სამართალი

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს შსს ავლაბარში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულზე?
რა განცხადებას ავრცელებს შსს ავლაბარში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულზე?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დამ­სხმელს მძევ­ლად 7 ადა­მი­ა­ნი ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში, მეტ­რო­სად­გურ "ავ­ლაბ­რის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, 1 პირი - 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.წ. და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნ.წ. თბი­ლის­ში, დუ­შე­თის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალ­ში დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში შე­იჭ­რა და 7 ადა­მი­ა­ნი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და პო­ლი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და და­ი­წყო ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და თავ­დამ­სხმელს შო­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბულ­მა მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნ.წ. ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ორი ან მეტი პი­რის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზუგ­დი­დე­ლი ნიკა წურ­წუ­მი­აა, რო­მე­ლიც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და. მისი ზუგ­დი­დე­ლი მე­ზობ­ლე­ბის თქმით, და­კა­ვე­ბულს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

გიო
5

ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა, იმ ამბის შემდეგ, იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა კომანტარსაც აღარ წერს არავინ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს შსს ავლაბარში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულზე?

რა განცხადებას ავრცელებს შსს ავლაბარში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულზე?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი - 1993 წელს დაბადებული ნ.წ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნ.წ. თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და 7 ადამიანი მძევლად აიყვანა. ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში ბრალდებული ზუგდიდელი ნიკა წურწუმიაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა. მისი ზუგდიდელი მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

"სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა თან... ახლა დიდი ემოციური ფონი აქვს" - რას ამბობს "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელზე ადვოკატი?

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობა ქობულეთში - ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა