პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მოაწერა და ვინ აპირებს ოპოზიციიდან ხელი მოაწეროს შარლ მიშელის ინიციატივით განახლებულ შეთანხმების დოკუმენტს?
ვინ მოაწერა და ვინ აპირებს ოპოზიციიდან ხელი მოაწეროს შარლ მიშელის ინიციატივით განახლებულ შეთანხმების დოკუმენტს?

18 აპ­რილს გავ­რცელ­და ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის/ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი­სა და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლი­თაც მო­უ­წო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა წევ­რს, ხელი მო­ა­წე­რონ შე­თან­ხმე­ბას, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის მიერ იქ­ნე­ბო­და შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი.

იმა­ვე დღეს, სა­ღა­მოს, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შარლ მი­შე­ლის ახა­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიც გა­აც­ნეს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი 2022 წელს უნდა და­ი­ნიშ­ნოს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პრო­პორ­ცი­უ­ლი ხმე­ბის 43%-ზე ნაკ­ლებს მი­ი­ღებს. ამას­თან­ვე, მე­დი­ა­ტო­რე­ბის დო­კუ­მენ­ტით, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბად შე­ფა­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან ერთი კვი­რის ვა­და­ში უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, თუმ­ცა რო­გორც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, მე­დი­ა­ტო­რე­ბის მხრი­დან მკა­ფი­ოდ იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ნიკა მე­ლი­ას­თვის თან­ხის გა­დახ­დის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლის თქმით, შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი მი­სა­ღე­ბია.

"გირჩმა" შე­თა­ვა­ზე­ბულ დო­კუ­მენტს უკვე მო­ა­წე­რა ხელი. ასე­ვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ "ლელო-სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ მე­დი­ა­ტო­რის მიერ შედ­გე­ნილ დო­კუ­მენტს ხელს მო­ა­წერს. ამის შე­სა­ხებ გა­და­წყვტი­ლე­ბა პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს.

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“, რო­გორც პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია, ვთვლით, რომ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ სა­ერ­თო ბრძო­ლით მიღ­წე­უ­ლი შექ­მნი­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რა და ხელი უნდა მო­ვა­წე­როთ ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი მე­დი­ა­ტო­რე­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ დო­კუ­მენტს, - ამის შე­სა­ხებ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რი­სა და პარ­ლა­მენ­ტში შევ­ლის მზად­ყოფ­ნა­ზე აცხა­დე­ბენ ცალ­კე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბიც.

პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტის, არ­მაზ ახვლე­დი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ შარლ მი­შე­ლის შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ დო­კუ­მენტს ხელს მო­ა­წერს და შე­სა­ბა­მი­სად, მის პი­რო­ბებს შე­ას­რუ­ლებს, მზა­დაა დო­კუ­მენტს ხელ­მო­წე­რით თა­ვა­დაც შე­უ­ერ­თდეს და პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეს.

რო­გორც ახვლე­დი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ყო­ველ­გვარ პარ­ტი­ულ ინ­ტე­რეს­ზე მაღ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სი დგას.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, არ­მაზ ახვლე­დი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტში "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პარ­ტი­უ­ლი სიით შე­ვი­და.

ამა­ვე აზ­რზეა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" სი­ით­ვე გა­სუ­ლი კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტი შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე.

"რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის მიბ­მა ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­თან პრინ­ცი­პუ­ლად არას­წო­რად მი­მაჩ­ნია, რად­გან სულ სხვაა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს, რუ­რუ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ზე სწრა­ფი გზა არის შე­წყა­ლე­ბა, თუმ­ცა, ნიკა მე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისევ გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბა, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია. გი­რა­ოს გა­რე­შე უნდა მოხ­დეს ნიკა მე­ლი­ას სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა. ეს კო­რექ­ტი­რე­ბე­ბი არის სა­ჭი­რო.

ვი­სურ­ვებ­დი, რომ ეს კო­რექ­ტი­რე­ბე­ბი იყოს, მაგ­რამ თუ არ მოხ­დე­ბა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მე ამ დო­კუ­მენტს ხელს მო­ვა­წერ და შე­სა­ბა­მი­სად, შე­ვალ პარ­ლა­მენ­ტში", - გა­ნა­ცხა­და შავ­გუ­ლი­ძემ.

მე­დი­ა­ტო­რე­ბის მომ­ზა­დე­ბულ დო­კუ­მენტს ხელს ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძეც აწერს, მან ამის თა­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა? (იხი­ლეთ)

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
2

მალე გამოჩნდება შესვლა ჯობდა თუ შეუსვლელობა. უკეთესის იმედს ვიტოვებ.

ბექა
20

მიშა რომ დაგიცაცხანებთ უკრაინიდან მერე ვნახავ როგორ მოაწერთ ხელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ვინ მოაწერა და ვინ აპირებს ოპოზიციიდან ხელი მოაწეროს შარლ მიშელის ინიციატივით განახლებულ შეთანხმების დოკუმენტს?

ვინ მოაწერა და ვინ აპირებს ოპოზიციიდან ხელი მოაწეროს შარლ მიშელის ინიციატივით განახლებულ შეთანხმების დოკუმენტს?

18 აპრილს გავრცელდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერების ერთობლივი განცხადება, რომლითაც მოუწოდეს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნებოდა შეთავაზებული.

იმავე დღეს, საღამოს, პოლიტიკურ პარტიებს შარლ მიშელის ახალი შეთავაზებებიც გააცნეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. ამასთანვე, მედიატორების დოკუმენტით, პოლიტპატიმრებად შეფასებული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ, თუმცა როგორც მოლაპარაკებების მონაწილეების ნაწილი ამბობს, მედიატორების მხრიდან მკაფიოდ იყო შემოთავაზებული ნიკა მელიასთვის თანხის გადახდის აუცილებლობა, ოპოზიციის ნაწილის თქმით, შეთავაზებები მისაღებია.

"გირჩმა" შეთავაზებულ დოკუმენტს უკვე მოაწერა ხელი. ასევე ცნობილი ხდება, რომ "ლელო-საქართველოსთვის“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ გადაწყვტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

"სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია, ვთვლით, რომ უნდა გამოვიყენოთ საერთო ბრძოლით მიღწეული შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა და ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

დოკუმენტზე ხელმოწერისა და პარლამენტში შევლის მზადყოფნაზე აცხადებენ ცალკეული დეპუტატებიც.

პარლამენტის არჩეული დეპუტატის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, თუ "ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს და შესაბამისად, მის პირობებს შეასრულებს, მზადაა დოკუმენტს ხელმოწერით თავადაც შეუერთდეს და პარლამენტში შევიდეს.

როგორც ახვლედიანმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ყოველგვარ პარტიულ ინტერესზე მაღლა საქართველოს ინტერესი დგას.

ინფორმაციისთვის, არმაზ ახვლედიანი პარლამენტში "ევროპული საქართველოს“ პარტიული სიით შევიდა.

ამავე აზრზეა "ევროპული საქართველოს" სიითვე გასული კიდევ ერთი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

"რიგგარეშე არჩევნების მიბმა ადგილობრივ არჩევნებთან პრინციპულად არასწორად მიმაჩნია, რადგან სულ სხვაა საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, რურუასთან დაკავშირებით ყველაზე სწრაფი გზა არის შეწყალება, თუმცა, ნიკა მელიასთან დაკავშირებით ისევ გირაოს გადახდაზე აქცენტირება, გაუმართლებელია. გირაოს გარეშე უნდა მოხდეს ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტა. ეს კორექტირებები არის საჭირო.

ვისურვებდი, რომ ეს კორექტირებები იყოს, მაგრამ თუ არ მოხდება ასეთ შემთხვევაში, მე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ და შესაბამისად, შევალ პარლამენტში", - განაცხადა შავგულიძემ.

მედიატორების მომზადებულ დოკუმენტს ხელს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც აწერს, მან ამის თაობაზე სოციალურ ქსელში დაწერა? (იხილეთ)

"სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია - ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები" - სალომე სამადაშვილი

"სალომე სამადაშვილი არ წარმოადგენს "ნაცმოძრაობას" და მისი ნაბიჯი არ გამოხატავს იმ პოზიციას, რაც პარტიის პოლიტიკურ საბჭოს აქვს" - გიორგი ბარამიძე

რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიულ შეთანხმებაზე