ავტორი:

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ახალაშენებული ან მშენებარე ბინის შეძენას გეგმავთ

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ახალაშენებული ან მშენებარე ბინის შეძენას გეგმავთ

Colliers International Georgia-ს პლატფორმა Recov.ge-ის მონაცემებით,

საქართველოში 2020 წელს ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულებამ 849

მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს ბინების მედიუმ და პრემიუმ სეგმენტები წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა, ეკონომ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა კი მხოლოდ 4%-ით შემცირდა. 2020 წელს ახალაშენებულ ბინებზე ტრანზაქციების რაოდენობა ერთადერთ უბანში, გლდანში გაიზარდა. ზრდამ 38% შეადგინა. სხვა უბნებისგან განსხვავებით მცირედი კლება იყო სამგორში, ნაძალადევსა და დიდუბეში.

ასევე შემცირდა 2020 წელს ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი. წინა წელთან შედარებით კლება 5% დაფიქსირდა და ფასმა კვ.მ-ზე 672 აშშ დოლარი შეადგინა.

ახალაშენებული ბინების ბაზრისთვის გასული წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ შეიქმნა ახალი და მშენებარე ბინების ყიდვა-გაყიდვის ონლაინ პლატფორმა house.ge, სადაც მხოლოდ ახალაშენებული და მშენებარე ბინების შეთავაზებებია განთავსებული. საიტი მომხმარებელს ახალი ბინის არჩევას განსაკუთრებულად უმარტივებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალაშენებული ბინის შეძენა თითქოს უფრო მარტივი უნდა იყოს, ვიდრე მეორეულის, ამ დროს ბინის მყიდველს არაერთი მნიშვნელოვანი თუ „უმნიშვნელო“ დეტალის გარკვევა უწევს. house.ge-ის წარმომადგენელი გთავაზობთ რჩევებს, რომლიც ახალაშენებული ბინის არჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ, რომ ამ ბინაში გატარებული წლები სასიამოვნო და ჰარმონიული იყოს.

სამშენებლო კომპანია

პირველი, რაც ბინის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, არის სამშენებლო კომპანია. შეიძლება კომპანია ახალი იყოს და მის პირველ პროექტში ყიდულობდეთ ბინას, მაგრამ ეს პრობლემა არაა. მთავარია, იყოს კეთილსინდისიერი დეველოპერი, ფინანსურად და იურიდიულად გამართული კომპანია, რომელსაც წესრიგში ექნება დოკუმენტაცია და დეტალურად გაგაცნობთ მშენებლობის შესახებ ყველა დეტალს.

საცხოვრებელი ფართი

დიდი ბინა კარგია, მაგრამ საჭიროც უნდა იყოს. ზოგადად, ოპტიმალურია იყიდოთ იმ ფართის ბინა, რაც რეალურად გჭირდებათ. ზედმეტი და არასაჭირო ფართი ზედმეტ ხარჯთან არის დაკავშირებული, მისი მოწყობა და შემდეგ მოვლა კი დამატებით დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ამიტომ შეარჩიეთ ფართი, რომელიც გჭირდებათ და არ იმოქმედოთ პრინციპით, რომ რაც უფრო დიდია, მით უკეთესია.

საცხოვრებელი გარემო

ახალაშენებული კორპუსების ნაწილს არ აქვს შესაბამისი ფართის ეზო, პარკინგის ადგილი, ცუდი მისადგომია და ან ძალიან ხმაურიან გარემოში მდებარეობს. ცალკეული კორპუსებისგან განსხვავებით, ამ მიმართულებით შედარებით მოწესრიგებულია საცხოვრებელი კომპლექსები. ამიტომ თუ ჯერ არ აშენებულ კორპუსში ყიდულობთ ბინას და არ იცით, როგორ მოეწყობა ეზო და პარკინგის სივრცე, წინასწარ დეტალურად გაარკვიეთ ეს ყველაფერი.

მშენებლობის ხარისხი

გაარკვიეთ, როგორი მასალებით შენდება თქვენი კორპუსი. სასურველია, რომ სამშენებლო მასალები იყოს ენერგოეფექტური, რაც კომუნალურ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ. ასევე, მასალები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეგექმნათ. დეტალურად მოითხოვეთ ინფორმაცია სეისმომდგრადობაზე, გაზმომარაგების სისტემის უსაფრთხოებაზე.

ოთახების გატიხვრა

ზოგი სამშენებლო კომპანია ბინებს სტანდარტულად ტიხრავს, ზოგი კი მომხმარებელს აძლევს ტიხრების ადგილის არჩევის საშუალებას. თუ სტანდარტული ბინა გინდათ, არც ერთი შემთხვევა არაა პრობლემა, მაგრამ შეიძლება განსაკუთრებით დიდი საძინებელი ან სააბაზანო გინდოდეთ. ამ შემთხვევაში თქვენთვის სასურველი ტიხრების ადგილი უნდა შეათანხმოთ. ამიტომ აუცილებლად წინასწარ გაარკვიეთ, რას გთავაზობთ სამშენებლო კომპანია ტიხრების კუთხით.

ტერასა

შეიძლება საწყის ეტაპზე ჩათვალოთ, რომ ტერასა საჭირო არაა. მაგრამ რეალურად მას საკმაოდ დიდი დატივრთვა აქვს. ამიტომ ეცადეთ თქვენს ბინას იმ ზომის ტერასა მაინც ჰქონდეს, რომ პატარა მაგიდისა და რამდენიმე სკამის დადება შეძლოთ. აუცილებლად გაამწვანეთ მცენარეებით თქვენი ტერასა.

რემონტი

სამშენებლო კომპანიების ნაწილი მობინადრეებს სამზარეულოსა და აბაზანას რემონტითა და ავეჯით აბარებს. თუ მეტნაკლებად სტანდარტული სტილისა და ფერების რემონტი და ავეჯი გიყვართ, მაშინ ეს კარგი შეთავაზებაა. რადგან ბევრი საკითხის მოგვარებას აუვლით გვერდს. მაგრამ თუ არასტანდარტულ რემონტს გეგმავთ, მაშინ უმჯობესია აბაზანისა და სამზარეულოს ავეჯიც თავადვე დაგეგმოთ და საერთო სტილს შეუხამოთ.

ინტერიერის მოწყობა

ნუ შეუკვეთავთ ავეჯს, ვიდრე დასრულებულ ბინას არ ნახავთ. საბოლოო დათვალიერების შემდეგ უკეთესად მიხვდებით, სად რისი განთავსება გინდათ და რა ზომის ავეჯი იქნება თქვენთვის ოპტიმალური.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და მშვიდად შეარჩიეთ ბინა, თქვენ ზედმეტი პრობლემებისგან დაცული იქნებით. ახალაშენებული და მშენებარე ბინების ყველაზე დიდ კატალოგს კი house.ge-ზე ნახავთ.

R

კახეთში მოსახლეობის დასახლების და დასაქმების ახალი ინიციატივა KTW ჯგუფისგან

17 აპრილიდან „ფორმულაზე“ კულინარიული პროექტი „სამზარეულოს ომები“ იწყება!

მზა ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება – რომელია ყველაზე გაყიდვადი სახეობები გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთსა და საქართველოში