საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებული დავით კოდუას მიმართ პატიმრობას ითხოვს
პროკურატურა ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებული დავით კოდუას მიმართ პატიმრობას ითხოვს

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, და­ვით კო­დუ­ას მი­მართ სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვს.

რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რეს, ად­ვო­კატ მუხ­რან ღუწ­კა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლომ და­ვით კო­დუა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე უნდა და­ტო­ვოს.

„სრუ­ლად გა­ვე­ცა­ნით მა­სა­ლებს და დაც­ვის მხა­რე მი­ვი­და იმ დას­კვნამ­დე, რომ სა­ერ­თოდ აღ­კვე­თის გა­რე­შე უნდა იყოს ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და­ტო­ვე­ბუ­ლი. საქ­მე­ში არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის პო­ზი­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა, რომ რე­ა­ლუ­რად არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და იყო მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის და ზო­გა­დად და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც არ იყო იმ მო­მენ­ტში. დაც­ვის მხა­რე დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­ა­ყე­ნებს შუ­ამ­დგომ­ლო­ბას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის და­ტო­ვე­ბის გა­რე­შე და ასე­ვე მისი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. სა­სა­მარ­თლოს ბუ­ნებ­რი­ვია, აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც მთა­ვა­რია, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - გა­ნა­ცხა­და ღურწკა­ი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბიზ­ნეს­მენ და­ვით კო­დუ­ას მე­უღ­ლის და შვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა. კო­დუ­ას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126 პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ’’ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ, ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ორი ან მეტი პი­რის მი­მართ) გა­ნე­სა­ზღვრა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ერ­თი­დან-სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ავტორი:

პროკურატურა ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებული დავით კოდუას მიმართ პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებული დავით კოდუას მიმართ პატიმრობას ითხოვს

ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას მიმართ სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ მუხრან ღუწკაიას განცხადებით, სასამართლომ დავით კოდუა აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დატოვოს.

„სრულად გავეცანით მასალებს და დაცვის მხარე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საერთოდ აღკვეთის გარეშე უნდა იყოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დატოვებული. საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. მასმედიის საშუალებით დაზარალებულების პოზიცია გამოქვეყნდა, რომ რეალურად არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და იყო მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, მისი პატიმრობაში ყოფნის და ზოგადად დაკავების საფუძველიც არ იყო იმ მომენტში. დაცვის მხარე დღევანდელ სხდომაზე დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების დატოვების გარეშე და ასევე მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე. სასამართლოს ბუნებრივია, აქვს იმის საშუალება, რომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილოს წარმოდგენილი მტკიცებულებიდან გამომდინარე, რაც მთავარია, დაზარალებულის პოზიციიდან გამომდინარე", - განაცხადა ღურწკაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფრანგულ კომპანიას საქართველოში, თაღლითური გზით, 450 000 აშშ დოლარი გადმოარიცხინეს - ტრანსნაციონალური დანაშაულის დეტალები

დავით კოდუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

რა მოხდა გუმათში "ენკას" ბაზასთან, სადაც "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციაზე 6 პირი დააკავეს - "არავის ინდობდნენ, მათ შორის ქალებიც იყვნენ იქ"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"