ავტორი:

"ზოგიერთებს ავიწყდებათ, იმ "სხვას", რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა" - რას წერს დიმიტრი სამხარაძე გიორგი გახარიაზე

"ზოგიერთებს ავიწყდებათ, იმ "სხვას", რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა" - რას წერს დიმიტრი სამხარაძე გიორგი გახარიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ პარტიის დატოვებას და ექსპრემიერის გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ გუნდში გადასვლას ეხმაურება. როგორც სამხარაძე წერს, ამ დეპუტატების მიერ მანდატის დატოვება უფრო სწორი საქციელი იქნებოდა.

",,დავიწყოთ იმით, რომ..."

მეცინება, როდესაც ვინმე ამბობს, "ოცნებამ" სხვისი სახელის და რეიტინგის წყალობით გაიმარჯვა, არჩევნებშიო მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა იყო პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო კამპანიის დროს, თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში, იმ "სხვისის" გუნდის წევრები, თავმჯდომარის სახელის და რესურსის გამოყენებით დარბოდნენ. მიუხედავად ამისა, იმ "სხვამ" მისიანებს პირველ ტურშიც კი ვერ მოაპოვებინა გამარჯვება ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ იმ "სხვას", რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა.

მე თუ მკითხავთ, თუ მინდა ვიყო მართალი კაცი, მანდატს დავტოვებდი და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რომ გაიმართებოდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში, მაშინ მივიღებდი მონაწილეობას, რომ იმ "სხვის" მაგრობა დამემტკიცებინა ყველასთვის, მაგრამ სადაა მასე სიმართლე კაცური ასეა!!!

ერთი სიტყვით, ყველა ერთგულ კაცს გაუმარჯოს, რომელიც სიკეთეს არ ივიწყებს. (წერტილი)", - წერს დიტო სამხარაძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ. ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.