ავტორი:

"ჩიხი კრიზისში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ნიკა მელია დააპატიმრა, თუ მას არ გაათავისუფლებენ, ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს" - დევიდ კრამერი

"ჩიხი კრიზისში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ნიკა მელია დააპატიმრა, თუ მას არ გაათავისუფლებენ, ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს" - დევიდ კრამერი

შემოდგომაზე ჩატარებული საკამათო არჩევნების შემდეგ საქართველო ჩიხში აღმოჩნდა. ეს ჩიხი კრიზისში გადაიზარდა მას შემდეგ რაც ივანიშვილმა ნიკა მელია დააპატიმრა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში დევიდ კრამერმა "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა.

„ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა და გადადგა. მე გახარიას ამ პრინციპულ პოზიციას მივესალმე. მაგრამ ბატონ ივანიშვილმა გამოსავალი ნახა, გახარია გადადგა და მისი ადგილი ღარიბაშვილმა დაიკავა, რომელმაც მეტი ენთუზიაზმი გამოიჩინა შეესრულებინა ივანიშვილის ბრძანება მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. მე არ წარმოვადგენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", არ წარმოვადგენ არცერთ პარტიას საქართველოში. არასდროს მიცდია ნიკა მელიასთან შეხვედრა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისმა დაპატიმრებამ ჩიხი გადააქცია კრიზისად. არ მესმის, როგორ შეიძლება გადაჭრა კრიზისი ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის, როცა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის. მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და ეს არის მელიას გათავისუფლება. გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლდეს, რადგან ეს უნდა გაკეთებულიყო იმ შეთანხმების თანახმად, რომელიც მიღწეული იყო წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ. ნიკა მელია მთავარ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს. ის უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ვფიქრობ, თუკი ბატონ მელიას არ გაათავისუფლებენ, დასავლეთიდან ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და უნდა გაძლიერდეს ზეწოლა ხელისუფლებაზე,"- აღნიშნა კრამერმა.

"ახლა ნიკა მელია, ფაქტობრივად, ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს" - ვახო მეგრელიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ისეთი რეფორმა იქნება, რომ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო ცესკოს-ს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს" - ელისაშვილი