კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქაურები შეშინებულები არიან, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო" - რას ჰყვება ქართველი კაპიტანი, რომელიც ავღანეთში მსახურობს
"აქაურები შეშინებულები არიან, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო" - რას ჰყვება ქართველი კაპიტანი, რომელიც ავღანეთში მსახურობს

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში, კერ­ძოდ, ქა­ბულ­ში არ­სე­ბულ ნა­ტოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს, იმ ვი­თა­რე­ბა­ზე გვიყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც ახლა ქვე­ყა­ნა­შია. მი­სი­ვე თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ამე­რი­კას მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტად მი­იჩ­ნევს, ავ­ღა­ნე­თი­დან ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნა ძა­ლი­ან აში­ნებს, რად­გან არ სჯე­რა, რომ ავ­ღა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და პო­ლი­ცია "თა­ლი­ბა­ნის­თვის" წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას შეძ­ლებს. 45 წლის ქარ­თვე­ლი კა­პიტ­ნის თქმით, (ვი­ნა­ო­ბას მისი თხოვ­ნით არ ვა­სა­ჯა­რო­ებთ), ეს უფრო მძი­მე პა­უ­ზას ჰგავს ამე­რი­კის მხრი­დან, რა­საც შე­საძ­ლოა ავ­ღა­ნეთ­ში მძი­მე პრო­ცე­სე­ბი მოჰ­ყვეს, რაც შიდა და­ძა­ბუ­ლო­ბის კი­დევ უფრო გამ­წვა­ვე­ბას ნიშ­ნავს...

- ყან­და­არ­ში ნა­ტოს ბაზა 16 დღე­ში უნდა და­ი­ცა­ლოს. ქა­ბულ­ში ჯერ მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბა. შე­საძ­ლოა, მთლი­ა­ნად არ გა­იყ­ვა­ნოს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე პრო­ვინ­ცი­ი­დან გა­იყ­ვა­ნენ, არა­და, სწო­რედ პრო­ვინ­ცი­ებ­შია მძი­მე ვი­თა­რე­ბა. თა­ლი­ბე­ბი რო­გორც და სა­დაც მო­უ­ხერ­ხდე­ბათ, იქ აქ­ტი­უ­რო­ბენ. ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტად არა­ვინ არა­ფე­რი იცის... აქ პირ­ვე­ლად არ ვარ, ადრე სხვა­დას­ხვა მი­სი­ის ფარ­გლებ­ში ვი­ყა­ვი ამ ქვე­ყა­ნა­ში და საკ­მა­ოდ კარ­გად ვიც­ნობ შიგ­ნით სი­ტუ­ა­ცი­ას, აქ თვით უფა­ლიც ვერ და­ა­ლა­გებს ვი­თა­რე­ბას. შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ ქა­ო­სის ბო­ლომ­დე და­ლა­გე­ბა.

- თქვით, რომ პრო­ვინ­ცი­ებ­ში უფრო და­ძა­ბუ­ლია სი­ტუ­ა­ცია, ეს რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა?

- თა­ლი­ბე­ბი იქ უფრო აქ­ტი­უ­რო­ბენ, ხდე­ბა თავ­დას­ხმე­ბი პო­ლი­ცი­ა­ზე, სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე... კა­მი­კა­ძე­ე­ბი ბევ­რია, ქა­ბულ­ში უფრო აფეთ­ქე­ბე­ბია, რა დრო­საც ტე­რო­რის­ტე­ბი უფრო მაგ­ნი­ტურ ბომ­ბებს იყე­ნე­ბენ, ეს არის მან­ქა­ნა­ზე ან სხვა ად­გი­ლას, ზოგ­ჯერ შე­ნო­ბის კარ­ზე მი­საკ­რო­ბი ბომ­ბი, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­უ­რად, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ფეთ­ქდე­ბა. ქუ­ჩებ­სა და გა­რე­უბ­ნებ­ში არა­ერ­თხელ მი­ნა­ხავს აფეთ­ქე­ბის­გან ამოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი, რო­მელ­საც ბომ­ბის­გან ცალი მხა­რე ამოგ­ლე­ჯი­ლი ჰქონ­და. ზოგი სა­ერ­თოდ ფრაგ­მენ­ტე­ბად იქ­ცე­ვა. გა­აჩ­ნია, რა სიმ­ძლავ­რის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს. არ­ჩე­ვა­ნი კი, თა­ლი­ბებს ნამ­დვი­ლად აქვთ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან ვიცი, რომ "თა­ლი­ბანს" არა­ვი­თა­რი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბა არ სურს, მისი მი­ზა­ნია, ძა­ლა­უფ­ლე­ბის სრუ­ლად გა­და­ბა­რე­ბა. ამი­ტომ, თუ ნა­ტომ ჯა­რე­ბი სრუ­ლად გა­იყ­ვა­ნა, სულ ცოტა, სა­მო­ქა­ლა­ქო ომი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია, რად­გან "თა­ლი­ბა­ნი" არას­დროს შე­უ­რიგ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას. ვიდ­რე ამ­რუ­ლა სა­ლე­ჰი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია და მისი გუნ­დი მარ­თავს ავ­ღა­ნეთს, ისი­ნი "თა­ლი­ბანს" პარტნი­ო­რად ან ოპო­ზი­ცი­ად არ მი­ი­ღე­ბენ და სულ ასე ერთ წრე­ზე ივ­ლი­ან. ანუ სულ ომი იქ­ნე­ბა... აქ, ქა­ბულ­ში არა­ვის უნდა "თა­ლი­ბა­ნი", მაგ­რამ მთლი­ან ავ­ღა­ნეთ­ში, მას მა­ინც აქვს გავ­ლე­ნე­ბი, ზოგს აში­ნე­ბენ, ზოგი სიბ­ნე­ლის გამო უჭერს მხარს.

