ავტორი:

"კლასტერებიდან" გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე... დღეს ნახტომი გვაქვს, ეპიდსიტუაცია უარესდება" - ამირან გამყრელიძე

"კლასტერებიდან" გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე... დღეს ნახტომი გვაქვს, ეპიდსიტუაცია უარესდება" - ამირან გამყრელიძე

"კლასტერებიდან" გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, აუცილებელია სიფრთხილე და რაც მეტი ადამიანი აიცრება ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები იქნება გარდაცვლილთა რიცხვი.

"დღეს ყველა რეგიონში უკვე, ჩვენ გვაქვს ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებული. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარა და დანარჩენი რეგიონები. აქედან გამომდინარე უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. სერიოზულად იმატებს ინციდენტობის მაჩვენებელი სამეგრელოში, ამიტომ სიფრთხილე და ყველა იმ ღონისძიების დაცვა, რომელსაც გეუბნებით და განსაკუთრებით დიდი შეკრებებისგან თავის შეკავება, ამას ემატება კიდევ მეტი ინტენსიფიკაცია აცრების. გასაგებია, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის დაგროვებას დიდი დრო სჭირდება და ეს მარტივად ვერ ხერხდება, მაგრამ 100 აცრილი ადამიანი, ეს არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი ადამიანი - ეს იცოდეთ და აქედან გამომდინარე უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე. რაც მეტი იქნება აცრილი, მით ნაკლები გვეყოლება გარდაცვლილი, რაც მეტი იქნება 55-წელს ზემოთ აცრილი ადამიანი, მით მეტი ადამიანი გადარჩება ხანდაზმული", - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ განაცხადა, ეპიდსიტუაცია უარესდება და ჯანდაცვის სექტორზე სერიოზული ზეწოლაა.

"დღეს ნახტომი გვაქვს - იანვრის შემდეგ ერთი დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი შემთხვევა არ გვქონია. შესაძლებელია ეს დაკავშირებულია იმასთან, რასაც ჩვენ "ორშაბათის სინდრომს" ვეძახით, რადგან სამშაბათს დილით ხდება შაბათ-კვირის გარკვეული რაოდენობების რეპორტინგი და ორშაბათის 24 საათის, მაგრამ ეს მაინც საყურადღებოა და პირდაპირ გეტყვთ, საგანგაშო.

გუშინდელი დღის დადებითობის მაჩვენებელი ავიდა 3.66%-ზე. გვაქვს გარკვეული ზღვარი 4% და როდესაც ამის ქვემოთ სცდილება მაჩვენებელი და ეს ნარჩუნდება 1-2 კვირის განმავლობაში, ვსაუბრობთ ხოლმე შემსუბუქებაზე. ახლა არ ვართ 4%-ზე, მაგრამ რადგან ერთი დღე მიუახლოვდა 3.66%-ს, ეს ძალიან საყურადღებოა. ასევე ბოლო 30 დღის დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 2.1%; ბოლო 14 დღის - 2.46% და ბოლო 7 დღის - 2.58%. ამიტომ თანდათან ეპიდსიტუაცია უარესდება, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე სერიოზულია, იმიტომ, რომ აქტიური შემთხვევა თითქმის 8 ათასია, აქედან კი კლინიკებში 2485-ია.

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია, რაც პროგნოზირებადი იყო, მაგრამ სულ ვცდილობთ, მოვუწოდოთ მოსახლეობას და ზედამხედველობის სამსახურებს, მეტი კონტროლი იყოს, რადგან არ გვინდა ნოემბერი-დეკემბერი გავიმეოროთ და ისევ გატარდეს მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ მეორე მხრივ, პინაზე ადამიანის ჯანმრთელობაა. თუ ჩვენ მომავალ კვირებში ეპიდსიტუაცია ვერ შევაკავეთ, საბჭოს ამის აწონ-დაწონვა მოუწევს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

"ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროელებსა და მუშა-მოსამსახურეებს ანაზღაურებას 250 ლარით უზრდის - რა წერია კომპანიის განცხადებაში

"ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია" - ლევან რატიანი

მაღაროელების აქცია ჭიათურაში - გაფიცულები ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვენ