სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
"ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები

ჩვენს ქვე­ყა­ნას უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა ახ­ლა­ხან, მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ჩვე­ნი ძა­ლოს­ნე­ბის შთამ­ბეჭ­დავ­მა წარ­მა­ტე­ბამ, რა­შიც ლო­მის წილი ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნელ გი­ორ­გი ასა­ნი­ძეს მი­უ­ძღვის... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის მრა­ვალ­გზის მსოფ­ლიო, ევ­რო­პის და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და ორგზის პარ­ლა­მენ­ტა­რია. მრა­ვა­ლი ტო­ნის ამ­წე­ვი და "და­უთ­ვლე­ლი ჯილ­დო­ე­ბის“ მფლო­ბე­ლი, გი­ორ­გი ასა­ნი­ძე ოთხი წლის წინ სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლად და­სა­ხელ­და. "ქარ­თუ­ლი ძა­ლოს­ნო­ბის წარ­მა­ტე­ბა ტრა­დი­ცი­ად გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მინ­და, ძა­ლოს­ნო­ბა იყოს ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც დღეს არის და ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­წე­როს თა­ვი­სი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ლე­გენ­დებს და­უ­კავ­შირ­დე­ბა. გვაქვს სპორ­ტუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი და მინ­და მი­ვაღ­წი­ოთ დიდ მიზ­ნებს ჩემი და სხვი­სი შვი­ლე­ბის სა­ხით. მერ­წმუ­ნეთ, რომ ქარ­თუ­ლი ძა­ლოს­ნო­ბა ყო­ველ­თვის კვარ­ცხლბეკ­ზე იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს და ეჭ­ვის შე­ტა­ნის სა­ფუძ­ვე­ლიც არ გაქვს, როცა დრო­დად­რო ქარ­თვე­ლი ძა­ლოს­ნე­ბის ტრი­უმ­ფის მომსწრე ხდე­ბი.

რო­დე­საც პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ვკი­თხე, მი­პა­სუ­ხა: "დღეს-ხვალ ნამ­დვი­ლად არ დავ­ბრუნ­დე­ბი, უამ­რა­ვი გეგ­მა მაქვს სპორ­ტში. შემ­დეგ ვნა­ხოთ, გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია. თუ აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ მო­ი­თხო­ვა, სა­დაც მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი, იქ ვიქ­ნე­ბი. სუ­ლით და გუ­ლით სპორ­ტსმე­ნი ვარ და ეს არის ჩემ­თვის პო­ლი­ტი­კაც, პატ­რი­ო­ტიზ­მიც და ყვე­ლა­ფე­რი. ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის საქ­მე, რა­საც დღეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ჩემი ად­გი­ლი, ვფიქ­რობ, დარ­ბაზ­შია და მად­ლო­ბა იმ მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ხალ­ხს აქვს ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის მი­მართ“.

  • ბავ­შვო­ბა

1975 წლის 30 აგ­ვის­ტოს და­ვი­ბა­დე სა­ჩხე­რე­ში, სკო­ლაც იქ და­ვამ­თავ­რე და ამის მერე თბი­ლისს უკავ­შირ­დე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბა. ჩა­ვა­ბა­რე ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდი­სა და სპორ­ტის აკა­დე­მი­ა­ში, რო­მელ­საც იმ­ხა­ნად ფი­ზკულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტი ერ­ქვა. ძა­ლოს­ნო­ბა ბავ­შვო­ბი­დან გახ­და ჩემი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი. პა­ტა­რა ასაკ­ში გა­მი­ტა­ცა, 10 წლი­სა შე­მიყ­ვა­ნეს და ლა­მის ოთხი ათე­უ­ლი წე­ლია ამ სა­ხე­ო­ბა­ში ვარ. სპორ­ტსმე­ნე­ბის ოჯა­ხი ვი­ყა­ვით, ჩემი ერთი ძმა მოკ­რი­ვე, მე­ო­რე კი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. ისი­ნი ჩემ­ზე უფ­რო­სე­ბი იყ­ვნენ და ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათ სპორ­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბამ მო­უ­წი­ათ. სულ მინ­დო­და ძა­ლო­სა­ნი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ალ­ბათ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ძა­ლის­მი­ე­რი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბაა. ამას ემა­ტე­ბო­და ის გა­რე­მო, რო­მე­ლიც რა­ი­ონ­ში გვქონ­და - კარ­გი სკო­ლა, რო­მე­ლიც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, წარ­მა­ტე­ბებს აღ­წევ­და.

