უპრეცედენტო მოგებების ფოერვერკი გრძელდება, ამ გაზაფხულზე ლოტოში უკვე მესამე ჯეკპოტი 96 175 ლარი გუშინ ,,5/35 -ოქროს ბურთში’’ გათამაშდა. ლატარიაში კი ბოლო ერთი თვის მოგებების ქრონოლოგია ასე გამოიყურება:
ახალი ჯეკპოტის მფლობელი უკვე ცნობილია, ის გახლავთ 24 წლის ალეკო ბერუაშვილი თბილისიდან. ალეკომ ,,5/35 - ოქროს ბურთის’’ ბილეთები მხოლოდ ორჯერ შეიძინა, პირველ შენაძენზე 6 ლარი მოიგო, მოგებული თანხა ისევ ბილეთებში ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ სერვის-ცენტრში გუშინ გადაცვალა და მისთვის დაუჯერებელი ამბავი მოხდა - ჯეკპოტი 96 175 ლარი მოიგო.
ალეკო ბერუაშვილი პროფესიით ექიმია, ის სამედიცინო ცენტრ ,,ვივამედიში’’ კრიტიკული მედიცის დეპარტამენტში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობს და თბილისში მშობლებთან ერთად ცხოვრობს.
,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს ალეკო ბერუაშვილის მოგებას, მას მოგებული ჯეკპოტი უახლოესს მომავალში გადაეცემა.
NS