სამართალი

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა, მაგრამ პროკურატურამ უარი მითხრა" - რას წერს გვარამია?
"ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა, მაგრამ პროკურატურამ უარი მითხრა" - რას წერს გვარამია?

"მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია ამ­ბობს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ავ­სტრი­ა­ში, სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვებ­ზე წას­ვლის უფ­ლე­ბა არ მის­ცა.

რო­გორც გვა­რა­მია "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, ბოლო პე­რი­ოდ­ში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და და სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას სა­ჭი­რო­ებს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემი სა­მარ­ცხვი­ნოდ პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მიმ­დი­ნა­რე­ობს და სრუ­ლი­ად გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით, პრო­კუ­რა­ტუ­რის თან­ხმო­ბა მჭირ­დე­ბა ქვეყ­ნის და­სა­ტო­ვებ­ლად (ეს და­მა­ტე­ბი­თი სან­ქცია ცალ­კე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, რომ საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რია).

სას­წრა­ფოდ დამ­ჭირ­და ავ­სტრი­ა­ში წას­ვლა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო. რამ­დე­ნი­მე თვეა, ვცდი­ლობ ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ოდ. ამი­ტომ დამ­ჭირ­და უცხო­ე­ლი ექი­მე­ბის ჩა­რე­ვა. ჩემი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, მო­ვა­ხერ­ხე და კო­ვი­დით გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ავ­სტრი­ელ­მა ექი­მებ­მა ჩა­მი­ნიშ­ნეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ, სამ­წუ­ხა­როდ, არ ტარ­დე­ბა და სრუ­ლი­ად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის ზუს­ტი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის და გან­კურ­ნე­ბის­თვის.

ჩემი ავ­სტრი­ელ ექი­მებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად, მათ ჩათ­ვა­ლეს, რომ მე მჭირ­დე­ბა მათი "სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­გორც აბ­სო­ლუ­ტუ­რი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა" (ცი­ტა­ტა მათი წე­რი­ლი­დან) და კონ­კრე­ტუ­ლი კველ­ვე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის.ამ­გვა­რი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო, ავ­სტრი­ის სა­ხელ­მწი­ფომ მომ­ცა ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის სპე­ცი­ა­ლუ­რი და სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო საშ­ვი.

პრო­კუ­რა­ტუ­რას წარ­ვუდ­გი­ნე ავ­სტრი­ე­ლე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია და მივ­მარ­თე მო­თხოვ­ნით, რომ მო­ე­ცათ თან­ხმო­ბა, ერთი კვი­რით და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა.

ეს არც სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას აფერ­ხებს და ცხა­დია არც სად­მე გაქ­ცე­ვას ვა­პი­რებ. სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან მი­ვი­ღე უარი. და­სა­ბუ­თე­ბა - არა­ვი­თა­რი: მი­მალ­ვის საფრ­თხე. სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­გორც აბ­სო­ლუ­ტუ­რი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ მუ­შა­ობს. და რა მუ­შა­ობს აბა, სიკ­ვდი­ლი, რო­გორც აბ­სო­ლუ­ტუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა?" - წერს გვა­რა­მია.

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
48
საწყალი ქირით ცხოვრობს ...ახლა მკურნალობაში უშლიან ხელს.
Mm
33

მეც მჭირდება მკურნალობა ,მაგრამ ვერ მივდივარ ,და განგაში არ შემიქმნია , დაეგდე აქ, 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა, მაგრამ პროკურატურამ უარი მითხრა" - რას წერს გვარამია?

"ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა, მაგრამ პროკურატურამ უარი მითხრა" - რას წერს გვარამია?

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ პროკურატურამ ავსტრიაში, სამედიცინო კვლევებზე წასვლის უფლება არ მისცა.

როგორც გვარამია "ფეისბუქზე" წერს, ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და საზღვარგარეთ წასვლას საჭიროებს.

"მოგეხსენებათ, ჩემი სამარცხვინოდ პოლიტიკური სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს და სრულიად გაურკვეველი მიზეზით, პროკურატურის თანხმობა მჭირდება ქვეყნის დასატოვებლად (ეს დამატებითი სანქცია ცალკე მტკიცებულებაა, რომ საქმე პოლიტიკურია).

სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო. რამდენიმე თვეა, ვცდილობ ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაოდ. ამიტომ დამჭირდა უცხოელი ექიმების ჩარევა. ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვახერხე და კოვიდით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, ავსტრიელმა ექიმებმა ჩამინიშნეს აუცილებელი კვლევები, რომლებიც აქ, სამწუხაროდ, არ ტარდება და სრულიად აუცილებელია ჩემი მდგომარეობის ზუსტი დიაგნოსტირებისთვის და განკურნებისთვის.

ჩემი ავსტრიელ ექიმებთან კომუნიკაციის შედეგად, მათ ჩათვალეს, რომ მე მჭირდება მათი "სამედიცინო მომსახურება, როგორც აბსოლუტური აუცილებლობა" (ციტატა მათი წერილიდან) და კონკრეტული კველვები და სამედიცინო პროცედურები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.ამგვარი აუცილებლობის გამო, ავსტრიის სახელმწიფომ მომცა ქვეყანაში შესვლის სპეციალური და საგამონაკლისო საშვი.

პროკურატურას წარვუდგინე ავსტრიელების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია და მივმართე მოთხოვნით, რომ მოეცათ თანხმობა, ერთი კვირით დამეტოვებინა ქვეყანა.

ეს არც სასამართლო პროცესების მიმდინარეობას აფერხებს და ცხადია არც სადმე გაქცევას ვაპირებ. სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე პროკურატურისგან მივიღე უარი. დასაბუთება - არავითარი: მიმალვის საფრთხე. სამედიცინო მომსახურება, როგორც აბსოლუტური აუცილებლობა არ მუშაობს. და რა მუშაობს აბა, სიკვდილი, როგორც აბსოლუტური საჭიროება?" - წერს გვარამია.

"ეს სეგმენტი მყარად დაიკავა გახარიამ…" - რას წერს გია ხუხაშვილი "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელზე"?

"ვაგიფა ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა..." - ენათმეცნიერი რეანიმაციაში მომხდარ ამბავს იხსენებს

"დააყენომ ქუჩაში ექიმები და აცრან ხალხი. საიტზე დარეგისტრირება ისეთი რთულია, რომ ვისაც უნდა აცრა, იმასაც არ გამოსდის, რამე სხვა საშუალებაც უნდა იყოს" - რას წერს ჟურნალისტი