სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, ბანკები პოლიციამ ან დაცვის სამსახურების სავალდებულო სწავლებაგავლილმა თანამშრომლებმა უნდა დაიცვან" - რას წერს კახიშვილი?
"ვფიქრობ, ბანკები პოლიციამ ან დაცვის სამსახურების სავალდებულო სწავლებაგავლილმა თანამშრომლებმა უნდა დაიცვან" - რას წერს კახიშვილი?

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ის­ნის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის კახა კა­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბან­კე­ბის, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბი­სა და სხვა რის­კის ობი­ექ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხი ახ­ლე­ბუ­რად უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს.

ამის შე­სა­ხებ დე­პუ­ტა­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“ წერს, სა­დაც დღეს თბი­ლის­ში, "ავ­ლაბ­რის" მეტ­რო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

კახა კა­ხიშ­ვი­ლი მად­ლო­ბას უხ­დის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და ასე­ვე, აღ­ნიშ­ნავს, რომ მსგავ­სი ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვის სა­კი­თხის და­რე­გუ­ლი­რე­ბა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"მად­ლო­ბას ვუხ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც დღეს თბი­ლის­ში, „ავ­ლაბ­რის“ მეტ­რო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე ოპე­რა­ტი­უ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი ოპე­რა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. სწო­რედ მათი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა და პირი, რო­მე­ლიც ბან­კში შე­იჭ­რა, და­კა­ვე­ბუ­ლია.

ვი­ნა­ი­დან, ბოლო პე­რი­ოდ­ში სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი გახ­შირ­და, მი­მაჩ­ნია, რომ ბან­კე­ბის, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბი­სა და სხვა რის­კის ობი­ექ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხი ახ­ლე­ბუ­რად უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, დღეს ძი­რი­თა­დად, ბან­კე­ბის დაც­ვას მათ მი­ერ­ვე შექ­მნი­ლი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ან კერ­ძო დაც­ვის სტრუქ­ტუ­რე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, ამ ადა­მი­ა­ნებს არც ჰქონ­დეთ მსგავს ფაქ­ტებ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი და ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის სა­თა­ნა­დო უნარ-ჩვე­ვე­ბი.

ჩემი აზ­რით, ვფიქ­რობ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­კი­თხი და­რე­გუ­ლირ­დეს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით: პირ­ვე­ლი - ან მსგავ­სი ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სწავ­ლე­ბა უნდა გა­ი­ა­რონ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­ე­ცეთ აღ­ნიშ­ნულ ობი­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა, ან მე­ო­რე - თა­ვად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მის­მა და­ნა­ყო­ფებ­მა უზ­რუნ­ველ­ყონ აღ­ნიშ­ნუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვა, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ, უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სწო­რედ პო­ლი­ცი­ას ეკის­რე­ბა. ამას­თან, სა­თა­ნა­დო სწავ­ლე­ბა გავ­ლი­ლი უნდა ჰქონ­დეთ ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბის ოპე­რა­ტო­რებს, თუ რო­გორ მო­ახ­დი­ნონ დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა სა­ეჭ­ვო ფაქ­ტე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და ასე­ვე, მკაც­რად და­იც­ვან ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ობი­ექ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს", - წერს კახა კა­ხიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
1

მართალია. რისთვის დგას დაცვა მთელი დღე, თუ კრიტიკულ სიტუაციაში ვერაფერს უმკლავდება.

ხვიჩა
0

საქრ თველოს ბანკს თავისი დაცვა ყავს მარა ცეცხლსასროლი იარიღი არაქვთ,საფანტის თუ გაზი პისტოლეტები აქვთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ვფიქრობ, ბანკები პოლიციამ ან დაცვის სამსახურების სავალდებულო სწავლებაგავლილმა თანამშრომლებმა უნდა დაიცვან" - რას წერს კახიშვილი?

"ვფიქრობ, ბანკები პოლიციამ ან დაცვის სამსახურების სავალდებულო სწავლებაგავლილმა თანამშრომლებმა უნდა დაიცვან" - რას წერს კახიშვილი?

საქართველოს პარლამენტში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კახა კახიშვილის განცხადებით, ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სხვა რისკის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი ახლებურად უნდა დარეგულირდეს.

ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, სადაც დღეს თბილისში, "ავლაბრის" მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

კახა კახიშვილი მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეობდნენ და ასევე, აღნიშნავს, რომ მსგავსი ობიექტების დაცვის საკითხის დარეგულირება ორი მიმართულებით არის შესაძლებელი.

"მადლობას ვუხდი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც დღეს თბილისში, „ავლაბრის“ მეტროსადგურის მიმდებარედ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე ოპერატიული და ეფექტიანი ოპერაცია განახორციელეს. სწორედ მათი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, დაკავებულია.

ვინაიდან, ბოლო პერიოდში სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები გახშირდა, მიმაჩნია, რომ ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სხვა რისკის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი ახლებურად უნდა დარეგულირდეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, დღეს ძირითადად, ბანკების დაცვას მათ მიერვე შექმნილი დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ან კერძო დაცვის სტრუქტურები ახორციელებენ. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, ამ ადამიანებს არც ჰქონდეთ მსგავს ფაქტებზე ეფექტიანი და ოპერატიული რეაგირების სათანადო უნარ-ჩვევები.

ჩემი აზრით, ვფიქრობ, შესაძლებელია, საკითხი დარეგულირდეს ორი მიმართულებით: პირველი - ან მსგავსი ობიექტების დაცვის თანამშრომლებმა სავალდებულო სწავლება უნდა გაიარონ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცეთ აღნიშნულ ობიექტებზე მუშაობის უფლება, ან მეორე - თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა უზრუნველყონ აღნიშნული ობიექტების დაცვა, რადგან საბოლოოდ, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სწორედ პოლიციას ეკისრება. ამასთან, სათანადო სწავლება გავლილი უნდა ჰქონდეთ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ოპერატორებს, თუ როგორ მოახდინონ დროული რეაგირება საეჭვო ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში და ასევე, მკაცრად დაიცვან ინსტრუქციები, რომელიც ობიექტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - წერს კახა კახიშვილი.

"გზააბნეული "მესიჯბოქსის" შემდეგ, თალაკვაძის განცხადებაში აისახა ის, რაც წასვლისას დავაფიქსირეთ" - გახარიას გუნდი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე

"გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში" - არჩილ თალაკვაძე მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

"ბოლოს და ბოლოს კარგი ამბავია საქართველოდან" - როგორ ეხმაურებიან ევროპარლამენტსა და კონგრესში "ოცნების" გადაწყვეტილებას, ხელმოწერასთან დაკავშირებით