დაზ­ვერ­ვის ანა­ლი­ზის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­ეც­დე­ბი­ან დიდი ქა­ლა­ქე­ბი და­იც­ვან, მაგ­რამ იმ ად­გი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, სა­დაც თა­ლი­ბე­ბი არი­ან, შე­უძ­ლე­ბე­ლია... მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად გავ­ლე­ნე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას შე­ეც­დე­ბა "თა­ლი­ბა­ნი", რომ­ლის სა­მიზ­ნეც არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ამ­რუ­ლა... ეს ყვე­ლამ კარ­გაც იცის და ამი­ტო­მაც მგო­ნია, რომ ნა­ტოს ჯა­რებს სრუ­ლად არ გა­იყ­ვა­ნენ.

ახ­ლა­ხან ჩემს ავ­ღა­ნელ მძღოლს ვკი­თხე, შენი აზ­რით, რა მოხ­დე­ბა-მეთ­ქი, რო­გორც სხვე­ბი, ისიც ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლია, - ამე­რი­კამ ჯარი არ უნდა გა­იყ­ვა­ნოს, თო­რემ ომი და­ი­წყე­ბა და თა­ლი­ბე­ბი თუ შე­მო­ვიდ­ნენ, ყვე­ლას დაგ­ვხო­ცა­ვე­ნო. ქა­ბუ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა, სხვა პრო­ვინ­ცი­ებ­თან შე­და­რე­ბით მშვი­დად და ნორ­მა­ლუ­რად ცხოვ­რობს. ამი­ტომ დი­დია შიდა მიგ­რა­ცია პრო­ვინ­ცი­ე­ბი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში. ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც გარე ვაჭ­რო­ბით ირ­ჩე­ნენ თავს, პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ან მუ­ყა­ოს ყუ­თე­ბის­გან გა­კე­თე­ბულ ფარ­დულ­ში ცხოვ­რო­ბენ. სა­მა­გი­ე­როდ, ლუკ­მა-პური და შე­და­რე­ბი­თი მშვი­დო­ბა აქვთ... თუ ამას ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ჰქვია, ქა­ბულ­სა და პრო­ვინ­ცი­ებს შო­რის შე­და­რე­ბა არაა.

- მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი რითი ცხოვ­რობს, რა არის მათი შე­მო­სა­ვა­ლი?

- ვაჭ­რო­ბა და მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა, ზო­გის­თვის ლე­გა­ლუ­რი ბიზ­ნე­სი ან ნარ­კო­ტი­კი, ყა­ყა­ჩო, ჰე­რო­ი­ნი... ყა­ყა­ჩოს მო­სავ­ლის დროს, თა­ლი­ბე­ბიც კი გატ­რუ­ნუ­ლი არი­ან და შე­და­რე­ბით სიმ­შვი­დეა.

- კო­ვიდ-პან­დე­მი­ას რო­გორ უმკლავ­დე­ბი­ან?

- თა­ვი­დან ად­გი­ლო­რივ­მა მთავ­რო­ბამ 3-თვი­ა­ნი "ლო­ქ­და­უ­ნი" გა­მო­ა­ცხა­და, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ში ჩა­ვარ­და. ამ­ბო­ბენ, რომ მთავ­რო­ბამ ფული აიღო და შე­ზღუდ­ვე­ბიც მოხ­სნა, აქ ჯან­დაც­ვის სფე­რო უმ­ძი­მეს დღე­შია და რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ა­ნაც რომ მო­ინ­დო­მონ, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა აღ­რი­ცხვაც ვერ მოხ­დე­ბა, რად­გან ათა­სო­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი აღ­რი­ცხუ­ლიც კი არ არის სად­მე, ანუ და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა ან რა­ი­მე სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო სა­ბუ­თი არ აქვს. არც მი­ნა­ხავს ვინ­მე კო­ვი­დით იყოს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი... ბა­ზა­ზე, სა­დაც ვმსა­ხუ­რობ, არ არის, ყვე­ლა­ფე­რი მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან კონ­ტაქ­ტი­სას კი დის­ტან­ცი­ას ვი­ცავთ.

ბა­ზა­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად შე­მოვ­დი­ვარ, თო­რემ ყო­ველ­დღი­უ­რად 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­რეთ მი­წევს ყოფ­ნა, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა, პირ­ბა­დის გა­რე­შე არ გავ­დი­ვარ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არც ატა­რე­ბენ პირ­ბა­დეს, რომ ვე­კი­თხე­ბი კო­ვიდ­ზე, ეცი­ნე­ბათ, - ადრე იყო პა­ნი­კა, უკვე გვქონ­და, ახლა აღარ არი­სო...

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
16

ავღანელები ანუ აღმოსავლეთ ირანელები უვაჟკაცესი ერია, ისტორიულად არც ერთი ომი არ წაუგიათ მათ შორის არც ეს ოც წლიანი ამერიკასთან. ავღანეთს უწოდებენ იმპერიათა სასაფლაოს და მანდ ამერიკელებს და მითუმეტეს ქართველებს არაფერი არ გვესაქმებოდა. თავად გაარკვევენ თავიანთ მომავალს.....

archil
0

ქალბატონო ლალი იქნებ მოიძიოთ და გაგვაცნო 1950-1955 წლის ავღანეთი. უფრო სწორი ვიქნები თუ გაგვაცნობ ავღანეთს ამერიკის და რუსეთის ჩაურევლად როგორ ცხოვრობდნენ.

ავტორი:

"აქაურები შეშინებულები არიან, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო" - რას ჰყვება ქართველი კაპიტანი, რომელიც ავღანეთში მსახურობს

"აქაურები შეშინებულები არიან, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო" - რას ჰყვება ქართველი კაპიტანი, რომელიც ავღანეთში მსახურობს

ქართველი სამხედრო, რომელიც ავღანეთში, კერძოდ, ქაბულში არსებულ ნატოს უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს, იმ ვითარებაზე გვიყვება, რომელიც ახლა ქვეყანაშია. მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ამერიკას მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს, ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ძალიან აშინებს, რადგან არ სჯერა, რომ ავღანეთის ხელისუფლება, შეიარაღებული ძალები და პოლიცია "თალიბანისთვის" წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს. 45 წლის ქართველი კაპიტნის თქმით, (ვინაობას მისი თხოვნით არ ვასაჯაროებთ), ეს უფრო მძიმე პაუზას ჰგავს ამერიკის მხრიდან, რასაც შესაძლოა ავღანეთში მძიმე პროცესები მოჰყვეს, რაც შიდა დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავებას ნიშნავს...

- ყანდაარში ნატოს ბაზა 16 დღეში უნდა დაიცალოს. ქაბულში ჯერ მსგავსი არაფერი ხდება. შესაძლოა, მთლიანად არ გაიყვანოს, მაგრამ რამდენიმე პროვინციიდან გაიყვანენ, არადა, სწორედ პროვინციებშია მძიმე ვითარება. თალიბები როგორც და სადაც მოუხერხდებათ, იქ აქტიურობენ. ჯერჯერობით ზუსტად არავინ არაფერი იცის... აქ პირველად არ ვარ, ადრე სხვადასხვა მისიის ფარგლებში ვიყავი ამ ქვეყანაში და საკმაოდ კარგად ვიცნობ შიგნით სიტუაციას, აქ თვით უფალიც ვერ დაალაგებს ვითარებას. შეუძლებელია ამ ქაოსის ბოლომდე დალაგება.

- თქვით, რომ პროვინციებში უფრო დაძაბულია სიტუაცია, ეს რაში გამოიხატება?

- თალიბები იქ უფრო აქტიურობენ, ხდება თავდასხმები პოლიციაზე, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებზე... კამიკაძეები ბევრია, ქაბულში უფრო აფეთქებებია, რა დროსაც ტერორისტები უფრო მაგნიტურ ბომბებს იყენებენ, ეს არის მანქანაზე ან სხვა ადგილას, ზოგჯერ შენობის კარზე მისაკრობი ბომბი, რომელიც დისტანციურად, გარკვეული დროის შემდეგ ფეთქდება. ქუჩებსა და გარეუბნებში არაერთხელ მინახავს აფეთქებისგან ამოტრიალებული მანქანები, რომელსაც ბომბისგან ცალი მხარე ამოგლეჯილი ჰქონდა. ზოგი საერთოდ ფრაგმენტებად იქცევა. გააჩნია, რა სიმძლავრის ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს. არჩევანი კი, თალიბებს ნამდვილად აქვთ.

