ავტორი:

როგორ ზრუნავს მაკდონალდსი თანამშრომლების კეთილდღეობაზე პანდემიის დროს

როგორ ზრუნავს მაკდონალდსი თანამშრომლების კეთილდღეობაზე პანდემიის დროს

გასული ერთი წლის განმავლობაში კერძო სექტორის წარმომადგენლები მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგნენ. პანდემიის თანმდევი სირთულეების გამო, ნაწილს საქმიანობის შეჩერება მოუწია, ნაწილმა კი უსაფრთხოების მრავალი წესი შეიმუშავა და შეცვლილ რეალობასთან ადაპტაცია დაიწყო. მაკდონალდსი ამ კუთხით ყველასგან გამორჩეული აღმოჩნდა. ის ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც უსაფრთხოების ახალ სტანდარტებზე გადაეწყო. მეტიც, კრიზისის მიუხედავად, მაკდონალდსმა 2020 წელს საქართველოში ახალი სამუშაო ადგილები შექმნა და ორ ახალ რესტორანში 150-მდე ადამიანი დაასაქმა.

რას ნიშნავს მაკდონალდსის გუნდის წევრობა?

ლინა გიუნაშვილი მაკდონალდს საქართველოს თანამშრომელია. მისთვის მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ კომპანიაში დიდი როლი აქვს და მისი სამუშაო ღირებულია. ამას განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გრძნობს, რადგან იცის, რომ ასეთ დროს ადამიანებზე ზრუნვა და მათი განწყობის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია. “მეამაყებოდა, რომ ვიღებდი მონაწილეობას ადამიანებისთვის დადებითი განწყობის შექმნაში ამ რთულ დროს”, — ამბობს ის.

ძმები, გიორგი და დემნა აფციაურები მაკდონალდსის სამზარეულოში მუშაობენ. მათთვის პანდემიის დროს სამსახურიც მნიშვნელოვანია და სამუშაო ადგილზე — უსაფრთხოებაც. “ჩვენი სამუშაო ფიზიკურად ადგილზე ყოფნას მოითხოვს. ჩვენ სახლში რისკის ჯგუფის ოჯახის წევრი გვყავს, ვზრუნავთ მის უსაფრთხოებაზე, ჩვენი სამსახური კი ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ვართ ერთად ერთმანეთისთვის”, — აღნიშნავენ გიორგი და დემნა.

რა კეთდება თანამშრომელთა უსაფრთხოებისთვის პანდემიის დროს?

თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაკდონალდსისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ისინი მკაცრად აკონტროლებენ ჰიგიენის პროცედურებს რესტორნებში და პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულ ზომებს იღებენ.

“ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვიღებთ პრევენციულ ზომებს და მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოების ნორმებს”, — აცხადებენ კომპანიაში.

პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ის, რომ მაკდონალდსის თანამშრომლებს საშუალება აქვთ, სახლთან ახლოს, სასურველ ფილიალში იმუშაონ. კომპანია ყურადღებით აკვირდება მდგომარეობის განვითარებას, მათ შორის ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების მითითებებს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ქმედით ნაბიჯებს დგამენ.

პანდემიის თანმდევი გამოწვევები შეაჯამეს კომპანიაში. მათი თქმით კორპორაციის გუნდის თითოეული წევრი მუდმივად ზრუნავს როგორც საკუთარ პიროვნულ ზრდაზე, ისე სხვების გაძლიერებაზეც და ამ მხრივ, ისინი სამაგალითოები არიან. “ურთულესი წელი გამოვიარეთ, ბევრ გამოცდას გავუძელით და უფრო ძლიერები, უფრო მეტად გამოცდილები და ერთმანეთის მხარდაჭერაზე ორიენტირებულები გამოვედით. მეამაყება, რომ ასეთი ძლიერი და მედეგი გუნდის ნაწილი ვარ”, — აცხადებენ მაკდონალდსში.

მაკდონალდსის, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებლის ღირებულებები მრავალფეროვნებაზე, სამართლიანობაზე, ინკლუზიურობაზე, განათლების ხელშეწყობასა და უნარების გაძლიერებაზე, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნასა და უსაფრთხოებაზეა დაფუძნებული. კომპანია ამ კუთხით განვითარებასა და თანამშრომლებზე ზრუნვას კვლავაც განაგრძობს. 2021 წლისთვის მაკდონალდსის ქსელს საქართველოში კიდევ ერთი ახალი რესტორანი შეემატება, რაც მრავალმილიონიან ინვესტიციასა და ათობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს.

R

რატომ აღარ გვხვდება ფასდაკლებული პროდუქტი სუპერმარკეტების დახლებზე აქციის დროს?

ყველაზე წარმატებული კარიერისთვის, აირჩიე ბიზნესის ადმინისტრირება-ფინანსების საბაკალავრო პროგრამა BTU-ში

ევექსი კლინიკებმა კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო