მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ აშშ და ნატო რეალურად ჩაერევიან უკრაინისა და ტაივანის კონფლიქტებში, შესაძლოა მსოფლიო მესამე ომის ზღვარზე აღმოჩნდეს - გადაიქცევა თუ არა 2021 წელი ორუელურ "1984“-ად?"
თუ აშშ და ნატო რეალურად ჩაერევიან უკრაინისა და ტაივანის კონფლიქტებში, შესაძლოა მსოფლიო მესამე ომის ზღვარზე აღმოჩნდეს - გადაიქცევა თუ არა 2021 წელი ორუელურ "1984“-ად?"

ბრი­ტა­ნულ გა­ზეთ "გარ­დი­ა­ნი­ში" («The Guardian»)გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "რუ­სე­თი, ჩი­ნე­თი და ამე­რი­კა: გა­და­იქ­ცე­ვა თუ არა 2021 წელი ორუ­ე­ლურ "1984“-ად?" რომ­ლის ავ­ტო­რია ჟურ­ნა­ლისტ-კო­ლუმ­ნის­ტი სა­ი­მონ ტის­დო­ლი.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის ში­ნა­არ­სის ვერ­სი­ას:

"შე­საძ­ლოა, ეს მხო­ლოდ უბ­რა­ლო დამ­თხვე­ვაა, რომ რუ­სე­თი და ჩი­ნე­თი ერ­თდრო­უ­ლად აძ­ლი­ე­რე­ბენ თა­ვი­ანთ სამ­ხედ­რო ზე­წო­ლას და "ია­რაღს აჟღა­რუ­ნე­ბენ“ - მოს­კო­ვი უკ­რა­ი­ნის მი­მართ, ხოლო პე­კი­ნი ტა­ი­ვა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ? შე­საძ­ლოა, თქვენ ვერ იპო­ვით რუ­სეთ-ჩი­ნე­თის პირ­და­პი­რი გა­რი­გე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, მაგ­რამ ერთი რამ აშ­კა­რაა: ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რებს - ვლა­დი­მირ პუ­ტინს და სი ძინ­პინს ესთმა­ნე­თის მშვე­ნივ­რად ეს­მით და კარ­გად არი­ან შეხ­მატ­კბი­ლე­ბულ­ნი, ერ­თმა­ნეთს სინ­ქრო­ნუ­ლი ეფექ­ტით აძ­ლი­ე­რე­ბენ. მათი მი­ზა­ნია ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­აქ­ცი­ის მო­სინ­ჯვა“, - წერს სა­ი­მონ ტის­დო­ლი.

პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რის აზ­რით, "ჩვენს თვალ­წინ ხდე­ბა ჯორჯ ორუ­ე­ლის კოშ­მა­რუ­ლი ხედ­ვე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა, რო­მე­ლიც მან თა­ვის რო­მან­ში - "1984“-ში წარ­მო­სა­ხა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, წიგნ­ში მსოფ­ლიო გა­ყო­ფი­ლია გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით სამ ერ­თმა­ნე­თის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე სუ­პერ­სა­ხელ­მწი­ფოს - ოკე­ა­ნეთს (ანუ აშშ და დიდი ბრი­ტა­ნე­თი), ევ­რა­ზი­ას (სსრკ/რუ­სე­თი და ევ­რო­პა) და ის­ტა­ზი­ას (ჩი­ნეთს) შო­რის. რო­მა­ნის მი­ხედ­ვით, ოკე­ა­ნე­თი ევ­რა­ზი­ის ჯა­რებს ამარ­ცხებს.

  • ჩი­ნე­თი 1949 წლი­სათ­ვის, რო­მა­ნის გა­მო­ცე­მის ჟამს, ძა­ლი­ან სუს­ტი იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა... ანუ ოკე­ა­ნე­თი (ამე­რი­კა და ინ­გლი­სი) მარ­თლაც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და?

მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯორჯ ორუ­ე­ლი აჩ­ქარ­და:

დღეს რე­ა­ლო­ბა ისე­თია, რომ 2021 წელი შე­საძ­ლოა "1984“-ად გა­და­იქ­ცეს, ოღონდ პი­რი­ქით. არც რუ­სეთს და არც ჩი­ნეთს არ სურთ შე­უ­რიგ­დნენ ამე­რი­კულ პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც, მოს­კო­ვი­სა და პე­კი­ნის აზ­რით, თავ­დას­ხმას ჰგავს და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია. ამას­თა­ნა­ვე, "ევ­რა­ზია“ ფიქ­რობს, რომ დღე­ვან­დელ­მა "ოკე­ა­ნეთ­მა“ (აშშ და ნატო), თა­ვი­სი და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ეჭ­ვოა უკ­რა­ი­ნას და ტა­ი­ვანს რა­ი­მე ქმე­დი­თი და პრაქ­ტი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნოს. "ევ­რა­ზია“ ფიქ­რობს, რომ "ოკე­ა­ნე­თი“ აც­ნო­ბი­ე­რებს: თუ ის რე­ა­ლუ­რად ჩა­ე­რე­ვა, შე­საძ­ლოა მსოფ­ლიო მე­სა­მე, ამ­ჯე­რად უკვე ბირ­თვუ­ლი ომის ზღვარ­ზე აღ­მოჩ­ნდეს.

"რა თქმა უნდა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ ვლა­დი­მი­რი და სი ცდი­ლო­ბენ თა­ვი­ან­თი ამე­რი­კე­ლი კო­ლე­გა ჯო "დატ­რო­ლონ" (პრო­ვო­ცი­რე­ბას უწყო­ბენ), მის სუსტ ად­გი­ლებს ეძე­ბენ... სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯო ბა­ი­დე­ნი ან­კესს არ წა­მო­ე­გე­ბა, მაგ­რამ თუ მარ­თლაც რუ­სე­ბი და ჩი­ნე­ლე­ბი ერ­თდრო­უ­ლად შე­იჭ­რე­ბი­ან მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე - უკ­რა­ი­ნა­ში და ტა­ი­ვან­ზე, ეს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის ნამ­დვი­ლი ორუ­ე­ლუ­რი კოშ­მა­რი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს სა­ი­მონ ტის­დო­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ის და­სას­რულს. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალეკსანდრე
19

saqme maqetken midis

რატი
159

არანაირი მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ეს ნაძირლები ერთმანეთის ჯავრს ჩვენნაირ მცირე ქვეყნებზე იყრიან, თან ომი შემოსავლიანი ბიზნესია, რითაც ისინი დიდ მოგებას ნახულობენ და არამარტო ომისგან, მიზეზები კი უბრალოდ ფარსია და მეტი არაფერი. სწორედ ამიტომ არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგიერთ უბედურს სჯერა, რომ ან ერთი მხარეა უკეთესი, ან მეორე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

თუ აშშ და ნატო რეალურად ჩაერევიან უკრაინისა და ტაივანის კონფლიქტებში, შესაძლოა მსოფლიო მესამე ომის ზღვარზე აღმოჩნდეს - გადაიქცევა თუ არა 2021 წელი ორუელურ "1984“-ად?"

თუ აშშ და ნატო რეალურად ჩაერევიან უკრაინისა და ტაივანის კონფლიქტებში, შესაძლოა მსოფლიო მესამე ომის ზღვარზე აღმოჩნდეს - გადაიქცევა თუ არა 2021 წელი ორუელურ "1984“-ად?"

ბრიტანულ გაზეთ "გარდიანიში" («The Guardian») გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "რუსეთი, ჩინეთი და ამერიკა: გადაიქცევა თუ არა 2021 წელი ორუელურ "1984“-ად?" რომლის ავტორია ჟურნალისტ-კოლუმნისტი საიმონ ტისდოლი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსის ვერსიას:

"შესაძლოა, ეს მხოლოდ უბრალო დამთხვევაა, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთდროულად აძლიერებენ თავიანთ სამხედრო ზეწოლას და "იარაღს აჟღარუნებენ“ - მოსკოვი უკრაინის მიმართ, ხოლო პეკინი ტაივანის წინააღმდეგ? შესაძლოა, თქვენ ვერ იპოვით რუსეთ-ჩინეთის პირდაპირი გარიგების დამადასტურებელ მტკიცებულებას, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: ორივე სახელმწიფოს ლიდერებს - ვლადიმირ პუტინს და სი ძინპინს ესთმანეთის მშვენივრად ესმით და კარგად არიან შეხმატკბილებულნი, ერთმანეთს სინქრონული ეფექტით აძლიერებენ. მათი მიზანია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის რეაქციის მოსინჯვა“, - წერს საიმონ ტისდოლი.

პუბლიკაციის ავტორის აზრით, "ჩვენს თვალწინ ხდება ჯორჯ ორუელის კოშმარული ხედვების რეალიზება, რომელიც მან თავის რომანში - "1984“-ში წარმოსახა. როგორც ცნობილია, წიგნში მსოფლიო გაყოფილია გეოგრაფიული, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით სამ ერთმანეთის მოწინააღმდეგე სუპერსახელმწიფოს - ოკეანეთს (ანუ აშშ და დიდი ბრიტანეთი), ევრაზიას (სსრკ/რუსეთი და ევროპა) და ისტაზიას (ჩინეთს) შორის. რომანის მიხედვით, ოკეანეთი ევრაზიის ჯარებს ამარცხებს.

  • ჩინეთი 1949 წლისათვის, რომანის გამოცემის ჟამს, ძალიან სუსტი იყო, მოგვიანებით საბჭოთა კავშირი დაიშალა... ანუ ოკეანეთი (ამერიკა და ინგლისი) მართლაც გამარჯვებული გამოვიდა?

მაგრამ, სავარაუდოდ, ჯორჯ ორუელი აჩქარდა:

დღეს რეალობა ისეთია, რომ 2021 წელი შესაძლოა "1984“-ად გადაიქცეს, ოღონდ პირიქით. არც რუსეთს და არც ჩინეთს არ სურთ შეურიგდნენ ამერიკულ პოლიტიკას, რომელიც, მოსკოვისა და პეკინის აზრით, თავდასხმას ჰგავს და შეურაცხმყოფელია. ამასთანავე, "ევრაზია“ ფიქრობს, რომ დღევანდელმა "ოკეანეთმა“ (აშშ და ნატო), თავისი დაპირების მიუხედავად, საეჭვოა უკრაინას და ტაივანს რაიმე ქმედითი და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს. "ევრაზია“ ფიქრობს, რომ "ოკეანეთი“ აცნობიერებს: თუ ის რეალურად ჩაერევა, შესაძლოა მსოფლიო მესამე, ამჯერად უკვე ბირთვული ომის ზღვარზე აღმოჩნდეს.

"რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ ვლადიმირი და სი ცდილობენ თავიანთი ამერიკელი კოლეგა ჯო "დატროლონ" (პროვოცირებას უწყობენ), მის სუსტ ადგილებს ეძებენ... სავარაუდოდ, ჯო ბაიდენი ანკესს არ წამოეგება, მაგრამ თუ მართლაც რუსები და ჩინელები ერთდროულად შეიჭრებიან მათთვის საინტერესო ტერიტორიებზე - უკრაინაში და ტაივანზე, ეს აშშ-ის პრეზიდენტისათვის ნამდვილი ორუელური კოშმარი იქნება“, - აღნიშნავს საიმონ ტისდოლი პუბლიკაციის დასასრულს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

კანადელმა დეპუტატმა კამერის წინ ტანსაცმელი მაშინ გაიხადა, როცა "ზუმში"  სხდომა მიმდინარეობდა - "შესანიშნავი სხეული აქვს, მაგრამ კამერა უნდა აკონტროლოს"

ასტრონავტი ჰიჯაბით - ვინ არის 27 წლის ალ მატრუში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც პირველი არაბი ქალი ასტრონავტი გახდა

ხისგან დამზადებულ პირველ კოსმოსურ თანამგზავრს დედამიწის ორბიტაზე მალე ვიხილავთ - ფანერის თანამგზავრი? ეს სასაცილო არ არის!