და შევუდექით კორექტურას, ტექსტების დამუშავებას და მაკეტირებას.

მას შემდეგ ხან იქ ვისხედით, ხან მუზეუმის უკანა ეზოს კიბეებზე და ამ ფორმით მუშაობა კარგა ხანს გაგრძელდა. ძალიან გაგვიმართლა, რომ ზამთარი არ იყო. იმავე შენობის ერთ პატარა ოთახში იყო კომპიუტერული ცენტრი "მალულა“ და იქ ძალიან კარგი გოგო-ბიჭები მუშაობდნენ. ხანდახან ისინი გვიშვებდნენ ხოლმე თავის ოთახში. იქ დიდხანს ვერ გავჩერდებოდით და აკურის ქუჩაზე, ძველი შენობის პირველ სართულზე ორი ოთახი დავიქირავეთ. საკმარისი არც სკამი იყო და არც მაგიდა. ერთი ძველი კომპიუტერი იდგა და შემდეგ მეორე შემოამატეს. ერთი ძველი, გაუბედურებული დივანიც გვქონდა და ვინც ასწრებდა ოთახში შესვლას, ის ჯდებოდა. მეორე სართულზე ავიღეთ რამდენიმე ოთახი და იქ უფრო თავისუფლად ვიყავით. რაღაც ხნის შემდეგ იმ კომპიუტერების ცენტრის ახალგაზრდებიდან ერთი ბიჭი ჩვენთან მოვიდა და დამკაბადონებლად დაიწყო მუშაობა. გვიანობამდე ვმუშაობდით ხოლმე და ყველას ერთი მანქანა გვემსახურებოდა. მახსოვს, ერთხელ, გვიანობამდე რომ შემოვრჩით, ის დამკაბადონებელი ბიჭი განერვიულდა, შინ როგორ უნდა წავიდეო. ლალიმ დაამშვიდა, - მე ახლოს ვცხოვრობ და ჩემთან წაგიყვან, ოღონდ სახლში დარეკე და გააფრთხილეო. მეორე დღეს ეს ბიჭი მოვიდა და მეუბნება, - ლალი დეიდა რა კარგი ქალია - მივედით სახლში და დამსვა, საჭმელი გამომიღო და გამიმასპინძლდა. რაღაც ხნის შემდეგ გოგა მოვიდა, იმასაც აჭამა, მერე ირაკლი მოვიდა და ისიც დააპურა, მერე ყველას გაგვიშალა ლოგინი და დაგვაძინა. როგორი ქალია - ყველა შინ მიჰყავს და ყველას აპურებსო. ამ ბიჭმა არ იცოდა, რომ გოგა და ირაკლი, ვისაც რედაქციაში ხედავდა, ლალის შვილები იყვნენ. კარგა ხანს ვიცინოდით ამ ამბავზე...

  • პირველი მთავარი რედაქტორი - ლალი გუნთაიშვილი

- ლალი ძალიან ნიჭიერი გოგო იყო. ძალიან უყვარდა პოეზია, ლიტერატურა, პატარ-პატარა ლექსებს თვითონაც წერდა. ძალიან სასიამოვნოდ მღეროდა. უყვარდა მთა და ერთად სად არ დავხეტიალობდით. სილამაზის საოცარი აღქმა ჰქონდა. ერთხელ ნაკადულის პირას ვისხედით. პატარა ყვავილი შენიშნა, წყლის წვეთი დასცემოდა და მზის სხივმა გააბრწყინა... - შეხედე, რა სილამაზეაო! - შეეძლო, ამით აღფრთოვანებული ყოფილიყო და - ბედნიერი. ხშირად დავდიოდით ექსპედიციებში, ალპინიადებზე და არასდროს ვიმჩნევდით, რომ, ვთქვათ, მყინვარზე ან სადმე ასვლა გაგვიჭრდა. სხვათა შორის, ლალიმ თავისი მომავალი მეუღლე - ვასიკო თევდორაშვილიც იქ გაიცნო....

ლალი გუნთაიშვილი

ლალი ძალიან კარგი დედა იყო. მარტო დედაც არ იყო - შვილებთან მეგობრობდა, მუდამ მხარში ედგა. ძალიან კარგი ნათესავი და მეგობარი იყო. ძალიან მორწმუნე იყო, - რასაც მართლა მორწმუნეობა ჰქვია და არა - საჩვენებლად. არც არასდროს გახვევდა თავს თავის მორწმუნეობას.

ყველაფერს ასწრებდა - "პალიტრაზე“, ხომ, თავდაუზოგავად მუშაობდა, ამავე დროს, ლალი იყო ჩვენი გამომკვებავიც - ხან რა საჭმელი მოჰქონდა შინიდან, ხან - რა. მკაცრიც იყო. როგორც თვითონ მუშაობდა, ბოლომდე იხარჯებოდა, ამას მოითხოვდა ყველასგან. გაჯავრება თუ ზედმეტად მოუვიდოდა, ცოტა ხნის შემდეგ მოვიდოდა, ხელს გადაგხვევდა და დააყოლებდა, შე სულელო, შენაო... თვითონვე განიცდიდა. არაფრით გააღრმავებდა პრობლემას, პირიქით - მაშინვე მოაგვარებდა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მკითხველი და, იცი, როგორ მოიხსენიებდა? - პატივცემული მკითხველი!

ლალი რომ გარდაიცვალა, რედაქციაში ერთი გოგონას წერილი მოგვივიდა. წერდა, ოჯახში ძალიან მძიმე მდგომარეობა მქონდა, დედა ავადმყოფი მყავდა. წამლის ფული ძლივს მოვაგროვე და აფთიაქში რომ შევედი, ფული აღარ აღმომაჩნდა, ალბათ ამომივარდაო. ტირილით გამოვედი გარეთ და უცებ ვიღაცამ მხარზე დამადო ხელი. ავხედე, სიპათიური ქალბატონი იყო. ჩემი ტირილის მიზეზი გამომკითხა, დამამშვიდა, არ ინერვიულოო, ჩანთიდან ფული ამოიღო, მომცა და გამეცალა. ახლა გადავშალე "კვირის პალიტრა“ და მისი ფოტო ვნახე, ვიცანი, მისი გარდაცვალების ამბავს იუწყებოდა და არ შემეძლო, თქვენთვის ეს ამბავი არ მომეყოლაო.

ლალისთან დახმარების სათხოვნელად მოსული ხალხის რიგი იდგა და ყველას ხელს უმართავდა. ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა, თუმცა მის ოჯახს ნამდვილად არ გადასდიოდა ფული. როდესაც "პალიტრა“ გაიზარდა და მასთან ერთად - შემოსავალიც, ვერ წარმოიდგენ, რა უშურველად გასცემდა ფულს. ესეც ხომ ადამიანის მახასიათებელია!

  • სიმართლის მსახურნი

დროთა განმავლობაში გაზეთის რუბრიკებმა იბარტყა და დამოუკიდებელ ჟურნალებად გადაიქცა, თითოეულმა საკუთარი მკითხველი შეიძინა და, რაც მთავარია, სახელწოდება "პალიტრამ“, რომელიც "მრავალფეროვნებას“ ნიშნავს, სრულიად გაამართლა თავისი შინაარსიც და მიზანიც - ემსახურა სიმართლისთვის. არ დამავიწყდება, "კვირის პალიტრის“ მედიასახლის 15 წლის იუბილეზე რა სიამაყით ვმღეროდით ერთხმად "პალიტრის“ ჰიმნს - ჯანსუღ ჩარკვიანის საგანგებოდ ჩვენთვის დაწერილ ლექსზე მამუკა ჩარკვიანის სიმღერას - "ჩვენი საქმე უცვლელია - ვემსახუროთ სიმართლეს!“ დღეს პალიტრა ძალიან დიდია, მაგრამ მის თითოეულ სეგმენტში ოჯახი მაინც იგრძნობა. და რადგან ოჯახია, მას არც საკუთარი პრინციპი დაუკარგავს. ამის საყრდენი, ბურჯი კი გაზეთის სათავიდან მოდის.

ნუცა დუმბაძე:

- ლალის უფროსი ვაჟი - გიორგი (გოგა) თევდორაშვილი თავდაპირველად სხვაგან მუშაობდა. იმ პერიოდში ლალის მოადგილე მე ვიყავი. გაზეთში გოგა რომ მოვიდა, ლალის პირველი მოადგილე ის გახდა. რაღაც ხნის შემდეგ გაზეთის ფორმა შევცვალეთ და ბევრ საკითხავთან ერთად ნაწილი უკვე საავტორო მასალებს დავუთმეთ. ჩემი აზრით, საწყის პერიოდში მაინც, სწორედ ყველა გემოვნების ადამიანისთვის შერჩეულმა საკითხავმა - ისტორიულმა ან მიმდინარე გახმაურებულმა ამბებმა, კრიმინალურმა ქრონიკამ, გამჟღავნებულმა საიდუმლოებებმა, რჩევებმა, ქალთა გვერდმა თუ ბავშვების გვერდმა და ა.შ. გახადა "კვირის პალიტრა“ ძალიან პოპულარული. ნელ-ნელა გვემატებოდნენ პროფესიონალები და ასე ივსებოდა "პალიტრა“. აქ ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩაიარა - მახსოვს, პირველი ჟურნალისტები ზურაბ მჭედლიშვილი და ირაკლი ალადაშვილი იყვნენ. 26-წლიანი ისტორიის განმავლობაში ბევრი შესანიშნავი ჟურნალისტი მოვიდა, გაიზარდა, დარჩა, წავიდა, სამწუხაროდ, ყველას ვერ ჩამოვთვლი, ამიტომ ვინმეს რომ არ ვაწყენინო, მხოლოდ პირველები დავასახელე. მთლიანად მკითხველზე ვიყავით ორიენტირებული - გაზეთით სწორედ მას უნდა მიეღო სიამოვნება და თუნდაც განათლება, შემეცნება გაემდიდრებინა. ძალიან გვახარებდა, მადლობებს რომ გვეუბნებოდნენ და ჩვენც მუდამ მადლობით ვპასუხობდით.

ლალის გარდაცვალების შემდეგ გაზეთის მთავარი რედაქტორი გოგა გახდა. წლების განმავლობაში მე მისი მოადგილე ვიყავი. გაზეთიც, ცხადია, შეიცვალა, განა ცუდი გახდა? არა, უბრალოდ - უკვე სხვა. ეს ასეც იქნებოდა, რადგან სათავეში უკვე სხვა თაობის ადამიანი მოვიდა. წლების შემდეგ მედიასახლიდან პირველი თაობის "პალიტრელები“ წამოვედით. პირველ ხანებში გამიჭირდა, თუმცა მისმა დამფუძნებელმა ირაკლი თევდორაშვილმა საინტერესო სამუშაო მოგვანდო - ვიმუშავეთ გაზეთის არქივიდან ამონარიდებით მოყოლილი საქართველოს 20-წლიანი ისტორიის 5-ტომეულზე, რომელსაც სახელად - "ჩვენი ეპოქა“ ეწოდა. ჩვენი ურთიერთობა დღესაც გრძელდება და შიგადაშიგ მუდამ მაქვს "პალიტრისთვის“ სამუშაო. ამიტომ ჩემთვის გაზეთიდან წასვლა მტკივნეული არ ყოფილა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი გავატარე ამდენ არაჩვეულებრივ, ნიჭიერ და სასიამოვნო ადამიანთან ერთად. ძალიან მიხარია, ირაკლის და ლალის ოჯახის ასეთი წარმატება და მთელ "პალიტრას“, "პალიტრელებს“, მკითხველს, მსმენელს, მაყურებელს - გილოცავთ დაბადების დღეს!

დასასრულ, მინდა, ჩვენს მკითხველს ერთი ამბავი შევახსენო - 2000 წელს "პალიტრა მედიამ“ ძალიან საინტერესო პროექტი წამოიწყო - "გზავნილი მომავალში“. ამით ადამიანებს საშუალება მიეცათ, ახლობლებისთვის გაეგზავნათ წერილები, რომელსაც ისინი 5, 10, 15, 20, 25, 50 და 100 წლის შემდეგ მიიღებდნენ. სკივრები ეროვნული არქივის საცავში ინახება. სკივრში, რომელსაც 100 წელი აწერია, მე მგონი, ერთადერთი წერილი არის შენახული - "კვირის პალიტრის“ პირველი რედაქტორის - ქალბატონი ლალი გუნთაიშვილის გზავნილი მომავალში და მას გახსნის ის, ვინც გაზეთის საიუბილეო - მე-100 წელს იქნება "კვირის პალიტრის“ მთავარი რედაქტორი.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა

სად სწავლობს ექსპრემიერ გახარიას ქალიშვილი - "ანნა სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა"

ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები - მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა