პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირჩი“ პარლამენტშია - მათ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც, სხდომათა დარბაზთან მიაცილეს
"გირჩი“ პარლამენტშია - მათ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც, სხდომათა დარბაზთან მიაცილეს

"გირ­ჩის" წევ­რე­ბი ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი და იაგო ხვი­ჩია პარ­ლა­მენ­ტში მი­ვიდ­ნენ. მათ თან ახ­ლავთ ალექ­სან­დრე რაქ­ვი­აშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში სტუმ­რის სტა­ტუ­სით შე­დის, რად­გან მას სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტი არ აქვს.

რო­გორც თა­ვად აცხა­დე­ბენ, ისი­ნი ამ ეტაპ­ზე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბას აპი­რე­ბენ და სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

"გირ­ჩის" წევ­რებს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დახ­ვდნენ, რომ­ლებ­მაც, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­თან მი­ა­ცი­ლეს, სა­დაც მე­დი­ის­თვის კო­მენ­ტა­რე­ბი გა­კეთ­დე­ბა. ასე­ვე გა­ნუ­მარ­ტეს, რომ მათ­თვის კა­ბი­ნე­ტე­ბი არ არის მო­წყო­ბი­ლი, თუმ­ცა, არის ცა­რი­ე­ლი ოთხე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­უძ­ლი­ათ და­ი­კა­ვონ.

ცნო­ბის­თვის, მათ შარლ მი­შე­ლის გა­ნახ­ლე­ბულ დო­კუ­მეტს ხელი ცოტა ხნის წინ მო­ა­წე­რეს. რო­გორც იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და, თუ დო­კუ­მენტს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხელს არ მო­ა­წერს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, შე­თან­ხმე­ბა არ შედ­გე­ბა და ისი­ნი გა­აგ­რძე­ლე­ბენ "იმ რე­ჟიმ­ში პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნას, რა რე­ჟიმ­შიც დღეს შე­დი­ან“.

მა­ნამ­დე "გირჩმა" და­ა­ნონ­სა, რომ პარ­ლა­მენ­ტში იმ შემ­თხვე­ვა­ში შევ­ლენ, თუ მათი 7 - პუნ­ქტი­ა­ნი მო­თხოვ­ნე­ბი­დან მმარ­თვე­ლი გუნ­დი რო­მე­ლი­მეს სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რებს. პარ­ტი­ის გან­მარ­ტე­ბით, არ აი­ღე­ბენ არც ხელ­ფა­სებს და არც პარ­ტი­ულ და­ფი­ნან­სე­ბას ბი­უ­ჯე­ტი­დან, არ და­ეს­წრე­ბი­ან და არ მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არც სა­პარ­ლა­მენ­ტო სე­სი­ებ­ში, კო­მი­სი­ებ­ში ან სა­კო­მი­ტე­ტო სხდო­მებ­ში, არ მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არც ერთ მივ­ლი­ნე­ბა­ში, არც ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტში და არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ არც ერთ პრო­ცე­დუ­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

"თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი­დან გა­მო­ვი­ყე­ნებთ: პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის იმუ­ნი­ტეტს; ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბას (გვინ­და ეს უფ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს);პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას, პრეს­ბა­ნერ­თან დგო­მის და სი­მარ­თლის ლა­პა­რა­კის უფ­ლე­ბას“, - აცხა­დე­ბენ "გირჩში“.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტუმარი
9

გიჟები ხართ და გიჟური მოთხონები გაქვთ!

გურანდუხტი
1

19 აპრილი 2021 წელი,საქართველოს პარლამენტს ეღირსა,როგორც იქნა და შებრძანდა მისი აღმატებულება ქლიავების(გირჩის) პარტია.ვაი პარლამენტს და ვუი ჩვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"გირჩი“ პარლამენტშია - მათ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც, სხდომათა დარბაზთან მიაცილეს

"გირჩი“ პარლამენტშია - მათ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც, სხდომათა დარბაზთან მიაცილეს

"გირჩის" წევრები ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში მივიდნენ. მათ თან ახლავთ ალექსანდრე რაქვიაშვილიც, რომელიც სავარაუდოდ საკანონმდებლო ორგანოში სტუმრის სტატუსით შედის, რადგან მას სადეპუტატო მანდატი არ აქვს.

როგორც თავად აცხადებენ, ისინი ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ადამიანების გაცნობას აპირებენ და საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან.

"გირჩის" წევრებს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც, სხდომათა დარბაზთან მიაცილეს, სადაც მედიისთვის კომენტარები გაკეთდება. ასევე განუმარტეს, რომ მათთვის კაბინეტები არ არის მოწყობილი, თუმცა, არის ცარიელი ოთხები, რომლებიც შეუძლიათ დაიკავონ.

ცნობისთვის, მათ შარლ მიშელის განახლებულ დოკუმეტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერეს. როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, თუ დოკუმენტს "ქართული ოცნება" ხელს არ მოაწერს, ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება არ შედგება და ისინი გააგრძელებენ "იმ რეჟიმში პარლამენტში ყოფნას, რა რეჟიმშიც დღეს შედიან“.

მანამდე "გირჩმა" დაანონსა, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევლენ, თუ მათი 7 - პუნქტიანი მოთხოვნებიდან მმართველი გუნდი რომელიმეს სრულად გაიზიარებს. პარტიის განმარტებით, არ აიღებენ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში, არ მიიღებენ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

"თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს; იარაღის ტარების უფლებას (გვინდა ეს უფლება ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს);პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომის და სიმართლის ლაპარაკის უფლებას“, - აცხადებენ "გირჩში“.

"ელისაშვილს, ხვიჩიას, მეგრელიშვილს და "ოცნების" დეპუტაციას გამოვალ და სათანადო ყურადღებას მივაქცევ" - მელია

ნიკა მელია ოპოზიციას მიმართავს - "თუ "ოცნება" კანონპროექტში დამნაშავეებს წერს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოთ"

"ამ გადადგომის მიღმა რაღაც სხვა უნდა იმალებოდეს...  არანაირი საფუძველი არ იყო, რომ არჩილ თალაკვაძე გადამდგარიყო" - პოლიტოლოგი