საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუჩაში კოვიდით ინფიცირების რისკი მინიმალურია? - რას ამბობს ალექსანდრე გოგინავა გერმანელი მეცნიერების კვლევაზე
ქუჩაში კოვიდით ინფიცირების რისკი მინიმალურია? - რას ამბობს ალექსანდრე გოგინავა გერმანელი მეცნიერების კვლევაზე

აე­რო­ზო­ლე­ბის კვლე­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის [GAeF] მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ქუ­ჩა­ში კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი მი­ნი­მა­ლუ­რია. გერ­მა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა კო­ვი­დით მა­სობ­რივ ინ­ფი­ცი­რე­ბას არ იწ­ვევს.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა იზი­ა­რებს უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­საზ­რე­ბებს და მი­იჩ­ნევს, რომ ღია სივ­რცე­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ და­ბა­ლია.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ კი­დევ ბევ­რი რამე არ არის დად­გე­ნი­ლი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გზებ­ზე, რაც აქამ­დე კვლე­ვე­ბი არ­სე­ბობს, ამ­ბობს, რომ covid-19 წვე­თო­ვა­ნი ინ­ფექ­ცია უფ­როა, ვიდ­რე ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი. ამი­ტომ ღია სივ­რცე­ში, სა­დაც დის­ტან­ცია და­ცუ­ლია, ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კე­ბი ძა­ლი­ან და­ბა­ლია. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ხალ­ხის მჭიდ­რო თავ­შეყ­რა ხდე­ბა და დის­ტან­ცი­ის დაც­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­ჭი­როა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში პირ­ბა­დე არ არის სა­ჭი­რო ღია სივ­რცე­ში და უკე­თე­სი­ცაა თუ არ ვა­ტა­რებთ" - ამ­ბობს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას ვკი­თხეთ აზრი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ზო­გი­ერ­თი ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნის მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი და­დე­ბითს აჩ­ვე­ნებს. ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ამ­ბობს, რომ ამის შე­სა­ხებ არ სმე­ნია. მისი თქმით, სწრა­ფი და PCR ტეს­ტე­ბი ცდო­მი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ძი­რი­თა­დად უარ­ყო­ფითს აჩ­ვე­ნებს, ვიდ­რე და­დე­ბითს.

"ზო­გა­დად იშ­ვი­ა­თად იძ­ლე­ვა ეს ტეს­ტე­ბი ცრუ პა­სუ­ხებს. და თუ ცდე­ბა, უარ­ყო­ფითს აჩ­ვე­ნებს უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში. ცრუ და­დე­ბი­თი უიშ­ვი­ა­თე­სია. რაც შე­ე­ხე­ბა რო­მე­ლი­მე მე­დი­კა­მენ­ტის პრო­ვო­ცი­რე­ბით მცდა­რი პა­სუ­ხის ფაქ­ტებს, ასე­თი რამ არ მსმე­ნია" -ამ­ბობს ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!!!!!!!!!!!!
1

ღია სივრცეში პირბადით ადამიანების იძულებით გადაადგილება არის კრიმინალი და ამაზე უნდა აგონ პასუხი უმკაცრესად!

ლენა
1

მეც არ მესმის, რატომ უნდა ვიარო თითქმის უკაცრიელ ქუჩაზე პირბადით ისედაც უჟანგბადო ქალაქში? ხომ შეიძლება თვითონ ვმართო-როდის მჭირდება (ხალხმრავლობისა და ახლო კონტაქტისას) და როდის არაა საფრთხე.ლენა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ქუჩაში კოვიდით ინფიცირების რისკი მინიმალურია? - რას ამბობს ალექსანდრე გოგინავა გერმანელი მეცნიერების კვლევაზე

ქუჩაში კოვიდით ინფიცირების რისკი მინიმალურია? - რას ამბობს ალექსანდრე გოგინავა გერმანელი მეცნიერების კვლევაზე

აეროზოლების კვლევის საზოგადოების [GAeF] მეცნიერები აცხადებენ, რომ ქუჩაში კოვიდით ინფიცირების რისკი მინიმალურია. გერმანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სუფთა ჰაერზე გასეირნება კოვიდით მასობრივ ინფიცირებას არ იწვევს.

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა იზიარებს უცხოელი სპეციალისტების მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ ღია სივრცეში კორონავირუსით ინფიცირების რისკი უმნიშვნელოდ დაბალია.

"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამე არ არის დადგენილი ვირუსის გავრცელების გზებზე, რაც აქამდე კვლევები არსებობს, ამბობს, რომ covid-19 წვეთოვანი ინფექცია უფროა, ვიდრე ჰაერწვეთოვანი. ამიტომ ღია სივრცეში, სადაც დისტანცია დაცულია, ინფიცირების რისკები ძალიან დაბალია. იმ შემთხვევაში თუ ხალხის მჭიდრო თავშეყრა ხდება და დისტანციის დაცვა შეუძლებელია, საჭიროა პირბადის ტარება, სხვა შემთხვევაში პირბადე არ არის საჭირო ღია სივრცეში და უკეთესიცაა თუ არ ვატარებთ" - ამბობს ინფექციონისტი.

ალექსანდრე გოგინავას ვკითხეთ აზრი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი ჯგუფის ვიტამინის მოხმარების შემთხვევაში კორონავირუსზე ტესტი დადებითს აჩვენებს. ინფექციონისტი ამბობს, რომ ამის შესახებ არ სმენია. მისი თქმით, სწრაფი და PCR ტესტები ცდომილების შემთხვევაში ძირითადად უარყოფითს აჩვენებს, ვიდრე დადებითს.

"ზოგადად იშვიათად იძლევა ეს ტესტები ცრუ პასუხებს. და თუ ცდება, უარყოფითს აჩვენებს უმრავლეს შემთხვევაში. ცრუ დადებითი უიშვიათესია. რაც შეეხება რომელიმე მედიკამენტის პროვოცირებით მცდარი პასუხის ფაქტებს, ასეთი რამ არ მსმენია" -ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

სალხინოში ჟურნალისტებს ხელი ჰკრეს, რის შედეგადაც, ისინი თხრილში ჩაცვივდნენ - კადრები ადგილიდან

"რას ჰქვია მეუფე სტეფანეს მომხრეები?! არავინ დამენახოს ჩემი მომხრე... " - მეუფე სტეფანე

კლიმენტ კეკუტია - "მე ვარ იქ, სადაც არის ღმერთი...დალაგდება ყველაფერი"