პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის გლუტენი, რომელსაც ძალიან ბევრი საკვები პროდუქტი შეიცავს და რატომ არის ის მავნე?
რა არის გლუტენი, რომელსაც  ძალიან ბევრი საკვები პროდუქტი შეიცავს და რატომ არის ის მავნე?

გლუ­ტე­ნი, იგი­ვე "წე­ბო­ვა­ნა“, მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის ცი­ლაა, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა მარ­ცვლე­უ­ლი შე­ი­ცავს. გლუ­ტე­ნის გა­და­სა­მუ­შა­ვებ­ლად ორ­გა­ნიზმს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფერ­მენ­ტე­ბი სჭირ­დე­ბა. „გლუ­ტე­ნის აუ­ტან­ლო­ბა“ ცე­ლი­ა­კი­ას სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი და ამ და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვე­ბი მსოფ­ლი­ო­ში წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა.

ცე­ლი­ა­კია სხვა­დას­ხვა ფორ­მით შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს. მისი სიმპტო­მე­ბია: ძლი­ე­რი დი­ა­რეა, რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია, ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, დეპ­რე­სია, შფოთ­ვა, ოს­ტე­ო­პე­ნია/ოს­ტე­ო­პო­რო­ზი.

გლუ­ტე­ნის მთა­ვა­რი წყა­რო ბურ­ღუ­ლე­უ­ლია. მათ შო­რის: ხორ­ბა­ლი, ჭვა­ვი, ქერი, კუს­კუ­სი, მა­ნა­ნის ბურ­ღუ­ლი. სი­მინ­დი, ფეტვი, ბრინ­ჯი და შვრია კი გლუ­ტე­ნის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ბურ­ღუ­ლე­უ­ლის სა­ხე­ო­ბე­ბია. ხში­რად გლუ­ტენს შე­ი­ცა­ვენ პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა ელას­ტი­უ­რო­ბა­საც ხე­ლოვ­ნუ­რად ზრდი­ან ფორ­მის მი­სა­ცე­მად. იგი შე­დის კეტ­ჩუ­პე­ბის, სა­წებ­ლე­ბის, ჩიფ­სის, კან­ფე­ტე­ბის, ნა­ყი­ნის, სო­ი­ოს სო­უ­სის, კარ­ტო­ფი­ლი ფრის, ვი­ტა­მი­ნე­ბის (კაფ­სუ­ლე­ბი­სა და ტაბ­ლე­ტე­ბის სა­ხით) და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც კი.

არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ გლუ­ტე­ნის აუ­ტან­ლო­ბის დროს თი­თო­ე­უ­ლი ეს სიმპტო­მი გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს. ბევრ ადა­მი­ანს აღე­ნიშ­ნე­ბა ფა­რუ­ლი აუ­ტან­ლო­ბა გლუ­ტე­ნის მი­მართ. სიმპტო­მე­ბი სუს­ტა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი და მხო­ლოდ კომ­პლექ­სუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შემ­დეგ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი დი­აგ­ნო­ზის დას­მა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცე­ლი­ა­კი­ით ავად­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის 1%, სხვა­დას­ხვა შე­ფა­სე­ბით ყო­ველ მე­სა­მეს აღე­ნიშ­ნე­ბა ესა თუ ის იმუ­ნუ­რი რე­აქ­ცია გლუ­ტენ­ზე.

სწო­რედ ამი­ტომ გლუ­ტენ­თან მი­მარ­თე­ბით დიდი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნაა სა­ჭი­რო. უნდა მო­ე­რი­დოთ არა მხო­ლოდ ბურ­ღუ­ლე­ულს, არა­მედ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ სხვა საკ­ვებ­საც. გლუ­ტე­ნი შე­იძ­ლე­ბა შეგ­ხვდეთ კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­შიც.

ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტის შე­ფუთ­ვა­ზე წა­ი­კი­თხავთ წარ­წე­რას: - "შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს გლუ­ტე­ნის კვალს“. კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს მწარ­მო­ებ­ლებს, რომ ეტი­კეტ­ზე მი­უ­თი­თონ ყვე­ლა ალერ­გე­ნი, რაც პრო­დუქ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია. მა­ში­ნაც კი, თუ ისი­ნი არ არი­ან, მაგ­რამ წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის გამო, შე­იძ­ლე­ბა შემ­თხვე­ვით მოხ­ვდნენ პრო­დუქ­ტში.

იმი­სათ­ვის, რომ კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ი­ღოთ გლუ­ტე­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტი, ყუ­რა­დღე­ბით წა­ი­კი­თხეთ პრო­დუქ­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა ეტი­კეტ­ზე. ხში­რად ეს არის სიმ­ბო­ლო, გა­და­ხა­ზუ­ლი ხორ­ბლის თავ­თა­ვი­სა, ან წარ­წე­რა: "არ შე­ი­ცავს გლუ­ტენს“.

სა­ქარ­თვე­ლო­ში უგ­ლუ­ტე­ნო პრო­დუქ­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია, თუმ­ცა მის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბა ამ ეტაპ­ზე საკ­მა­ოდ და­ბა­ლია. ბევრ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ცე­ლი­ა­კი­ას სიმპტო­მე­ბი აწუ­ხებს, მაგ­რამ არ იცის, რომ მი­ზე­ზი გლუ­ტე­ნია. ამ ეტაპ­ზე უგ­ლუ­ტე­ნო პრო­დუქ­ცი­ის დიდი ასორ­ტი­მენ­ტი წარ­მოდ­გე­ნი­ლია „ევ­როპ­რო­დუქ­ტში“, სა­დაც გან­მარ­ტა­ვენ რომ მათ­ზე მო­თხოვ­ნა სტა­ბი­ლუ­რად მზარ­დია.

„ყო­ველ­დღი­უ­რად, სულ უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ირ­ჩევს „უგ­ლუ­ტე­ნო ცხოვ­რე­ბის წესს“. თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ გლუ­ტე­ნის თვი­სე­ბე­ბი­სა და მას­ზე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბა მას­შტა­ბუ­რად გა­ი­ზარ­დოს. რო­გორც გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის თუ მავ­ნე ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ იცის დღეს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და პრო­დუქ­ცი­ის ყიდ­ვამ­დე აკ­ვირ­დე­ბა, შე­ი­ცავს თუ არა ის აღ­ნიშ­ნულ ნივ­თი­ე­რე­ბებს, ისე უნდა იყოს გლუ­ტე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც. ჩვენ­თან არა მხო­ლოდ უგ­ლუ­ტე­ნო ბურ­ღუ­ლე­უ­ლის, არა­მედ უგ­ლუ­ტე­ნო ხორ­ცის შე­ძე­ნაც შე­სა­ლე­ბე­ლია. „ევ­როპ­რო­დუქ­ტში“ წარ­მოდ­გე­ნი­ლია უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის უგ­ლუ­ტე­ნო ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მწარ­მო­ებ­ლის, ეს­პა­ნუ­რი ბრენ­დის - ELPOZO-ს პრო­დუქ­ცია, რომ­ლის სრუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტი ინ­და­უ­რი­სა და ღო­რის გა­უ­ყი­ნა­ვი ხორ­ცით მზად­დე­ბა. ევ­როპ­რო­დუქ­ტი „ელ­პო­ზოს“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი და ექ­სკლუ­ზი­უ­რი დის­ტრი­ბუ­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში“ - გან­მარ­ტავს „ევ­როპ­რო­დუქ­ტის“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

"ელ­პო­ზოს“ სა­კუ­თა­რი ფერ­მე­ბი და მინ­დვ­რე­ბი აქვს, სა­დაც ცხო­ვე­ლე­ბის­თვის საკ­ვე­ბი მოჰ­ყავთ. ფერ­მებ­ში ცხო­ვე­ლე­ბი სი­მინ­დით და ქე­რით იკ­ვე­ბე­ბი­ან. მათ რა­ცი­ონ­ში არა­ვი­თა­რი სოიო და სხვა და­ნა­მა­ტე­ბი არ შე­დის, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ხორ­ცის მა­ღალ ხა­რისხს. „ელ­პო­ზო“ ასე­ვე არის ინო­ვა­ტო­რი, გა­რე­უ­ლი შავი ღო­რის (ტა­ხის) „იბე­რი­კოს“ მო­ში­ნა­უ­რე­ბა­ში. კომ­პა­ნია ამ­რავ­ლებს ღო­რის ამ უნი­კა­ლურ ჯიშს და მათ უქ­მნის ისეთ პი­რო­ბებს, რო­გო­რიც ტყე­ში ცხოვ­რე­ბი­სას ექ­ნე­ბო­დათ. „იბე­რი­კოს“ ღო­რე­ბი იკ­ვე­ბე­ბი­ან რკო­თი და ბა­ლა­ხით. შე­სა­ბა­მი­სად, „ელ­პო­ზოს“ პრო­დუქ­ტე­ბი გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან და გლუ­ტე­ნის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია. „ელ­პო­ზოს“ უგ­ლუ­ტე­ნო ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში მხო­ლოდ გა­უ­ყი­ნა­ვი ხორ­ცი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ფარ­ში­რე­ბის პრო­ცე­სის შემ­დეგ, მცე­ნა­რე­უ­ლი შემ­კვრე­ლე­ბის, იგი­ვე ცი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგე­ბა. „ელ­პო­ზოს“ ასე­ვე აქვს პრე­მი­უმ ხაზი - „არ­ტე­სა­ნო“, რო­მელ­შიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ინ­და­უ­რის უცხი­მო და უმა­რი­ლო გულ­მკერ­დის ლო­რე­ბი, რო­მელ­შიც ხორ­ცის შე­მად­გენ­ლო­ბა 90%-ია,“ - გან­მარ­ტავს „ელ­პო­ზოს“ ბრენდ მე­ნე­ჯე­რი ლუკა სი­ლა­გა­ძე.

და­ი­მახ­სოვ­რეთ, იმი­სათ­ვის, რომ მიხ­ვდეთ, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი შე­ი­ცავს თუ არა გლუ­ტენს, ეტი­კეტ­ზე უნდა იპო­ვოთ წარ­წე­რა Gluten Free.

ხოლო თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ გა­ი­გოთ, გაქვთ თუ არა გლუ­ტე­ნის აუ­ტან­ლო­ბა, გა­ი­ა­რეთ ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი ტეს­ტი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nata
1

ჩემს ბავშვს დაუდასტურდა ცელიაკია, არანაერი სიმპტომენი არ გააჩნდა სულ შემთხვევით აღმოვაჩინეთ

ჯორჯია
1

ეს არ ვარგა, ის არ ვარგა, ეს არ ჭამოთ, ის არ ჭამოთ, დავიღალეთ უკვე, აბა რაღა უნდა ვქნათ, სად აქვს დღეს ამდენი რჩევის ფუფუნება ადამიანს. სურსათის უვნებლობა ბევრ რამეს უნდა აკონტროლებდეს ამის მაგვარ საკითხებს, მადონა კოიძე კი არ უნდა დასდევდეს მაღაზიებს, ობიექტებს, რესტორან-რესტორან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

რა არის გლუტენი, რომელსაც ძალიან ბევრი საკვები პროდუქტი შეიცავს და რატომ არის ის მავნე?

რა არის გლუტენი, რომელსაც  ძალიან ბევრი საკვები პროდუქტი შეიცავს და რატომ არის ის მავნე?

