საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, ამ მათემატიკაში შესვლას მათ არ ვურჩევდი" - რას პასუხობს "ოცნებიდან" წასული დეპუტატი მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს
"ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, ამ მათემატიკაში შესვლას მათ არ ვურჩევდი" - რას პასუხობს "ოცნებიდან" წასული დეპუტატი მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს

ყვე­ლა კვლე­ვით დას­ტურ­დე­ბა გა­ხა­რი­ას რე­ი­ტინ­გი, ამ მა­თე­მა­ტი­კა­ში შეს­ვლას მათ არ ვურ­ჩევ­დი - მან­და­ტე­ბის დათ­მო­ბას არ ვა­პი­რებთ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" წა­სულ­მა დე­პუ­ტატ­მა ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მმარ­თველ გუნდში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს უპა­სუ­ხა.

მი­სი­ვე თქმით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ სა­მი­ვე მა­ჟო­რი­ტარს, რო­მელ­მაც გუნ­დი და­ტო­ვა, არ­ჩევ­ნებ­ში პარ­ტი­ა­ზე მა­ღა­ლი შე­დე­გი ჰქონ­და.

"პირ­ველ რიგ­ში, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს გა­დავ­ხე­დოთ. სა­მი­ვე მა­ჟო­რი­ტარს, ჩემი ჩათ­ვლით, პარ­ტი­ას­თან შე­და­რე­ბით, 5-6 პრო­ცენ­ტით მეტი ხმა აქვს აღე­ბუ­ლი. ასე­ვე, არა­ვინ უარ­ყოფს იმას, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ხმა მის­ცა და ეს ყვე­ლა კვლე­ვით, მათ შო­რის IRI- ის კვლე­ვით დას­ტურ­დე­ბა გა­ხა­რი­ას რე­ი­ტინ­გი, სა­დაც წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი უჭი­რავს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, კახა კა­ლა­ძეს. არა­ვინ უარ­ყოფს ამ რე­ი­ტინ­გებს. ამ­დე­ნად, ნამ­დვი­ლად არ ვურ­ჩევ­დი ამ მა­თე­მა­ტი­კა­ში შეს­ვლას, რად­გან ეს ალ­ბათ, მომ­გე­ბი­ა­ნი ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა მათ­თვის. მან­და­ტე­ბის დათ­მო­ბას არ ვა­პი­რებთ," - გა­ნა­ცხა­და მო­წე­რე­ლი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხებს, მო­წე­რი­ლია აღ­ნიშ­ნავს, რომ მე­ლია და რუ­რუა არ არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი, ხოლო ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხი ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია. მო­წე­რე­ლია ამ­ბობს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი არ გა­ყალ­ბე­ბუ­ლა, თუმ­ცა, სა­ხე­ზე გვაქვს რა­დი­კა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­რე­მო.

„პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­ში არ ვიცი, რას და ვის გუ­ლის­ხმობთ, არც ნიკა მე­ლია და არც რუ­რუა არ არი­ან პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი და ამა­ზე უნდა შევ­თან­ხმდეთ. რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს რაც შე­ე­ხე­ბა, ყვე­ლა ვხე­დავთ, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს მოვ­ლე­ნე­ბი. რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხი, პირ­ვე­ლი რიგ­ში, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია. აქვე და­ვა­ზუს­ტებ იმას, რომ არ­ჩევ­ნე­ბი არ გა­ყალ­ბე­ბუ­ლა, თუმ­ცა, ჩვენ მი­ვი­ღეთ საკ­მა­ოდ რა­დი­კა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­რე­მო და და­პი­რის­პი­რე­ბა. დღეს ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­პი­რის­პი­რე­ბა მო­ბეზ­რდა, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ახა­ლი დღის წეს­რი­გი. ეს არის ბევ­რი ფაქ­ტო­რე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ჩვენ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან, გარ­და რა­დი­კა­ლიზ­მით გან­მსჭვა­ლუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი­სა. რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბილ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან ჩვენ არ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ, მათ შო­რის, არის „ნა­ცი­ონ­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და სხვაც“, - გა­ნა­ცხა­და მო­წე­რე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი - გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლია, ბექა ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, შალ­ვა კე­რე­სე­ლი­ძე, მი­ხე­ილ და­უშ­ვი­ლი და ანა ბუ­ჩუ­კუ­რი მმარ­თველ პარ­ტი­ას ტო­ვე­ბენ. ამის შე­სა­ხებ დე­პუ­ტა­ტებ­მა გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტში გა­ა­კე­თეს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
6

ვინმეს პროექტია თუ დამოუკიდებელი თამაშია,გახარიას ახალი პარტია არის სრული სიბრიყვე.მას მხარს დაუჭერენ მხოლოდ ახლობლები და ახლობლების ახლობლები, ვინც რაიმე სავარაუდო გამორჩენას დაელოდება მისგან..სხვამ მხარი დაუჭიროს მაგის მიზეზი და შანსი არ არ არსებობს.

???
1

ამ ზმუილა პარლამენტარებით აპირებს ქვეყნის აშენებას???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, ამ მათემატიკაში შესვლას მათ არ ვურჩევდი" - რას პასუხობს "ოცნებიდან" წასული დეპუტატი მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს

"ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, ამ მათემატიკაში შესვლას მათ არ ვურჩევდი" - რას პასუხობს "ოცნებიდან" წასული დეპუტატი მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს

ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, ამ მათემატიკაში შესვლას მათ არ ვურჩევდი - მანდატების დათმობას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რითაც მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამივე მაჟორიტარს, რომელმაც გუნდი დატოვა, არჩევნებში პარტიაზე მაღალი შედეგი ჰქონდა.

"პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგებს გადავხედოთ. სამივე მაჟორიტარს, ჩემი ჩათვლით, პარტიასთან შედარებით, 5-6 პროცენტით მეტი ხმა აქვს აღებული. ასევე, არავინ უარყოფს იმას, რომ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა და ეს ყველა კვლევით, მათ შორის IRI- ის კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, სადაც წამყვანი პოზიციები უჭირავს გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს. არავინ უარყოფს ამ რეიტინგებს. ამდენად, ნამდვილად არ ვურჩევდი ამ მათემატიკაში შესვლას, რადგან ეს ალბათ, მომგებიანი ნამდვილად არ იქნება მათთვის. მანდატების დათმობას არ ვაპირებთ," - განაცხადა მოწერელიამ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხებს, მოწერილია აღნიშნავს, რომ მელია და რურუა არ არიან პოლიტიკური პატიმრები, ხოლო ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი ხალხის გადასაწყვეტია. მოწერელია ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა, სახეზე გვაქვს რადიკალიზებული გარემო.

„პოლიტპატიმრებში არ ვიცი, რას და ვის გულისხმობთ, არც ნიკა მელია და არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. რიგგარეშე არჩევნებს რაც შეეხება, ყველა ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს მოვლენები. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი, პირველი რიგში, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. აქვე დავაზუსტებ იმას, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა, ჩვენ მივიღეთ საკმაოდ რადიკალიზებული გარემო და დაპირისპირება. დღეს ჩვენ საზოგადოებას დაპირისპირება მობეზრდა, ჩვენ გვჭირდება ახალი დღის წესრიგი. ეს არის ბევრი ფაქტორებით განპირობებული. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, გარდა რადიკალიზმით განმსჭვალული პოლიტიკური ძალებისა. რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალასთან ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, მათ შორის, არის „ნაციონლური მოძრაობა“ და სხვაც“, - განაცხადა მოწერელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ. ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება გუშინ პარლამენტში გააკეთეს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ვფიქრობ, ბანკები პოლიციამ ან დაცვის სამსახურების სავალდებულო სწავლებაგავლილმა თანამშრომლებმა უნდა დაიცვან" - რას წერს კახიშვილი?

"ეს ხელმოწერა შეიძლება დროებით აღმოჩნდეს პოზიტიური სიგნალი" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში "ოცნების" გადაწყვეტილებას?