ავტორი:

ინგა გრიგოლიამ აღიარა, რომ ხმა "ლელოს" მისცა - რაზე დანიძლავდნენ მამუკა ხაზარაძე და ინგა გრიგოლია პირდაპირ ეთერში?

ინგა გრიგოლიამ აღიარა, რომ ხმა "ლელოს" მისცა - რაზე დანიძლავდნენ მამუკა ხაზარაძე და ინგა გრიგოლია პირდაპირ ეთერში?

“ამ არჩევნებში მე თქვენ მოგეცით ხმა და როგორც თქვენს ამომრჩეველს, არ მომეწონა, როცა ბოიკოტი გამოაცხადეთ. მე, როგორც თქვენი ამომრჩეველი, გეუბნებით, რომ ვერ ვხედავ ამ კრიზისიდან გამოსვლის გზას. დამანახეთ მაშინ რაში არის ეგ გზა, იმიტომ რომ ოპოზიციას ნელ-ნელა რესურსი ეწურება. ხართ დღეს თქვენ მოგებისუნარიანი ოპოზიცია, რომელიც თუნდაც ნიკა მელიას გამოიყვანს გარეთ? ეგებ სჯობდა პარლამენტში ყოფნა. მინდოდა, რომ ვისაც ხმა მივეცი ის ხალხი პარლამენტში მებრძოლი მენახა, თუ გამარჯვებას ვერ მოიპოვებდნენ. სად გეძებოთ ქუჩა- ქუჩა?”, – ჰკითხა გრიგოლიამ ხაზარაძეს "ტვპირველის" პირდაპირ ერთერში, რომლის პასუხადაც ხაზარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში რეფორმები არ განხორციელდებოდა.

“ჩათვალეთ, რომ ნოემბერია და შევედით პარლამენტში. არ განხორციელდებოდა სასამართლო რეფორმა, რომლის შანსი გვაქვს ახლა, ან განხორციელდებოდა ისე, როგორც ახორციელებდა “ოცნება” მთელი ამ ხნის განმავლობაში, ანუ არაფერი არ მოხდებოდა”, - უპასუხა ხაზარაძემ.

გრიგოლიამ აღნიშნულის პასუხად მიუგო, რომ “არც ახლა არაფერი არ ხდება”, რაზეც ხაზარაძემ განსხვავებული აზრი გამოთქვა.

“როგორ არ ხდება. ჩვენ პარტიას, რომ ხმა მიეცი ეს ხმა მინდა გავამართლო და რომ გავამართლო მინდა, რომ როცა შევალ გარანტირებულად და მოგიტრიალდები პარლამენტიდან, როგორც ამომრჩეველს გითხრა, - ინგა, აი, ეს 6 თვე ბოიკოტი ჩვენ გადავთარგმნეთ და დავაკომპენსირეთ იმაში, რომ სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, ოპოზიციის ჩართვა ყველა მნიშვნელოვან საკითხებში, პოლიტიზირებული საკითხების ერთხელ და სამუდამოდ დამთავრება, რაც ავტომატურად მოჰყვება სასამართლო რეფორმას, ამ ყველაფერს მივაღწიეთ-მეთქი... და მივაღწიეთ მარტო კი არა, ევროკავშირის მანდატით და მეთვალყურეობის ქვეშ”, -აღნიშნა ხაზარაძე.

გრიგოლიას აზრით, ისტორია აჩვენებს, რომ მართალი იყო.

“ისტორია აჩვენებს, რომ მე ვიყავი მართალი და ოპოზიციას ბოიკოტისათვის არ უნდა მიემართა”, - განაცხადა გრიგოლიამ.

"რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან არ ვითანამშრომლებთ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ" - ლილუაშვილი გახარიას პარტიის გეგმებზე

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ზოგიერთებს ავიწყდებათ, იმ "სხვას", რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა" - რას წერს დიმიტრი სამხარაძე გიორგი გახარიაზე