სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ხელმოწერა შეიძლება დროებით აღმოჩნდეს პოზიტიური სიგნალი" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში "ოცნების" გადაწყვეტილებას?
"ეს ხელმოწერა შეიძლება დროებით აღმოჩნდეს პოზიტიური სიგნალი" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში "ოცნების" გადაწყვეტილებას?

"ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ისე­თი ხის­ტი პო­ზი­ცია ჰქონ­დათ, რომ და­ნი­ელ­სო­ნის არას­რულ­ფა­სო­ვან დო­კუ­მენ­ტსაც კი ხელი არ მო­ა­წე­რეს და რო­გორც ჩანს, გარე წნე­ხი­სა და შე­საძ­ლოა, ნა­წი­ლობ­რივ შიდა ამ­ბე­ბის გა­აზ­რე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი ბზა­რი გაჩ­ნდა მათ პო­ზი­ცი­ა­ში, რომ იმ უტიფ­რო­ბი­დან ცოტა უკან და­ი­ხი­ეს,- ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რემ გიგა ბო­კე­რი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და.

ამას­თა­ნა­ვე, მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მმარ­თვე­ლი ძა­ლის მხრი­დან გა­დად­გმუ­ლი ეს ნა­ბი­ჯი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ კრი­ზისს ვერ გან­მუხ­ტავს, რად­გან კრი­ზი­სი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში და­იძ­ლე­ვა თუ ნიკა მე­ლი­ა­სა და გი­ორ­გი რუ­რუ­ას სა­ხით პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან, შე­წყდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა ქვე­ყა­ნა­ში და მოხ­დე­ბა შე­თან­ხმე­ბა ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე ან პლე­ბის­ციტ­ზე ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"სამ­წუ­ხა­როდ, მა­გით ვერ და­ი­წყე­ბა კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვა. სამ პუნ­ქტზე ჩვენ ახ­ლაც თა­ნახ­მა ვართ, ოღონდ, ბუ­ნებ­რი­ვია, ნე­ბის­მი­ე­რი შე­თან­ხმე­ბა უნდა მო­ი­ცავ­დეს ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე შე­თან­ხმე­ბას ან პლე­ბის­ციტ­ზე შე­თან­ხმე­ბას ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვე­ნი ზღვრე­ბი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, ან უნდა შევ­თან­ხმდეთ პირ­და­პირ ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე, ან პლე­ბის­ციტ­ზე და ხალ­ხს ვკი­თხოთ სურთ თუ არა, რომ იყოს არ­ჩევ­ნე­ბი 2022 წლის და­სა­წყის­ში, მა­გა­ლი­თად და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხი, მე ამ ბრი­ფინ­გი­დან ვერ გა­ვი­გე, ანუ პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ ახ­ლა­ვე?! ეს კარ­გი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა, ეს არ არის საკ­მა­რი­სი გან­მუხ­ტვის­თვის, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა არის გან­მუხ­ტვის და­სა­წყე­ბად და დრო­ზე უნდა ვნა­ხოთ მე­ლია და რუ­რუა თა­ვი­სუ­ფა­ლი და სხვა საქ­მე­ე­ბი უნდა შევ­წყვი­ტოთ. და­ნი­ელ­სო­ნის დო­კუ­მენ­ტში პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­ზეც ბუნ­დო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რი იყო, შე­იძ­ლე­ბა ნორ­მა­ლუ­რი მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში, ეგ საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდეს, მაგ­რამ ის ჩა­ნა­წე­რი არ იძ­ლე­ო­და მკა­ფიო გა­რან­ტი­ას, ამი­ტომ შე­დე­გი უნდა ვნა­ხოთ ჩვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს, პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტში ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არის ერთ-ერთი პუნ­ქტი, რა­ზეც შე­თან­ხმე­ბა უნდა მოხ­დეს, შემ­დეგ უკვე „ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცი­ის გამო, მე­დი­ა­ტორ­მა სა­ბო­ლოო დო­კუ­მენ­ტში ეს სა­კი­თხი არ ასა­ხა და ამი­ტომ იყო ის არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი და ამი­ტომ არ უჭერ­და მხარს „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და ოპო­ზი­ცია.

ეს ხელ­მო­წე­რა შე­იძ­ლე­ბა დრო­ე­ბით ვი­ღა­ცის­თვის აღ­მოჩ­ნდეს პო­ზი­ტი­უ­რი სიგ­ნა­ლი, ვინც ბო­ლომ­დე არ ჩა­ხე­დავს ან არა­ზუს­ტად აფა­სებს კრი­ზი­სის სიღ­რმეს, ოღონდ ძა­ლი­ან მალე გა­ირ­კვე­ვა, რომ ეს არ არის კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვა", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

"მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ერთ- ერ­თმა ლი­დერ­მა, ვიცე-სპი­კერ­მა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას თქვა, რომ შე­თან­ხმე­ბას ხელს ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლიც მო­ა­წერს. რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" პო­ზი­ცი­ას დო­კუ­მენტზე, იო­სე­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ მათ­თვის თა­ვი­დან­ვე მი­სა­ღე­ბი იყო დო­კუ­მენ­ტი და ხელ­მო­წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მზა­ო­ბაც თა­ვი­დან­ვე და­ა­ფიქ­სი­რეს.

"ამ დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა, მი­მაჩ­ნია, რომ ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი არ არის რო­მე­ლი­მე ერთი მხა­რის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ის არის შედ­გე­ნი­ლი მე­დი­ა­ტო­რის მიერ, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნად გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ორი­ვე მხა­რის ინ­ტე­რე­სე­ბი ამ დო­კუ­მენ­ტში.

კარ­გია, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სჯობ­და აქამ­დე მი­ე­ღო და ამ­დენ ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. შე­სა­ბა­მი­სად, იმე­დი მაქვს ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი მა­ინც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ამ დო­კუ­მენ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბას, მო­ა­წერს მას ხელს და შე­მო­ვა პარ­ლა­მენ­ტში. მე მახ­სოვს „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რის პო­ზი­ცია, რო­მელ­მაც თქვა, რომ ყვე­ლამ რომ მო­ა­წე­როს ხელი, ის მა­ინც არ მო­ა­წერს, რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს ასე თქვა ბა­ტონ­მა ბო­კე­რი­ამ. მე ვფიქ­რობ, რომ სწო­რედ ნა­წი­ლი მო­ა­წერს ხელს და ნა­წი­ლი დარ­ჩე­ბა ისევ თა­ვის მო­თხოვ­ნის ერ­თგუ­ლი, ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს ვგუ­ლის­ხმობ და ასე გაგ­რძელ­დე­ბა პრო­ცე­სი.

ეს არის დათ­მო­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან და ამას ცუდ კო­ნო­ტა­ცი­ა­ში არ ვი­ტყვი, კარ­გია, რომ დათ­მო­ბა­ზე წა­ვიდ­ნენ და გა­ი­აზ­რეს პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის სიმ­ძი­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში. არ გა­მოვ­რი­ცხავ კო­ბა­ხი­ძის ვი­ზი­ტი იყოს კავ­შირ­ში ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას­თან, თუმ­ცა, ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბის­გან ისე­დაც გვეს­მო­და, რომ ორ­მხრი­ვი კომ­პრო­მი­სი არის სწო­რი", - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბა მა­შინ შედ­გე­ბა, რო­დე­საც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნე­ბა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ის ფაქ­ტი, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის მიერ წარ­დგე­ნილ დო­კუ­მენტს ხელს აწერს, ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია.

"ვიდ­რე ორ მთა­ვარ სა­კი­თხზე ვერ მოხ­დე­ბა შე­თან­ხმე­ბა, სრუ­ლად შე­თან­ხმე­ბა არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბა და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი მთა­ვა­რი სა­კი­თხე­ბია.