  • ჩემი წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო

ყვე­ლა თა­ვის გზას ირ­ჩევს და მეც ავირ­ჩიე. და­ვი­წყე და არც გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, თუ არ ჩავ­თვლით ფი­ზი­კურ ტრავ­მებს, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ამ სპორ­ტს თან ახ­ლავს. ბავ­შვო­ბა­ში ხელი მო­ვი­ტე­ხე, რა­მაც 2 წელი გა­მომ­თი­შა სპორ­ტულ კა­რი­ე­რას, თუმ­ცა ის ჟინი ყო­ველ­თვის იყო, მე­ვარ­ჯი­შა და საყ­ვა­რე­ლი საქ­მე გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. სა­ჩხე­რე­ში 6 წელი გოგი თო­თა­ძეს­თან ვვარ­ჯი­შობ­დი, თბი­ლის­შიც ძა­ლი­ან კარგ მწვრთნელ­თან მოვ­ხვდი - ვანო გრი­ქუ­როვ­თან, მად­ლო­ბე­ლი ვარ ორი­ვე­სი, მათ მი­უ­ძღვით დიდი წვლი­ლი ამ სპორ­ტში თუ რა­მეს მი­ვაღ­წიე, მომ­ცეს რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და მეც გა­ვა­მარ­თლე მათი იმე­დე­ბი. სპორ­ტის აკა­დე­მი­ის შემ­დეგ, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე და ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტიც და­ვამ­თავ­რე. სპორ­ტი რუ­ტი­ნულ შრო­მას ითხოვს და დიდი ხელ­შე­წყო­ბა მქონ­და სას­წავ­ლებ­ლი­დან, რათა მაქ­სი­მუ­მის­თვის მი­მეღ­წია.

ჩემი წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზი ალ­ბათ თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა და მონ­დო­მე­ბა გახ­და. ბევ­რი რა­მის დათ­მო­ბაც მო­მი­წია, იმ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბი­სა, რაც ჩემს თა­ნა­ტო­ლებს ჰქონ­დათ. ალ­ბათ მქონ­და მო­ნა­ცე­მე­ბიც.. ხან წარ­მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა, ხა­ნაც - მარ­ცხი, არც უმა­გი­სო­ბაა... შრო­მას დიდ პა­ტივს ვცემ და მა­ინც, ძა­ლი­ან უნდა გიყ­ვარ­დეს საქ­მე, რო­მელ­საც ხელს მოჰ­კი­დებ. ჩემი პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის სი­ხა­რუ­ლი ბავ­შვო­ბის ასაკს უკავ­შირ­დე­ბა. ახლა სკო­ლის­დრო­ინ­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი მახ­სენ­დე­ბა, რო­გო­რი ამა­ყი ვი­ყა­ვი... ამან მომ­ცა სტი­მუ­ლი, რომ მეტი მეშ­რო­მა და მე­ტის­თვის მი­მეღ­წია. მახ­სენ­დე­ბა პირ­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი, მერე ჩემი პირ­ვე­ლი გას­ვლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე - იტა­ლი­ა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჩა­ტარ­და, სა­დაც ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ვი­პო­ვე. ამას მოჰ­ყვა და მოჰ­ყვა გა­მარ­ჯვე­ბე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რი ჯილ­დო მაქვს, არ და­მით­ვლია. ის კი ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ მსოფ­ლიო და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე სხვა­დას­ხვა დროს 9 ოქ­როს მე­და­ლი მაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. სპორ­ტსმე­ნის­თვის გვირ­გვი­ნი და მწვერ­ვა­ლი ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბია და ვმად­ლობ უფალს, რომ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა - სიდ­ნე­ი­ში ბრინ­ჯა­ოს ( 2000 წელს), 2004 წელს კი ათენ­ში, ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­და­ზე ოქ­როს მე­და­ლი ავი­ღე.

  • "შვი­ლებ­მა მა­მის გზა აირ­ჩი­ეს"

ოჯა­ხი ბევ­რი წლის წინ შევ­ქმე­ნი, 1995 წელს, როცა ჯერ კი­დევ პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი. ჩემი მე­უღ­ლე თეა კო­ტუა ოჩამ­ჩი­რი­და­ნაა, ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობ­დით, შეგ­ვიყ­ვარ­და და შე­უღ­ლე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. გვყავს ოთხი შვი­ლი - ორი ვაჟი და ორი - ქა­ლიშ­ვი­ლი. კა­ხიმ და სა­ბამ, მა­მის გზა აირ­ჩი­ეს, ორი­ვე ძა­ლო­სა­ნია და ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­უ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი. ბევ­რი შრო­მა მო­უ­წევთ. ვე­რა­ვინ იტყვის, გახ­დე­ბი­ან თუ არა ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი, მაგ­რამ ვიცი, ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძა­ლად იქ­ცე­ვა ორი­ვე... მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ ამის­თვის, სხვა სპო­რრტსმე­ნებს ვას­წავ­ლი ხეზე ას­ვლას და რა თქმა უნდა, ჩემს შვი­ლებ­საც.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

