სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა თანხმობა მიცემული... ახლა რომ ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წინააღმდეგი იყო" - ნიკა მელია
"ჩემს დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა თანხმობა მიცემული... ახლა რომ ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წინააღმდეგი იყო" - ნიკა მელია

გა­ხა­რია ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი იმუ­ნი­ტეტს არ მო­მიხ­სნიდ­ნენ, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ნიკა მე­ლი­ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან ად­ვო­კა­ტე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ზე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბამ­დე მის მხარ­დამ­ჭე­რებს და დარ­ბაზ­ში მყოფ მე­გობ­რებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. ამას­თან, მო­სა­მარ­თლე ნინო ჩახ­ნაშ­ვილ­საც მი­მარ­თა.

"თქვენც მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ იმის­თვის, რომ არ­სე­ბობთ, ენერ­გი­ას მაძ­ლევთ, ბრძო­ლის ჟინს მი­ათ­კე­ცებთ, ენ­თუ­ზი­აზმს მაძ­ლევთ, მო­ტი­ვა­ცია მეძ­ლე­ვა და მეძ­ლე­ვა, როცა ვიცი, რომ თქვენ არ­სე­ბობთ და არ­სე­ბობს ბა­ტო­ნი გუ­ლუ­აშ­ვი­ლის მსგავ­სი პრო­კუ­რო­რე­ბი.

ად­ვო­კა­ტე­ბის ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა უსი­ტყვოდ უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს, სა­უ­ბა­რია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელ­ზე, რო­მელ­მაც თქვა, რომ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ავა­ლებ­და, აყალ­ბე­ბი­ნებ­და იმ საქ­მის ფარ­გლებ­ში მა­სა­ლებს, რო­მელ­ზეც მე აქ მო­მა­თავ­სეს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თქვენ საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა გინ­დო­დეთ და ამ ადა­მი­ა­ნის და­კი­თხვის სურ­ვი­ლი არ გა­გიჩ­ნდეთ?...

თუ ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებთ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნისთგის გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა რას ემ­სა­ხუ­რე­ბით თქვენ და მე - რას. სა­ნამ თქვენ აქ იმ­სჯე­ლებ­დით ჩემ და­კა­ვე­ბა­ზე, იმ ადა­მი­ა­ნებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი ჰქონ­და რომ მე სა­ტუ­სა­ღო­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. თქვენ თქვენ რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე უნდა იფიქ­როთ, ცოტა მო­მავ­ლის გად­მო­სა­ხე­დი­და­ნაც ხომ უნდა იმ­სჯე­ლოთ. კო­ბა­ხი­ძე რომ მოწ­მის სა­ხით არ და­ი­ბა­როთ და არ და­კი­თხოთ, ეს ხომ თქვენ რე­პუ­ტა­ცი­ას შე­ლა­ხავს? ამ საქ­მე­ზე ხომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა დად­გინ­დე­ბა?

ამ ადა­მი­ან­მა აღი­ა­რა, მე და გა­ხა­რია შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რომ მე­ლია უნდა დაგ­ვე­ჭი­რაო და ბო­ლოს გა­დათ­ქვაო, თქვენ კი­დევ გან­ჩი­ნე­ბა არ გქონ­დათ გა­მო­ტა­ნი­ლი. რა თქმა უნდა, ჩემს და­კა­ვე­ბა­ზე გა­ხა­რი­ა­საც ჰქონ­და მი­ცე­მუ­ლი თან­ხმო­ბა და კო­ბა­ხი­ძე­საც. ახლა რომ გა­ხა­რია ცდი­ლობს თავი ისე მო­აჩ­ვე­ნოს, თით­ქოს, წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბის, ის ჩემი და­კა­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი იმუ­ნი­ტეტს არ მო­მიხ­სნიდ­ნენ", - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი სვანიშვილი
12

ნამდვილად დაკავების ღირსი ხარ, ყველა ასე ფიქრობს რომ იცოდე, უბრალოდ ამ მთავრობას ძლიან იბრიყვებს ნაცების დაქირავებული არასამთავრობოები,შაჰის კარზე მაბეზღრობლით რომ გამოირჩევიან

რევაზი
12

ნათქვამია: ,, ვირო მადლი გიყავიო ................. "

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ჩემს დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა თანხმობა მიცემული... ახლა რომ ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წინააღმდეგი იყო" - ნიკა მელია

"ჩემს დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა თანხმობა მიცემული... ახლა რომ ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წინააღმდეგი იყო" - ნიკა მელია

გახარია ჩემი დაპატიმრების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან ადვოკატების შუამდგომლობაზე პოზიციის დაფიქსირებამდე მის მხარდამჭერებს და დარბაზში მყოფ მეგობრებს მადლობა გადაუხადა. ამასთან, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილსაც მიმართა.

"თქვენც მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ არსებობთ, ენერგიას მაძლევთ, ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ, ენთუზიაზმს მაძლევთ, მოტივაცია მეძლევა და მეძლევა, როცა ვიცი, რომ თქვენ არსებობთ და არსებობს ბატონი გულუაშვილის მსგავსი პროკურორები.

ადვოკატების ეს შუამდგომლობა უსიტყვოდ უნდა დაკმაყოფილდეს, საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე, რომელმაც თქვა, რომ შს მინისტრის მოადგილე ავალებდა, აყალბებინებდა იმ საქმის ფარგლებში მასალებს, რომელზეც მე აქ მომათავსეს. როგორ შეიძლება თქვენ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა გინდოდეთ და ამ ადამიანის დაკითხვის სურვილი არ გაგიჩნდეთ?...

თუ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებთ, ბევრი ადამიანისთგის გასაგები გახდება რას ემსახურებით თქვენ და მე - რას. სანამ თქვენ აქ იმსჯელებდით ჩემ დაკავებაზე, იმ ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა რომ მე სატუსაღოში უნდა წავსულიყავი. თქვენ თქვენ რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ, ცოტა მომავლის გადმოსახედიდანაც ხომ უნდა იმსჯელოთ. კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შელახავს? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება?

ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი. რა თქმა უნდა, ჩემს დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა მიცემული თანხმობა და კობახიძესაც. ახლა რომ გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს, წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ის ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ", - განაცხადა მელიამ.

ფონიჭალაში,  წითელი ხიდის მაგისტრალზე და ლილოში 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს - ამოღებულია 7 კილოგრამამდე "ჰეროინი“

ლანჩხუთში, 50 წლამდე მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი ნახეს - წინასწარი ინფორმაციით, კაცი მოკლულია

ნაკაშიძის ქუჩაზე ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია