მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დანაშაული არ ჩაუდენია, ჩვეულებრივი სიტყვიერი შეკამათება იყო" - დავით კოდუას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
"დანაშაული არ ჩაუდენია, ჩვეულებრივი სიტყვიერი შეკამათება იყო" - დავით კოდუას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ბიზ­ნეს­მენ და­ვით კო­დუ­ას ბრალს დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გე­ნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს­ვე, სა­სა­მარ­თლო მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს.

კო­დუ­ას უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის, მუხ­რან ღურწკა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს და ეს ბრა­ლი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე აბ­სურ­დუ­ლია. მი­სი­ვე თქმით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მის და­უ­ყო­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხო­ვენ.

„არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი მას არ ჩა­უ­დე­ნია, იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ტყვი­ე­რი შე­კა­მა­თე­ბა და და­ზა­რა­ლე­ბულ­მა არა­ერ­თხელ და­ა­დას­ტუ­რა ეს ფაქ­ტი. თა­ვა­დაც ამ­ბობს, რომ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­წე­რა სურ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს იქ­ნე­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბაც, თუმ­ცა ვადა ხვა­ლამ­დე აქვთ. სა­სა­მარ­თლო­ზე ჩვე­ნი პო­ზი­ცია ცალ­სა­ხად, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა იქ­ნე­ბა.

გარ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­სა, სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ამ საქ­მე­ში არც არის და ვერ იქ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვი­თხოვთ აღ­კვე­თის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას. ქა­ლიშ­ვილ­თა­ნაც და მე­უღ­ლეს­თა­ნაც ჰქონ­და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, ამას არ გაც­დე­ნია ეს და ქა­ლიშ­ვილ­მაც ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცია და­ა­დას­ტუ­რა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ჩვენს მხა­რეს არ და­უ­ჯე­რე­ბენ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის და შვი­ლის პო­ზი­ცია ხომ არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, რომ იქ არა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა. და­კა­ვე­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნო და სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ვი­თხოვთ“, - აღ­ნიშ­ნა მუხ­რან ღურწკა­ი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით კო­დუა და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე კო­დუ­ას მხრი­დან მე­უღ­ლი­სა და ქა­ლიშ­ვი­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას ეხე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა 126-პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
LS
1

O rs cugluti esa, ar ishlis qalebshi cunculs )))

Rezi
6

აჰა ძმაო ესეც მესამე პოლიტპატიმარი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"დანაშაული არ ჩაუდენია, ჩვეულებრივი სიტყვიერი შეკამათება იყო" - დავით კოდუას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

"დანაშაული არ ჩაუდენია, ჩვეულებრივი სიტყვიერი შეკამათება იყო" - დავით კოდუას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ დავით კოდუას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. სავარაუდოდ დღესვე, სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

კოდუას უფლებადამცველის, მუხრან ღურწკაიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ეს ბრალი თავიდან ბოლომდე აბსურდულია. მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე მის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

„არანაირი დანაშაული მას არ ჩაუდენია, იყო ჩვეულებრივი სიტყვიერი შეკამათება და დაზარალებულმა არაერთხელ დაადასტურა ეს ფაქტი. თავადაც ამბობს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერა სურდა. სავარაუდოდ, დღეს იქნება აღკვეთის ღონისძიებაც, თუმცა ვადა ხვალამდე აქვთ. სასამართლოზე ჩვენი პოზიცია ცალსახად, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იქნება.

გარდა დაზარალებულისა, სხვა მტკიცებულება ამ საქმეში არც არის და ვერ იქნება, შესაბამისად, მოვითხოვთ აღკვეთის გარეშე დატოვებას. ქალიშვილთანაც და მეუღლესთანაც ჰქონდა სიტყვიერი დაპირისპირება, ამას არ გაცდენია ეს და ქალიშვილმაც ინტერვიუში აღნიშნული პოზიცია დაადასტურა. შესაბამისად, თუ ჩვენს მხარეს არ დაუჯერებენ, დაზარალებულის და შვილის პოზიცია ხომ არის გასათვალისწინებელი, რომ იქ არაფერი არ მომხდარა. დაკავება არის აბსოლუტურად უკანონო და სასამართლო პროცესზე მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - აღნიშნა მუხრან ღურწკაიამ.

შეგახსენებთ, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე კოდუას მხრიდან მეუღლისა და ქალიშვილის მიმართ ძალადობას ეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126-პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

სოფელ ლამბალოდან დაკარგული 18 წლის გოგო პოლიციამ იპოვა - არსებული ინფორმაციით, მან უარი თქვა არასასურველ ნიშნობაზე და სხვას გაჰყვა ცოლად

"არარაობა მოსამართლე - თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა, დაინახა და შეაფურთხა!" - გიგი უგულავა

რა წერია ბრალდებაში, რომელიც დავით კოდუას ოფიციალურად წარედგინა?