ადგილობრივებისგან ვიცი, რომ "თალიბანს" არავითარი მშვიდობიანი მოლაპარაკება არ სურს, მისი მიზანია, ძალაუფლების სრულად გადაბარება. ამიტომ, თუ ნატომ ჯარები სრულად გაიყვანა, სულ ცოტა, სამოქალაქო ომი გარანტირებულია, რადგან "თალიბანი" არასდროს შეურიგდება თანამედროვეობას. ვიდრე ამრულა სალეჰი პრემიერ-მინისტრია და მისი გუნდი მართავს ავღანეთს, ისინი "თალიბანს" პარტნიორად ან ოპოზიციად არ მიიღებენ და სულ ასე ერთ წრეზე ივლიან. ანუ სულ ომი იქნება... აქ, ქაბულში არავის უნდა "თალიბანი", მაგრამ მთლიან ავღანეთში, მას მაინც აქვს გავლენები, ზოგს აშინებენ, ზოგი სიბნელის გამო უჭერს მხარს.

დაზვერვის ანალიზის ბოლო მონაცემებით, შეეცდებიან დიდი ქალაქები დაიცვან, მაგრამ იმ ადგილების დაბრუნება, სადაც თალიბები არიან, შეუძლებელია... მაგრამ ამავდროულად გავლენების გაფართოებას შეეცდება "თალიბანი", რომლის სამიზნეც არის პრემიერ-მინისტრი ამრულა... ეს ყველამ კარგაც იცის და ამიტომაც მგონია, რომ ნატოს ჯარებს სრულად არ გაიყვანენ.

ახლახან ჩემს ავღანელ მძღოლს ვკითხე, შენი აზრით, რა მოხდება-მეთქი, როგორც სხვები, ისიც ძალიან შეშინებულია, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ ომი დაიწყება და თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო. ქაბულის მოსახლეობა, სხვა პროვინციებთან შედარებით მშვიდად და ნორმალურად ცხოვრობს. ამიტომ დიდია შიდა მიგრაცია პროვინციებიდან დედაქალაქში. ადამიანები, ვინც გარე ვაჭრობით ირჩენენ თავს, პირდაპირ ქუჩაში ან მუყაოს ყუთებისგან გაკეთებულ ფარდულში ცხოვრობენ. სამაგიეროდ, ლუკმა-პური და შედარებითი მშვიდობა აქვთ... თუ ამას ნორმალური ცხოვრება ჰქვია, ქაბულსა და პროვინციებს შორის შედარება არაა.

- მოსახლეობის ძირითადი ნაწილი რითი ცხოვრობს, რა არის მათი შემოსავალი?

- ვაჭრობა და მიწათმოქმედება, ზოგისთვის ლეგალური ბიზნესი ან ნარკოტიკი, ყაყაჩო, ჰეროინი... ყაყაჩოს მოსავლის დროს, თალიბებიც კი გატრუნული არიან და შედარებით სიმშვიდეა.

- კოვიდ-პანდემიას როგორ უმკლავდებიან?

- თავიდან ადგილორივმა მთავრობამ 3-თვიანი "ლოქდაუნი" გამოაცხადა, მაგრამ მოსახლეობა ძალიან მძიმე დღეში ჩავარდა. ამბობენ, რომ მთავრობამ ფული აიღო და შეზღუდვებიც მოხსნა, აქ ჯანდაცვის სფერო უმძიმეს დღეშია და რაც მთავარია, ძალიანაც რომ მოინდომონ, ინფიცირებულთა აღრიცხვაც ვერ მოხდება, რადგან ათასობით ადგილობრივი აღრიცხულიც კი არ არის სადმე, ანუ დაბადების მოწმობა ან რაიმე საიდენტიფიკაციო საბუთი არ აქვს. არც მინახავს ვინმე კოვიდით იყოს ინფიცირებული... ბაზაზე, სადაც ვმსახურობ, არ არის, ყველაფერი მკაცრად კონტროლდება. ადგილობრივებთან კონტაქტისას კი დისტანციას ვიცავთ.

ბაზაზე დასასვენებლად შემოვდივარ, თორემ ყოველდღიურად 12 საათის განმავლობაში გარეთ მიწევს ყოფნა, ხალხთან ურთიერთობა, პირბადის გარეშე არ გავდივარ. ადგილობრივები არც ატარებენ პირბადეს, რომ ვეკითხები კოვიდზე, ეცინებათ, - ადრე იყო პანიკა, უკვე გვქონდა, ახლა აღარ არისო...

ავღანეთში Reuters-ის ფოტოჟურნალისტი მოკლეს

"ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით მქონდა" - ბუშის თქმით, საუბარი NATO-ს შეეხებოდა

"ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა შეცდომაა... ეს გულს მიკლავს" - ჯორჯ ბუში