გლუტენი, იგივე "წებოვანა“, მცენარეული წარმოშობის ცილაა, რომელსაც სხვადასხვა მარცვლეული შეიცავს. გლუტენის გადასამუშავებლად ორგანიზმს დიდი რაოდენობით ფერმენტები სჭირდება. „გლუტენის აუტანლობა“ ცელიაკიას სახელითაა ცნობილი და ამ დაავადების გამოვლენის შემთხვევები მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება.

ცელიაკია სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს. მისი სიმპტომებია: ძლიერი დიარეა, რკინადეფიციტური ანემია, ნევროლოგიური დარღვევები, თავის ტკივილი, დეპრესია, შფოთვა, ოსტეოპენია/ოსტეოპოროზი.

გლუტენის მთავარი წყარო ბურღულეულია. მათ შორის: ხორბალი, ჭვავი, ქერი, კუსკუსი, მანანის ბურღული. სიმინდი, ფეტვი, ბრინჯი და შვრია კი გლუტენისგან თავისუფალი ბურღულეულის სახეობებია. ხშირად გლუტენს შეიცავენ პროდუქტები, რომელთა ელასტიურობასაც ხელოვნურად ზრდიან ფორმის მისაცემად. იგი შედის კეტჩუპების, საწებლების, ჩიფსის, კანფეტების, ნაყინის, სოიოს სოუსის, კარტოფილი ფრის, ვიტამინების (კაფსულებისა და ტაბლეტების სახით) და ხორცპროდუქტების შემადგენლობაშიც კი.

არ არის აუცილებელი, რომ გლუტენის აუტანლობის დროს თითოეული ეს სიმპტომი გამოხატული იყოს. ბევრ ადამიანს აღენიშნება ფარული აუტანლობა გლუტენის მიმართ. სიმპტომები სუსტადაა გამოხატული და მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევების შემდეგ არის შესაძლებელი დიაგნოზის დასმა. მიუხედავად იმისა, რომ ცელიაკიით ავადდება მოსახლეობის 1%, სხვადასხვა შეფასებით ყოველ მესამეს აღენიშნება ესა თუ ის იმუნური რეაქცია გლუტენზე.

სწორედ ამიტომ გლუტენთან მიმართებით დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო. უნდა მოერიდოთ არა მხოლოდ ბურღულეულს, არამედ ზემოთ ჩამოთვლილ სხვა საკვებსაც. გლუტენი შეიძლება შეგხვდეთ კოსმეტიკურ საშუალებებშიც.

ნებისმიერი პროდუქტის შეფუთვაზე წაიკითხავთ წარწერას: - "შეიძლება შეიცავდეს გლუტენის კვალს“. კანონი ავალდებულებს მწარმოებლებს, რომ ეტიკეტზე მიუთითონ ყველა ალერგენი, რაც პროდუქტის შემადგენლობაშია. მაშინაც კი, თუ ისინი არ არიან, მაგრამ წარმოების ტექნოლოგიის გამო, შეიძლება შემთხვევით მოხვდნენ პროდუქტში.

იმისათვის, რომ კვების რაციონიდან ამოიღოთ გლუტენის შემცველი პროდუქტი, ყურადღებით წაიკითხეთ პროდუქტების შემადგენლობა ეტიკეტზე. ხშირად ეს არის სიმბოლო, გადახაზული ხორბლის თავთავისა, ან წარწერა: "არ შეიცავს გლუტენს“.

საქართველოში უგლუტენო პროდუქცია ხელმისაწვდომია, თუმცა მის შესახებ ცნობადობა ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალია. ბევრ ადამიანს შეიძლება ცელიაკიას სიმპტომები აწუხებს, მაგრამ არ იცის, რომ მიზეზი გლუტენია. ამ ეტაპზე უგლუტენო პროდუქციის დიდი ასორტიმენტი წარმოდგენილია „ევროპროდუქტში“, სადაც განმარტავენ რომ მათზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.

