სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ზრუნავს მაკდონალდსი თანამშრომლების კეთილდღეობაზე პანდემიის დროს
როგორ ზრუნავს მაკდონალდსი თანამშრომლების კეთილდღეობაზე პანდემიის დროს

გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გნენ. პან­დე­მი­ის თან­მდე­ვი სირ­თუ­ლე­ე­ბის გამო, ნა­წილს საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბა მო­უ­წია, ნა­წილ­მა კი უსაფრ­თხო­ე­ბის მრა­ვა­ლი წესი შე­ი­მუ­შა­ვა და შეც­ვლილ რე­ა­ლო­ბას­თან ადაპ­ტა­ცია და­ი­წყო. მაკ­დო­ნალდსი ამ კუ­თხით ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია იყო, რო­მე­ლიც უსაფრ­თხო­ე­ბის ახალ სტან­დარ­ტებ­ზე გა­და­ე­წყო. მე­ტიც, კრი­ზი­სის მი­უ­ხე­და­ვად, მაკ­დო­ნალდსმა 2020 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი შექ­მნა და ორ ახალ რეს­ტო­რან­ში 150-მდე ადა­მი­ა­ნი და­ა­საქ­მა.

რას ნიშ­ნავს მაკ­დო­ნალდსის გუნ­დის წევ­რო­ბა?

ლინა გი­უ­ნაშ­ვი­ლი მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლია. მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ კომ­პა­ნი­ა­ში დიდი როლი აქვს და მისი სა­მუ­შაო ღი­რე­ბუ­ლია. ამას გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გრძნობს, რად­გან იცის, რომ ასეთ დროს ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვა და მათი გან­წყო­ბის შექ­მნა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. “მე­ა­მა­ყე­ბო­და, რომ ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და­დე­ბი­თი გან­წყო­ბის შექ­მნა­ში ამ რთულ დროს”, — ამ­ბობს ის.

ძმე­ბი, გი­ორ­გი და დემ­ნა აფ­ცი­ა­უ­რე­ბი მაკ­დო­ნალდსის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მუ­შა­ო­ბენ. მათ­თვის პან­დე­მი­ის დროს სამ­სა­ხუ­რიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სა­მუ­შაო ად­გილ­ზე — უსაფრ­თხო­ე­ბაც. “ჩვე­ნი სა­მუ­შაო ფი­ზი­კუ­რად ად­გილ­ზე ყოფ­ნას მო­ი­თხოვს. ჩვენ სახ­ლში რის­კის ჯგუ­ფის ოჯა­ხის წევ­რი გვყავს, ვზრუ­ნავთ მის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი კი ზრუ­ნავს ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ვართ ერ­თად ერ­თმა­ნე­თის­თვის”, — აღ­ნიშ­ნა­ვენ გი­ორ­გი და დემ­ნა.

რა კეთ­დე­ბა თა­ნამ­შრო­მელ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის პან­დე­მი­ის დროს?

თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა მაკ­დო­ნალდსის­თვის უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია. ისი­ნი მკაც­რად აკონ­ტრო­ლე­ბენ ჰი­გი­ე­ნის პრო­ცე­დუ­რებს რეს­ტორ­ნებ­ში და პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ზო­მებს იღე­ბენ.

“ჩვენ­თვის, რო­გორც მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა. შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ღებთ პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მებს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ცავთ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებს”, — აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და ის, რომ მაკ­დო­ნალდსის თა­ნამ­შრომ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, სახ­ლთან ახ­ლოს, სა­სურ­ველ ფი­ლი­ალ­ში იმუ­შა­ონ. კომ­პა­ნია ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მათ შო­რის ად­გი­ლობ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნო­ე­ბის მი­თი­თე­ბებს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­მა­ტე­ბით ქმე­დით ნა­ბი­ჯებს დგა­მენ.

პან­დე­მი­ის თან­მდე­ვი გა­მოწ­ვე­ვე­ბი შე­ა­ჯა­მეს კომ­პა­ნი­ა­ში. მათი თქმით კორ­პო­რა­ცი­ის გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს რო­გორც სა­კუ­თარ პი­როვ­ნულ ზრდა­ზე, ისე სხვე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზეც და ამ მხრივ, ისი­ნი სა­მა­გა­ლი­თო­ე­ბი არი­ან. “ურ­თუ­ლე­სი წელი გა­მო­ვი­ა­რეთ, ბევრ გა­მოც­დას გა­ვუ­ძე­ლით და უფრო ძლი­ე­რე­ბი, უფრო მე­ტად გა­მოც­დი­ლე­ბი და ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ვე­დით. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ასე­თი ძლი­ე­რი და მე­დე­გი გუნ­დის ნა­წი­ლი ვარ”, — აცხა­დე­ბენ მაკ­დო­ნალდსში.

მაკ­დო­ნალდსის, რო­გორც ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი დამ­საქ­მებ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე, ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბა­ზე, გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­სა და უნა­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე, ღირ­სე­უ­ლი სა­მუ­შაო გა­რე­მოს შექ­მნა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. კომ­პა­ნია ამ კუ­თხით გან­ვი­თა­რე­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე ზრუნ­ვას კვლა­ვაც გა­ნაგ­რძობს. 2021 წლის­თვის მაკ­დო­ნალდსის ქსელს სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთი ახა­ლი რეს­ტო­რა­ნი შე­ე­მა­ტე­ბა, რაც მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან ინ­ვეს­ტი­ცი­ა­სა და ათო­ბით ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მნას გუ­ლის­ხმობს.

R

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
2

რატო არავინ არასდროს არ ამოწმებს მაგათ ხორცს? ერთხელ ჩაუტარეთ ექსპერტიზა რა

lol
0

მახსოვს ერთი თანამშრომელი ყვებოდა, დანატოვარი მთლიანი ჩიზბურგერი ვჭამე და მენეჯერმა სახეში სილა გამაწნა, ყველა დატოვებულს ნაგავში ვყრით და არ ვჭამთო.მშვენიერი ზრუნვაა თანამშრომლებზე

ავტორი:

როგორ ზრუნავს მაკდონალდსი თანამშრომლების კეთილდღეობაზე პანდემიის დროს

როგორ ზრუნავს მაკდონალდსი თანამშრომლების კეთილდღეობაზე პანდემიის დროს

გასული ერთი წლის განმავლობაში კერძო სექტორის წარმომადგენლები მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგნენ. პანდემიის თანმდევი სირთულეების გამო, ნაწილს საქმიანობის შეჩერება მოუწია, ნაწილმა კი უსაფრთხოების მრავალი წესი შეიმუშავა და შეცვლილ რეალობასთან ადაპტაცია დაიწყო. მაკდონალდსი ამ კუთხით ყველასგან გამორჩეული აღმოჩნდა. ის ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც უსაფრთხოების ახალ სტანდარტებზე გადაეწყო. მეტიც, კრიზისის მიუხედავად, მაკდონალდსმა 2020 წელს საქართველოში ახალი სამუშაო ადგილები შექმნა და ორ ახალ რესტორანში 150-მდე ადამიანი დაასაქმა.

რას ნიშნავს მაკდონალდსის გუნდის წევრობა?

ლინა გიუნაშვილი მაკდონალდს საქართველოს თანამშრომელია. მისთვის მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ კომპანიაში დიდი როლი აქვს და მისი სამუშაო ღირებულია. ამას განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გრძნობს, რადგან იცის, რომ ასეთ დროს ადამიანებზე ზრუნვა და მათი განწყობის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია. “მეამაყებოდა, რომ ვიღებდი მონაწილეობას ადამიანებისთვის დადებითი განწყობის შექმნაში ამ რთულ დროს”, — ამბობს ის.

ძმები, გიორგი და დემნა აფციაურები მაკდონალდსის სამზარეულოში მუშაობენ. მათთვის პანდემიის დროს სამსახურიც მნიშვნელოვანია და სამუშაო ადგილზე — უსაფრთხოებაც. “ჩვენი სამუშაო ფიზიკურად ადგილზე ყოფნას მოითხოვს. ჩვენ სახლში რისკის ჯგუფის ოჯახის წევრი გვყავს, ვზრუნავთ მის უსაფრთხოებაზე, ჩვენი სამსახური კი ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ვართ ერთად ერთმანეთისთვის”, — აღნიშნავენ გიორგი და დემნა.

რა კეთდება თანამშრომელთა უსაფრთხოებისთვის პანდემიის დროს?

თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაკდონალდსისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ისინი მკაცრად აკონტროლებენ ჰიგიენის პროცედურებს რესტორნებში და პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულ ზომებს იღებენ.

“ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვიღებთ პრევენციულ ზომებს და მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოების ნორმებს”, — აცხადებენ კომპანიაში.

პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ის, რომ მაკდონალდსის თანამშრომლებს საშუალება აქვთ, სახლთან ახლოს, სასურველ ფილიალში იმუშაონ. კომპანია ყურადღებით აკვირდება მდგომარეობის განვითარებას, მათ შორის ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების მითითებებს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ქმედით ნაბიჯებს დგამენ.

პანდემიის თანმდევი გამოწვევები შეაჯამეს კომპანიაში. მათი თქმით კორპორაციის გუნდის თითოეული წევრი მუდმივად ზრუნავს როგორც საკუთარ პიროვნულ ზრდაზე, ისე სხვების გაძლიერებაზეც და ამ მხრივ, ისინი სამაგალითოები არიან. “ურთულესი წელი გამოვიარეთ, ბევრ გამოცდას გავუძელით და უფრო ძლიერები, უფრო მეტად გამოცდილები და ერთმანეთის მხარდაჭერაზე ორიენტირებულები გამოვედით. მეამაყება, რომ ასეთი ძლიერი და მედეგი გუნდის ნაწილი ვარ”, — აცხადებენ მაკდონალდსში.

მაკდონალდსის, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებლის ღირებულებები მრავალფეროვნებაზე, სამართლიანობაზე, ინკლუზიურობაზე, განათლების ხელშეწყობასა და უნარების გაძლიერებაზე, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნასა და უსაფრთხოებაზეა დაფუძნებული. კომპანია ამ კუთხით განვითარებასა და თანამშრომლებზე ზრუნვას კვლავაც განაგრძობს. 2021 წლისთვის მაკდონალდსის ქსელს საქართველოში კიდევ ერთი ახალი რესტორანი შეემატება, რაც მრავალმილიონიან ინვესტიციასა და ათობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს.

R

რატომ აღარ გვხვდება ფასდაკლებული პროდუქტი სუპერმარკეტების დახლებზე აქციის დროს?

ყველაზე წარმატებული კარიერისთვის, აირჩიე ბიზნესის ადმინისტრირება-ფინანსების საბაკალავრო პროგრამა BTU-ში

ევექსი კლინიკებმა კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო