პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველა იმ ადამიანით, ვისაც პარაფსიქოლოგიური თვისებები ჰქონდა, კე-გე-ბე ინტერესდებოდა, მათ შორის იყო ჯუნა დავითაშვილიც - ტელეპათია: მისტიფიკაცია თუ სპეცსამსახურების საიდუმლო იარაღი?
ყველა იმ ადამიანით, ვისაც პარაფსიქოლოგიური თვისებები ჰქონდა, კე-გე-ბე ინტერესდებოდა, მათ შორის იყო ჯუნა დავითაშვილიც - ტელეპათია: მისტიფიკაცია თუ სპეცსამსახურების საიდუმლო იარაღი?
  • ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

ტე­ლე­პა­თია - (ბერ­ძნუ­ლად ტელე-შორს, მან­ძილს ხოლო პა­ტჰოს-გრძნო­ბას ნიშ­ნავს). ესაა მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ერთი პი­რის ნერ­ვულ-ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მე­ო­რე პი­რის­თვის შორ მან­ძილ­ზე გა­და­ცე­მა­ში ან საგ­ნე­ბის დის­ტან­ცი­ურ ხედ­ვა­ში.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 1920-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მრა­ვა­ლი ლე­გენ­და არ­სე­ბობს ჩე-კა - ენ-კა-ვე-დე - კა-გე-ბეს მიერ ტე­ლე­პა­თი­ი­სა და პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი­ის სფე­რო­ში ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სა და "კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბის" მიღ­წე­ვის შე­სა­ხებ (თუნ­დაც გურ­ჯი­ე­ვი­სა და მე­სინ­გის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ლე­გენ­დე­ბი გა­ვიხ­სე­ნოთ), თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის (მით უმე­ტეს - მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის) შე­სა­ხებ საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­მა დღის სი­ნათ­ლე 100 წლის(!) შემ­დე­გაც ვერ იხი­ლეს.უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მო­იქ­ცა აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მა­სა­ლე­ბი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და. დღეს ტე­ლე­პა­თი­ი­სა და პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი­ის კონ­კრე­ტუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო მიზ­ნე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ამე­რი­კის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე მო­გი­თხრობთ.

1972 წლის და­სა­წყის­ში კვან­ტუ­რი ბი­ო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი, სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ჰა­როლდ პუ­ტჰო­ფი მცე­ნა­რე­ებ­სა და მარ­ტივ ორ­გა­ნიზ­მებ­ში სა­სი­ცო­ცხლო პრო­ცე­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებ­და. ამის ამ­სახ­ვე­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი შემ­თხვე­ვით წა­ი­კი­თხა ნიუ-იორ­კელ­მა მხატ­ვარ­მა ინგო სუ­ან­მა და პუ­ტჰოფს სა­კუ­თა­რი ტე­ლე­პა­თი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა, თან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თობ­ლი­ვი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა. მეც­ნი­ერ­მა სტენ­ფორდში მი­იწ­ვია მხატ­ვა­რი და ლა­ბო­რა­ტო­რი­ის სარ­დაფ­ში წი­ნას­წარ და­მა­ლუ­ლი სხვა­დას­ხვა ხელ­სა­წყოს მო­ძებ­ნა სთხო­ვა. უნდა გე­ნა­ხათ მეც­ნი­ერ­თა გა­ო­ცე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი, როცა სუ­ან­მა ჯერ და­ხა­ტა ეს ხელ­სა­წყო­ე­ბი, ხოლო შემ­დეგ იო­ლად მი­აგ­ნო კი­დეც.

ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლე­პა­თი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცდე­ბის შე­სა­ხებ პუ­ტჰოფ­მა სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო კრე­ბულ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სამი კვი­რის შემ­დეგ კი მას აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს (ცსს) ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი ეწ­ვია. ამ პე­რი­ო­დის­თვის ამე­რი­კის დაზ­ვერ­ვას გა­აჩ­ნდა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აგენ­ტუ­რუ­ლი ცნო­ბე­ბი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი­ის სფე­რო­ში სწრა­ფი ტემ­პე­ბით მიმ­დი­ნა­რე სა­ი­დუმ­ლო კვლე­ვე­ბის შე­სა­ხებ. პუ­ტჰოფს წი­ნა­და­დე­ბა მის­ცეს, ცსს-ს და­ფი­ნან­სე­ბით გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა კვლე­ვე­ბი. მას მხო­ლოდ ორი პი­რო­ბა უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა: პირ­ველ რიგ­ში, ცდე­ბი ცსს-ს ექ­სპერ­ტე­ბის თან­დას­წრე­ბით უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა (მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მოხ­დე­ბო­და და­ფი­ნან­სე­ბა) და მე­ო­რეც - კვლე­ვე­ბი სრუ­ლი­ად სა­ი­დუმ­ლო უნდა ყო­ფი­ლი­ყო. რამ­დე­ნი­მე სა­კონ­ტრო­ლო ექ­სპე­რი­მენ­ტის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ ცსს-მ პუ­ტჰოფს რვათ­ვი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­უ­ფორ­მა და იმ დრო­ი­სათ­ვის საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა – 50 ათა­სი დო­ლა­რი ჩა­უ­რი­ცხა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dima
0

ვახ,ეს რა აღმოგიჩენიათ?!))) ჯუნა არც მალავდა, რომ კგბ-სთან თანამშრომლობდა,გენერალ-პოლკოვნიკი იყო და ფორმიდაც დაიარებოდა!

