საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე, "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით რიონის ხეობაში შექმნილ ვითარებაზე, საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს.
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს.
დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთ მოსმენის შესაძლებლობას.
პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას".
როგორც იქნა გამოიღვიძეს, ჰოდა ითავეთ თქვენ ეს საქმე და შუამავლისროლი შეასრულეთ, ხომ ხედავთ რა ხდება მცირემიწიანი ჩვენი ქვეყანა უზარმაზარ ტერიტორიას სხვა ქვეყანას საკუთრებაში გადასცემს
ჩაერთოს საპატრიარქო საქართველოს ტერიტორიები იყიდება ვინმემ ხმა ამოიღოს ვისაც ძალა აქვს ეს ქვეყანა აღარაა არა გაიგეთ მარტო აღდგითრბა შეშფოთრბა არ შველის საქმეს