პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის ემზადება საქართველო  23 აპრილს?
რისთვის ემზადება საქართველო  23 აპრილს?

თუ თქვენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე შეგ­ხვდათ გა­მოწ­ვე­ვა წიგ­ნის ფო­ტო­ე­ბი­თა და ჰეშ­თე­გით #აჩუ­ქე­წიგ­ნი, იცო­დეთ რომ გა­მოწ­ვე­ვას მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ატ­ვა უდევს სა­ფუძ­ვლად. წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე სა­ქარ­თვე­ლო­ში 2019 წელს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­წეს­და და ეს ამ­ბა­ვი მთელ­მა ქვე­ყა­ნამ დიდი სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღო. თუმ­ცა გა­სუ­ლი პან­დე­მი­უ­რი წლის გამო 23 აპ­რილს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბა ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ვერ შეძ­ლო. ამი­ტომ წელს, ასე­ვე გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­და­წყდა, რომ მთე­ლი აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის „დღე“ იქ­ნე­ბა, ხოლო 23 აპ­რი­ლი, რო­მე­ლიც წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა, მთე­ლი ამ კამ­პა­ნი­ის გვირ­გვი­ნი.

თა­ვად გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მდე­ბა­რე სო­ფელ „დი­ცი­დან“ და­ი­წყო. მის ფე­ის­ბუქ გვერ­დზე ვკი­თხუ­ლობთ „დღეს სო­ფელ დიც­ში ჩა­ვე­დით - ოკუ­პა­ცი­ის გამ­ყოფ ხაზ­თან. იქ ორი ელე­ნე გვე­ლო­და - ბე­ბია და შვი­ლიშ­ვი­ლი - ელე­ნე ბო­ლა­თა­ე­ვა-მინ­დი­აშ­ვი­ლი და პა­ტა­რა ელე­ნე მინ­დი­აშ­ვი­ლი. ორი­ვეს ძა­ლი­ან უყ­ვარს წიგ­ნე­ბი და წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა, რო­მე­ლიც წელს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვედ გვინ­და ვაქ­ცი­ოთ, ბიბ­ლუს­თან და ანაგ­რა­მას­თან, სწო­რედ ამ ოჯა­ხი­დან და­ვი­წყეთ და ბიბ­ლი­ო­თე­კა მო­ვუ­წყვეთ.“

წა­მო­წყე­ბა­ზე არ და­ა­ყოვ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­სუხ­მაც და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მრავ­ლად შეხ­ვდე­ბით ფო­ტო­ებს, თუ რო­გორ ჩუქ­ნი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი მე­გობ­რებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს წიგ­ნებს. წიგ­ნის ად­რე­სატ­მა კი სხვას უნდა აჩუ­ქოს წიგ­ნი და ასე კამ­პა­ნია დიდ ჯაჭ­ვურ ხა­სი­ათს მი­ი­ღებს. ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში უკვე ჩარ­თუ­ლე­ბია არი­ან ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბიც, მათ შო­რის, მწერ­ლე­ბი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო წამ­ყვა­ნე­ბი... ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თმა­ნე­თი გა­მო­იწ­ვი­ონ, და­ა­ა­ნონ­სონ, რა წიგ­ნის ჩუ­ქე­ბას აპი­რე­ბენ და ასე­ვე ჰეშ­თე­გე­ბით და­წე­რონ, თა­ვად რა წიგნს ისურ­ვებ­დნენ სა­ჩუქ­რად.

ინი­ცი­ა­ტი­ვის უფრო მეტი მას­შტა­ბუ­რო­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კომ­პა­ნი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაც, ეს ეხე­ბა რო­გორც წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებს, ისე კერ­ძო სექ­ტო­რის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გე­ლებს. ამ მხრივ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო „ბიბ­ლუ­სის“ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი. მათ წიგ­ნე­ბი გა­უგ­ზავ­ნეს წიგ­ნის აქ­ტი­ურ მხარ­დამ­ჭერ კომ­პა­ნი­ებს „გალფ­სა“ და „გორ­გი­ას“. გა­მოწ­ვე­ვა­ში ჩაბ­მუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი კი ახლა სხვა კომ­პა­ნი­ებს გა­უგ­ზა­ნი­ან წიგ­ნებს.

