მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ბანკში" მძევლების აყვანის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
"საქართველოს ბანკში" მძევლების აყვანის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სა­სა­მარ­თლომ "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში“ მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ფაქ­ტზე, ბრალ­დე­ბულ ნი­კო­ლოზ წურ­წუ­მი­ას მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. პრო­ცე­სი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 16 აპ­რილს, ქ. თბი­ლის­ში, ნ.წ. -მ ხმო­ვა­ნი პის­ტო­ლე­ტით, სს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“-ს ერთ-ერთ ექ­სპრეს სერ­ვის ცენ­ტრში, მძევ­ლად ხელ­ში ჩა­იგ­დო აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვის­ცენ­ტრის ოთხი თა­ნამ­შრო­მე­ლი, სერ­ვის­ცენ­ტრის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი და სა­ო­პე­რა­ციო დარ­ბაზ­ში მყო­ფი სერ­ვი­სის მომ­ხმა­რე­ბე­ლი. ნ.წ.-მ ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით, ბან­კში მყოფ პი­რებს შე­სას­ვლე­ლი კარი ჩა­ა­კე­ტი­ნა და მათ თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა შე­უ­ზღუ­და. შემ­დეგ კი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით, იძუ­ლე­ბით ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სსიპ „112“-ის ცხელ ხაზ­ზე და­ა­რე­კი­ნა და მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი და­ა­ყე­ნა.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნ.წ. 16 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ და „ი“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბა იმ მიზ­ნით, რომ მძევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბით აი­ძუ­ლოს ორ­გა­ნი­ზა­ცია და პირი, შე­ას­რუ­ლოს ესა თუ ის მოქ­მე­დე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ორი და მეტი პი­რის მი­მართ, სი­ცო­ცხლის­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ცხრი­დან თო­თხმეტ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"საქართველოს ბანკში" მძევლების აყვანის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

"საქართველოს ბანკში" მძევლების აყვანის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ "საქართველოს ბანკში“ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისში, ნ.წ. -მ ხმოვანი პისტოლეტით, სს ,,საქართველოს ბანკი“-ს ერთ-ერთ ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაიგდო აღნიშნული სერვისცენტრის ოთხი თანამშრომელი, სერვისცენტრის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი და საოპერაციო დარბაზში მყოფი სერვისის მომხმარებელი. ნ.წ.-მ იარაღის გამოყენების მუქარით, ბანკში მყოფ პირებს შესასვლელი კარი ჩააკეტინა და მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდა. შემდეგ კი იარაღის გამოყენების მუქარით, იძულებით ერთ-ერთ თანამშრომელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ცხელ ხაზზე დაარეკინა და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გარკვეული პირობები დააყენა.

"სამართალდამცველებმა ნ.წ. 16 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, ხაიშში ადგილობრივებმა სამართალდამცველს სცემეს - მომხდარი "კომენდანტის საათის" დარღვევას უკავშირდება

ბათუმში პოლიციელს ბოთლით დაზიანებები მიაყენეს - ბრალდებული დაკავებულია

"ნაქირავები ბინიდან გაშვებით ემუქრებოდნენ... აქვს გულის მანკი, ჰყავს ორსული მეუღლე" - ადვოკატი ასახელებს მოტივს, რის გამოც ნიკოლოზ წურწუმია ბანკში შეიჭრა