მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი "ხატა" მდინარის ნაპირზე: მიხეილ სააკაშვილმა მირგოროდთან ახლოს მამული იყიდა" - რას წერს ექსპრეზიდენტის უკრაინულ ქონებაზე ადგილობრივი გამოცემა?
"ორი "ხატა" მდინარის ნაპირზე: მიხეილ სააკაშვილმა მირგოროდთან ახლოს მამული იყიდა" - რას წერს ექსპრეზიდენტის უკრაინულ ქონებაზე ადგილობრივი გამოცემა?

უკ­რა­ი­ნის პო­პუ­ლა­რულ­მა გა­მო­ცე­მამ "სტრა­ნა“ («Страна») გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია სა­თა­უ­რით: "ორი ხატა მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მირ­გო­როდ­თან ახ­ლოს მა­მუ­ლი იყი­და", რო­მელ­შიც უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაა გად­მო­ცე­მუ­ლი, კერ­ძოდ, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და მი­წე­ბის ფლო­ბის ამ­ბა­ვი (ავ­ტო­რი - ვარ­ვა­რა კვიტ­კა).

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას:

"სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა, ამ­ჟა­მად კი უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­კო­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­გორც ჩანს, სე­რი­ო­ზუ­ლად და დიდი ხნით გა­და­წყვი­ტა უკ­რა­ი­ნა­ში და­ფუძ­ნე­ბა. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში მსოფ­ლიო სა­ხე­ლის მქო­ნე ქარ­თველ/უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ტი­კოსს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთ ულა­მა­ზეს კუ­თხე­ში მა­მუ­ლი შე­უ­ძე­ნია.

და კონ­კრე­ტუ­ლად სად, არ იკი­თხავთ? სად და მდი­ნა­რე ხო­რო­ლის ნა­პირ­ზე, სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ მირ­გო­როდ­თან ახ­ლოს.

ჩვენ­მა კო­რეს­პონ­დენ­ტებ­მა მო­ი­პო­ვეს ამო­ნა­წე­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რე­ესტრი­დან, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მი­შას იან­ვარ­ში, მირ­გო­რო­დი­დან 7 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, რი­ბალ­სკო­ეს და­სახ­ლე­ბა­ში 36,5 მე­ა­სე­დი მი­წის ნაკ­ვე­თი უყი­დია. კი­დევ ერთი ამ­დე­ნი­ვე ფარ­თო­ბის მქო­ნე ნაკ­ვე­თი მას იქვე უფრო ადრე შე­უ­ძე­ნია. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნაკ­ვეთ­ზე ამ­ჟა­მად ორი სახ­ლი დგას, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

თუ თა­ნამ­გზავ­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის მი­ხედ­ვით ვიმ­სჯე­ლებთ, სახ­ლე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ვი­ლებს კი არ წარ­მო­ად­გე­ნენ, არა­მედ პოლ­ტა­ვის მხა­რი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ტრა­დი­ცი­ულ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს ("ხატა“ - უკ­რა­ი­ნუ­ლად).

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ხა­ტა­დან" პირ­და­პირ შე­იძ­ლე­ბა მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე გას­ვლა. ხო­რო­ლი ამ ად­გილ­ზე ძა­ლი­ან გა­ნი­ე­რი არ არის, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, ნა­პი­რე­ბი ზო­გან ის­ლი­თა და ლე­ლით არის და­ფა­რუ­ლი.

რო­გორც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვის გან­ცხა­დე­ბებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი, მსგავ­სი სახ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თველ პო­ლი­ტი­კოსს აქვს ნა­ყი­დი, მა­ინ­ცდა­მა­ინც ძვი­რი არ ღირს, სა­დღაც ერთი საკ­მა­ოდ კარ­გად ნახ­მა­რი უცხო­უ­რი ავ­ტო­მან­ქა­ნის ფასი - 10-დან 15 ათას დო­ლა­რამ­დე, მაგ­რამ ამ ნაკ­ვე­თებ­ზე შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბაც, რაც, ალ­ბათ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აქვს გან­ზრა­ხუ­ლი.

რამ გა­ნა­პი­რო­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის არ­ჩე­ვა­ნი, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია.

და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის საფ­ლა­ვი მირ­გო­როდ­ში

თუმ­ცა, თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, იგი მირ­გო­როდ­ში ად­რეც იყო ჩა­სუ­ლი და "ფე­ის­ბუ­ქის" მე­გობ­რებს ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რულ-მე­მო­რი­ა­ლუ­რი მუ­ზე­უ­მის სუ­რა­თებს აჩ­ვე­ნებ­და. და­ვით გუ­რა­მიშ­ვილს აქ მე-18 სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მა­მუ­ლი ჰქონ­და და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რივ ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტაძ­რის ეზო­ში დაკ­რძა­ლეს.

სხვა­თა შო­რის, უძ­რა­ვის ქო­ნე­ბის რე­ესტრში გაჩ­ნდა იმის მო­ნა­ცე­მე­ბიც, რომ თა­ვის ოდე­სურ პენ­ტჰა­უს­ში, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე ერთ-ერთი მაღ­ლი­ვი შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე (სხვენ­ში) მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს დედა გი­უ­ლი ალა­სა­ნია ჩა­უ­წე­რია. მხედ­ვე­ლო­ბა­შია სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს "ჟემ­ჩუ­ჟი­ნა-25“-ის ბოლო სარ­თულ­ზე არ­სე­ბულ ბინა, რო­მე­ლიც მუს­კო­მე­დი­ის თე­ატრთან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოდე­სუ­რი პენ­ტჰა­უ­სი

ასე­ვე დე­და­მის­ზე და თვი­თონ მი­შა­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი კი­ე­ვის ახ­ლოს სო­ფელ ლეს­ნიკ­ში მდე­ბა­რე სახ­ლი (ვილა). დრო­დად­რო იქ სა­მუ­შა­ო­ე­ბი მი­დის, ტე­რი­ტო­რი­ას აფარ­თო­ე­ბენ და სახ­ლს რე­კონ­სტრუქ­ცი­ას მო­დერ­ნის სტი­ლით უკე­თე­ბენ.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ვილა კი­ევ­თან ახ­ლოს

მკი­თხვე­ლებს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ვი­ლა­ში მისი ახა­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გო­ბა­რი ქალი ცხოვ­რობს.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 91 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
33

გაუჭირდებოდა... 

დ გ
35

როგორი ღატაკი ყოფილა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ორი "ხატა" მდინარის ნაპირზე: მიხეილ სააკაშვილმა მირგოროდთან ახლოს მამული იყიდა" - რას წერს ექსპრეზიდენტის უკრაინულ ქონებაზე ადგილობრივი გამოცემა?

"ორი "ხატა" მდინარის ნაპირზე: მიხეილ სააკაშვილმა მირგოროდთან ახლოს მამული იყიდა" - რას წერს ექსპრეზიდენტის უკრაინულ ქონებაზე ადგილობრივი გამოცემა?

უკრაინის პოპულარულმა გამოცემამ "სტრანა“ («Страна») გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "ორი ხატა მდინარის ნაპირზე: მიხეილ სააკაშვილმა მირგოროდთან ახლოს მამული იყიდა", რომელშიც უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქონებრივი მდგომარეობაა გადმოცემული, კერძოდ, საცხოვრებელი სახლებისა და მიწების ფლობის ამბავი (ავტორი - ვარვარა კვიტკა).

გთავაზობთ სტატიას:

"საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ამჟამად კი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, სერიოზულად და დიდი ხნით გადაწყვიტა უკრაინაში დაფუძნება. როგორც გავარკვიეთ, მიმდინარე წლის დასაწყისში მსოფლიო სახელის მქონე ქართველ/უკრაინელ პოლიტიკოსს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში მამული შეუძენია.

და კონკრეტულად სად, არ იკითხავთ? სად და მდინარე ხოროლის ნაპირზე, საკურორტო ქალაქ მირგოროდთან ახლოს.

ჩვენმა კორესპონდენტებმა მოიპოვეს ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიშას იანვარში, მირგოროდიდან 7 კილომეტრის მოშორებით, რიბალსკოეს დასახლებაში 36,5 მეასედი მიწის ნაკვეთი უყიდია. კიდევ ერთი ამდენივე ფართობის მქონე ნაკვეთი მას იქვე უფრო ადრე შეუძენია. მიხეილ სააკაშვილის ნაკვეთზე ამჟამად ორი სახლი დგას, რომლებიც ასევე მის სახელზეა გაფორმებული.

თუ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოსურათების მიხედვით ვიმსჯელებთ, სახლები თანამედროვე ვილებს კი არ წარმოადგენენ, არამედ პოლტავის მხარისათვის დამახასიათებელ ტრადიციულ საცხოვრებელ სახლებს ("ხატა“ - უკრაინულად).

მიხეილ სააკაშვილის "ხატადან" პირდაპირ შეიძლება მდინარის ნაპირზე გასვლა. ხოროლი ამ ადგილზე ძალიან განიერი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან ლამაზია, ნაპირები ზოგან ისლითა და ლელით არის დაფარული.

როგორც უძრავი ქონების გაყიდვის განცხადებებში აღნიშნული, მსგავსი სახლები, რომელიც ქართველ პოლიტიკოსს აქვს ნაყიდი, მაინცდამაინც ძვირი არ ღირს, სადღაც ერთი საკმაოდ კარგად ნახმარი უცხოური ავტომანქანის ფასი - 10-დან 15 ათას დოლარამდე, მაგრამ ამ ნაკვეთებზე შეიძლება ახალი სახლების აშენებაც, რაც, ალბათ, მიხეილ სააკაშვილს აქვს განზრახული.

რამ განაპირობა სააკაშვილის არჩევანი, ჯერჯერობით გაურკვეველია.

დავით გურამიშვილის საფლავი მირგოროდში

თუმცა, თუ გავიხსენებთ, იგი მირგოროდში ადრეც იყო ჩასული და "ფეისბუქის" მეგობრებს ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის სურათებს აჩვენებდა. დავით გურამიშვილს აქ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მამული ჰქონდა და გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

სხვათა შორის, უძრავის ქონების რეესტრში გაჩნდა იმის მონაცემებიც, რომ თავის ოდესურ პენტჰაუსში, ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მაღლივი შენობის სახურავზე (სხვენში) მიხეილ სააკაშვილს დედა გიული ალასანია ჩაუწერია. მხედველობაშია საცხოვრებელ კორპუს "ჟემჩუჟინა-25“-ის ბოლო სართულზე არსებულ ბინა, რომელიც მუსკომედიის თეატრთან ახლოს მდებარეობს.

მიხეილ სააკაშვილის ოდესური პენტჰაუსი

ასევე დედამისზე და თვითონ მიშაზეა გაფორმებული კიევის ახლოს სოფელ ლესნიკში მდებარე სახლი (ვილა). დროდადრო იქ სამუშაოები მიდის, ტერიტორიას აფართოებენ და სახლს რეკონსტრუქციას მოდერნის სტილით უკეთებენ.

სააკაშვილის ვილა კიევთან ახლოს

მკითხველებს შევახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ვილაში მისი ახალი უკრაინელი მეგობარი ქალი ცხოვრობს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"ნიკა მელია თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს - "ნაცმოძრაობა" პარლამენტში შემოვა, ჭრიალ - ჭრიალით მოდიან" - ელისაშვილი

"მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა" - რაზე საყვედურობს აშშ-ის საელჩო "ქართულ ოცნებას"?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"