თა­ლაკ­ვა­ძის ბრი­ფინ­გმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მო­უ­წია უკან და­წე­ვა, კომ­პრო­მი­სებ­ზე წას­ვლა იმ სამ სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც რე­ფორ­მებს ეხე­ბა. 2 მთა­ვარ სა­კი­თხზე უნდა მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბა - პო­ლი­ტი­კუ­რად დევ­ნი­ლებ­სა და ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ვარ­დეს ის კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს", - აცხა­დებს მი­ნაშ­ვი­ლი.

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" წევ­რის სერ­გო ჩიხ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან მე­დი­ა­ტო­რე­ბის­შედ­გე­ნილ დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა შე­თან­ხმე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი არ არის და ეს მხო­ლოდ დას­ტუ­რია, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­სა­გარ­ძე­ლებ­ლად მზა­დაა.

რო­გორც ჩიხ­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დო­კუ­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვის ნიშ­ნე­ბი ჩნდე­ბა რო­გორც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის, ასე­ვე ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით.

"თა­ლაკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბას სჭირ­დე­ბა დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გვექ­ნე­ბა სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე კი­თხვა მე­ბა­დე­ბა. ჯერ ერთი - რა უშ­ლი­დათ ხელს მა­ში­ნაც, რომ არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის­თვის თუნ­დაც ამ სა­კი­თხებ­ზე და­თან­ხმე­ბუ­ლიყ­ვნენ. ასე­ვე ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი რჩე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­თან მი­მარ­თე­ბით - რა მე­ქა­ნიზ­მით მოხ­დე­ბა ორი­ვე პა­ტიმ­რის გა­მოშ­ვე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის 40%-ზე მიბ­მას, ეს და­ნი­ელ­სო­ნის დო­კუ­მენ­ტში არ წე­რია, შე­სა­ბა­მი­სად, ეს პუნ­ქტია ჩა­სა­მა­ტე­ბე­ლი, ოღონდ ამა­ზეც სამ­სჯე­ლოა. 40% თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე ძა­ლი­ან პა­ტა­რა ზღურ­ბლია. ჩვენ­ნა­ირ ქვეყ­ნებ­ში ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე 40% რომ ვერ მი­ი­ღოს, მი­თუ­მე­ტეს ასე­თი მე­თო­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მკვდა­რი უდნა იყოს. ამი­ტომ 40% სა­დე­ბა­ტო თემა უნდა იყოს. ამას­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე მიბ­მა და თან 40%-ით, ბევრ კი­თხვის ნი­შანს აჩენს, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლავთ ყვე­ლა ამ წი­ნა­და­დე­ბას. ამა­ზე ზე­და­პი­რუ­ლად მსჯე­ლო­ბა ვერ მოხ­დე­ბა, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე უნდა გან­ვი­ხი­ლოთ" - აღ­ნიშ­ნა სერ­გო ჩიხ­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბოკა
111

ახლა უფრო ცხადი გახდა, რომ ოპოზიციას არ უნდა მშვიდობა. მიშას თავგამოდებულ მომხრეებზე ლაპარაკიც არ ღირს, მაგრამ გაუგებარია, ბოკერია ვის აწონებს თავს, როცა საკუთარი პარტიის წევრებიც კი მიხვდნენ მის უპერსპექტივობას.

mimino
76

ჩქარობს ოცნება, ჩქარობს და უნდა, რომ ამ მომენტისათვის მისთვის უკეთეს დაჯერდეს.... არადა დრო მათ სასარგებლოდ არ მუშაობს.... არადა მოუწევთ 5 პუნქტზე შეთანხმებას...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ეს ხელმოწერა შეიძლება დროებით აღმოჩნდეს პოზიტიური სიგნალი" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში "ოცნების" გადაწყვეტილებას?

"ეს ხელმოწერა შეიძლება დროებით აღმოჩნდეს პოზიტიური სიგნალი" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში "ოცნების" გადაწყვეტილებას?

"ქართულ ოცნებაში" ისეთი ხისტი პოზიცია ჰქონდათ, რომ დანიელსონის არასრულფასოვან დოკუმენტსაც კი ხელი არ მოაწერეს და როგორც ჩანს, გარე წნეხისა და შესაძლოა, ნაწილობრივ შიდა ამბების გააზრების შემდეგ, პირველი ბზარი გაჩნდა მათ პოზიციაში, რომ იმ უტიფრობიდან ცოტა უკან დაიხიეს,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

ამასთანავე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი ძალის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ქვეყანაში არსებულ კრიზისს ვერ განმუხტავს, რადგან კრიზისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიძლევა თუ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას სახით პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, შეწყდება პოლიტიკური დევნა ქვეყანაში და მოხდება შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე ან პლებისციტზე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

"სამწუხაროდ, მაგით ვერ დაიწყება კრიზისის განმუხტვა. სამ პუნქტზე ჩვენ ახლაც თანახმა ვართ, ოღონდ, ბუნებრივია, ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმებას ან პლებისციტზე შეთანხმებას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი ზღვრები ყველასთვის ცნობილია, ან უნდა შევთანხმდეთ პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე, ან პლებისციტზე და ხალხს ვკითხოთ სურთ თუ არა, რომ იყოს არჩევნები 2022 წლის დასაწყისში, მაგალითად და პოლიტპატიმრების საკითხი, მე ამ ბრიფინგიდან ვერ გავიგე, ანუ პოლიტპატიმრებს ათავისუფლებენ ახლავე?! ეს კარგი ნაბიჯი იქნება, ეს არ არის საკმარისი განმუხტვისთვის, მაგრამ აუცილებელი პირობა არის განმუხტვის დასაწყებად და დროზე უნდა ვნახოთ მელია და რურუა თავისუფალი და სხვა საქმეები უნდა შევწყვიტოთ. დანიელსონის დოკუმენტში პოლიტპატიმრებზეც ბუნდოვანი ჩანაწერი იყო, შეიძლება ნორმალური მთავრობის პირობებში, ეგ საკმარისი აღმოჩნდეს, მაგრამ ის ჩანაწერი არ იძლეოდა მკაფიო გარანტიას, ამიტომ შედეგი უნდა ვნახოთ ჩვენ.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები არის ერთ-ერთი პუნქტი, რაზეც შეთანხმება უნდა მოხდეს, შემდეგ უკვე „ოცნების“ პოზიციის გამო, მედიატორმა საბოლოო დოკუმენტში ეს საკითხი არ ასახა და ამიტომ იყო ის არასრულფასოვანი დოკუმენტი და ამიტომ არ უჭერდა მხარს „ევროპული საქართველო“ და ოპოზიცია.

ეს ხელმოწერა შეიძლება დროებით ვიღაცისთვის აღმოჩნდეს პოზიტიური სიგნალი, ვინც ბოლომდე არ ჩახედავს ან არაზუსტად აფასებს კრიზისის სიღრმეს, ოღონდ ძალიან მალე გაირკვევა, რომ ეს არ არის კრიზისის განმუხტვა", - განაცხადა ბოკერიამ.

"მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა საკითხის კომენტირებისას თქვა, რომ შეთანხმებას ხელს ოპოზიციის ნაწილიც მოაწერს. რაც შეეხება პარტია „მოქალაქეების" პოზიციას დოკუმენტზე, იოსელიანი აღნიშნავს, რომ მათთვის თავიდანვე მისაღები იყო დოკუმენტი და ხელმოწერასთან დაკავშირებით მზაობაც თავიდანვე დააფიქსირეს.

"ამ დოკუმენტზე ხელმოწერა, მიმაჩნია, რომ ოპოზიციის მხრიდან არის აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს დოკუმენტი არ არის რომელიმე ერთი მხარის შემუშავებული, ის არის შედგენილი მედიატორის მიერ, რომელმაც ძალიან სამართლიანად გაითვალისწინა ორივე მხარის ინტერესები ამ დოკუმენტში.

კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სჯობდა აქამდე მიეღო და ამდენ ხანს არ გაგრძელებულიყო ეს ყველაფერი. შესაბამისად, იმედი მაქვს ოპოზიციის ნაწილი მაინც გაითვალისწინებს ამ დოკუმენტის მნიშვნელობას, მოაწერს მას ხელს და შემოვა პარლამენტში. მე მახსოვს „ევროპული საქართველოს“ ლიდერის პოზიცია, რომელმაც თქვა, რომ ყველამ რომ მოაწეროს ხელი, ის მაინც არ მოაწერს, რამდენადაც მახსოვს ასე თქვა ბატონმა ბოკერიამ. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ნაწილი მოაწერს ხელს და ნაწილი დარჩება ისევ თავის მოთხოვნის ერთგული, ვადამდელ არჩევნებს ვგულისხმობ და ასე გაგრძელდება პროცესი.

ეს არის დათმობა „ქართული ოცნების“ მხრიდან და ამას ცუდ კონოტაციაში არ ვიტყვი, კარგია, რომ დათმობაზე წავიდნენ და გაიაზრეს პოლიტიკური სიტუაციის სიმძიმე საქართველოში. არ გამოვრიცხავ კობახიძის ვიზიტი იყოს კავშირში ამ გადაწყვეტილების მიღებასთან, თუმცა, ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან ისედაც გვესმოდა, რომ ორმხრივი კომპრომისი არის სწორი", - განაცხადა იოსელიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან შეთანხმება მაშინ შედგება, როდესაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგია.

"ვიდრე ორ მთავარ საკითხზე ვერ მოხდება შეთანხმება, სრულად შეთანხმება არ იქნება მიღებული. პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნები მთავარი საკითხებია.

თალაკვაძის ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ მოუწია უკან დაწევა, კომპრომისებზე წასვლა იმ სამ საკითხზე, რომელიც რეფორმებს ეხება. 2 მთავარ საკითხზე უნდა მოხდეს შეთანხმება - პოლიტიკურად დევნილებსა და ვადამდელ არჩევნებზე, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა, რომ ქვეყანაში მოგვარდეს ის კრიზისი, რომელიც არსებობს", - აცხადებს მინაშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიატორებისშედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა შეთანხმებისთვის საკმარისი არ არის და ეს მხოლოდ დასტურია, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკების გასაგარძელებლად მზადაა.

როგორც ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება როგორც პოლიტპატიმრების, ასევე ვადამდელი არჩევნების საკითხთან მიმართებით.

"თალაკვაძის განცხადებას სჭირდება დეტალური ანალიზი, კონსულტაციები გვექნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა რამდენიმე კითხვა მებადება. ჯერ ერთი - რა უშლიდათ ხელს მაშინაც, რომ არსებული დოკუმენტისთვის თუნდაც ამ საკითხებზე დათანხმებულიყვნენ. ასევე ბევრი კითხვის ნიშანი რჩება პოლიტპატიმრებთან მიმართებით - რა მექანიზმით მოხდება ორივე პატიმრის გამოშვება. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნების 40%-ზე მიბმას, ეს დანიელსონის დოკუმენტში არ წერია, შესაბამისად, ეს პუნქტია ჩასამატებელი, ოღონდ ამაზეც სამსჯელოა. 40% თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან პატარა ზღურბლია. ჩვენნაირ ქვეყნებში ადგილობრივ არჩევნებზე 40% რომ ვერ მიიღოს, მითუმეტეს ასეთი მეთოდებით, ხელისუფლება მკვდარი უდნა იყოს. ამიტომ 40% სადებატო თემა უნდა იყოს. ამასთან საპარლამენტო არჩევნების ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა და თან 40%-ით, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დეტალურად განვიხილავთ ყველა ამ წინადადებას. ამაზე ზედაპირულად მსჯელობა ვერ მოხდება, მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა განვიხილოთ" - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ

"მერობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - თაკო ჩარკვიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"