მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გელათთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გელათთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, გე­ლათ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტოს გან­მარ­ტე­ბით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გე­ლა­თის მო­ნას­ტრის ეზო­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბის მუ­ზე­უმ­ში გა­და­სა­ტა­ნად სახ­სრე­ბი ვერ გა­მო­ი­ნა­ხა და მათ ბრე­ზენ­ტი გა­და­ა­ფა­რეს, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

„რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ცდი­ლობს გა­ავ­რცე­ლოს დე­ზინ­ფორ­მა­ცია გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვი­სას გა­მოვ­ლე­ნი­ლი ობი­ექ­ტე­ბის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გე­ლა­თის მო­ნას­ტრის ეზო­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბის მუ­ზე­უმ­ში გა­და­სა­ტა­ნად სახ­სრე­ბი ვერ გა­მო­ი­ნა­ხა და მათ ბრე­ზენ­ტი გა­და­ა­ფა­რეს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის გან­ვმარ­ტავთ, რომ მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. გვსურს ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სიც­რუ­ეა, თით­ქოს ობი­ექ­ტის ამ ფორ­მით კონ­სერ­ვა­ცია უსახ­სრო­ბის გამო მოხ­და. პრო­ცე­სი თა­ვად მო­ცე­მუ­ლი ობი­ექ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და შემ­დგო­მი შეს­წავ­ლის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ელ­და. კერ­ძოდ, გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ის ჩრდი­ლო­ე­თით 2019 წელს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვი­სას გა­მოვ­ლე­ნი­ლი ობი­ექ­ტე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო შეს­წავ­ლას­თან ერ­თად, ნა­გე­ბო­ბე­ბი აღი­რი­ცხა და ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლად და­ფიქ­სირ­და.

აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი და კე­რა­მი­კუ­ლი მა­სა­ლა კი ქუ­თა­ი­სის ის­ტო­რი­ულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რულ მუ­ზე­უმ ნაკ­რძა­ლის სა­მუ­ზე­უ­მო ფონ­დებ­ში 2019 წელსვე გან­თავ­სდა. ასე­ვე გან­ვმარ­ტავთ, რომ ვი­ნა­ი­დან, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ობი­ექ­ტის ღია ფორ­მით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მისი დამ­ცა­ვი კონ­სტრუქ­ცი­ის სა­ხით, გე­ლა­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი სივ­რცის გა­ჩე­ნას გა­მო­იწ­ვევ­და, 2019 წელს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვი­სას აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი, დრო­ე­ბით ქვი­ში­სა და მი­წის ფე­ნით, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ მი­ღე­ბუ­ლი სა­კონ­სერ­ვა­ციო მე­თო­დო­ლო­გი­ით რე­კულ­ტი­ვირ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­ზე, მათ შო­რის გე­ლა­თის კომ­პლექსზე გა­მოვ­ლე­ნილ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ობი­ექ­ტებ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ჩა­რე­ვის სა­კი­თხი, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ, გა­ნი­ხი­ლე­ბა მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის კონ­ვენ­ცი­ის მრჩე­ველ უწყე­ბებ­თან, კერ­ძოდ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან (იუ­ნეს­კო) და მის მრჩე­ველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნე­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ას არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ობი­ექ­ტე­ბის­თვის დაც­ვის გა­რან­ტი­ე­ბის შექ­მნაც და­ე­დო სა­ფუძ­ვლად, რაც გე­ლა­თის მო­ნას­ტრის მთა­ვარ ტა­ძარ­სა და წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ა­ზე 2021 წელს და­გეგ­მილ კვლე­ვით და ფი­ზი­კურ სა­მუ­შა­ო­ებს უკავ­შირ­დე­ბა.

ამავდრო­უ­ლად, გა­ნა­თხა­რი არე­ა­ლი ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რად გარ­კვე­ულ რისკს უქ­მნი­და წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის სა­ძირ­კველ­სა და სტრუქ­ტუ­რას, ვი­ნა­ი­დან არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ძეგლ­თან უშუ­ა­ლო სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე არე­ალ­ში ნა­ლე­ქი უხ­ვად კონ­ცენ­ტრირ­დე­ბო­და. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ამ დრომ­დე წმ. გი­ორ­გის ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რედ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­თხრე­ბი­სას ან­ტი­კუ­რი ხა­ნის, ად­რე­უ­ლი შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ეპო­ქი­სა და გვი­ა­ნი შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი და მოძ­რა­ვი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი და­ფიქ­სირ­და.

არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და ახა­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის მე-2, მე-3 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქვევ­რსა­მარ­ხი. გა­ი­თხა­რა ად­რე­უ­ლი შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის (და­ახლ: IX-X ს.ს.) მოზ­რდი­ლი ქვე­ბი­თა და დუ­ღა­ბით ნა­შე­ნი დიდი ზო­მის სწორ­კუ­თხა ნა­გე­ბო­ბა, რო­მე­ლიც და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ეპო­ქა­ში სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­და­კეთ­და და გა­ნახ­ლდა. სა­მეც­ნი­ე­რო გა­თხრე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა და­ახ­ლო­ე­ბით მე-13, მე-14 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ღვარ­სა­დე­ნის ნაშ­თე­ბი და მე-17, მე-18 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ახ­ლად აგე­ბუ­ლი და­კი­რულ­ქვევ­რე­ბი­ა­ნი მა­რა­ნი. ის­ტო­რი­უ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი 1510 წელს თურ­ქთა შე­მო­სე­ვის შე­დე­გად ნან­გრე­ვე­ბად იქცა და მო­ნას­ტრის აღ­მო­სავ­ლე­თის კა­რიბ­ჭის დო­ნე­ზე ნი­ვე­ლირ­და”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სოლომონი
6

მეგობარი თურქების დროს?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გელათთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გელათთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, გელათთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გელათის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრები ვერ გამოინახა და მათ ბრეზენტი გადააფარეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„რამდენიმე მედიასაშუალება ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გელათის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრები ვერ გამოინახა და მათ ბრეზენტი გადააფარეს.

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სიცრუეა, თითქოს ობიექტის ამ ფორმით კონსერვაცია უსახსრობის გამო მოხდა. პროცესი თავად მოცემული ობიექტის შენარჩუნებისა და შემდგომი შესწავლის მიზნით განხორციელდა. კერძოდ, გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ჩრდილოეთით 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სამეცნიერო შესწავლასთან ერთად, ნაგებობები აღირიცხა და ფოტოგრაფიულად დაფიქსირდა.

აღმოჩენილი არტეფაქტები და კერამიკული მასალა კი ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ ნაკრძალის სამუზეუმო ფონდებში 2019 წელსვე განთავსდა. ასევე განვმარტავთ, რომ ვინაიდან, არქეოლოგიური ობიექტის ღია ფორმით შენარჩუნება მისი დამცავი კონსტრუქციის სახით, გელათის ტერიტორიაზე ახალი სივრცის გაჩენას გამოიწვევდა, 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ნაგებობები, დროებით ქვიშისა და მიწის ფენით, საერთაშორისოდ მიღებული საკონსერვაციო მეთოდოლოგიით რეკულტივირდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე, მათ შორის გელათის კომპლექსზე გამოვლენილ არქეოლოგიურ ობიექტებზე ნებისმიერი ჩარევის საკითხი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ, განიხილება მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მრჩეველ უწყებებთან, კერძოდ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (იუნესკო) და მის მრჩეველ ორგანიზაციებთან. კულტურული ფენების კონსერვაციას არქეოლოგიური ობიექტებისთვის დაცვის გარანტიების შექმნაც დაედო საფუძვლად, რაც გელათის მონასტრის მთავარ ტაძარსა და წმინდა გიორგის ეკლესიაზე 2021 წელს დაგეგმილ კვლევით და ფიზიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

ამავდროულად, განათხარი არეალი ჰიდროლოგიურად გარკვეულ რისკს უქმნიდა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის საძირკველსა და სტრუქტურას, ვინაიდან არქიტექტურულ ძეგლთან უშუალო სიახლოვეს მდებარე არეალში ნალექი უხვად კონცენტრირდებოდა. ინფორმაციისთვის, ამ დრომდე წმ. გიორგის ტაძრის მიმდებარედ ჩატარებული გათხრებისას ანტიკური ხანის, ადრეული შუასაუკუნეების, დავით აღმაშენებლის ეპოქისა და გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურული ნაგებობები და მოძრავი არტეფაქტები დაფიქსირდა.

არქეოლოგიური კვლევების შედეგად გამოვლინდა ახალი წელთაღრიცხვის მე-2, მე-3 საუკუნეების ქვევრსამარხი. გაითხარა ადრეული შუასაუკუნეების (დაახლ: IX-X ს.ს.) მოზრდილი ქვებითა და დუღაბით ნაშენი დიდი ზომის სწორკუთხა ნაგებობა, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში სამეურნეო დანიშნულებით გადაკეთდა და განახლდა. სამეცნიერო გათხრებისას აღმოჩნდა დაახლოებით მე-13, მე-14 საუკუნეების ღვარსადენის ნაშთები და მე-17, მე-18 საუკუნეებში ახლად აგებული დაკირულქვევრებიანი მარანი. ისტორიული არქიტექტურული ნაგებობები 1510 წელს თურქთა შემოსევის შედეგად ნანგრევებად იქცა და მონასტრის აღმოსავლეთის კარიბჭის დონეზე ნიველირდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ჯერ ერთი ძმა მომიკლეს მაგისმა შვილებმა, გამოვიდნენ ციხიდან და ახლა ჩემი მეორე ძმაც მოკლეს" - ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები

მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში - 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს

ლაგოდეხში პოლიციელი დაჭრეს - ოჯახური კონფლიქტის დროს, სამართალდამაცვმა მამაკაცის შეჩერება სცადა