პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმაური რიონის ხეობაში, ჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნა და დამატებითი საპოლიციო ძალები - რას აცხადებენ შსს - ში?
ხმაური რიონის ხეობაში, ჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნა და დამატებითი საპოლიციო ძალები - რას აცხადებენ შსს - ში?

რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში, სა­დაც "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სი" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი მო­რიგ აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ, პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოხ­და. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რი­ო­ნის ხე­ო­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზის გახ­სნა მო­ი­თხო­ვეს, რო­მე­ლიც სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის მი­ე­რაა გა­და­კე­ტი­ლი. აქ­ტი­ვის­ტებ­მა პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნის გარ­ღვე­ვა სცა­დეს მას მერე, რაც ის ად­გი­ლი, სა­დაც პრო­ტეს­ტან­ტე­ბის კარ­ვე­ბი იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი, ტრაქ­ტო­რით გა­დახ­ნეს.

რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­დეგ, საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა აქ­ტი­ვის­ტებს უკან და­ხე­ვის­კენ მო­უ­წო­და, რის შემ­დე­გაც და­პი­რის­პი­რე­ბა რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში გა­ნი­მუხ­ტა.

ამის შემ­დე ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბით გუ­მა­თი­დან ქუ­თა­ი­სის­კენ წავ­ლენ.

"აქე­დან და­ვიძ­რათ ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით და "ენ­კას“ მო­ვუ­წო­დოთ, რომ ნუ გვა­პი­რის­პი­რე­ბენ ჩვე­ნი­ვე მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან. წა­ვიდ­ნენ, და­ტო­ვონ ხე­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და მან.

შემ­ქნილ ვი­თა­რე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა შსს-მაც.

"არ და­ვუშ­ვებთ რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში პრო­ტეს­ტი ძა­ლა­დობ­რი­ვი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დეს - მო­ვუ­წო­დებთ მო­ქა­ლა­ქე­ებს, არ გას­ცდნენ კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს და და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით, რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი", - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შს სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში მო­ქა­ლა­ქე­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა გარ­კვე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე დრო­ე­ბით პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 25-ე და 26-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იზღუ­დე­ბა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არ და­უშ­ვებს რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში პრო­ტეს­ტი ძა­ლა­დობ­რი­ვი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დეს და მკაცრ რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ნე­ბის­მი­ერ ფაქ­ტზე", - ვკი­თხუ­ლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
8

xo Cven vidget da seirs vuqurot!

ise
22

ამისთვის დავდივართ არჩევნებზე? ესენი ავირჩიეთ? ან ისინი? ვინმემ იცოდით ამას რომ აპირებდნენ? რაღას დაგვატარებთ არჩევნებზე ერთმანეთს ეჭიდავეთ ვინც გაიმარჯვებს იმან ყიდეთ მიწა, ხალხი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ხმაური რიონის ხეობაში, ჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნა და დამატებითი საპოლიციო ძალები - რას აცხადებენ შსს - ში?

ხმაური რიონის ხეობაში, ჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნა და დამატებითი საპოლიციო ძალები - რას აცხადებენ შსს - ში?

რიონის ხეობაში, სადაც "ნამახვანჰესი" მოწინააღმდეგეები მორიგ აქციას მართავენ, პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეებმა რიონის ხეობისკენ მიმავალი გზის გახსნა მოითხოვეს, რომელიც საპოლიციო ძალების მიერაა გადაკეტილი. აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს მას მერე, რაც ის ადგილი, სადაც პროტესტანტების კარვები იყო განლაგებული, ტრაქტორით გადახნეს.

რამდენიმეწუთიანი დაძაბულობის შემდეგ, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა აქტივისტებს უკან დახევისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც დაპირისპირება რიონის ხეობაში განიმუხტა.

ამის შემდე ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით გუმათიდან ქუთაისისკენ წავლენ.

"აქედან დავიძრათ ქუთაისის მიმართულებით და "ენკას“ მოვუწოდოთ, რომ ნუ გვაპირისპირებენ ჩვენივე მოქალაქეებთან. წავიდნენ, დატოვონ ხეობა", - განაცხადა მან.

შემქნილ ვითარებაზე განცხადება გაავრცელა შსს-მაც.

"არ დავუშვებთ რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს - მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები", - აცხადებენ უწყებაში.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად იზღუდება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

"ელიტ ელექტრონიქსი“ "ჰოთსეილის“ პარტნიორი გახდა

პაატა იმნაძის განცხადებით, ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ, კიდევ ერთი "კლასტერი“ გაჩნდა

"ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება... ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს" - თამარ გაბუნია