„ყოველდღიურად, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს „უგლუტენო ცხოვრების წესს“. თუმცა აუცილებელია, რომ გლუტენის თვისებებისა და მასზე ალერგიული რეაქციის შესახებ ცნობადობა მასშტაბურად გაიზარდოს. როგორც გენმოდიფიცირებული პროდუქტების თუ მავნე ქიმიური დანამატების შესახებ იცის დღეს ფართო საზოგადოებამ და პროდუქციის ყიდვამდე აკვირდება, შეიცავს თუ არა ის აღნიშნულ ნივთიერებებს, ისე უნდა იყოს გლუტენის შემთხვევაშიც. ჩვენთან არა მხოლოდ უგლუტენო ბურღულეულის, არამედ უგლუტენო ხორცის შეძენაც შესალებელია. „ევროპროდუქტში“ წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის უგლუტენო ხორცპროდუქტების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებლის, ესპანური ბრენდის - ELPOZO-ს პროდუქცია, რომლის სრული ასორტიმენტი ინდაურისა და ღორის გაუყინავი ხორცით მზადდება. ევროპროდუქტი „ელპოზოს“ ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში“ - განმარტავს „ევროპროდუქტის“ მარკეტინგის მენეჯერი ანანო თავხელიძე.

"ელპოზოს“ საკუთარი ფერმები და მინდვრები აქვს, სადაც ცხოველებისთვის საკვები მოჰყავთ. ფერმებში ცხოველები სიმინდით და ქერით იკვებებიან. მათ რაციონში არავითარი სოიო და სხვა დანამატები არ შედის, რაც განაპირობებს ხორცის მაღალ ხარისხს. „ელპოზო“ ასევე არის ინოვატორი, გარეული შავი ღორის (ტახის) „იბერიკოს“ მოშინაურებაში. კომპანია ამრავლებს ღორის ამ უნიკალურ ჯიშს და მათ უქმნის ისეთ პირობებს, როგორიც ტყეში ცხოვრებისას ექნებოდათ. „იბერიკოს“ ღორები იკვებებიან რკოთი და ბალახით. შესაბამისად, „ელპოზოს“ პროდუქტები გენმოდიფიცირებული ნივთიერებებისგან და გლუტენისგან თავისუფალია. „ელპოზოს“ უგლუტენო ხორცპროდუქტების წარმოების პროცესში მხოლოდ გაუყინავი ხორცი გამოიყენება. ფარშირების პროცესის შემდეგ, მცენარეული შემკვრელების, იგივე ცილების საჭიროება არ დგება. „ელპოზოს“ ასევე აქვს პრემიუმ ხაზი - „არტესანო“, რომელშიც წარმოდგენილია ინდაურის უცხიმო და უმარილო გულმკერდის ლორები, რომელშიც ხორცის შემადგენლობა 90%-ია,“ - განმარტავს „ელპოზოს“ ბრენდ მენეჯერი ლუკა სილაგაძე.

დაიმახსოვრეთ, იმისათვის, რომ მიხვდეთ, ხორცპროდუქტი შეიცავს თუ არა გლუტენს, ეტიკეტზე უნდა იპოვოთ წარწერა Gluten Free.

ხოლო თუ გაინტერესებთ გაიგოთ, გაქვთ თუ არა გლუტენის აუტანლობა, გაიარეთ ქვემოთ მოცემული ტესტი.

<div class="apester-media" data-media-id="606eae6395def1000964a234" height="520"></div><script async src="https://static.apester.com/js/sdk/latest/apester-sdk.js"></script>

ახალი iPhone-ის წინასწარი გაყიდვები იწყება - ფლაგმანი მოდელი ახლა უკვე გაზაფხულის ფერში

როგორი გამოვიდა ოთახი, რომელიც "რედიზაინის“ პირველ გადაცემაში საჩუქრად გაარემონტეს

5 სარგებელი, რომელსაც კარაქისგან ყოველდღიურად მიიღებთ