ავტორი:

"თითქოს ახალი ტრენდი დამკვიდრდა, ძალადობაზე რომ ყვებიან ქალები" - რას პასუხობს გურამ ჩალაგაშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას?

"თითქოს ახალი ტრენდი დამკვიდრდა, ძალადობაზე რომ ყვებიან ქალები" - რას პასუხობს გურამ ჩალაგაშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას?

ცესკო-ს ყოფილი თამჯდომარე და პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ჩალაგაშვილი ambebi.ge -სთან საუბარში პასუხობს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტის, ცისნამ საყვარლიშვილის ბრალდებას, რომლის თანახმადაც, ჩალაგაშვილმა ფიზიკურად იძალადა საყვარლიშვილზე.

ჟურნალისტი მსახიობ ნინუცა მაყაშვილის ისტორიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს ამბებს, რომელიც მას წლების წინ გადახდა. ის ყველა იმ ქალბატონს უცხადებს მხარდაჭერას, ვინც ძალადობის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობს და აცხადებს, რომ სხვადასხვა დროს თავადაც იყო ძალადობის მსხვერპლი. მისი მონათხრობის მიხედვით, ერთ-ერთი მამაკაცი, ვინც მას თავს დაესხა, ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილია. თავად ჩალაგაშვილი ბრალდებს უსაფუძვლოს უწოდებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ ინსინუაციური განცხადებების უკან, შესაძლოა ხელისუფლება იდგეს.

"თითქოს ახალი ტრენდი დამკვიდრდა, ძალადობაზე რომ ყვებიან ქალები. ვინც მე მიცნობს, ამას არავინ დაიჯერებს. კაცი, რომელიც ქალზე ხელს აწევს ჩემ სიახლოვეს ვერ გაივლის. სხვა რა გითხრათ... ალბათ, ხელისუფლება ამ ხერხებით ცდილობს ჩვენთან ბრძოლას. შესაძლოა ფულსაც უხდიდნენ ასეთი განცხადებების გამკეთებლებს. 15 წლის წინ ვიყავი ცესკოს თავმჯდომარე და თუ რამე ჩავიდინე, ახლა გაახსენდათ?! "- ამბობს ჩალაგაშვილი.