საბა
10

რეებს მეზღაპრეობთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ყველა იმ ადამიანით, ვისაც პარაფსიქოლოგიური თვისებები ჰქონდა, კე-გე-ბე ინტერესდებოდა, მათ შორის იყო ჯუნა დავითაშვილიც - ტელეპათია: მისტიფიკაცია თუ სპეცსამსახურების საიდუმლო იარაღი?

ყველა იმ ადამიანით, ვისაც პარაფსიქოლოგიური თვისებები ჰქონდა, კე-გე-ბე ინტერესდებოდა, მათ შორის იყო ჯუნა დავითაშვილიც - ტელეპათია: მისტიფიკაცია თუ სპეცსამსახურების საიდუმლო იარაღი?
  • ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

ტელეპათია - (ბერძნულად ტელე-შორს, მანძილს ხოლო პატჰოს-გრძნობას ნიშნავს). ესაა მოვლენა, რომელიც გამოიხატება ერთი პირის ნერვულ-ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მეორე პირისთვის შორ მანძილზე გადაცემაში ან საგნების დისტანციურ ხედვაში.მიუხედავად იმისა, რომ 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, მრავალი ლეგენდა არსებობს ჩე-კა - ენ-კა-ვე-დე - კა-გე-ბეს მიერ ტელეპათიისა და პარაფსიქოლოგიის სფეროში ექსპერიმენტების ჩატარებისა და "კონკრეტული შედეგების" მიღწევის შესახებ (თუნდაც გურჯიევისა და მესინგის შესახებ გავრცელებული ლეგენდები გავიხსენოთ), თუმცა ამ მიმართულებით ჩატარებული ექსპერიმენტების (მით უმეტეს - მიღწეული შედეგების) შესახებ საბჭოთა სპეცსამსახურების საარქივო მასალებმა დღის სინათლე 100 წლის(!) შემდეგაც ვერ იხილეს.უფრო დემოკრატიულად მოიქცა აშშ-ის ხელისუფლება, რომელმაც აღნიშნულ სფეროში მიმდინარე ექსპერიმენტების მასალები ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადა. დღეს ტელეპათიისა და პარაფსიქოლოგიის კონკრეტული სადაზვერვო მიზნებით გამოყენების შესახებ ამერიკის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული სამეცნიერო კვლევების თაობაზე მოგითხრობთ.

1972 წლის დასაწყისში კვანტური ბიოლოგიის სპეციალისტი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაროლდ პუტჰოფი მცენარეებსა და მარტივ ორგანიზმებში სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობის შესახებ სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებდა. ამის ამსახველი პუბლიკაციები შემთხვევით წაიკითხა ნიუ-იორკელმა მხატვარმა ინგო სუანმა და პუტჰოფს საკუთარი ტელეპათიური შესაძლებლობების შესახებ აცნობა, თან ამ მიმართულებით ერთობლივი გამოკვლევების ჩატარება შესთავაზა. მეცნიერმა სტენფორდში მიიწვია მხატვარი და ლაბორატორიის სარდაფში წინასწარ დამალული სხვადასხვა ხელსაწყოს მოძებნა სთხოვა. უნდა გენახათ მეცნიერთა გაოცებული სახეები, როცა სუანმა ჯერ დახატა ეს ხელსაწყოები, ხოლო შემდეგ იოლად მიაგნო კიდეც.

ინფორმაცია ტელეპათიის წარმატებული ცდების შესახებ პუტჰოფმა სტენფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო კრებულში გამოაქვეყნა. სამი კვირის შემდეგ კი მას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) ორი თანამშრომელი ეწვია. ამ პერიოდისთვის ამერიკის დაზვერვას გააჩნდა დადასტურებული აგენტურული ცნობები საბჭოთა კავშირში პარაფსიქოლოგიის სფეროში სწრაფი ტემპებით მიმდინარე საიდუმლო კვლევების შესახებ. პუტჰოფს წინადადება მისცეს, ცსს-ს დაფინანსებით გაეგრძელებინა კვლევები. მას მხოლოდ ორი პირობა უნდა შეესრულებინა: პირველ რიგში, ცდები ცსს-ს ექსპერტების თანდასწრებით უნდა ჩაეტარებინა (მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა დაფინანსება) და მეორეც - კვლევები სრულიად საიდუმლო უნდა ყოფილიყო. რამდენიმე საკონტროლო ექსპერიმენტის წარმატებით ჩატარების შემდეგ ცსს-მ პუტჰოფს რვათვიანი კონტრაქტი გაუფორმა და იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა – 50 ათასი დოლარი ჩაურიცხა. გააგრძელეთ კითხვა

როგორ აქციეს უწყინარი საჰაერო ბუშტები "ცეცხლოვან იარაღად" და რას უპირისპირებს მას ისრაელი?

რუსული თანამგზავრი, რომლითაც ირანი შეძლებს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში - რას გეგმავს რუსეთი?

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს