მზა ხორცპროდუქტების პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება. Globaltrademag.com-ის მონაცემებით ევროპაში ყველაზე მეტ მზა ხორცპროდუქტს გერმანიასა და ჩეხეთში მიირთმევენ. ამ ქვეყნებში ხორცპროდუქტების წარმოებაც უმაღლეს დონეზეა და ინარჩუნებენ როგორც სოსისებისა თუ ძეხვების უძველესი სახეობების განსაკუთრებულ რეცეპტებს, ისე მუდმივად ქმნიან ახალ და განსხვავებულ გემოებს.
მზა ხორცპროდუქტები პოპულარულია საქართველოშიც. ქვეყანაში ძეხვისა და სოსისის არაერთი სახეობა იწარმოება და მათ შორისაა, გერმანული პრემიუმ ხარისხის სოსისებიც.
საინტერესოა, თუ რომელი ხორცპროდუქტებია ყველაზე პოპულარული ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოში. გთავაზობთ გერმანიის, ჩეხეთის, იტალიისა და საქართველოს ტოპ 3 ხორცპროდუქტს.
გერმანია
გერმანიის ნომერ პირველი მზა ხორცპროდუქტია „ნიურბერგული ბრათვურსტი“ (Nuremberg Bratwurst). ეს არის სოსისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეობა, რომლის რეცეპტიც საუკუნეების განმავლობაში უცვლელია. 8 სმ სიგრძის სოსისს, როგორც წესი, მიირთმევენ გრილზე შემწვარს მდგოვსა და პირშუშხასთან ერთად.
„ბირშინქენ ვერსტი“ (Bierschinken wurst) ნახევრად მოხარშული ძეხვის ყველაზე ცნობილი სახეობაა. ტრადიციულად, ის შეიცავს კარგად გატარებულ ღორის ხორცს, ბეკონს, მარილს და სანელებლებს: მუსკატის კაკალს, ჯინჯერს, ილს, ქინძსა და თეთრ პილპილს. სხვა ძეხვეულისგან განსხვავებით ის შეიცავს ღორის ხორცის ან ბეკონის მსხვილ ნაჭრებს, რომელიც გატარებულ შეზავებულ ხორცის მასაშია შერეული. ძეხვის ეს სახეობა ხშირად შებოლილიც იყიდება.
„ლანდიეგა“ (Landjäger) შებოლილი სოსისის ყველაზე პოპულარული სახეობაა. ის მზადდება ღორის და საქონლის ხორცის, ღორის ცხიმის, წითელი ღვინის, შაქრისა და სპეციფიკური სანელებლების გამოყენებით. მიღებული მასა ჯერ იპრესება, რომ მისთვის დამახასიათებელი კუთხოვანი ფორმა მიიღოს, შემდეგ კი იბოლება და შრება. ძეხვის ეს სახეობა უმეტესად მოგზაურებსა და მონადრეებს შორის არის პოპულარული.
იტალია
„ტოსკანური პროშუტო“ (Prosciutto Toscano) მე-15 საუკუნიდან უცვლელი წესითა და შემადგენლობით მზადდება. მის შემადგენლობაში ექსკლუზიურად შედის მხოლოდ იმ ღორის ხორცი, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და დაიკლა ტოსკანაში. ფერმერებს თითოეულ ღორზე სპეციალური საბუთის წარდგენა სჭირდებათ, რომ ხორცი მართლაც ტოსკანელი ღორისაა.
სამხრეთ იტალიაში ძალიან პოპულარულია „სოპრესატა“ (soppressata). ის კალაბრიული „სოპრესატას“ სახელითაა ცნობილი და მსხვილად გატარებული ღორის ხორცის: ბარკლის, ბეჭისა და სუკის ნაჭრებისგან მზადდება. ასევე, იყენებენ სუკის ნაწილებიდან აღებულ ცხიმს.
„კულატელო დი ზიბელო“ (Culatello di Zibello) იტალიური წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხორცპროდუქტია, რომელსაც ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში ამზადებდნენ. მისი უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ხორცპროდუქტს ემილია-რომანიისა და ლომბარდიის რეგიონებში გაზრდილი ღორისგან ამზადებენ.
ჩეხეთი
„შპეკაჩეკი“ (Špekáčky) მოკლე ზომის, ყავისფერ-ოქროსფერი შეფერილობის სოსისია, რომლის გაკეთებაც ჩეხეთში 100 წლის წინ დაიწყეს. მას უმეტესად კოცონზე წვავენ ხოლმე და ძალიან პოპულარულია ლაშქრობებსა და პიკნიკებზე წასაღებად. სოსისი ღორისა და საქონლის ხორცის გამოყენებით მზადდება და ასევე შეიცავს სხვადასხვა სუნელებსა და სანელებლებს, მათ შორის, შავ წიწაკას, ტკბილ წითელ წიწაკას, ნიორს, მუსკატის კაკალს და მარილს.
„ტლაჩენკა“ (Tlačenka) - ეს ლაბას გარკვეული სახესხვაობაა. ის ღორის ხორცის სხვადასხვა ნაჭრებისგან, მათ შორის, შიგნეულობისგან შედგება და ღორის ნაწლავებშია გახვეული. დიდი ცილიდნრის ფორმის ხორცპროდუქტს სქელ ნაჭრებად ჭრიან და ხახვსა და ჭვავის პურთან ერთად მიირთმევენ. ძალიან უხდება ძმარიც.
„ლოვეცკის სალიამი“ (Lovecký salám) მუქი ყავისფერი შეფერილობის სალიამია, რომელსაც მეტად სპეციფიკური, სახასიათო სუნი აქვს. მისი დამზადება მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს და თავიდან მხოლოდ ზამთრის პერიოდში მიირთმევდნენ ხოლმე. ახლა კი ძალიან პოპულარული ხორცპროდუქტია მთელი წლის განმავლობაში.
საქართველო
რადგან საქართველოში ამ მიმართულებით ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, ინფორმაციის მისაღებად ქვეყანაში მზა ხორცპროდუქტების ყველაზე მსხვილ მწარმოებელს „ნიკორას“ მივმართეთ ყველაზე პოპულარული პროდუქტების სამეულის გამოსავლენად. მათი კომპანიის მონაცემებით, საქართველოში, ყველაზე მოთხოვნადი ტოპ სამი პროდუქტია: სოსისების კატეგორიაში - რძიანი სოსისი, ძეხვეულიდან - სალიამი და შაშხის კატეგორიაში - შაშხი მანდოლინა.
რძიანი სოსისი ქართული მზა ხორცპროდუქტების ბაზარზე პირველი ინოვაციური შეთავაზება იყო. 1999 წელს „ნიკორაში“ გადაწყვიტეს, რომ ტრადიციული ზოლიანი სოსისებისთვის შეფუთვა შეეცვალათ და მცირედით შეცვალეს შემადგენლობაც, არსებულ რეცეპტურას ცოტა რძის ფხვნილი დაემატა. ამან პროდუქტის სტრუქტურა უფრო ჰაეროვანი გახადა, გემოს კი მეტი სინაზე შესძინა. დღეს, საქართველოში, ყველაზე მოთხოვნადი მზა ხორცპროდუქტი სწორედ რძიანი სოსისია.
სალიამი იტალიური წარმოშობის ხორცპროდუქტია, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მისი დამზადების განსხვავებული ტრადიციები არსებობს. საქართველოში, მოხარშულ-შებოლილი სალიამის გარდა შეხვდებით ნედლად შებოლილ სალიამისაც „კაიზერის“ ბრენდის სახელით, რომელის მწარმოებელი ასევე „ნიკორაა“ . ნედლად შებოლილი სალიამი ფერმენტირებული, გამოყვანილი ხორცისგან მზადდება, ზომიერადაა შეზავებული სანელებლებით და დელიკატესად არის აღიარებული.
„მანდოლინა“ ასევე მოთხოვნადი შაშხია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ღორის ხორცი, წყალი, მარილი, შერეული სანელებლები. წლების წინ ქართული ბაზრისთვის „მანდოლინაც“ განსაკუთრებული სიახლე იყო, რომელსაც სახელი „ნიკორას“ ტექნოლოგმა მუსიკალურ საკრავთან ფორმის მსგავების გამო დაარქვა. პროდუქტმა მალე მოიპოვა პოპულარობა და დღეს ბევრ მწარმოებელს საკუთარ ასორტიმენტშიც აქვს წარმოდგენილი.