სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორის განცხადებით, დავით კოდუამ ცოლს სახეზე მუშტი რამდენჯერმე დაარტყა...შემდეგ შვილზე გადაინაცვლა
პროკურორის განცხადებით, დავით კოდუამ ცოლს სახეზე მუშტი რამდენჯერმე დაარტყა...შემდეგ შვილზე გადაინაცვლა

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, და­ვით კო­დუ­ას საქ­მის პრო­კუ­რო­რის თა­მარ ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კო­დუ­ამ ცოლს, ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვილს სა­ხის არე­ში მუშ­ტი რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ტყა. ამას­თან, პრო­კუ­რო­რის თქმით, ბრალ­დე­ბულ­მა ფი­ზი­კუ­რად შვილ­ზე, ეკა­ტე­რი­ნე კო­დუ­ა­ზეც იძა­ლა­და, კერ­ძოდ, პრო­კუ­რო­რის თქმით, როცა შვი­ლი დე­დის დაც­ვას შე­ე­ცა­და, კო­დუ­ამ მა­საც სა­ხე­ში მუშ­ტი და­არ­ტყა.

ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კო­დუ­ამ ოჯა­ხის ორი წევ­რის მი­მართ იძა­ლა­და, რისი სა­ფუძ­ვე­ლიც ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა გახ­და, თავ­და­პირ­ვე­ლად, სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რაც ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

პრო­კუ­რო­რის თქმით, ბრალ­დე­ბულ­მა ხე­ლე­ბის და ფე­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით იძა­ლა­და მე­უღ­ლე­ზე, სა­ხე­ში მუშ­ტი და­არ­ტყა, შემ­დეგ კი ფეხი და­არ­ტყა ფე­ხის არე­ში და ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აშ­კა­რად ეტყო­ბო­და მე­უღ­ლეს. ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თქმით­ვე, კო­დუ­ამ ამის შემ­დეგ შვილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, რო­მე­ლიც დე­დის დაც­ვას შე­ე­ცა­და. პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, კო­დუა თავს კონ­ტროლს ვერ უწევს და აგ­რე­სი­ას ავ­ლენს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვს და აღ­ნიშ­ნულს მი­მალ­ვი­სა და მო­მა­ვალ­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­საძ­ლო გაგ­რძე­ლე­ბის რის­კე­ბით ასა­ბუ­თებს.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბიზ­ნეს­მენ და­ვით კო­დუ­ას მე­უღ­ლის და შვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა. კო­დუ­ას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126 პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ’’ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ, ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ორი ან მეტი პი­რის მი­მართ) გა­ნე­სა­ზღვრა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ერ­თი­დან-სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

5
0

ხოდა იჯდეს შვილიც არ დაინდო .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

პროკურორის განცხადებით, დავით კოდუამ ცოლს სახეზე მუშტი რამდენჯერმე დაარტყა...შემდეგ შვილზე გადაინაცვლა

პროკურორის განცხადებით, დავით კოდუამ ცოლს სახეზე მუშტი რამდენჯერმე დაარტყა...შემდეგ შვილზე გადაინაცვლა

ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას საქმის პროკურორის თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით, კოდუამ ცოლს, ნათია გედევანიშვილს სახის არეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა. ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდებულმა ფიზიკურად შვილზე, ეკატერინე კოდუაზეც იძალადა, კერძოდ, პროკურორის თქმით, როცა შვილი დედის დაცვას შეეცადა, კოდუამ მასაც სახეში მუშტი დაარტყა.

ყულჯანიშვილის განცხადებით, კოდუამ ოჯახის ორი წევრის მიმართ იძალადა, რისი საფუძველიც ურთიერთშელაპარაკება გახდა, თავდაპირველად, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულმა ხელების და ფეხის გამოყენებით იძალადა მეუღლეზე, სახეში მუშტი დაარტყა, შემდეგ კი ფეხი დაარტყა ფეხის არეში და ეს დაზიანებები აშკარად ეტყობოდა მეუღლეს. ყულჯანიშვილის თქმითვე, კოდუამ ამის შემდეგ შვილზე გადაინაცვლა, რომელიც დედის დაცვას შეეცადა. პროკურორის განმარტებით, კოდუა თავს კონტროლს ვერ უწევს და აგრესიას ავლენს.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს და აღნიშნულს მიმალვისა და მომავალში დანაშაულებრივი ქმედების შესაძლო გაგრძელების რისკებით ასაბუთებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ვინც არ უნდა დაისაჯოს, დათოს გაცოცხლება ვერ მოხდება... თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა" - ნესტან ლონდარიძე

"ყველამ იცის, რომ ჩემს შვილს ხელში არაფერი ეკავა, თავადაც დაჭრილი იყო იმ დღეს" - რას ამბობს სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა?

"ალბათ, ბრალდება მივიდა პოზიციამდე, რომ შესაძლოა, მენაბდეს ჰქონოდა ხელში დანა, რომლითაც სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს" - კალანდიას ადვოკატი