მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიცია დღეიდან რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს - როგორია ლიდერების სამოქმედო გეგმა 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით
ოპოზიცია დღეიდან რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს - როგორია ლიდერების სამოქმედო გეგმა 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით

ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში გას­ვლით შეხ­ვედ­რებს იწყე­ბენ. 15 მა­ისს და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა, დღეს 15 აპ­რილს კა­ხეთ­ში იმარ­თე­ბა.

დი­ლი­დან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე შე­იკ­რიბ­ნენ და თე­ლა­ვის­კენ გა­ე­მარ­თნენ. შეხ­ვედ­რე­ბი იმარ­თე­ბა, რო­გორც თე­ლავ­ში ასე­ვე, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში.

ოპო­ზი­ცია, 15 მა­ისს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას გა­მარ­თავს. აქ­ცია ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა 20 მარტს და­ა­ა­ნონ­სეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე გა­და­დი­ან.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, 15 მა­ი­სის აქ­ცია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის იქ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი ბრა­ზი და პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტოს.

რო­გორც უგუ­ლა­ვამ და­გეგ­მილ აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­გი­ონ­ში გას­ვლე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შეხ­ვდე­ბი­ან და მო­უს­მე­ნენ ამომ­რჩევ­ლებს. მი­სი­ვე თქმით, 15 მა­ი­სი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი თა­რი­ღი იქ­ნე­ბა.

„15 მა­ი­სი მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი თა­რი­ღია იმი­ტომ, რომ ეს იქ­ნე­ბა ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი პრო­ტეს­ტი და ბრა­ზი. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით სხვა­დას­ხვა ინ­ტენ­სი­ვო­ბით, სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე, პრო­ტესტს, იმედ­გაც­რუ­ე­ბულ გაბ­რა­ზე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. ამას შე­დე­გი არ აქვს იმი­ტომ, რომ მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ სპეც­რაზ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით ელა­პა­რა­კე­ბა. იჭე­რენ აქ­ტი­ვის­ტებს, სახ­ლში, თა­ვის მიწა-წყალ­ზე არ უშ­ვე­ბენ ადა­მი­ა­ნებს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს. ამი­ტომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ჩვენ, პირ­ველ რიგ­ში, უნდა მო­ვუს­მი­ნოთ ჩვენს ამომ­რჩევ­ლებს. ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ბრა­ზი აქვთ იმის გამო, რომ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ამ­დე­ნი რე­სურ­სი აქვს, მი­დის უკან, იმის ნაც­ვლად, რომ წა­ვი­დეს წინ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უქ­მნის მათ ისეთ ილუ­ზო­რულ გან­ცდას, გე­გო­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცია ყვა­ო­დეს. ჩვენ შევ­ხვდე­ბით იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც პრო­ტეს­ტი აქვთ. სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი და­დი­ან აქ­ცი­ა­ზე.

ჯერ ვემ­ზა­დე­ბით 15 მა­ი­სის­თვის. ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა თი­თო­ე­უ­ლი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის, რომ მო­ვი­დეს და ბრა­ზი გა­მო­ხა­ტოს. ამის­თვის არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ შე­ვიკ­რი­ბოთ და შევ­ცვა­ლოთ - შე­ვიკ­რი­ბოთ და გა­ვუშ­ვათ. იმი­ტომ, რომ ვხე­დავთ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას შო­რის არის ოლი­გარ­ქი ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ჭრის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ეს იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი ლა­იტ­მო­ტი­ვი“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის ასეთ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ყო­ველ­დღი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა, ვიდ­რე თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს არ ეტყვი­ან იმას, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლას ერ­თად დგო­მა. მისი თქმით, 15 მა­ი­სი, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ის მიერ და­გეგ­მი­ლი აქ­ცია უნდა გა­ი­მარ­თოს, ერ­თად დგო­მის მა­გა­ლი­თი იქ­ნე­ბა.

„მო­ვი­და დრო, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ გვერ­დით გა­და­დოს თა­ვი­სი პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბა და ყვე­ლა ერ­თად დავ­დგეთ იმის გამო, რომ ეს ქვე­ყა­ნა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ. კარ­გად ვხე­დავთ, რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ივა­ნიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ბო­ლომ­დე გა­და­ჩე­ხოს ეს ქვე­ყა­ნა, მისი სურ­ვი­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა, ხალ­ხი მას მო­ემ­სა­ხუ­როს და თვი­თონ არ იყოს მსა­ხუ­რი. 15 მა­ისს ჩვენ ყვე­ლა ერ­თად დავ­დგე­ბით და და­ვა­ნა­ხებთ ივა­ნიშ­ვილს და მსოფ­ლი­ოს, რომ ხალ­ხს არ უნდა ის, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა“, - აცხა­დებს ბოტ­კო­ვე­ლი.

ოპო­ზი­ცი­ის გეგ­მა არის ორ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი, ერთი არის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა და მე­ო­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით ივა­ნიშ­ვილ­ზე ზე­წო­ლა - რო­გორც არ უნდა წა­რი­მარ­თოს პრო­ცე­სე­ბი, ბო­ლოს მა­ინც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­და იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ან­ზორ ბი­წა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ბი­წა­ძის თქმით, დათ­მო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ორ­მხრი­ვი, თუმ­ცა ოპო­ზი­ცია თა­ვის მხრივ, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კითხს ვერ დათ­მობს.

„ერთი რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არის ის, რომ ერ­თი­ა­ნო­ბა არ ნიშ­ნავს სა­ერ­თო გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბას, არა­მედ ნიშ­ნავს ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ან ქმე­დე­ბას და ჩვენ გა­დავ­დი­ვართ ამ რე­ჟიმ­ში. პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, შევ­ხვდე­ბით ჩვენს მხარ­და­ჭე­რებს ჩას­ვლის­თა­ნა­ვე, იმი­სათ­ვის, რომ 15 მა­ი­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა მოხ­დეს ძა­ლი­ან კარ­გად და რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იქ­ნეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი 15 მა­ისს.

ეს არ არის პარ­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, 15 მა­ისს ჩვენ ვა­კე­თებთ არ­ჩე­ვანს სა­ხელ­მწი­ფო და­ვუ­ტო­ვოთ მი­ტა­ცე­ბუ­ლი ოლი­გარქ ივა­ნიშ­ვილს თუ და­ვიბ­რუ­ნოთ სა­ხელ­მწი­ფო.

ყვე­ლას კარ­გად უნდა ეს­მო­დეს, რომ ეს არ არის პარ­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ეს არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია იმი­სათ­ვის, რომ და­ვიბ­რუ­ნოთ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, და­ვიბ­რუ­ნოთ ზო­გა­დად სა­ხელ­მწი­ფო, და­ვას­რუ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა და მი­ვი­დეთ ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რო­მე­ლიც კრი­ზი­სის გან­სა­მუხ­ტად არის სა­ჭი­რო.

ჩვე­ნი გეგ­მა დარ­ჩე­ბა უც­ვლე­ლი. ჩვე­ნი გეგ­მა არის ორ კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი - ერთი არის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა და მე­ო­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით ივა­ნიშ­ვილ­ზე ზე­წო­ლა, რომ მან გა­ი­გოს, რომ კრი­ზისს სჭირ­დე­ბა გან­მუხ­ტვა არ­ჩევ­ნე­ბის გზით. ოპო­ზი­ცია მო­წო­დე­ბუ­ლი იყო დი­ა­ლო­გის­კენ, მაგ­რამ ნიკა მე­ლი­ას პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბით „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ხელი მო­კი­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას და აა­ყი­რა­ვა, ამი­ტომ ერ­თა­დერ­თი ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეც შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი, არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"“, - გა­ნა­ცხა­და ბი­წა­ძემ.

ფო­ტო­ე­ბი: გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალეკო
6

ქოცებიც თან წაიყვანეთ

:)
11

პირველ სურათზე----კადრი ფილმიდან "შესანიშნავი შვიდეული"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ოპოზიცია დღეიდან რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს - როგორია ლიდერების სამოქმედო გეგმა 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით

ოპოზიცია დღეიდან რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს - როგორია ლიდერების სამოქმედო გეგმა 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებენ. 15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა, დღეს 15 აპრილს კახეთში იმართება.

დილიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და თელავისკენ გაემართნენ. შეხვედრები იმართება, როგორც თელავში ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლებში.

ოპოზიცია, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია ოპოზიციურმა პარტიებმა 20 მარტს დააანონსეს და განაცხადეს, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, 15 მაისის აქცია მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებლობა, საკუთარი ბრაზი და პროტესტი გამოხატოს.

როგორც უგულავამ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით რეგიონში გასვლების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან და მოუსმენენ ამომრჩევლებს. მისივე თქმით, 15 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღი იქნება.

„15 მაისი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში უმნიშვნელოვანესი თარიღია იმიტომ, რომ ეს იქნება ათიათასობით ადამიანისთვის შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი პროტესტი და ბრაზი. მთელი საქართველოს მასშტაბით ვაკვირდებით სხვადასხვა ინტენსივობით, სხვადასხვა თემაზე, პროტესტს, იმედგაცრუებულ გაბრაზებულ ადამიანებს. ამას შედეგი არ აქვს იმიტომ, რომ მათ ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ სპეცრაზმის საშუალებით ელაპარაკება. იჭერენ აქტივისტებს, სახლში, თავის მიწა-წყალზე არ უშვებენ ადამიანებს. შეუძლებელია, ეს დიდხანს გაგრძელდეს. ამიტომ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ, პირველ რიგში, უნდა მოვუსმინოთ ჩვენს ამომრჩევლებს. ადამიანებს, რომელთაც ბრაზი აქვთ იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელსაც ამდენი რესურსი აქვს, მიდის უკან, იმის ნაცვლად, რომ წავიდეს წინ. ხელისუფლება უქმნის მათ ისეთ ილუზორულ განცდას, გეგონება საქართველოში სიტუაცია ყვაოდეს. ჩვენ შევხვდებით იმ ადამიანებს, ვისაც პროტესტი აქვთ. სწორედ ასეთი ადამიანები დადიან აქციაზე.

ჯერ ვემზადებით 15 მაისისთვის. ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს. ამისთვის არის აუცილებელი, რომ შევიკრიბოთ და შევცვალოთ - შევიკრიბოთ და გავუშვათ. იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანასა და განვითარებას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ყველა მიმართულებით ჭრის განვითარების შესაძლებლობას. ეს იქნება მთავარი ლაიტმოტივი“, - განაცხადა უგულავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ოპოზიციის ასეთ რეჟიმში მუშაობის პროცესი ყოველდღიურად გაგრძელდება, ვიდრე თითოეულ ადამიანს არ ეტყვიან იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველას ერთად დგომა. მისი თქმით, 15 მაისი, როდესაც ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია უნდა გაიმართოს, ერთად დგომის მაგალითი იქნება.

„მოვიდა დრო, რომ ნებისმიერმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ გვერდით გადადოს თავისი პარტიული კუთვნილება და ყველა ერთად დავდგეთ იმის გამო, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. კარგად ვხედავთ, რა ხდება ქვეყანაში. ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ბოლომდე გადაჩეხოს ეს ქვეყანა, მისი სურვილია ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, ხალხი მას მოემსახუროს და თვითონ არ იყოს მსახური. 15 მაისს ჩვენ ყველა ერთად დავდგებით და დავანახებთ ივანიშვილს და მსოფლიოს, რომ ხალხს არ უნდა ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება“, - აცხადებს ბოტკოველი.

ოპოზიციის გეგმა არის ორკომპონენტიანი, ერთი არის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა და მეორე საპროტესტო აქციებით ივანიშვილზე ზეწოლა - როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესები, ბოლოს მაინც მოლაპარაკებების მაგიდა იქნება, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ განაცხადა.

ბიწაძის თქმით, დათმობა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივი, თუმცა ოპოზიცია თავის მხრივ, ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხს ვერ დათმობს.

„ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ერთიანობა არ ნიშნავს საერთო განცხადებების კეთებას, არამედ ნიშნავს ოპოზიციის ერთიან ქმედებას და ჩვენ გადავდივართ ამ რეჟიმში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შევხვდებით ჩვენს მხარდაჭერებს ჩასვლისთანავე, იმისათვის, რომ 15 მაისის ორგანიზება მოხდეს ძალიან კარგად და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იქნეს წარმოდგენილი 15 მაისს.

ეს არ არის პარტიული ღონისძიება, 15 მაისს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს სახელმწიფო დავუტოვოთ მიტაცებული ოლიგარქ ივანიშვილს თუ დავიბრუნოთ სახელმწიფო.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ძალიან სერიოზული საპროტესტო აქცია იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება, დავიბრუნოთ ზოგადად სახელმწიფო, დავასრულოთ პოლიტიკური დევნა და მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, რომელიც კრიზისის განსამუხტად არის საჭირო.

ჩვენი გეგმა დარჩება უცვლელი. ჩვენი გეგმა არის ორ კომპონენტიანი - ერთი არის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა და მეორე საპროტესტო აქციებით ივანიშვილზე ზეწოლა, რომ მან გაიგოს, რომ კრიზისს სჭირდება განმუხტვა არჩევნების გზით. ოპოზიცია მოწოდებული იყო დიალოგისკენ, მაგრამ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით „ქართულმა ოცნებამ" ხელი მოკიდა მოლაპარაკებების მაგიდას და ააყირავა, ამიტომ ერთადერთი ვის პასუხისმგებლობაზეც შეიძლება საუბარი, არის „ქართული ოცნება"“, - განაცხადა ბიწაძემ.

ფოტოები: გიორგი ნიკოლიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ვფიქრობ, ბანკები პოლიციამ ან დაცვის სამსახურების სავალდებულო სწავლებაგავლილმა თანამშრომლებმა უნდა დაიცვან" - რას წერს კახიშვილი?

"ეს ხელმოწერა შეიძლება დროებით აღმოჩნდეს პოზიტიური სიგნალი" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში "ოცნების" გადაწყვეტილებას?