პარტია "ევროპული საქართველო“ ირაკლი კიკნაველიძემ დატოვა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
როგორც ის აღნიშნავს, „ევროპული საქართველო“ თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ლიბერალური დემოკრატიის დაცვის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული ხმა იყო და სჯერა, რომ ასეთად დარჩება.
როგორც კიკნაველიძე წერს, დრო მოვიდა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდეს.
"დიდი ხანია, ამ სიახლეზე, ჩემს ცხოვრებაში მის საჭიროებაზე ვფიქრობ. ვხედავ და მჯერა, რომ პოლიტიკური პარტიის წევრობა, შედარებით ტრადიციულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, სულაც არაა ამ ქვეყანაში იმგვარი ცვლილებებისა და სიახლის მოტანის ერთადერთი და ყველაზე ეფექტიანი შესაძლებლობა, რომელსაც მინდა, რომ მივაღწიო.
დღეს ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს ვებრძვით. რეჟიმს, რომელსაც საღი აზრი რახანია დაკარგული აქვს და მზადაა, საშიში პროვოკაციების გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ ბრძოლაში ასიათასობით ადამიანია ჩართული, წინა ხაზზე კი პოლიტიკოსებთან ერთად ბევრი სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მოტივირებული ადამიანი დგას. სწორედ ამ ბრძოლაში ვაპირებ ბოლომდე მონაწილეობას.
მინდა, წარმატება ვუსურვო ევროპულ საქართველოს, ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას ამ პარტიის ქოლგის ქვეშ. ეს პარტია საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ლიბერალური დემოკრატიის დაცვის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული ხმა იყო და მჯერა, რომ ასეთად დარჩება. ზუსტად ვიცი, რომ გიგა ბოკერია ბოლომდე იბრძოლებს ამ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის”, - წერს კიკნაველიძე სოციალურ ქსელში.
შე მამაცხონებულო თუ ასე გჯერა "ევროპული საქართველოსი" სადღა გარბიხარ! ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო!!
ფეოლაში გენიალური იდეაა - წააგე, გავარდი, ოლიმპიური სისტემა ! საარჩევნო სისტემაც ეგრე უნდა იყოს , წააგე -გავარდი 8 წლით ! ორზე მეტად სიცოცხლეში და 8 წელზე მეტი ვერავინ ვერსად ვერ უნდა აირჩეს , ვერც დაინიშნოს მაღალ მმართველობაში, ვერც ადგილობრივში ! სახელნაცვალალი , რებრენდირებული, სხვისაგან გამოყოფილი და სხვა პარტიასთან მიერთებული პარტია 8 წელი კენჭს ვერსად ვერ უნდა იყრიდეს, პარტიანაცვალი პირი ამ პარტიიდან 8 წელი კენჭს ვერ უნდა იყრიდეს, დაღვინდეს ჯერ თორემ ეგეთებმა გვადინეს ძმარი ! დააკვირდით 1500 ადამიანი ტრიალებს ეს 30 წელი ზემოთ, ყველა ნაკომკავშირალია, კგბ და მეხუთე კოლონაა იშვიათი გამონაკლისის გარდა , ზოგი რვაჯერაა ანარჩევი, ზოგი ხუთჯერ და ზოგი იქ დაიბადა და იქ დაბერდა , ახლა სად ვეძებოთ და ვარკვიოთ ვინ, რა , როდის, ერთად ორზე მეტად სიცოცხლეში და 8 წელზე მეტი ვერავინ ვერსად ვერ დაჯდება ! ბასტა ?! გზა გაეხსნება ახალ სისხლს , თან არაკომუნისტურ კომკავშირულ მოქკავშირულს , ამათ რომ უჩუხჩუხებთ ძალუმად !