გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი "ქართულ ოცნებას“ ტოვებს და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება.
ხოჯევანიშვილი უმრავლესობის დატოვების საკითხზე განცხადებას დღესვე გააკეთებს. ბრიფინგი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პარტიას ქმნის. ambebi.g-ის ინფორმაციით, უმარვლესობიდან, ხოჯევანიშვილთან ერთად, კიდევ რამდენიმე დეპუტატი მიდის, მათ შორის მიხეილ დაუშვილი.