მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გურამ ჩალაგაშვილი დიდი ჯიპიდან გადმოვიდა და თავისი დიდი ტორით ისეთი სილა გამაწნა, რომ კინაღამ ბავშვი ხელიდან გამივარდა... არ გაეკაროთ მაგ მოძალადეს" - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი
"გურამ ჩალაგაშვილი დიდი ჯიპიდან გადმოვიდა და თავისი დიდი ტორით ისეთი სილა გამაწნა, რომ კინაღამ ბავშვი ხელიდან გამივარდა... არ გაეკაროთ მაგ მოძალადეს" - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ბლო­გე­რი ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ობ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის ის­ტო­რი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და გვიყ­ვე­ბა ამ­ბებს, რო­მე­ლიც მას წლე­ბის წინ გა­დახ­და. ცის­ნა­მი ყვე­ლა იმ ქალ­ბა­ტონს უცხა­დებს მხარ­და­ჭე­რას, ვინც ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ სხვა­დას­ხვა დროს თა­ვა­დაც იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი, ვინც მას თავს და­ეს­ხა, რო­გორც თა­ვად წერს, ცეს­კო-ს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე გუ­რამ ჩა­ლა­გაშ­ვი­ლია:

"მი­ვე­სალ­მე­ბი ყვე­ლა იმ ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც არ მა­ლავს და ღიად სა­უბ­რობს, რომ ის იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. ჩემი მხარ­და­ჭე­რა და დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა მათ.

გა­დავ­წყვი­ტე, მეც ვი­სა­უბ­რო ამ თე­მა­ზე და გა­ვიხ­სე­ნო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღე­ე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, მეც ვი­ყა­ვი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა ყო­ფი­ლი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­გან, არა­მედ მისი მა­მის­გან. ახა­ლი ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ვი­ყა­ვი, ირაკ­ლი სულ რა­ღაც ორი თვის იყო. ვერა და ვერ ვრიგ­დე­ბო­დი ჩემს ყო­ფილ დე­დამ­თილ­თან. ქალი, რო­მე­ლიც სუ­ლი­ე­რად მა­ნად­გუ­რებ­და და ნაშ­ვი­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვი, მა­გის გამო "ყივ­ჩაღს" მე­ძახ­და. ხში­რად მოგ­ვდი­ო­და სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა და ჩხუ­ბი. ბოლო ჩხუ­ბის დროს ჩემ­მა ყო­ფილ­მა მა­მამ­თილ­მა, ირაკ­ლის პა­პამ სა­ხე­ში ისე­თი სილა გა­მაწ­ნა, რომ თავ­ბრუ და­მეხ­ვა და იქვე ახლო მდგომ დი­ვან­ზე და­ვე­ცი. იმ სა­ღა­მოს, ასე სილა გაწ­ნუ­ლი ორი თვის ბავ­შვით ხელ­ში სახ­ლი­დან გა­მაგ­დეს. ღამე მე­ზო­ბელ­თან გა­ვა­თე­ნე. ღმერ­თმა და­ლო­ცოს და გა­ა­ხა­როს მე­ზო­ბე­ლი ნა­ი­ა­რა დე­ი­და. ჩემი ქმა­რი მთვრა­ლი იყო და ეძი­ნა. მე­გო­ნა მე­ო­რე დღეს და­წყნარ­დე­ბი­ან ჩემი დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი და უკან მიგ­ვი­ღე­ბენ-მეთ­ქი, მაგ­რამ რაის უკან მი­ღე­ბა, ჩემი ნივ­თე­ბი ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ჰქონ­და ჩემს ყო­ფილ დე­დამ­თილს და ბი­ძა­ჩე­მის სახ­ლში მო­მი­ყა­რა, სა­დაც მე­ო­რე დღეს წა­ვე­დი.

მერე იყო დიდი წვა­ლე­ბა, უბე­დუ­რე­ბა. ვი­ყა­ვი უმუ­შე­ვა­რი, უფუ­ლო, უსახ­ლკა­რო და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი, ორი თვის ბავ­შვით ხელ­ში. მა­შინ არ იყო სა­ფა­რი/Sapari და Baia Pataraia. მივ­მარ­თე ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლი / Anti-Violence Network of Georgia-ს, ქალ­ბა­ტონ Nato Shavlakadze-ს, Manana Purtskhvanidze-ს. ამ ქალ­ბა­ტო­ნებ­მა გა­და­მარ­ჩი­ნეს. მათი დიდი მად­ლი­ე­რი ვარ.

ღმერ­თმა და­ლო­ცოს ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი, მის მიერ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, ცხო­ნე­ბულ სულო ბე­ბოს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც პა­ტა­რა ირაკ­ლის გაზ­რდა­ში მეხ­მა­რე­ბო­და. არა­ვინ არ იყო ჩემს გვერ­დით. ძა­ლით გა­მაგ­დეს სახ­ლი­დან, არაფ­რის გამო და დამ­ტო­ვეს ღია ცის ქვეშ. ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მე ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნა, ცხოვ­რე­ბამ სას­ტი­კად გა­და­უ­ხა­და სა­მა­გი­ე­რო!

მე­ო­რედ რო­დის ვი­ყა­ვი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი მა­გა­საც გე­ტყვით. პა­ტა­რა ბავ­შვით სამ­სა­ხურ­ში არა­ვინ მი­ღებ­და. ბავ­შვის დამ­ტო­ვე­ბე­ლიც არა­ვინ მყავ­და. სა­პატ­რი­არ­ქოს სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს­მა, უძ­ვირ­ფა­სეს­მა ქალ­ბა­ტონ­მა ცი­სა­ნა შარ­ტა­ვამ და­მა­კავ­ში­რა სან­დრა რუ­ლოვსთან. სან­დრას­თან უნდა მე­მუ­შა­ვა, მის ორ­გა­ნი­ზა­ცია "სო­კო­ში". გა­დავ­წყვი­ტე ბავ­შვი ერთი დღით მა­მა­მის­თან და­მე­ტო­ვა, რად­გან მე პუ­რის ფული მე­შოვ­ნა. ავ­დე­ქი და წა­ვიყ­ვა­ნე თვე­ე­ბის ირაკ­ლი თა­ვის სახ­ლში. დავ­ტო­ვე და წა­მო­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში. იმ დღეს მაგ­რად ვი­მუ­შა­ვე. სან­დრა ლტოლ­ვი­ლი ბავ­შვე­ბის­თვის კონ­ცერტს მარ­თავ­და და ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო საქ­მე­ებ­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი. მთე­ლი დღე ფეხ­ზე ვი­დე­ქი და თან ჩემი ფიქ­რე­ბი პა­ტა­რა ირაკ­ლის­თან იყო.

შიმ­ში­ლის­გან და გუ­ლის წას­ვლის­გან ქალ­ბა­ტონ­მა Maka Darsavelidze-მ მიხ­სნა. რომ და­მი­ნა­ხა სა­ხე­ზე ფერი არ მედო, თბი­ლი ბულ­კე­ბი მი­ყი­და და და­მა­პუ­რა. იმ ბულ­კე­ბის გემო ახ­ლაც მახ­სოვს. მიყ­ვარ­ხართ ქალ­ბა­ტო­ნო მაკა. თქვე­ნი სი­კე­თე არ მა­ვი­წყდე­ბა. სულო ბე­ბოს სახ­ლში მი­ვე­დი. იმ დღეს წი­ვილ-კი­ვი­ლი ატე­ხეს ჩემი ყო­ფი­ლი ქმრის ოჯახ­მა. ბავ­შვი მოგ­ვიყ­ვა­ნაო, ეს რო­გორ გვა­კად­რა არის­ტოკ­რა­ტებ­სო! სულ ამას გა­ი­ძა­ხო­და ის ქალ­ბა­ტო­ნი, ჩვენ არის­ტოკ­რა­ტე­ბი ვართ და შენ “ყივ­ჩა­ღი” შე­მო­მი­ვარ­დი სახ­ლშიო!

იმ სა­ღა­მოს ბავ­შვი უკან უნდა მო­ეყ­ვა­ნათ. გა­რეთ ეზო­ში გა­ვე­დი, რომ ირაკ­ლი გა­მო­მერ­თმია. ბავ­შვი უკვე ხელ­ში მე­კა­ვა, როცა მათი ნა­თე­სა­ვი, მა­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია / CEC of Georgia-ის თავ­მჯდო­მა­რე, Guram Chalagashvili დიდი ჯი­პი­დან გად­მო­ვი­და და თა­ვი­სი დიდი ტო­რით ისე­თი სილა გა­მაწ­ნა, რომ კი­ნა­ღამ პა­ტა­რა ირაკ­ლი ხე­ლი­დან გა­მი­ვარ­და და მი­წა­ზე და­ვარ­და. ხმა ვერ ამო­ვი­ღე. შოკი მი­ვი­ღე. სილა მი­ვი­ღე იმის­თვის, თუ რო­გორ ვი­კად­რე და მის ნა­თე­სა­ვებს ვა­წუ­ხებ!

სახ­ლში რომ შე­ვე­დი მთე­ლი სახე გა­წით­ლე­ბუ­ლი მქონ­და. ახ­ლაც მახ­სოვს იმ სი­ლის სიმ­წა­რე. მას მერე მძულს ეს კაცი და როცა კი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­დის, გული მე­რე­ვა. რო­გორ იყე­ნე­ბენ მა­სეთ მო­ძა­ლა­დეს ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში გვერ­დით? ალ­ბათ თა­ვის ცოლ­საც ასე უბა­გუ­ნებს. მა­შინ მე პატ­რო­ნი არ მყავ­და და ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს მოვ­თხოვ­დი. ახლა ჩემი თა­ვის პატ­რო­ნი მე ვარ და ვი­თხოვ ყვე­ლა მო­ძა­ლა­დე კაცი და­ი­სა­ჯოს! არას­დროს, არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა იმ სი­ლის სიმ­წა­რე! წლე­ბის წინ ფე­ის­ბუქ­ზე მივ­წე­რე კი­დეც, მაგ­რამ აღარ ახ­სოვ­და ვაჟ­ბა­ტონს! მეკი ეგ სიმ­წა­რე დღე­საც კარ­გად მახ­სოვს! ხოდა არ გა­ე­კა­როთ მაგ მო­ძა­ლა­დე კაცს, რო­მე­ლიც უსუ­სურ, მე­ძუ­ძურ დე­დას არაფ­რის გამო სი­ლას აწ­ნავს!

ახლა გა­მოვ­ლენ მა­ვა­ნი და იტყვი­ან იგო­ნებ­სო, მაგ­რამ ღმერ­თია მოწ­მე, რომ ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლე დავ­წე­რე. რა­ტომ მა­შინ არ ვთქვი? იმი­ტომ რომ შე­მე­შინ­და! მე ვინ ვი­ყა­ვი, ერთი ტლუ, სოფ­ლე­ლი, და­უც­ვე­ლი გოგო. მას შემ­დეგ 13 წლი გა­ვი­და და ასე მგო­ნია ის სილა ცა­მეტ­ჯერ გა­მაწ­ნა ჩა­ლა­გაშ­ვილ­მა! ახლა არ მე­ში­ნია არა­ვი­სი! მო­ძა­ლა­დე კა­ცე­ბი უნდა ამო­წყდნენ და გა­და­ჯიშ­დნენ! ქა­ლე­ბო არ შე­გე­შინ­დეთ! გა­მო­დით და ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­რეთ ძა­ლა­დო­ბა­ზე! ვე­ლო­დე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სწორ რე­აქ­ცი­ას და მხარ­და­ჭე­რას.

მად­ლო­ბა ყვე­ლას. პა­ტი­ვის­ცე­მით, ცის­ნა­მი".

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
archil
1

მუდამ ბედნიერი იყავი. დაივიწყე ბოროტი ხალხი და კიდევ უფრო ბენიერი იქნები.

ხვიჩა -ს ?
7

,"ცისნამის,ისე მაგარი რამე კი ქვია",ოოო ბრძანა ამ ბრძენმა და ვერც წარმოიდგინა ის ოჯახი! ორი უსინათლო და ცისნამი სწორედაც ზუსტად დაარქვეს უტინო ხვჩა!უსინათლოებს შეგრძნებები შეხებით აქვთ და მათთვის ეს ცისნამი სრულიად ულამაზესი სახელია. ვაიიი, რამდებნად შორს ვართ კულტურისაგან! მისი მეუღლე ბარონი ვერაფრით ვერ გაიგებს რაზე ვლაპარაკობთ ც ი ს ნ ა მ ი ო ოოოო და რა მერე!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"გურამ ჩალაგაშვილი დიდი ჯიპიდან გადმოვიდა და თავისი დიდი ტორით ისეთი სილა გამაწნა, რომ კინაღამ ბავშვი ხელიდან გამივარდა... არ გაეკაროთ მაგ მოძალადეს" - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

"გურამ ჩალაგაშვილი დიდი ჯიპიდან გადმოვიდა და თავისი დიდი ტორით ისეთი სილა გამაწნა, რომ კინაღამ ბავშვი ხელიდან გამივარდა... არ გაეკაროთ მაგ მოძალადეს" - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და ბლოგერი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში მსახიობ ნინუცა მაყაშვილის ისტორიას ეხმაურება და გვიყვება ამბებს, რომელიც მას წლების წინ გადახდა. ცისნამი ყველა იმ ქალბატონს უცხადებს მხარდაჭერას, ვინც ძალადობის შესახებ ხმამაღლა საუბრობს და აცხადებს, რომ სხვადასხვა დროს თავადაც იყო ძალადობის მსხვერპლი. ერთ-ერთი მამაკაცი, ვინც მას თავს დაესხა, როგორც თავად წერს, ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილია:

"მივესალმები ყველა იმ ქალბატონს, რომელიც არ მალავს და ღიად საუბრობს, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. ჩემი მხარდაჭერა და დიდი პატივისცემა მათ.

გადავწყვიტე, მეც ვისაუბრო ამ თემაზე და გავიხსენო ყველაზე რთული დღეები ჩემს ცხოვრებაში. სამწუხაროდ, მეც ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, საბედნიეროდ, არა ყოფილი საყვარელი მამაკაცისგან, არამედ მისი მამისგან. ახალი ნამშობიარები ვიყავი, ირაკლი სულ რაღაც ორი თვის იყო. ვერა და ვერ ვრიგდებოდი ჩემს ყოფილ დედამთილთან. ქალი, რომელიც სულიერად მანადგურებდა და ნაშვილები რომ ვიყავი, მაგის გამო "ყივჩაღს" მეძახდა. ხშირად მოგვდიოდა სიტყვიერი შელაპარაკება და ჩხუბი. ბოლო ჩხუბის დროს ჩემმა ყოფილმა მამამთილმა, ირაკლის პაპამ სახეში ისეთი სილა გამაწნა, რომ თავბრუ დამეხვა და იქვე ახლო მდგომ დივანზე დავეცი. იმ საღამოს, ასე სილა გაწნული ორი თვის ბავშვით ხელში სახლიდან გამაგდეს. ღამე მეზობელთან გავათენე. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს მეზობელი ნაიარა დეიდა. ჩემი ქმარი მთვრალი იყო და ეძინა. მეგონა მეორე დღეს დაწყნარდებიან ჩემი დედამთილ-მამამთილი და უკან მიგვიღებენ-მეთქი, მაგრამ რაის უკან მიღება, ჩემი ნივთები ჩალაგებული ჰქონდა ჩემს ყოფილ დედამთილს და ბიძაჩემის სახლში მომიყარა, სადაც მეორე დღეს წავედი.

მერე იყო დიდი წვალება, უბედურება. ვიყავი უმუშევარი, უფულო, უსახლკარო და გაუბედურებული, ორი თვის ბავშვით ხელში. მაშინ არ იყო საფარი/Sapari და Baia Pataraia. მივმართე ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი / Anti-Violence Network of Georgia-ს, ქალბატონ Nato Shavlakadze-ს, Manana Purtskhvanidze-ს. ამ ქალბატონებმა გადამარჩინეს. მათი დიდი მადლიერი ვარ.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი, მის მიერ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი, ცხონებულ სულო ბებოსთან ერთად, რომელიც პატარა ირაკლის გაზრდაში მეხმარებოდა. არავინ არ იყო ჩემს გვერდით. ძალით გამაგდეს სახლიდან, არაფრის გამო და დამტოვეს ღია ცის ქვეშ. ყველა იმ ადამიანს, ვინც მე ტკივილი მომაყენა, ცხოვრებამ სასტიკად გადაუხადა სამაგიერო!

