საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყნის მასშტაბით  სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლაა" - როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება სკოლებში
"ქვეყნის მასშტაბით  სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლაა" - როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება სკოლებში

ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა გაზ­რდი­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სკო­ლებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზეც აი­სა­ხა. თუმ­ცა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ვი­თა­რე­ბა კონ­ტროლს სრუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში, სკო­ლებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გაზ­რდი­ლია. კერ­ძოდ, 10-დან 16 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ვირუ­სი მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა 0,3%-ს და მოს­წავ­ლე­თა 0,1 %-ს და­უ­დას­ტურ­და.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშო­ბელ­თა თხოვ­ნით, ასე­ვე, ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბის მი­ზე­ზით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ამ ეტაპ­ზე სრულ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე 73 სკო­ლა და 187 ცალ­კე­უ­ლი კლა­სი იმ­ყო­ფე­ბა.

"ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­ი­ზარ­და რისკ ჯგუფ­ში მყო­ფი იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თაც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის თხოვ­ნით თა­ვად მი­მარ­თეს და სკო­ლის მხრი­დან შე­ღა­ვა­თი გა­ე­წი­ათ. ამ ეტაპ­ზე დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 133 პე­და­გო­გი იმ­ყო­ფე­ბა.

სკო­ლებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვებ­ში, რო­გორც წესი, კვლავ წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი ვრცელ­დე­ბა. ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სკო­ლე­ბი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ დად­გე­ნი­ლი პრო­ტო­კო­ლით მოქ­მე­დე­ბენ.

მიმ­დი­ნა­რე სტა­ტის­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცალ­სა­ხაა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან კი­დევ უფრო მე­ტად არის სა­ჭი­რო ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა. სწო­რედ ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო კვლავ მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხელი შე­უ­წყონ ბავ­შვებს და ზედ­მი­წევ­ნით და­იც­ვან და­წე­სე­ბუ­ლი ნორ­მე­ბი, რათა მოს­წავ­ლე­ებ­მა სე­მესტრი სკო­ლის შე­ნო­ბა­ში და­ას­რუ­ლონ“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
1

რას ერჩით ბავშვები მააინც დაინდეთ1

fff
1

შეაჩერეთ სკოლები სანამ დროა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ქვეყნის მასშტაბით  სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლაა" - როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება სკოლებში

"ქვეყნის მასშტაბით  სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლაა" - როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება სკოლებში

ქვეყანაში ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებელი სკოლებში არსებულ ვითარებაზეც აისახა. თუმცა მაქსიმალურად დაცული ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე კვირაში, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია. კერძოდ, 10-დან 16 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1 %-ს დაუდასტურდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლა და 187 ცალკეული კლასი იმყოფება.

"ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 133 პედაგოგი იმყოფება.

სკოლებში ინფიცირების გამოვლენის შემთხვევებში, როგორც წესი, კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლით მოქმედებენ.

მიმდინარე სტატისტიკიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მეტად არის საჭირო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტრო კვლავ მოუწოდებს საზოგადოებას ხელი შეუწყონ ბავშვებს და ზედმიწევნით დაიცვან დაწესებული ნორმები, რათა მოსწავლეებმა სემესტრი სკოლის შენობაში დაასრულონ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

"ჩინური ვაქცინები დაცვის თვალსაზრისით მცირედით ჩამორჩებიან წამყვან ვაქცინებს, მაგრამ მათაც აქვთ დაცვის ძალიან კარგი პროცენტი" - ცერცვაძის თქმით, 2 კვირაში "სინოფარმის" დიდი პარტია შემოვა

"იქმნება შთაბეჭდილება, რომ ე.წ. მესამე ტალღის პიკმა გადაიარა" - თენგიზ ცერცვაძე

"აუცილებლად აუნაზღაურებენ ნამუშევარ საათებს, თუ დამსაქმებელი არ შეასრულებს ვალდებულებებს, მათ სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილებენ" - დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი