მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის სკანდალურ ისტორიას ეხმაურება. კომენტარი მან "ტვ პირველთან" გააკეთა.
"თქვა, რომ გამლახაო?! ეს ბესოს ბრალიც არის და იმის, ვინც თქვა, რომ გამლახაო. ცნობილია, რომ კაცის ავკარგიანობა და მითუმეტეს, თუ ქმარია, დამოკიდებულია ქალზე, მეუღლეზე. თუ რამე ავს გააკეთებს კაცი, ცხადია, რომ ქალის დიდი ბრალეულობაა მასში. თუ დიდია მამაკაცი, ეს არის ქალის დამსახურება. ქალი საქართველოში ძალიან დასაფასებელია, რა უნდა დააშავოს ქალმა ისეთი, რომ მასზე ხელი აღმართო?!", - აცხადებს მსახიობი.
ცნობისთვის, გადაცემა "ფარულ კონვერტში" ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიზეზი ძალადობა იყო. როგორც მან აღნიშნა, ბესო ზანგური მას ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ამ ყველაფერს თავი გაქცევით დააღწია. ბესო ზანგურმა ყოფილი მეუღლის ბრალდებები უარყო და მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.