გო­გო­ნე­ბი სწავ­ლო­ბენ, უფ­როს­მა - მა­რი­ამ­მა იუ­რი­დი­უ­ლი და­ამ­თავ­რა და მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლობს, კა­ხიც სწავ­ლობს, ტყუ­პე­ბი - სალი და საბა კი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი არი­ან. ძნე­ლია, შვი­ლე­ბი გა­მოვ­ყო და მათ­ზე, რო­გორც სპორ­ტსმე­ნებ­ზე, ცალ­კე ვი­სა­უბ­რო. გუნდში ყვე­ლა ჩემი შვი­ლია და ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბა ერ­თნა­ი­რად მა­ხა­რებს. თუ სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი კუ­თხით მი­ვუდ­გე­ბით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მღელ­ვა­რე­ბაა, როცა შვი­ლის გა­მოს­ვლას უყუ­რებ. ალ­ბათ ჩემ­ზე ისე არ გან­ვიც­დი­დი, რო­გორც შვი­ლებ­ზე. თუ მო­ინ­დო­მე­ბენ, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან...

კახი, მა­მას­თან ერ­თად, ას­პა­რე­ზო­ბი­სას

  • რა­ტომ წა­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში?

პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვე­დი, მაგ­რამ სპორ­ტს არას­დროს ჩა­მოვ­ცი­ლე­ბი­ვარ. იქაც იმი­ტომ წა­ვე­დი, რომ ჩემი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის მხარ­და­ჭე­რა იყო. მარ­თლა მე­ა­მა­ყე­ბა ის ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის გა­და­იდ­გა, ის კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბი, რა­საც მე ვკუ­რი­რებ­დი. ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მერე უკვე აღარ ვი­ყა­ვი ბავ­შვი, ასა­კი­ა­ნი სპორ­ტსმე­ნი ვი­ყა­ვი და კარ­გად მეს­მო­და, რომ იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ცვლი­ლე­ბებს, ახალ ხედ­ვებს ითხოვ­და. მერე გა­დავ­წყვი­ტე პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა და არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ სპორ­ტის ბი­უ­ჯე­ტი მი­ლი­ონ­ნა­ხევ­რი­დან 80 და 100 მი­ლი­ო­ნამ­დეც ავი­და. ასე რომ, ის, რომ თით­ქოს მცდა­რი იყო ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ასეც არ არის. როცა პო­ლი­ტი­კა­ში ხარ, ბევრ რა­ღა­ცა­ზე მო­გი­წევს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა და მე ჩემს იმ­ჟა­მინ­დელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არც გა­ვურ­ბი­ვარ. მო­ტი­ვა­ცია მა­ინც ქარ­თუ­ლი სპორ­ტის მხარ­და­ჭე­რა იყო.

საბა მა­მას­თან ერ­თად

როცა პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვე­დი, კი­დევ ერთხელ შე­ვე­დი დარ­ბაზ­ში იმის­თვის, რომ ჩემი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბე­ბის აღ­ზრდა­ში გა­და­მე­ტა­ნა. არ ვნა­ნობ, პო­ლი­ტი­კა­ში რომ ვი­ყა­ვი, არც ის ვი­ცით არა­ვინ, ხვალ რა იქ­ნე­ბა. რო­დე­საც პო­ლი­ტი­კას ირ­ჩევ, იცი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერთ ჭკუ­ა­ზე არას­დროს იქ­ნე­ბა და ან ასე შე­გა­ფა­სებს, ან - ისე. რაც მთა­ვა­რია, მარ­თა­ლი ვარ ჩემი თა­ვი­სა და იმ ხალ­ხის წი­ნა­შეც, ვინც თუნ­დაც მლან­ძღავ­და იმი­ტომ, რომ ჩემს საქ­მეს, ეროვ­ნულ საქ­მეს ვა­კე­თებ და ეჭვი არ მე­პა­რე­ბა იმა­ში, რომ მარ­თა­ლი ვარ იმ ნა­ბი­ჯებ­ში, რო­მე­ლიც გა­და­მიდ­გამს. მად­ლო­ბა იმ პო­ლი­ტი­კურ გუნდს, ვის­თა­ნაც მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა და რო­მე­ლიც ხელს მი­წყობ­და იმა­ში, ქარ­თუ­ლი სპორ­ტის­თვის რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა - ფე­დე­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა, ბი­უ­ჯე­ტის გა­ას­მა­გე­ბა, ბევ­რი სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზის აშე­ნე­ბა და ა.შ. და კი­დევ, კონ­სტი­ტუ­ცი­ის 34-ე პრი­მა მუხ­ლში შე­ვი­ტა­ნეთ სპორ­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც, ვფიქ­რობ, ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მო­ნა­პო­ვა­რია.

მე­უღ­ლეს­თან და ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად

მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ სკო­ლა­ში სპორ­ტი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ეს ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რი იყო, თუ რამე გა­მი­კე­თე­ბია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში.

დაბ­რუ­ნე­ბა? დღეს-ხვალ ნამ­დვი­ლად არ დავ­ბრუნ­დე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში, უამ­რა­ვი გეგ­მა მაქვს სპორ­ტში. შემ­დეგ ვნა­ხოთ, გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია. აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ თუ მო­ი­თხო­ვა, სა­დაც მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი, იქ ვიქ­ნე­ბი. სუ­ლით და გუ­ლით სპორ­ტსმე­ნი ვარ და ეს არის ჩემ­თვის პო­ლი­ტი­კაც, პატ­რი­ო­ტიზ­მიც და ყვე­ლა­ფე­რი. ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის საქ­მე, რა­საც დღეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ჩემი ად­გი­ლი, ვფიქ­რობ, დარ­ბაზ­შია და მად­ლო­ბა იმ მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის, რა­საც ხალ­ხი ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის მი­მართ იჩენს.

  • "ბევ­რი მძი­მე მო­მენ­ტი და იმედ­გაც­რუ­ე­ბა იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში"

ბევ­რი მძი­მე მო­მენ­ტი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ბევ­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ისე­თი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა დე­დი­სა და ძმე­ბის და­კარ­გვა... ამ თე­მა­ზე არ მიყ­ვარს სა­უ­ბა­რი, არ­ცაა სა­ჭი­რო. რაც მთა­ვა­რია, ჩემი ძმე­ბი ქარ­თულ საქ­მეს აკე­თებ­დნენ და ეს მე­ა­მა­ყე­ბა. მე იმ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მი­წია ცხოვ­რე­ბამ, რო­მელ­შიც ეროვ­ნუ­ლი მუხ­ტი მძვინ­ვა­რებ­და. შემ­დეგ იყო ბევ­რი სი­სუს­ტე, არას­წო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ერთი ომი, მე­ო­რე ომი... ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძალ­ზე მტკივ­ნე­უ­ლია. მთა­ვა­რი სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ერ­თი­ა­ნო­ბაა, რომ­ლის­თვი­საც 30-35 წლის წინ და­ი­წყო ბრძო­ლა. ამა­სო­ბა­ში და ამ ტკი­ვი­ლე­ბის ფა­სად, ცხოვ­რე­ბამ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. მძი­მე მო­მენ­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მინ­და, მა­ინც ოპ­ტი­მის­ტად დავ­რჩეთ. მარ­თა­ლია, არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, რაც თავს გა­დაგ­ვხდე­ნია, მაგ­რამ წინ უნდა ვი­ყუ­როთ, რად­გან ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა... მეც მაქვს ბევ­რი სი­ნა­ნუ­ლი, შეც­დო­მე­ბი და ჩემს გულ­ში და­ვი­ტო­ვებ, ამის სა­ჯა­როდ გა­მო­ტა­ნას არ ვა­პი­რებ, თუმ­ცა ბევ­რი გუ­ლის­წყვე­ტა მა­ინც ჩემს ქვე­ყა­ნას უკავ­შირ­დე­ბა. მინ­და ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო, მინ­და, ყვე­ლამ სა­ერ­თო საქ­მე ვა­კე­თოთ, მინ­და მეტი პო­ზი­ტი­ვი, მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლი და ისე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­დაც ესა თუ ის მთავ­რო­ბა ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე იზ­რუ­ნებს. თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და რაც უნდა მო­ვი­პო­ვოთ, მერე მა­ინც მოგ­ვი­წევს ბრძო­ლა მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის.

  • "მე­ა­მა­ყე­ბა ჩემი ძა­ლოს­ნე­ბი!"

როცა სპორ­ტსმე­ნი ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ხვდე­ბა, ის უნდა იყოს ღირ­სე­უ­ლი. ღირ­სე­ულ გუნდში ღირ­სე­უ­ლად უნდა მოხ­ვდნენ და მერე თუნ­დაც ასე გვა­ნერ­ვი­უ­ლონ.

ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი სხვა­ზე ნაკ­ლე­ბი არ არი­ან და სა­დაც იქ­ნე­ბი­ან, მინ­და, სპორ­ტშიც პატ­რი­ო­ტუ­ლი მუხ­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და ეროვ­ნუ­ლი საქ­მე აკე­თონ. მინ­და, ძა­ლოს­ნე­ბის გუნ­დი იყოს ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძალა, იყოს ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც დღეს არის და ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­წე­როს თა­ვი­სი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ლე­გენ­დებს და­უ­კავ­შირ­დე­ბა. გვაქვს სპორ­ტუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი და მინ­და მი­ვაღ­წი­ოთ დიდ მიზ­ნებს ჩემი და სხვი­სი შვი­ლე­ბის სა­ხით. მერ­წმუ­ნეთ, რომ ქარ­თუ­ლი ძა­ლოს­ნო­ბა ყო­ველ­თვის კვარ­ცხლბეკ­ზე იქ­ნე­ბა, რად­გან მას ეს ტრა­დი­ცი­ად აქვს ქცე­უ­ლი.

თუნ­დაც რად ღირს ლა­შას ტრი­უმ­ფი-ტრი­უმფზე, ან­ტო­ნის, ირაკ­ლის, კა­ხის, შო­თი­კოს, რე­ზის და სხვე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბი... ძა­ლი­ან კარ­გი თა­ო­ბა გვეზ­რდე­ბა, მე­ა­მა­ყე­ბა ჩვე­ნი ძა­ლოს­ნე­ბი და სპორ­ტი, რო­მელ­შიც ვარ. ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ძა­ლოს­ნო­ბა იყოს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ პრო­ცენ­ტუ­ლად და ის­ტო­რი­უ­ლად, ყვე­ლა­ზე მეტი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ამ პა­ტა­რა და­ლოც­ვილ მი­წა­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ზე მო­დის და მინ­და ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბა ვუ­სუს­რვო. უფრო მეტი და მეტი ოქრო, ვიდ­რე წინა ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, ესაა ჩვე­ნი დე­ვი­ზი და ვიცი, ასეც იქ­ნე­ბა. ღმერ­თს ვთხოვ, სულ ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი და­მა­ნა­ხოს, რო­გო­რე­ბიც დღეს ჩემი ძა­ლოს­ნე­ბი არი­ან. ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი ვარ რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის, ისე სხვე­ბის მი­მართ. ვფიქ­რობ, მაქ­სი­მუ­მის­თვის არ მი­მიღ­წე­ვია, წინ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი. პროგ­რა­მა მი­ნი­მუ­მი და ჩვე­ნი ტაქ­ტი­კუ­რი გეგ­მაა, ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ვიდ­ნენ უახ­ლო­ეს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტო­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ!

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
2

მაგარი კაცი და მწრთვნელი! 

ზურაბ
0

ღმერთმა დაგლოცოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები

"ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები

ჩვენს ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა ახლახან, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენი ძალოსნების შთამბეჭდავმა წარმატებამ, რაშიც ლომის წილი ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძეს მიუძღვის... მოგეხსენებათ, ის მრავალგზის მსოფლიო, ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონი და ორგზის პარლამენტარია. მრავალი ტონის ამწევი და "დაუთვლელი ჯილდოების“ მფლობელი, გიორგი ასანიძე ოთხი წლის წინ საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. "ქართული ძალოსნობის წარმატება ტრადიციად გვაქვს საქართველოში. მინდა, ძალოსნობა იყოს ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის და ოქროს ასოებით ჩაწეროს თავისი ისტორია, რომელიც ლეგენდებს დაუკავშირდება. გვაქვს სპორტული ამბიციები და მინდა მივაღწიოთ დიდ მიზნებს ჩემი და სხვისი შვილების სახით. მერწმუნეთ, რომ ქართული ძალოსნობა ყოველთვის კვარცხლბეკზე იქნება", - ამბობს და ეჭვის შეტანის საფუძველიც არ გაქვს, როცა დროდადრო ქართველი ძალოსნების ტრიუმფის მომსწრე ხდები.

როდესაც პოლიტიკაში დაბრუნებაზე ვკითხე, მიპასუხა: "დღეს-ხვალ ნამდვილად არ დავბრუნდები, უამრავი გეგმა მაქვს სპორტში. შემდეგ ვნახოთ, გამორიცხული არაფერია. თუ აუცილებლობამ მოითხოვა, სადაც მაღალი იქნება საზოგადოებრივი ინტერესი, იქ ვიქნები. სულით და გულით სპორტსმენი ვარ და ეს არის ჩემთვის პოლიტიკაც, პატრიოტიზმიც და ყველაფერი. ისეთი მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც დღეს ვემსახურები, ჩემი ადგილი, ვფიქრობ, დარბაზშია და მადლობა იმ მოზღვავებული გულშემატკივრობისთვის, რომელიც ხალხს აქვს ჩვენი სპორტსმენების მიმართ“.

  • ბავშვობა

1975 წლის 30 აგვისტოს დავიბადე საჩხერეში, სკოლაც იქ დავამთავრე და ამის მერე თბილისს უკავშირდება ჩემი ცხოვრება. ჩავაბარე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში, რომელსაც იმხანად ფიზკულტურის ინსტიტუტი ერქვა. ძალოსნობა ბავშვობიდან გახდა ჩემი განუყოფელი ნაწილი. პატარა ასაკში გამიტაცა, 10 წლისა შემიყვანეს და ლამის ოთხი ათეული წელია ამ სახეობაში ვარ. სპორტსმენების ოჯახი ვიყავით, ჩემი ერთი ძმა მოკრივე, მეორე კი ფეხბურთელი იყო. ისინი ჩემზე უფროსები იყვნენ და ჩემგან განსხვავებით, მათ სპორტისთვის თავის დანებებამ მოუწიათ. სულ მინდოდა ძალოსანი გამოვსულიყავი და ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ინდივიდუალური ძალისმიერი სპორტის სახეობაა. ამას ემატებოდა ის გარემო, რომელიც რაიონში გვქონდა - კარგი სკოლა, რომელიც, ტრადიციულად, წარმატებებს აღწევდა.

  • ჩემი წარმატების საიდუმლო

ყველა თავის გზას ირჩევს და მეც ავირჩიე. დავიწყე და არც გავჩერებულვარ, თუ არ ჩავთვლით ფიზიკურ ტრავმებს, რომელიც პერიოდულად ამ სპორტს თან ახლავს. ბავშვობაში ხელი მოვიტეხე, რამაც 2 წელი გამომთიშა სპორტულ კარიერას, თუმცა ის ჟინი ყოველთვის იყო, მევარჯიშა და საყვარელი საქმე გამეგრძელებინა. საჩხერეში 6 წელი გოგი თოთაძესთან ვვარჯიშობდი, თბილისშიც ძალიან კარგ მწვრთნელთან მოვხვდი - ვანო გრიქუროვთან, მადლობელი ვარ ორივესი, მათ მიუძღვით დიდი წვლილი ამ სპორტში თუ რამეს მივაღწიე, მომცეს რეალიზების საშუალება და მეც გავამართლე მათი იმედები. სპორტის აკადემიის შემდეგ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე და ეკონომიკის ფაკულტეტიც დავამთავრე. სპორტი რუტინულ შრომას ითხოვს და დიდი ხელშეწყობა მქონდა სასწავლებლიდან, რათა მაქსიმუმისთვის მიმეღწია.

ჩემი წარმატების მიზეზი ალბათ თავდაუზოგავი შრომა და მონდომება გახდა. ბევრი რამის დათმობაც მომიწია, იმ ყოველდღიურობისა, რაც ჩემს თანატოლებს ჰქონდათ. ალბათ მქონდა მონაცემებიც.. ხან წარმატება იქნება, ხანაც - მარცხი, არც უმაგისობაა... შრომას დიდ პატივს ვცემ და მაინც, ძალიან უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებ. ჩემი პირველი გამარჯვების სიხარული ბავშვობის ასაკს უკავშირდება. ახლა სკოლისდროინდელი გამარჯვებები მახსენდება, როგორი ამაყი ვიყავი... ამან მომცა სტიმული, რომ მეტი მეშრომა და მეტისთვის მიმეღწია. მახსენდება პირველი ეროვნული ჩემპიონატი, მერე ჩემი პირველი გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე - იტალიაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ვერცხლის მედალი მოვიპოვე. ამას მოჰყვა და მოჰყვა გამარჯვებები. ძალიან ბევრი ჯილდო მაქვს, არ დამითვლია. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე სხვადასხვა დროს 9 ოქროს მედალი მაქვს მოპოვებული. სპორტსმენისთვის გვირგვინი და მწვერვალი ოლიმპიური თამაშებია და ვმადლობ უფალს, რომ ამის შესაძლებლობა მომცა - სიდნეიში ბრინჯაოს ( 2000 წელს), 2004 წელს კი ათენში, ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი ავიღე.

  • "შვილებმა მამის გზა აირჩიეს"

ოჯახი ბევრი წლის წინ შევქმენი, 1995 წელს, როცა ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი. ჩემი მეუღლე თეა კოტუა ოჩამჩირიდანაა, ერთმანეთს ვიცნობდით, შეგვიყვარდა და შეუღლება გადავწყვიტეთ. გვყავს ოთხი შვილი - ორი ვაჟი და ორი - ქალიშვილი. კახიმ და საბამ, მამის გზა აირჩიეს, ორივე ძალოსანია და ძალიან პერსპექტიული სპორტსმენები. ბევრი შრომა მოუწევთ. ვერავინ იტყვის, გახდებიან თუ არა ოლიმპიური ჩემპიონები, მაგრამ ვიცი, ანგარიშგასაწევი ძალად იქცევა ორივე... მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, სხვა სპორრტსმენებს ვასწავლი ხეზე ასვლას და რა თქმა უნდა, ჩემს შვილებსაც.

მეუღლესთან ერთად

გოგონები სწავლობენ, უფროსმა - მარიამმა იურიდიული დაამთავრა და მაგისტრატურაში სწავლობს, კახიც სწავლობს, ტყუპები - სალი და საბა კი აბიტურიენტები არიან. ძნელია, შვილები გამოვყო და მათზე, როგორც სპორტსმენებზე, ცალკე ვისაუბრო. გუნდში ყველა ჩემი შვილია და ყველას წარმატება ერთნაირად მახარებს. თუ სენტიმენტალური კუთხით მივუდგებით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მღელვარებაა, როცა შვილის გამოსვლას უყურებ. ალბათ ჩემზე ისე არ განვიცდიდი, როგორც შვილებზე. თუ მოინდომებენ, წარმატებულები იქნებიან...

კახი, მამასთან ერთად, ასპარეზობისას

  • რატომ წავედი პოლიტიკაში?

პოლიტიკაში წავედი, მაგრამ სპორტს არასდროს ჩამოვცილებივარ. იქაც იმიტომ წავედი, რომ ჩემი მიზანი ქართული სპორტის მხარდაჭერა იყო. მართლა მეამაყება ის ნაბიჯები, რომელიც იმ დროისთვის გადაიდგა, ის კონკრეტული საკითხები, რასაც მე ვკურირებდი. ოლიმპიური თამაშების მერე უკვე აღარ ვიყავი ბავშვი, ასაკიანი სპორტსმენი ვიყავი და კარგად მესმოდა, რომ იმჟამინდელი საქართველო ცვლილებებს, ახალ ხედვებს ითხოვდა. მერე გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სპორტის ბიუჯეტი მილიონნახევრიდან 80 და 100 მილიონამდეც ავიდა. ასე რომ, ის, რომ თითქოს მცდარი იყო ჩემი გადაწყვეტილება, ასეც არ არის. როცა პოლიტიკაში ხარ, ბევრ რაღაცაზე მოგიწევს პასუხისმგებლობის აღება და მე ჩემს იმჟამინდელ პასუხისმგებლობას არც გავურბივარ. მოტივაცია მაინც ქართული სპორტის მხარდაჭერა იყო.

საბა მამასთან ერთად

როცა პოლიტიკიდან წავედი, კიდევ ერთხელ შევედი დარბაზში იმისთვის, რომ ჩემი თავის რეალიზება ახალგაზრდა თაობების აღზრდაში გადამეტანა. არ ვნანობ, პოლიტიკაში რომ ვიყავი, არც ის ვიცით არავინ, ხვალ რა იქნება. როდესაც პოლიტიკას ირჩევ, იცი, რომ საზოგადოება ერთ ჭკუაზე არასდროს იქნება და ან ასე შეგაფასებს, ან - ისე. რაც მთავარია, მართალი ვარ ჩემი თავისა და იმ ხალხის წინაშეც, ვინც თუნდაც მლანძღავდა იმიტომ, რომ ჩემს საქმეს, ეროვნულ საქმეს ვაკეთებ და ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მართალი ვარ იმ ნაბიჯებში, რომელიც გადამიდგამს. მადლობა იმ პოლიტიკურ გუნდს, ვისთანაც მიწევდა მუშაობა და რომელიც ხელს მიწყობდა იმაში, ქართული სპორტისთვის რაღაც გამეკეთებინა - ფედერაციის მხარდაჭერა, ბიუჯეტის გაასმაგება, ბევრი სპორტული დარბაზის აშენება და ა.შ. და კიდევ, კონსტიტუციის 34-ე პრიმა მუხლში შევიტანეთ სპორტის ვალდებულება, რაც, ვფიქრობ, ქართული სპორტის ხელმძღვანელობის მონაპოვარია.

მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად

მივაღწიეთ იმას, რომ სკოლაში სპორტი დაბრუნებულიყო. ეს ყველაზე დიდი მონაპოვარი იყო, თუ რამე გამიკეთებია ქართულ პოლიტიკაში.

დაბრუნება? დღეს-ხვალ ნამდვილად არ დავბრუნდები პოლიტიკაში, უამრავი გეგმა მაქვს სპორტში. შემდეგ ვნახოთ, გამორიცხული არაფერია. აუცილებლობამ თუ მოითხოვა, სადაც მაღალი იქნება საზოგადოებრივი ინტერესი, იქ ვიქნები. სულით და გულით სპორტსმენი ვარ და ეს არის ჩემთვის პოლიტიკაც, პატრიოტიზმიც და ყველაფერი. ისეთი მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც დღეს ვემსახურები, ჩემი ადგილი, ვფიქრობ, დარბაზშია და მადლობა იმ მოზღვავებული გულშემატკივრობისთვის, რასაც ხალხი ჩვენი სპორტსმენების მიმართ იჩენს.

  • "ბევრი მძიმე მომენტი და იმედგაცრუება იყო ჩემს ცხოვრებაში"

ბევრი მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, ბევრი იმედგაცრუება, ისეთი ტრაგიკული მოვლენები, როგორიცაა დედისა და ძმების დაკარგვა... ამ თემაზე არ მიყვარს საუბარი, არცაა საჭირო. რაც მთავარია, ჩემი ძმები ქართულ საქმეს აკეთებდნენ და ეს მეამაყება. მე იმ საქართველოში მომიწია ცხოვრებამ, რომელშიც ეროვნული მუხტი მძვინვარებდა. შემდეგ იყო ბევრი სისუსტე, არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ერთი ომი, მეორე ომი... ეს ყველაფერი ჩემთვის ძალზე მტკივნეულია. მთავარი სამშობლოს თავისუფლება და ერთიანობაა, რომლისთვისაც 30-35 წლის წინ დაიწყო ბრძოლა. ამასობაში და ამ ტკივილების ფასად, ცხოვრებამ დიდი გამოცდილება მომცა. მძიმე მომენტების მიუხედავად, მინდა, მაინც ოპტიმისტად დავრჩეთ. მართალია, არ უნდა დავივიწყოთ, რაც თავს გადაგვხდენია, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ, რადგან ცხოვრება გრძელდება... მეც მაქვს ბევრი სინანული, შეცდომები და ჩემს გულში დავიტოვებ, ამის საჯაროდ გამოტანას არ ვაპირებ, თუმცა ბევრი გულისწყვეტა მაინც ჩემს ქვეყანას უკავშირდება. მინდა ერთიანი საქართველო, მინდა, ყველამ საერთო საქმე ვაკეთოთ, მინდა მეტი პოზიტივი, მეტი სამუშაო ადგილი და ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც ესა თუ ის მთავრობა ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნებს. თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება და რაც უნდა მოვიპოვოთ, მერე მაინც მოგვიწევს ბრძოლა მისი შენარჩუნებისთვის.

  • "მეამაყება ჩემი ძალოსნები!"

როცა სპორტსმენი ეროვნულ ნაკრებში ხვდება, ის უნდა იყოს ღირსეული. ღირსეულ გუნდში ღირსეულად უნდა მოხვდნენ და მერე თუნდაც ასე გვანერვიულონ.

ქართველი სპორტსმენები სხვაზე ნაკლები არ არიან და სადაც იქნებიან, მინდა, სპორტშიც პატრიოტული მუხტი შეინარჩუნონ და ეროვნული საქმე აკეთონ. მინდა, ძალოსნების გუნდი იყოს ანგარიშგასაწევი ძალა, იყოს ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის და ოქროს ასოებით ჩაწეროს თავისი ისტორია, რომელიც ლეგენდებს დაუკავშირდება. გვაქვს სპორტული ამბიციები და მინდა მივაღწიოთ დიდ მიზნებს ჩემი და სხვისი შვილების სახით. მერწმუნეთ, რომ ქართული ძალოსნობა ყოველთვის კვარცხლბეკზე იქნება, რადგან მას ეს ტრადიციად აქვს ქცეული.

თუნდაც რად ღირს ლაშას ტრიუმფი-ტრიუმფზე, ანტონის, ირაკლის, კახის, შოთიკოს, რეზის და სხვების წარმატებები... ძალიან კარგი თაობა გვეზრდება, მეამაყება ჩვენი ძალოსნები და სპორტი, რომელშიც ვარ. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალოსნობა იყოს პრიორიტეტული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროცენტულად და ისტორიულად, ყველაზე მეტი ოლიმპიური ჩემპიონი ამ პატარა დალოცვილ მიწაზე, საქართველოზე მოდის და მინდა ყველას წარმატება ვუსუსრვო. უფრო მეტი და მეტი ოქრო, ვიდრე წინა ოლიმპიურ თამაშებზე, ესაა ჩვენი დევიზი და ვიცი, ასეც იქნება. ღმერთს ვთხოვ, სულ ასეთი წარმატებული სპორტსმენები დამანახოს, როგორებიც დღეს ჩემი ძალოსნები არიან. ძალიან მომთხოვნი ვარ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. ვფიქრობ, მაქსიმუმისთვის არ მიმიღწევია, წინ ბევრია გასაკეთებელი. პროგრამა მინიმუმი და ჩვენი ტაქტიკური გეგმაა, ჩვენი სპორტსმენები ღირსეულად გამოვიდნენ უახლოეს ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც აგვისტოში გაიმართება. ყველას წარმატებას ვუსურვებ!