გარ­და იმი­სა, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს აჩუ­ქე­ბენ წიგ­ნებს, ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში ჩარ­თვა მათ სხვაგ­ვა­რა­დაც შე­უძ­ლი­ათ. 23 აპ­რილს ან მა­ნამ­დე დამ­საქ­მებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ თა­ნამ­შრომ­ლებს აჩუ­ქონ წიგ­ნე­ბი და ამ ფორ­მით, უფრო მას­შტა­ბუ­რად ჩა­ერ­თონ კამ­პა­ნი­ა­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჩუ­ქა­რი სიმ­ბო­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რაც იყოს და კომ­პა­ნი­ამ ამ ფორ­მი­თაც გა­მო­ხა­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და მათ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე ზრუნ­ვა.

თა­ვად ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ის მუდ­მი­ვად მზად არის კომ­პა­ნი­ებ­სა თუ რი­გით ადა­მი­ა­ნებს გა­მოწ­ვე­ვა­ში ჩარ­თვა­ში და­ეხ­მა­როს. „ჩემი მხრი­დან რა სა­ჭი­რო­ე­ბაც იქ­ნე­ბა: სოფ­ლებ­ში სი­ა­რუ­ლი, ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა, კომ­პა­ნი­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რათა გან­სა­კუთ­რე­ბით, სოფ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კებს და­ეხ­მა­რონ წიგ­ნით, პირ­ველ ხაზ­ზე ვარ“, – აღ­ნიშ­ნავს კე­კე­ლი­ძე.

მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ინი­ცი­ა­ტი­ვამ მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღოს და ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბა და გა­ხა­რე­ბა შეძ­ლოს, ვი­საც წიგნ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მეტ–ნაკ­ლე­ბად შე­ზღუ­დუ­ლი აქვს.

წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვის და­წე­სე­ბა და მას­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს, რომ წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია და მისი ჩუ­ქე­ბით მე­გო­ბარს, ოჯა­ხის წევ­რს, თა­ნამ­შრო­მელს და ბავ­შვებ­საც კი ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რებთ.

#აჩუ­ქე წიგ­ნი

#აპ­რი­ლი­წიგ­ნის­ჩუ­ქე­ბის­თვეა

#23აპ­რი­ლი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე.
1

შესანიშნავი იდეაა, განვითარებული და განათლებული ხალხისთვის. ტვინგახვრეტილებს ეს არ სჭირდებათ.

.
3

რა კეკელიძის ინიციატივით, თქვენ ხო არ უბერავთ? :))))) ტიპი ყველაფერს თავისთავზე როგორ მიიწერს ხოლმე... ესპანეთიდან მოდის ეს ტრადიცია და იუნესკომ გასული საუკუნიდან დააწესა. წიგნის მსოფლიო დღეა და საქართელო სეუერთდე რამდენიმე წელია. კეკელკა რა შუაშია? :))) ცოტა რომ წაიკითხოთ რამე და მერე დაწეროთ, მით უფრო, წიგნებზე, არა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რისთვის ემზადება საქართველო  23 აპრილს?

რისთვის ემზადება საქართველო  23 აპრილს?

თუ თქვენ სოციალურ ქსელში უკვე შეგხვდათ გამოწვევა წიგნის ფოტოებითა და ჰეშთეგით #აჩუქეწიგნი, იცოდეთ რომ გამოწვევას მეტად საინტერესო ინიციატვა უდევს საფუძვლად. წიგნის ჩუქების დღე საქართველოში 2019 წელს გიორგი კეკელიძის ინიციატივით დაწესდა და ეს ამბავი მთელმა ქვეყანამ დიდი სიხარულით მიიღო. თუმცა გასული პანდემიური წლის გამო 23 აპრილს წიგნის ჩუქება ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლო. ამიტომ წელს, ასევე გიორგი კეკელიძის ინიციატივით, გადაწყდა, რომ მთელი აპრილი წიგნის ჩუქების „დღე“ იქნება, ხოლო 23 აპრილი, რომელიც წიგნის საერთაშორისო დღეა, მთელი ამ კამპანიის გვირგვინი.

თავად გიორგი კეკელიძემ წიგნის ჩუქება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ „დიციდან“ დაიწყო. მის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ „დღეს სოფელ დიცში ჩავედით - ოკუპაციის გამყოფ ხაზთან. იქ ორი ელენე გველოდა - ბებია და შვილიშვილი - ელენე ბოლათაევა-მინდიაშვილი და პატარა ელენე მინდიაშვილი. ორივეს ძალიან უყვარს წიგნები და წიგნის ჩუქების დღის აღნიშვნა, რომელიც წელს წიგნის ჩუქების თვედ გვინდა ვაქციოთ, ბიბლუსთან და ანაგრამასთან, სწორედ ამ ოჯახიდან დავიწყეთ და ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ.“

წამოწყებაზე არ დააყოვნა საზოგადოების პასუხმაც და სოციალურ ქსელში მრავლად შეხვდებით ფოტოებს, თუ როგორ ჩუქნიან ადამიანები მეგობრებსა და ოჯახის წევრებს წიგნებს. წიგნის ადრესატმა კი სხვას უნდა აჩუქოს წიგნი და ასე კამპანია დიდ ჯაჭვურ ხასიათს მიიღებს. ინიციატივაში უკვე ჩართულებია არიან ცნობილი სახეებიც, მათ შორის, მწერლები, სატელევიზიო წამყვანები... ადამიანებს შეუძლიათ სოციალურ ქსელში ერთმანეთი გამოიწვიონ, დააანონსონ, რა წიგნის ჩუქებას აპირებენ და ასევე ჰეშთეგებით დაწერონ, თავად რა წიგნს ისურვებდნენ საჩუქრად.

ინიციატივის უფრო მეტი მასშტაბურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიების ჩართულობაც, ეს ეხება როგორც წიგნის მაღაზიებს, ისე კერძო სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგელებს. ამ მხრივ, ძალიან საინტერესო იყო „ბიბლუსის“ პირველი ნაბიჯი. მათ წიგნები გაუგზავნეს წიგნის აქტიურ მხარდამჭერ კომპანიებს „გალფსა“ და „გორგიას“. გამოწვევაში ჩაბმული კომპანიები კი ახლა სხვა კომპანიებს გაუგზანიან წიგნებს.

გარდა იმისა, რომ კომპანიები ერთმანეთს აჩუქებენ წიგნებს, ინიციატივაში ჩართვა მათ სხვაგვარადაც შეუძლიათ. 23 აპრილს ან მანამდე დამსაქმებლებს შეუძლიათ თანამშრომლებს აჩუქონ წიგნები და ამ ფორმით, უფრო მასშტაბურად ჩაერთონ კამპანიაში. ამ შემთხვევაში საჩუქარი სიმბოლურად შეიძლება ბიზნესლიტერატურაც იყოს და კომპანიამ ამ ფორმითაც გამოხატოს თანამშრომლებსა და მათ კვალიფიკაციაზე ზრუნვა.

თავად ინიციატივის ავტორი გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, ის მუდმივად მზად არის კომპანიებსა თუ რიგით ადამიანებს გამოწვევაში ჩართვაში დაეხმაროს. „ჩემი მხრიდან რა საჭიროებაც იქნება: სოფლებში სიარული, ადამიანებთან შეხვედრა, კომპანიებთან კომუნიკაცია, რათა განსაკუთრებით, სოფლის ბიბლიოთეკებს დაეხმარონ წიგნით, პირველ ხაზზე ვარ“, – აღნიშნავს კეკელიძე.

მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისა და ადამიანების ჩართულობით შესაძლებელია ინიციატივამ მასშტაბური სახე მიიღოს და ბევრი ისეთი ადამიანის დახმარება და გახარება შეძლოს, ვისაც წიგნზე ხელმისაწვდომობა მეტ–ნაკლებად შეზღუდული აქვს.

წიგნის ჩუქების თვის დაწესება და მასში საზოგადოების აქტიური ჩართულობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია და მისი ჩუქებით მეგობარს, ოჯახის წევრს, თანამშრომელს და ბავშვებსაც კი ძალიან გაახარებთ.

#აჩუქე წიგნი

#აპრილიწიგნისჩუქებისთვეა

#23აპრილი

„პალიტრა მედია ჰოლგდინგმა“ 3 000-მდე თანამშრომელი წიგნებით დაასაჩუქრა

„წიგნი იმედზე“ - მარკ მენსონის ახალი ბესტსელერი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო

უკვე დღეიდან სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ მერვე წიგნი „აუშვიცის ტატუისტი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად