პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ავრცელებს ოპერატიულ ვიდეომასალას, სადაც ავლაბარში ჩატარებული სპეცოპერაციაა გადაღებული
შსს ავრცელებს ოპერატიულ ვიდეომასალას, სადაც ავლაბარში ჩატარებული სპეცოპერაციაა გადაღებული

შსს ავ­რცე­ლებს ოპე­რა­ტი­ულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას, სა­დაც ავ­ლა­ბარ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­აა გა­და­ღე­ბუ­ლი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში, მეტ­რო­სად­გუ­რი "ავ­ლაბ­რის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, 1 პირი - 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.წ. და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნ.წ. თბი­ლის­ში, დუ­შე­თის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალ­ში დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში შე­იჭ­რა და 7 ადა­მი­ა­ნი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა.ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და პო­ლი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და და­ი­წყო ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და თავ­დამ­სხმელს შო­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბულ­მა მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნ.წ. ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

ორი ან მეტი პი­რის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზუგ­დი­დე­ლი ნიკა წურ­წუ­მი­აა, რო­მე­ლიც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და. მისი ზუგ­დი­დე­ლი მე­ზობ­ლე­ბის თქმით, და­კა­ვე­ბულს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

ავტორი:

შსს ავრცელებს ოპერატიულ ვიდეომასალას, სადაც ავლაბარში ჩატარებული სპეცოპერაციაა გადაღებული

შსს ავრცელებს ოპერატიულ ვიდეომასალას, სადაც ავლაბარში ჩატარებული სპეცოპერაციაა გადაღებული

შსს ავრცელებს ოპერატიულ ვიდეომასალას, სადაც ავლაბარში ჩატარებული სპეცოპერაციაა გადაღებული.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მეტროსადგური "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი - 1993 წელს დაბადებული ნ.წ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნ.წ. თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და 7 ადამიანი მძევლად აიყვანა.ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში ბრალდებული ზუგდიდელი ნიკა წურწუმიაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა. მისი ზუგდიდელი მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

რა განცხადებას ავრცელებს შსს ავლაბარში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულზე?

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ზუგდიდელი ნიკა წურწუმიაა

არსებული ინფორმაციით, "საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას მძევლად აყვანილი პირებიდან ორი გაათავისუფლეს