მეორედ როდის ვიყავი ძალადობის მსხვერპლი მაგასაც გეტყვით. პატარა ბავშვით სამსახურში არავინ მიღებდა. ბავშვის დამტოვებელიც არავინ მყავდა. საპატრიარქოს სოციალური სამსახურის უფროსსმა, უძვირფასესმა ქალბატონმა ცისანა შარტავამ დამაკავშირა სანდრა რულოვსთან. სანდრასთან უნდა მემუშავა, მის ორგანიზაცია "სოკოში". გადავწყვიტე ბავშვი ერთი დღით მამამისთან დამეტოვა, რადგან მე პურის ფული მეშოვნა. ავდექი და წავიყვანე თვეების ირაკლი თავის სახლში. დავტოვე და წამოვედი სამსახურში. იმ დღეს მაგრად ვიმუშავე. სანდრა ლტოლვილი ბავშვებისთვის კონცერტს მართავდა და ამ ღონისძიების საორგანიზაციო საქმეებში ვეხმარებოდი. მთელი დღე ფეხზე ვიდექი და თან ჩემი ფიქრები პატარა ირაკლისთან იყო.

შიმშილისგან და გულის წასვლისგან ქალბატონმა Maka Darsavelidze-მ მიხსნა. რომ დამინახა სახეზე ფერი არ მედო, თბილი ბულკები მიყიდა და დამაპურა. იმ ბულკების გემო ახლაც მახსოვს. მიყვარხართ ქალბატონო მაკა. თქვენი სიკეთე არ მავიწყდება. სულო ბებოს სახლში მივედი. იმ დღეს წივილ-კივილი ატეხეს ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახმა. ბავშვი მოგვიყვანაო, ეს როგორ გვაკადრა არისტოკრატებსო! სულ ამას გაიძახოდა ის ქალბატონი, ჩვენ არისტოკრატები ვართ და შენ “ყივჩაღი” შემომივარდი სახლშიო!

იმ საღამოს ბავშვი უკან უნდა მოეყვანათ. გარეთ ეზოში გავედი, რომ ირაკლი გამომერთმია. ბავშვი უკვე ხელში მეკავა, როცა მათი ნათესავი, მაშინდელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia-ის თავმჯდომარე, Guram Chalagashvili დიდი ჯიპიდან გადმოვიდა და თავისი დიდი ტორით ისეთი სილა გამაწნა, რომ კინაღამ პატარა ირაკლი ხელიდან გამივარდა და მიწაზე დავარდა. ხმა ვერ ამოვიღე. შოკი მივიღე. სილა მივიღე იმისთვის, თუ როგორ ვიკადრე და მის ნათესავებს ვაწუხებ!

სახლში რომ შევედი მთელი სახე გაწითლებული მქონდა. ახლაც მახსოვს იმ სილის სიმწარე. მას მერე მძულს ეს კაცი და როცა კი ტელევიზიით გამოდის, გული მერევა. როგორ იყენებენ მასეთ მოძალადეს ნებისმიერ საქმეში გვერდით? ალბათ თავის ცოლსაც ასე უბაგუნებს. მაშინ მე პატრონი არ მყავდა და ვერავის ვერაფერს მოვთხოვდი. ახლა ჩემი თავის პატრონი მე ვარ და ვითხოვ ყველა მოძალადე კაცი დაისაჯოს! არასდროს, არასდროს დამავიწყდება იმ სილის სიმწარე! წლების წინ ფეისბუქზე მივწერე კიდეც, მაგრამ აღარ ახსოვდა ვაჟბატონს! მეკი ეგ სიმწარე დღესაც კარგად მახსოვს! ხოდა არ გაეკაროთ მაგ მოძალადე კაცს, რომელიც უსუსურ, მეძუძურ დედას არაფრის გამო სილას აწნავს!

ახლა გამოვლენ მავანი და იტყვიან იგონებსო, მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ ყველაფერი სიმართლე დავწერე. რატომ მაშინ არ ვთქვი? იმიტომ რომ შემეშინდა! მე ვინ ვიყავი, ერთი ტლუ, სოფლელი, დაუცველი გოგო. მას შემდეგ 13 წლი გავიდა და ასე მგონია ის სილა ცამეტჯერ გამაწნა ჩალაგაშვილმა! ახლა არ მეშინია არავისი! მოძალადე კაცები უნდა ამოწყდნენ და გადაჯიშდნენ! ქალებო არ შეგეშინდეთ! გამოდით და ხმამაღლა ისაუბრეთ ძალადობაზე! ველოდები საზოგადოების სწორ რეაქციას და მხარდაჭერას.

მადლობა ყველას. პატივისცემით, ცისნამი".