სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კოდუას საპატიმროში კორონავირუსი დაუდასტურდა
დავით კოდუას საპატიმროში კორონავირუსი დაუდასტურდა

ცო­ლი­სა და შვი­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ბიზ­ნეს­მენს, და­ვით კო­დუ­ას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, კო­დუა სა­კან­ში მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და და მას სხვა პა­ტიმ­რებ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია.

"პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ახალ­შე­სახ­ლე­ბულ დ. კ. -ს გეგ­მი­უ­რი PCR ტეს­ტი­რე­ბით „კო­ვიდ-19“ და­უ­დას­ტურ­და . ბრალ­დე­ბუ­ლი დ.კ (და­ბა­დე­ბუ­ლი 1968წ) პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­მო­სახ­ლდა 2021 წლის 14 აპ­რილს, სსკ 126-1. (ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა) მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე. პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბი­სას სწრა­ფი ტეს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ბრალ­დე­ბულს COVID -19 არ და­უ­დას­ტურ­და. 15 აპ­რილს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­უ­ტარ­და გეგ­მი­უ­რი PCR ტეს­ტი­რე­ბა, რი­თაც და­დას­ტურ­და COVID -19. ბრალ­დე­ბუ­ლი სა­კან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მარ­ტო, შე­სა­ბა­მი­სად, სხვა პა­ტიმ­რებ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. დ.კ-ს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ვირუ­სი უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იგი დაკ­ვირ­ვე­ბის მიზ­ნით ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, და­ვით კო­დუ­ას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 14 აპ­რილს შე­უ­ფარ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბიზ­ნეს­მენ და­ვით კო­დუ­ას მე­უღ­ლის და შვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა. კო­დუ­ას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126 პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ’’ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ, ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ორი ან მეტი პი­რის მი­მართ) გა­ნე­სა­ზღვრა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ერ­თი­დან-სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სისი
2

დააინფიცირეს ტესტიტ )))

დ.დ.
0

ასე, ნელ-ნელა, ნაბიჯ- ნაბიჯ, იღუპება ქვეყანა!!! ამ დიდებულ ოჯახსაც შეუტია კორონამ ???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

დავით კოდუას საპატიმროში კორონავირუსი დაუდასტურდა

დავით კოდუას საპატიმროში კორონავირუსი დაუდასტურდა

ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენს, დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, კოდუა საკანში მარტო იმყოფებოდა და მას სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია.

"პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესახლებულ დ. კ. -ს გეგმიური PCR ტესტირებით „კოვიდ-19“ დაუდასტურდა . ბრალდებული დ.კ (დაბადებული 1968წ) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს COVID -19 არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR ტესტირება, რითაც დადასტურდა COVID -19. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზირებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დავით კოდუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 აპრილს შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური ყველა როლიდან მოხსნა - "ეს გაგდებაზე უარესია… გაიხარეთ"

შესაძლოა, "სინოფარმს" 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიენიჭოს უპირატესობა - რა გადაწყვეტილებაზე საუბრობს თამარ გაბუნია

მწერალი დათო ტურაშვილი "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა