საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთში მოსახლეობის დასახლების და დასაქმების ახალი ინიციატივა KTW ჯგუფისგან
კახეთში მოსახლეობის დასახლების და დასაქმების ახალი ინიციატივა KTW ჯგუფისგან

კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბის მიზ­ნით KTW ჯგუ­ფი ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის. პრო­ექ­ტი მდი­ნა­რე იო­რის მიმ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნებ­ში, სა­გა­რე­ჯო­ში, სიღ­ნაღ­სა და დე­დოფ­ლის წყა­რო­ში აუთ­ვი­სე­ბე­ლი მი­წე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და ად­გილ­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­საც ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბაც მოჰ­ყვე­ბა. ამ ად­გი­ლებ­ში იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი და სა­ხელ­მწი­ფოს­გან სა­ცხოვ­რებ­ლის მომ­ლო­დი­ნე პი­რე­ბი და­სახ­ლდე­ბი­ან. ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, KTW ჯგუ­ფი აქ და­სახ­ლე­ბუ­ლებს კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში ჩარ­თვას და მუდ­მივ სამ­სა­ხურს სთა­ვა­ზობს.

კერ­ძოდ, ივ­რის­პი­რა რა­ი­ო­ნებ­ში KTW ჯგუფ­მა უკვე და­ი­წყო ზე­თის­ხლის კულ­ტუ­რის, თხი­ლი­სა და ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ექ­სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით კაკ­ლო­ვან ჯი­შებ­ზე დღეს­დღე­ო­ბით მო­თხოვ­ნა მზარ­დია. კომ­პა­ნია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბის კი­დევ უფრო გა­ფარ­თო­ვე­ბას გეგ­მავს. შე­სა­ბა­მი­სად, მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნია და მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის ჩარ­თუ­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა, აგ­რა­რუ­ლი წარ­მო­ე­ბა, სამ­შე­ნებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბა, მე­ნე­ჯმენ­ტი - ეს ის სფე­რო­ე­ბია, რომ­ლებ­შიც ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­სახ­ლე­ბუ­ლე­ბის და­საქ­მე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას კომ­პა­ნია სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღებს.

„პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ივ­რის­პი­რა რა­ი­ო­ნებ­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, მხო­ლოდ ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ ქმნის კერ­ძო სექ­ტო­რი სა­მუ­შაო ად­გი­ლებს ქვე­ყა­ნა­ში. მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებ­ში ამ ეტაპ­ზე 150-200 ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი, შე­მოდ­გო­მი­დან კი გვსურს მათი რი­ცხვი 500-1000-მდე გა­ი­ზარ­დოს. ჩვენ მზად ვართ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს­თან დი­ა­ლო­გი­სა და მათ­გან მზა­ო­ბის გა­მო­ხატ­ვის შემ­დეგ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და­საქ­მე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნოთ, რომ­ლე­ბიც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­სახ­ლდე­ბი­ან. გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ას ამ რე­გი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქვს, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის თვალ­საზ­რი­სით, ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ჩარ­თუ­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს“ - ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე, KTW ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

სა­კი­თხი კომ­პლექ­სუ­რია და უმ­ნიშ­ნე­ლო­ვა­ნესს - სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­საქ­მე­ბას, მათ­თვის სა­ცხოვ­რებ­ლის შექ­მნას და აუთ­ვი­სე­ბე­ლი მი­წე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რაც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

R

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jekaterinburg
2

ივანიშვილის ცოლის დაქალის ქმარი,გასაგებია....

lika
5

სწორი ხედვაა. 

ავტორი:

კახეთში მოსახლეობის დასახლების და დასაქმების ახალი ინიციატივა KTW ჯგუფისგან

კახეთში მოსახლეობის დასახლების და დასაქმების ახალი ინიციატივა KTW ჯგუფისგან

კახეთის რეგიონის განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების მიზნით KTW ჯგუფი ახალი ინიციატივით გამოდის. პროექტი მდინარე იორის მიმდებარე რაიონებში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლის წყაროში აუთვისებელი მიწების გამოყენებას და ადგილზე საცხოვრებელი სახლების აშენებას ითვალისწინებს, რომელსაც ინფრასტრუქტურის განვითარებაც მოჰყვება. ამ ადგილებში იძულებით გადაადგილებული და სახელმწიფოსგან საცხოვრებლის მომლოდინე პირები დასახლდებიან. ინიციატივის ფარგლებში, KTW ჯგუფი აქ დასახლებულებს კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაში ჩართვას და მუდმივ სამსახურს სთავაზობს.

კერძოდ, ივრისპირა რაიონებში KTW ჯგუფმა უკვე დაიწყო ზეთისხლის კულტურის, თხილისა და ვენახის გაშენება. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მიმართულებით კაკლოვან ჯიშებზე დღესდღეობით მოთხოვნა მზარდია. კომპანია ამ მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოვებას გეგმავს. შესაბამისად, მისი განხორციელება გრძელვადიანია და მნიშნელოვანი ადამიანური რესურსის ჩართულობას საჭიროებს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, აგრარული წარმოება, სამშენებლო მიმართულება, მენეჯმენტი - ეს ის სფეროებია, რომლებშიც ამ ტერიტორიებზე დასახლებულების დასაქმებაზე პასუხისმგებლობას კომპანია საკუთარ თავზე აიღებს.

„პროექტი, რომელსაც ივრისპირა რაიონებში ვახორციელებთ, მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ქმნის კერძო სექტორი სამუშაო ადგილებს ქვეყანაში. მიმდინარე სამუშაოებში ამ ეტაპზე 150-200 ადამიანია ჩართული, შემოდგომიდან კი გვსურს მათი რიცხვი 500-1000-მდე გაიზარდოს. ჩვენ მზად ვართ, რომ სახელმწიფოსთან დიალოგისა და მათგან მზაობის გამოხატვის შემდეგ, იმ ადამიანების დასაქმებაზე ვიზრუნოთ, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დასახლდებიან. გეგმები, რომლებიც კომპანიას ამ რეგიონთან დაკავშირებით აქვს, ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, ათასობით მოქალაქის ჩართულობას საჭიროებს“ - ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

საკითხი კომპლექსურია და უმნიშნელოვანესს - საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, მათთვის საცხოვრებლის შექმნას და აუთვისებელი მიწების გამოყენებას ემსახურება, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

R

BTU-ში მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით პანელური დისკუსია ჩატარდა

თვალის რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ლაზერით პირველად საქართველოში „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

KTW ჯგუფი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"