მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჭიროა კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვებისა და მკაცრი ზომების შემსუბუქება" - მიტროპოლიტი ანდრია 4 მიზეზს ასახელებს
"საჭიროა კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვებისა და მკაცრი ზომების შემსუბუქება" - მიტროპოლიტი ანდრია 4 მიზეზს ასახელებს

ვფიქ­რობ, სა­ჭი­როა აკ­რძალ­ვე­ბის და მკაც­რი ზო­მე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გო­რი­სა და ატე­ნის ეპარ­ქი­ის მმარ­თველ­მა, მიტ­რო­პო­ლიტ­მა ან­დრი­ამ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში არ­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებ­თან და სა­კა­რან­ტი­ნო ნორ­მე­ბის შე­საძ­ლო გამ­კაც­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნულ­ზე მიტ­რო­პო­ლიტ­მა ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის გო­რის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ისა­უბ­რა და მრევლს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­აც­ნო.

"ახლა მი­დის სა­უ­ბა­რი, რომ ზო­მე­ბი კი­დევ უფრო მე­ტად უნდა გამ­კაცრ­დეს ან ის ძვე­ლი ნორ­მე­ბი იყოს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და ჩემი აზრი გა­მოვ­თქვა და ეს აზრი, რო­გორც თხოვ­ნა გა­ვაჟ­ღე­რო. ვფიქ­რობ, რომ სა­ჭი­როა პი­რი­ქით, აკ­რძალ­ვე­ბის და მკაც­რი ზო­მე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხ­დეს ძა­ლი­ან გო­ნივ­რუ­ლად. ჩვენ, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, ხელი უნდა შე­ვუ­წყოთ ხე­ლი­სუ­ფე­ბას ამ ზო­მე­ბის დაც­ვა­ში იმი­ტომ, რომ ეს ეხე­ბა ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს - ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას.

რა­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ არის სა­ჭი­რო ამ ნორ­მე­ბის გა­და­ხედ­ვა და შემ­სუ­ბუ­ქე­ბა: პირ­ვე­ლი - ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ჩვენ მე­ო­რე წე­ლია ვართ ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ვხე­დავთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი უკვე შე­სამ­ჩნე­ვად არი­ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი, თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ რაც მოხ­და - ტაქ­სის მძღოლ­მა თა­ვი­სი მან­ქა­ნა დაწ­ვა.

მე­ო­რე - ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არის რთუ­ლი. თუ მი­ე­ცათ საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რა თქმა უნდა, ეს შე­ამ­სუ­ბუ­ქებს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს მდგო­მა­რე­ო­ბა­საც. სა­ხელ­მწი­ფო­საც მძი­მე ტვირ­თად და­აწ­ვა ეს ვი­თა­რე­ბა, იგი­ვე კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ კომ­პენ­სა­ცი­ებ­ზე გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ად­მი­ა­ნებს მი­ე­ცეთ ნორ­მე­ბის დაც­ვით საქ­მი­ა­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

მე­სა­მე - ახლა ჩვენ ვის­მენთ, რომ ზო­გი­ერ­თი კომ­პა­ნი­ე­ბი და მათი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი აში­ნე­ბენ ადა­მი­ა­ნებს, რომ ვინც ვაქ­ცი­ნას არ გა­ი­კე­თებს, ვერ იმუ­შა­ვებს ან ვერ შევა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მინ­და ვთქვა, რომ კი­დევ უფრო მე­ტად აპი­რის­პი­რებს და აღი­ზი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ყვე­ლას ვთხოვ­დი, რომ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი ამ ვი­თა­რე­ბა­ში არ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

მე­ო­თხე სა­კი­თხი - პან­დე­მი­ის ვი­თა­რე­ბა­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო და მათი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გა­ი­ზარ­და. სა­მე­დი­ცი­ნო პი­რებ­მა უკვე კარ­გად იცი­ან, რო­გორ უნდა ებ­რძო­ლონ ამ ვირუსს, რა ზო­მე­ბი არის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, კი­დევ არის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტე­ბი, მაგ­რამ ღვთის წყა­ლო­ბით, ექი­მე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და ამა­ვე დროს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზო­მე­ბით, საკ­მა­ოდ და­ბა­ლი არის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა", - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

მე­უ­ფე ან­დრი­ას მო­საზ­რე­ბით, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ცალ­კე­უ­ლი დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა საკ­მა­ოდ ყუ­რა­დღე­ბით ეკი­დე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ებს.

"უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბის ხა­რის­ხი მა­ღა­ლია, რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის, ისე სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც საკ­მა­ოდ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნად და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად იქ­ცე­ო­და და დღე­საც იქ­ცე­ვა. რა თქმა უნდა, არის დარ­ღვე­ვის ცალ­კე­უ­ლი ფაქ­ტე­ბი, შეკ­რე­ბე­ბი, მაგ­რამ გარ­კვე­ულ­წი­ლად, ეს მა­ინც არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­ი­ღალ­ნენ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ყოფ­ნით.

ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა და ყუ­რა­დღე­ბა ამ სა­კი­თხი­სად­მი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. ყო­ვე­ლი­ვე და­სახ­ლე­ბუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე მი­მაჩ­ნია, რომ სა­კა­რან­ტი­ნო ნორ­მე­ბი იყოს გა­და­ხე­დი­ლი და შემ­სუ­ბუ­ქე­ბუ­ლი. ამას ხელს უწყობს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბის პრო­ცე­სიც.

რა თქმა უნდა, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი უკე­თე­სად და­გეგ­მა­ვენ, წარ­მარ­თა­ვენ და იტყვი­ან, რისი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­სინ­ჯოს და შე­იც­ვა­ლოს სხვა­დას­ხვა ნორ­მე­ბი. შე­იძ­ლე­ბა იყოს დღი­სა და ღა­მის ნორ­მე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ხის. შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს გა­და­ხედ­ვა ფარ­თი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­მართ. მა­გა­ლი­თად, ისე­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის, რო­გორც არის თე­ატ­რე­ბი, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბი, და­ხუ­რუ­ლი შე­ნო­ბე­ბი, ვთქვათ იტევს 300 კაცს, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნორ­მის დაც­ვით 100 კაცი და­ეს­წროს, იყოს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ იმუ­შა­ვოს თე­ატრმაც, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­მაც, ადა­მი­ა­ნიც მი­ვი­დეს და და­ეს­წროს.

ასე­თი არის ჩემი მო­საზ­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­გა­ცა­ნით და მინ­და, რომ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ­დე მი­ვი­დეს ეს მო­საზ­რე­ბა. თუ თქვენ მე­თან­ხმე­ბით, მა­შინ ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ერ­თო­ბით და ყვე­ლას სა­ხე­ლით მი­წო­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი", - აღ­ნიშ­ნა მიტ­რო­პო­ლიტ­მა ან­დრი­ამ ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ მრევ­ლთან.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ექსპერტი
98

უნდა გამოცხადდეს განსაკუთრებული მდგომარეობა და მმართველობა გადაეცეს მართლმადიდებლურ ეკლესიას. ამათ ღმერთთან აქვთ ურთიერთობა, ლოცულობენ, სიგარეტს არ ეწევიან და უკეთ შესძლებენ ამ სიტუაციის მართვას. 80% მოსახლეობის მაინც ამათ დაკრულზე ცეკვავს და ბარეღამ ბოლომდე მიუშვით

ლია
104

რა შემსუბუქება. გამკაცრებაა საჭირო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"საჭიროა კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვებისა და მკაცრი ზომების შემსუბუქება" - მიტროპოლიტი ანდრია 4 მიზეზს ასახელებს

"საჭიროა კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვებისა და მკაცრი ზომების შემსუბუქება" - მიტროპოლიტი ანდრია 4 მიზეზს ასახელებს

ვფიქრობ, საჭიროა აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება, - ამის შესახებ გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ პანდემიის პირობებში არსებულ შეზღუდვებთან და საკარანტინო ნორმების შესაძლო გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

აღნიშნულზე მიტროპოლიტმა ღვთისმშობლის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ისაუბრა და მრევლს საკუთარი მოსაზრებები გააცნო.

,,ახლა მიდის საუბარი, რომ ზომები კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს ან ის ძველი ნორმები იყოს დაბრუნებული და ამასთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა და ეს აზრი, როგორც თხოვნა გავაჟღერო. ვფიქრობ, რომ საჭიროა პირიქით, აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ძალიან გონივრულად. ჩვენ, მოქალაქეებმა, ხელი უნდა შევუწყოთ ხელისუფებას ამ ზომების დაცვაში იმიტომ, რომ ეს ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - ადამიანის ჯანმრთელობას.

რატომ მიმაჩნია, რომ არის საჭირო ამ ნორმების გადახედვა და შემსუბუქება: პირველი - ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ჩვენ მეორე წელია ვართ ამ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საზოგადოების წევრები უკვე შესამჩნევად არიან გაღიზიანებულები, თუნდაც ის ფაქტი, რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა - ტაქსის მძღოლმა თავისი მანქანა დაწვა.

მეორე - ეკონომიკური მდგომარეობა არის რთული. თუ მიეცათ საქმიანობის განხორციელებისთვის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ეს შეამსუბუქებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მდგომარეობასაც. სახელმწიფოსაც მძიმე ტვირთად დააწვა ეს ვითარება, იგივე კომპენსაციები. მინდა აღვნიშნო, რომ კომპენსაციებზე გაცილებით მნიშვნელოვანია ადმიანებს მიეცეთ ნორმების დაცვით საქმიანობის შესაძლებლობა.

მესამე - ახლა ჩვენ ვისმენთ, რომ ზოგიერთი კომპანიები და მათი ხელმძღვანელები აშინებენ ადამიანებს, რომ ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს, ვერ იმუშავებს ან ვერ შევა დაწესებულებაში. მინდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტად აპირისპირებს და აღიზიანებს ერთმანეთთან საზოგადოებას და ყველას ვთხოვდი, რომ ასეთი განცხადებები ამ ვითარებაში არ არის გასაკეთებელი.

მეოთხე საკითხი - პანდემიის ვითარებაში სამედიცინო პერსონალმა საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო და მათი პროფესიონალიზმი გაიზარდა. სამედიცინო პირებმა უკვე კარგად იციან, როგორ უნდა ებრძოლონ ამ ვირუსს, რა ზომები არის განსახორციელებელი. სამწუხაროდ, კიდევ არის გარდაცვალების ფაქტები, მაგრამ ღვთის წყალობით, ექიმების პროფესიონალიზმით და ამავე დროს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ზომებით, საკმაოდ დაბალი არის სიკვდილიანობა", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე ანდრიას მოსაზრებით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეული დარღვევის ფაქტები ფიქსირდება, საზოგადოება საკმაოდ ყურადღებით ეკიდება რეგულაციებს.

,,უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორგანიზებულობის ხარისხი მაღალია, როგორც სამედიცინო პერსონალის, ისე სახელმწიფო სტრუქტურების და ჩვენი საზოგადოებაც საკმაოდ ყურადღებიანად და ორგანიზებულად იქცეოდა და დღესაც იქცევა. რა თქმა უნდა, არის დარღვევის ცალკეული ფაქტები, შეკრებები, მაგრამ გარკვეულწილად, ეს მაინც არის დაკავშირებული ადამიანების სულიერ მდგომარეობასთან, ადამიანები გადაიღალნენ ერთმანეთის გარეშე ყოფნით.

ზოგადად, საზოგადოების ორგანიზებულობა და ყურადღება ამ საკითხისადმი საკმაოდ მაღალია. ყოველივე დასახლებულის საფუძველზე მიმაჩნია, რომ საკარანტინო ნორმები იყოს გადახედილი და შემსუბუქებული. ამას ხელს უწყობს ვაქცინაციის დაწყების პროცესიც.

რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგები, სახელმწიფო სტრუქტურები უკეთესად დაგეგმავენ, წარმართავენ და იტყვიან, რისი გაკეთება შეიძლება.

შეიძლება გადაისინჯოს და შეიცვალოს სხვადასხვა ნორმები. შეიძლება იყოს დღისა და ღამის ნორმები სხვადასხვა სახის. შეიძლება მოხდეს გადახედვა ფართისა და ადამიანების რაოდენობის მიმართ. მაგალითად, ისეთი დაწესებულებებისათვის, როგორც არის თეატრები, საკონცერტო დარბაზები, დახურული შენობები, ვთქვათ იტევს 300 კაცს, თუ შესაძლებელია, ნორმის დაცვით 100 კაცი დაესწროს, იყოს ამის შესაძლებლობა, რომ იმუშავოს თეატრმაც, საკონცერტო დარბაზმაც, ადამიანიც მივიდეს და დაესწროს.

ასეთი არის ჩემი მოსაზრება, რომელიც გაგაცანით და მინდა, რომ ჩვენს ხელისუფლებამდე მივიდეს ეს მოსაზრება. თუ თქვენ მეთანხმებით, მაშინ ეს იქნება ჩვენი ერთობით და ყველას სახელით მიწოდებული ჩვენი ხელისუფლებისადმი", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანდრიამ ტაძარში შეკრებილ მრევლთან.

ისრაელიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს დაახლოებით 23:00 საათზე ჩამოიტანენ

დღის ფოტო: ნანუკა ხუსკივაძე და ირაკლი კავსაძე მამის დაკრძალვაზე

"სადაც წყალი უნდა ჩასულიყო, დახურული იყო პოლიეთილენის პარკებით" - კალაძე განმარტავს, რამ გამოიწვია დიღომის დატბორვა